1. საბჭოსთვის საჩივრის წარსადგენად დგინდება საჩივრის წარდგენის საფასური. საჩივრის წარდგენის საფასურის ოდენობაა:

ა) სახელმწიფო შესყიდვასთან (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა) დაკავშირებული საჩივრის შემთხვევაში – სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2%, ხოლო გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში – გამარტივებული შესყიდვის ღირებულების 2%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა და არა უმეტეს 500 ლარისა;

ბ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტთან დაკავშირებული საჩივრის შემთხვევაში – ამ პროექტის სავარაუდო ღირებულების 0,15%, მაგრამ არანაკლებ 22 000 ლარისა და არა უმეტეს 150 000 ლარისა.

2. საჩივრის წარდგენის საფასური არ გადაიხდება, თუ საჩივარი ეხება ამ რეგლამენტის მე-9 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებს.

3. საჩივრის წარდგენის საფასური ბრუნდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჩივარი არ დაკმაყოფილდება.

4. თუ მომჩივანმა გამოიხმო საჩივარი, საჩივრის წარდგენის საფასური ბრუნდება:

ა) სრული ოდენობით − თუ საჩივარი გამოხმობილია საბჭოს სხდომის გამართვამდე;

ბ) ნახევარი ოდენობით − თუ საჩივარი გამოხმობილია საბჭოს სხდომაზე ან მისი გამართვის შემდეგ.

5. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავაზე საჩივრის წარდგენის საფასური გადაიხდება საჩივრის წარდგენის მომენტში, საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით. საჩივრის წარდგენის საფასური ბრუნდება სრული ოდენობით – საბჭოს მიერ საჩივრის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ საბჭოს გადაწყვეტილების მიღებიდან, ხოლო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში – საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის გასვლისთანავე. მომჩივნის მიერ საჩივრის გამოხმობისას საჩივრის წარდგენის საფასური ბრუნდება საბჭოს მიერ საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის გასვლისთანავე, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

6. „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების საბჭოში გასაჩივრებისას საჩივრის წარდგენის საფასური გადაიხდება საჩივრის წარდგენის მომენტში, საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით, რა დროსაც სისტემა უზრუნველყოფს საჩივრის წარდგენის საფასურის შესაბამისი ოდენობის თანხის დაბლოკვას. აღნიშნული თანხა განიბლოკება საჩივრის წარდგენის საფასურის წარდგენიდან 40 დღის გასვლისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჩივარი არ დაკმაყოფილდება. ასეთ შემთხვევაში, საჩივრის წარდგენის საფასური მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტშ