1. საბჭოს სხდომა იმართება საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისთვის დადგენილ ვადაში. საბჭო უფლებამოსილია, გამართოს მოსამზადებელი სხდომა.
2. საბჭოს სხდომაზე საჩივრის განხილვის ადგილს, დღესა და საათს (საბჭოს სხდომის დროს) საბჭოს აპარატის წარდგინებით ნიშნავს საბჭოს თავმჯდომარე.
3. საბჭოს აპარატი საბჭოს სხდომის დროსა და ადგილს მხარეებსა და დაინტერესებულ პირებს (არსებობის შემთხვევაში) აცნობებს ელექტრონული მოდულის მეშვეობით. დადგენილი წესით მოწვეულ მხარეთა და დაინტერესებულ პირთა საბჭოს სხდომაზე გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას.
4. საბჭოს სხდომა შეიძლება, წარიმართოს ვიდეოკონფერენციის მეშვეობით, რა დროსაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს საბჭოს სხდომის ყველა მონაწილის ერთდროული აუდიო-ვიდეოკავშირი და დოკუმენტების პირდაპირ რეჟიმში გაცვლის შესაძლებლობა. საბჭოს სხდომის ვიდეოკონფერენციის მეშვეობით წარმართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო, ხმათა უმრავლესობი