1. უბალანსობის ღირებულების გაანგარიშება ხდება საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ.

2. უბალანსობის ღირებულების გაანგარიშება ხორციელდება ბაზრის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, იმ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისათვის, რომელიც საანგარიშო პერიოდში აღმოჩნდა:

ა) მზარდ უბალანსობაში;

ბ) შემამსუბუქებელ უბალანსობაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი გადამცემი სისტემის ოპერატორს უხდის უბალანსობის ღირებულებას შესაბამისი საგადასახადო ანგარიშფაქტურის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი შესაბამის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს უბალანსობის ღირებულებას უხდის შესაბამისი საგადასახადო ანგარიშფაქტურის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ მზარდი უბალანსობის ღირებულების თანხა გადახდილად მიიჩნევა გადამცემი სისტემის ოპერატორის შესაბამის ანგარიშზე ასახვის მომენტიდა