1. თითოეული დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისთვის უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში უბალანსობა გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
სადაც:
გულისხმობს უბალანსობის მოცულობას, უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისთვის, გამოხატული მეგავატ-საათში;
გულისხმობს უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისთვის ფიზიკურად მოხმარებული და წარმოებული ელექტროენერგიის აღრიცხულ სალდირებულ მოცულობას, გამოხატულს მეგავატ-საათში, დაბალანსების ჯგუფის იმ აღრიცხვის წერტილებში, რომელთა უბალანსობაზეც პასუხისმგებელია დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი;
გულისხმობს ნომინირებულ მოცულობას, უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისთვის, გამოხატულს მეგავატ-საათში;
გულისხმობს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სატენდერო წინადადების შესაბამისად გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობას, უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისთვის, გამოხატული მეგავატ-საათში.
2. ელექტროენერგეტიკული სისტემის უბალანსობა გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
სადაც:
გულისხმობს მთლიან მზარდ უბალანსობას, უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისთვის, გამოხატულს მეგავატ-საათში;
გულისხმობს მთლიან შემამსუბუქებელ უბალანსობას, უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისთვის, გამოხატული მეგავატ-საათშ