1. ტრანსპორტირების ლიცენზიატს უნდა ჰქონდეს სათანადო ტექნიკური რესურსი და ჰყავდეს კანონმდებლობით განსაზღვრული კვალიფიკაციის პერსონალი, რათა უზრუნველყოს ტრანსპორტირების სისტემის უსაფრთხოება და ბუნებრივი გაზის მიწოდების უწყვეტობა.
2. ბუნებრივი გაზის უსაფრთხოდ და უწყვეტად მიწოდებასთან დაკავშირებით ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია, სულ მცირე:
ა) უზრუნველყოს 24-საათიანი ცხელი ხაზის ფუნქციონირება და შესაბამისი ნომრის განთავსება მის ვებგვერდზე;
ბ) შეიმუშაოს საგანგებო რეაგირებისა და უსაფრთხოების შიდა პროცედურები;
გ) ავარიებთან დაკავშირებულ სატელეფონო შეტყობინებებზე მოახდინოს რეაგირება ამ წესების 54-ე მუხლის შესაბამისად