1. სისტემით მოსარგებლე ვალდებულია შეძლებისდაგვარად უზრუნველყოს მის მიერ ტრანსპორტირების სისტემაში მიღებული და მისთვის სისტემიდან გაცემული ბუნებრივი გაზის ოდენობების დაბალანსება.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა ამ წესების IX თავით განსაზღვრული პირობითი და საბოლოო მიკუთვნების პარალელურად, იმავე ვადებში უნდა გამოთვალოს თითოეული სისტემით მოსარგებლის პირობითი და საბოლოო დღიური უბალანსობა საანგარიშო დღისთვის, შემდეგნაირად:

DIm = DD - DW,სადაც:

DIm:  სისტემით მოსარგებლის დღიური უბალანსობა (კუბ.მ);

DD:  სისტემით მოსარგებლის მიერ ტრანსპორტირების სისტემაში მიღებული ბუნებრივი გაზის ოდენობა (კუბ.მ);

DW:  სისტემით მოსარგებლისთვის ტრანსპორტირების სისტემიდან გაცემული ბუნებრივი გაზის ოდენობა (კუბ.მ).

3. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა სისტემით მოსარგებლეს პირობითი/საბოლოო დღიური უბალანსობის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს პირობითი/საბოლოო მიკუთვნების შესახებ ინფორმაციასთან ერთად, ამ წესების 41-ე მუხლის შესაბამისად. დაბალანსების ჯგუფის შემთხვევაში, პირობითი და საბოლოო უბალანსობის შესახებ დღიური ინფორმაცია უნდა მიეწოდოს დაბალანსების ჯგუფის პასუხისმგებელ მხარეს, ჯგუფის ყველა წევრისათვის ცალ-ცალკე. დაბალანსების ჯგუფის დღიური უბალანსობა არის მისი წევრების დღიურ უბალანსობათა ჯამი.

4. თუ საბოლოო დღიური უბალანსობა საანგარიშო დღისთვის არის დადებითი/უარყოფითი, სისტემით მოსარგებლეს ან დაბალანსების ჯგუფს აქვს დადებითი/უარყოფითი დღიური უბალანსობა ამ დღისათვი