1. საბჭოს წევრი საჩივრის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, თუ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი. ამ შემთხვევაში, საბჭოს წევრი ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილების შესახებ.

2. საბჭოს წევრის აცილების საფუძვლის არსებობისას მხარესა და დაინტერესებულ პირს უფლება აქვთ, საბჭოს სხდომის დასრულებამდე წერილობით წარადგინონ შუამდგომლობა საბჭოს წევრის აცილების შესახებ.

3. საბჭოს წევრის აცილების საკითხს მის დაუსწრებლად წყვეტენ საბჭოს სხვა წევრები ხმების უმრავლესობით. საბჭოს სხვა წევრთა ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, საბჭოს წევრი აცილებულად ითვლება. საბჭოს წევრს უფლება არ აქვს, თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგა