1. საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობა, რომლის შერჩევა ხდება უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისათვის, განისაზღვრება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, რეალურ დროში ელექტროენერგეტიკულ სისტემაში წარმოქმნილი უბალანსობის საფუძველზე.

2. საბალანსო ელექტროენერგიის ის შერჩეული სატენდერო წინადადება, რომლის  საფუძველზეც განხორციელდა საბალანსო ელექტროენერგიის გააქტიურება, ანაზღაურდება რანჟირების სიის მიხედვით ჩამოყალიბებული საბალანსო ელექტროენერგიის ფასით, ზღვრული ფასწარმოქმნის პრინციპით. საბალანსო ელექტროენერგიის ფასი ყალიბდება თითოეულ უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში.

3. საბალანსო ელექტროენერგიის სატენდერო წინადადების შერჩევის ერთადერთი კრიტერიუმია მისი ფასი, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. დაბალანსებაზე მომსახურების მიმწოდებელი, რომლის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება საბალანსო სიმძლავრის ტენდერში  შერჩეულ იქნა, არ არის უფლებამოსილი, საბალანსო ელექტროენერგიის სატენდერო წინადადებაში მიუთითოს იმაზე მეტი ფასი, ვიდრე  საბალანსო სიმძლავრის სატენდერო წინადადებაში საბალანსო ელექტროენერგიისთვის ჰქონდა მითითებული.

5. სატენდერო წინადადებების შერჩევის დასრულებისთანავე საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერში მონაწილე თითოეულ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს ელექტრონულ ფოსტაზე ინდივიდუალურად ეგზავნება ავტომატური შეტყობინება სატენდერო წინადადებების შერჩევის შედეგების შესახე