1. სისტემით მოსარგებლეები და დაბალანსების ჯგუფები უარყოფითი უბალანსობის შემთხვევაში ვალდებულნი არიან გადაიხადონ, ხოლო დადებითი უბალანსობის შემთხვევაში უფლება აქვთ მიიღონ საფასური დღიური უბალანსობისათვის.
2. თუ სისტემით მოსარგებლეს ან დაბალანსების ჯგუფს კონკრეტულ დღეს აქვს დადებითი უბალანსობა, იგულისხმება, რომ მან ტრანსპორტირების ლიცენზიატს მიჰყიდა მისი უბალანსობის შესაბამისი ოდენობის ბუნებრივი გაზი და უფლება აქვს ტრანსპორტირების ლიცენზიატისგან მოითხოვოს დღიური უბალანსობის შესაბამისი საფასურის გადახდა.
3. თუ სისტემით მოსარგებლეს ან დაბალანსების ჯგუფს კონკრეტულ დღეს აქვს უარყოფითი უბალანსობა, იგულისხმება, რომ მან ტრანსპორტირების ლიცენზიატისგან შეისყიდა მისი უბალანსობის შესაბამისი ოდენობის ბუნებრივი გაზი და ვალდებულია ტრანსპორტირების ლიცენზიატს გადაუხადოს დღიური უბალანსობის შესაბამისი საფასური.
4. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა წინა თვის თითოეული დღისათვის უნდა გამოთვალოს დღიური უბალანსობის საფასური (DimC) თითოეული სისტემით მოსარგებლისათვის ან დაბალანსების ჯგუფისთვის, ამ მუხლის მე-5- მე-8 პუნქტების შესაბამისად.
5. თუ სისტემით მოსარგებლეს ან დაბალანსების ჯგუფს კონკრეტულ დღეს აქვს უარყოფითი უბალანსობა და:
ა) არ აჭარბებს უბალანსობის დასაშვებ ზღვარს, მისი დღიური უბალანსობის საფასური გამოითვლება შემდეგნაირად:
DImC=Abs(DIm)×DImP,სადაც:
DImC: დღიური უბალანსობის საფასური (ლარი);
DIm: სისტემით მოსარგებლის ან დაბალანსების ჯგუფის საბოლოო დღიური უბალანსობა (კუბ.მ);
DImP: დღიური უბალანსობის ფასი (ლარი/კუბ.მ).
ბ) აჭარბებს უბალანსობის დასაშვებ ზღვარს, მისი დღიური უბალანსობის საფასური გამოითვლება შემდეგნაირად:
DImC=Abs(DIm)×NBC×DImP,სადაც:
DImC: დღიური უბალანსობის საფასური (ლარი);
DIm: სისტემით მოსარგებლის საბოლოო დღიური უბალანსობა (კუბ.მ);
NBC: კომისიის მიერ დამტკიცებული დღიური უბალანსობის ფასის მეთოდოლოგიით განსაზღვრული დაბალანსების კოეფიციენტი (>1) უარყოფითი დღიური უბალანსობისთვის;
DImP: დღიური უბალანსობის ერთეულის ფასი (ლარი/კუბ.მ).
6. თუ სისტემით მოსარგებლეს კონკრეტულ დღეს აქვს დადებითი უბალანსობა და:
ა) არ აჭარბებს უბალანსობის დასაშვებ ზღვარს, მისი დღიური უბალანსობის საფასური გამოითვლება შემდეგნაირად:
DImC=DIm×DImP×PBC,სადაც:
DImC: დღიური უბალანსობის საფასური (ლარი);
DIm: სისტემით მოსარგებლის საბოლოო დღიური უბალანსობა (კუბ.მ);
DImP: დღიური უბალანსობის ერთეულის ფასი (ლარი/კუბ.მ);
PBC: კომისიის მიერ დამტკიცებული დღიური უბალანსობის ფასის მეთოდოლოგიით განსაზღვრული კოეფიციენტი (≤1) დადებითი დღიური უბალანსობისათვის.
ბ) აჭარბებს უბალანსობის დასაშვებ ზღვარს, მისი დღიური უბალანსობის საფასური გამოითვლება შემდეგნაირად:
DImC=DIm×DImP×EPBC,სადაც:
DImC: დღიური უბალანსობის საფასური (ლარი);
DIm: სისტემით მოსარგებლის ან დაბალანსების ჯგუფის საბოლოო დღიური უბალანსობა (კუბ.მ);
EPBC: კომისიის მიერ დამტკიცებული დღიური უბალანსობის ფასის მეთოდოლოგიით განსაზღვრული კოეფიციენტი (<=1) დადებითი დღიური უბალანსობისათვის იმ შემთხვევებისათვის, როდესაც უბალანსობა აჭარბებს უბალანსობის დასაშვებ ზღვარს..
DImP: დღიური უბალანსობის ერთეულის ფასი (ლარი/კუბ.მ