1. სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
ა) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი;
ბ) მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული სატენდერო წინადადების ღირებულება, იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვ.);
გ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, მომსახურების ან სამუშაოს მოცულობას, საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან სამუშაოს შესრულების ვადას, ადგილსა და ფორმას;
დ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური, შესრულების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების სრულ აღწერას, მათ შორის, გეგმებს, ნახაზებს, ესკიზებს, ინფორმაციას ხარისხის, ფუნქციონირების, უსაფრთხოების, ზომების, შეფუთვის, ნიშანდებისა და მარკირების, წარმოების მეთოდისა და პროცესის, სიმბოლოების, ტერმინების, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი შესაბამისობის მოთხოვნების შესახებ და სხვ.;
ე) ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის წესს (არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – შესასრულებელი სამუშაოს გონივრულ საგარანტიო ვადას;
ზ) ხელშეკრულების პროექტს;
თ) მითითებას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაზე (არსებობის შემთხვევაში);
ი) სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალებასა და პროცედურას;
კ) სატენდერო კომისიის აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ;
ლ) მითითებას საკომუნიკაციო მომსახურების ალტერნატიული შესყიდვის თაობაზე (არსებობის შემთხვევაში).
2. სატენდერო დოკუმენტაცია სისტემაში თავსდება ელექტრონულად. ამ მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაცია ავსებს ამ წესის დანართი №3-ით განსაზღვრულ კითხვარს, რომელიც გენერირებულია სისტემაში. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერისა და სამუშაოს შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერის ამ წესის მე-40 მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად ჩატარებაზ