მუხლი 69. ბუნებრივი გაზის დაბალანსების წესები და უბალანსობის საფასური
თავი XV — ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერირება და მართვა
1. ბუნებრივი გაზის დაბალანსების წესები უნდა იყოს სამართლიანი, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული. ბუნებრივი გაზის დაბალანსების წესები უნდა ასახავდეს სისტემის რეალურ საჭიროებებს, ითვალისწინებდეს გადამცემი სისტემის ოპერატორის ხელთ არსებულ უმცირესი ღირებულების რესურსებს და გამომდინარეობდეს ბუნებრივი გაზის ბაზრის პრინციპებიდან.
2. უბალანსობის საფასური შესაძლებლობის ფარგლებში ასახავს გაწეულ ხარჯებს და უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის მიღებისა და გაცემის დაბალანსების სათანადო სტიმულებს. უბალანსობის საფასური არ უნდა ახდენდეს ბუნებრივი გაზის სისტემით მოსარგებლეებს შორის ჯვარედინ სუბსიდირებას და ბუნებრივი გაზის სისტემით ახალ მოსარგებლეებს არ უნდა უქმნიდეს ბაზარზე შესვლის ბარიერს. უბალანსობის საფასური განისაზღვრება კომისიის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.
3. გადამცემი სისტემის ოპერატორი ბუნებრივი გაზის სისტემით მოსარგებლეების დაბალანსების სტატუსის შესახებ სრულყოფილ, დროულ და სარწმუნო ინფორმაციას აქვეყნებს ელექტრონულად, რათა სისტემით მოსარგებლემ შეძლოს დროულად მიიღოს ზომები უბალანსობის აღმოსაფხვრელად. გადამცემი სისტემის ოპერატორი სრულად აქვეყნებს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას ბუნებრივი გაზის სისტემით მოსარგებლეების დაბალანსების სტატუსის შესახებ. დაუშვებელია ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცემისთვის საფასურის დადგენა.
4. გადამცემი სისტემის ოპერატორი აქვეყნებს ბუნებრივი გაზის დაბალანსებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის საფასურებს.
5. გადამცემი სისტემის ოპერატორი თანამშრომლობს ენერგეტიკული გაერთიანების მხარეების გადამცემი სისტემის ოპერატორებთან, რათა ბუნებრივი გაზით ვაჭრობის ხელშესაწყობად ჰარმონიზებულ იქნეს ბუნებრივი გაზის სისტემების დაბალანსების რეჟიმები და გამარტივდეს უბალანსობის საფასურის სტრუქტურა და დონეებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (20.12.2019).
წინა რედაქცია (27.12.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 69. ბუნებრივი გაზის დაბალანსების წესები და უბალანსობის საფასური 1. ბუნებრივი გაზის დაბალანსების წესები უნდა იყოს სამართლიანი, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული. ბუნებრივი გაზის დაბალანსების წესები უნდა ასახავდეს სისტემის რეალურ საჭიროებებს, ითვალისწინებდეს გადამცემი სისტემის ოპერატორის ხელთ არსებულ უმცირესი ღირებულების რესურსებს და გამომდინარეობდეს ბუნებრივი გაზის ბაზრის პრინციპებიდან. 2. უბალანსობის საფასური შესაძლებლობის ფარგლებში ასახავს გაწეულ ხარჯებს და უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის მიღებისა და გაცემის დაბალანსების სათანადო სტიმულებს. უბალანსობის საფასური არ უნდა ახდენდეს ბუნებრივი გაზის სისტემით მოსარგებლეებს შორის ჯვარედინ სუბსიდირებას და ბუნებრივი გაზის სისტემით ახალ მოსარგებლეებს არ უნდა უქმნიდეს ბაზარზე შესვლის ბარიერს. უბალანსობის საფასური განისაზღვრება კომისიის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით. 3. გადამცემი სისტემის ოპერატორი ბუნებრივი გაზის სისტემით მოსარგებლეების დაბალანსების სტატუსის შესახებ სრულყოფილ, დროულ და სარწმუნო ინფორმაციას აქვეყნებს ელექტრონულად, რათა სისტემით მოსარგებლემ შეძლოს დროულად მიიღოს ზომები უბალანსობის აღმოსაფხვრელად. გადამცემი სისტემის ოპერატორი სრულად აქვეყნებს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას ბუნებრივი გაზის სისტემით მოსარგებლეების დაბალანსების სტატუსის შესახებ. დაუშვებელია ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცემისთვის საფასურის დადგენა. 4. გადამცემი სისტემის ოპერატორი აქვეყნებს ბუნებრივი გაზის დაბალანსებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის საფასურებს. 5. გადამცემი სისტემის ოპერატორი თანამშრომლობს ენერგეტიკული გაერთიანების მხარეების გადამცემი სისტემის ოპერატორებთან, რათა ბუნებრივი გაზით ვაჭრობის ხელშესაწყობად ჰარმონიზებულ იქნეს ბუნებრივი გაზის სისტემების დაბალანსების რეჟიმები და გამარტივდეს უბალანსობის საფასურის სტრუქტურა და დონეები .
Law of Georgia „on Energy and Water Supply“, მუხლი 69, №5646-რს, 20.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 300280000.05.001.019734 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4747785/muxli-69/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია