1. გასაჩივრებული სახელმწიფო შესყიდვის პროცედურები, საჩივრის დასაშვებად ცნობისთანავე ავტომატურად ჩერდება გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვის პროცედურისა. სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონულად განხორციელების შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვის პროცესი ჩერდება ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდეგ.
2. საჩივრის დასაშვებად ცნობის შემდეგ შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, არ მიიღოს გადაწყვეტილება ან არ განახორციელოს ქმედება გასაჩივრებულ სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებული საჩივრის განხილვის ვადაში. შემსყიდველი ორგანიზაცია ასევე ვალდებულია, იმავე საკითხზე არ გამოაცხადოს ან შეაჩეროს გამოცხადებული ხელახალი სახელმწიფო შესყიდვის პროცედურები (არსებობის შემთხვევაში). შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით დადგენილი წესით განახორციელოს შესყიდვა გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვის პროცედურები ჩერდება აგრეთვე შესყიდვებში მონაწილეობის მსურველისთვის/პრეტენდენტისთვი