1. ტრანსპორტირების ლიცენზიატი იღებს გადაწყვეტილებას და ახორციელებს გადაუდებელი ტექნიკური მომსახურების სამუშაოებს, რომლებიც არ მიეკუთვნება ამ წესების 54-ე მუხლით განსაზღვრულ სამუშაოებს და ასევე, სცდება ამ წესების 56-ე მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური მომსახურების გეგმის ფარგლებს, როდესაც ასეთი გადაუდებელი ტექნიკური მომსახურება აუცილებელია ტრანსპორტირების სისტემის უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი მუშაობისათვის.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია გადაუდებელი ტექნიკური მომსახურების სამუშაოების განხორციელებამდე სულ მცირე 2 (ორი) სამუშაო დღით ადრე წერილობით აცნობოს  სისტემით მოსარგებლეებსა და იმ მიერთებულ სუბიექტებს, რომლებზეც ზეგავლენას მოახდენს აღნიშნული სამუშაოები, აუცილებელი სამუშაოებისა და მისი შესაძლო შედეგების, ასევე სამუშაოების სავარაუდო ხანგრძლივობის შესახებ.

3. გადაუდებელი ტექნიკური მომსახურების სამუშაოების შესრულების დროის განსაზღვრისათვის, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა გაითვალისწინოს სისტემით მოსარგებლეების, დაკავშირებული სისტემების ოპერატორების და კანონიერი ინტერესების მქონე სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირების მოსაზრება, იმ პირობით, რომ საფრთხე არ შეექმნება ტრანსპორტირების სისტემის უსაფრთხო და საიმედო ოპერირება