შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება შესაძლებელია, გასაჩივრდეს შემდეგ ვადებში:
ა) ამ რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება/ქმედება − სატენდერო/საკონკურსო წინადადებების მიღების დაწყებამდე;
ბ) ამ რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება − აღნიშნული გადაწყვეტილების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვიდან არა უგვიანეს 10 დღისა, ხოლო ქმედება – ამ ქმედების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა, მაგრამ მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის შედეგად ხელშეკრულების დადებამდე;
გ) ამ რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება − აღნიშნული გადაწყვეტილების სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის მოდულში ატვირთვიდან არა უგვიანეს 10 დღის