მუხლი 392. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების დაუშვებლობა
თავი XLVIII — კასაციის დასაშვებობა # #
1. დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ შეიძლება საკასაციო წესით გაასაჩივროს იმ მხარემ, რომლის წინააღმდეგაც არის იგი გამოტანილი.
2. საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ ისეთი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც გამოტანილია განმეორებით დაუსწრებლობის შემდეგ, რის გამოც იგი აღარ შეიძლება გასაჩივრდეს ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება კასაციის წესით გასაჩივრდეს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა სათანადო სამართლებრივი წანამძღვრები.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 392. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების დაუშვებლობა 1. დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ შეიძლება საკასაციო წესით გაასაჩივროს იმ მხარემ, რომლის წინააღმდეგაც არის იგი გამოტანილი. 2. საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ ისეთი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც გამოტანილია განმეორებით დაუსწრებლობის შემდეგ, რის გამოც იგი აღარ შეიძლება გასაჩივრდეს ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება კასაციის წესით გასაჩივრდეს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა სათანადო სამართლებრივი წანამძღვრები. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(12)
საქმე №ას-539-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.07.2022
…391-ე მუხლის მე-5 ნაწილის,,ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. სსსკ-ის 392-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ ისეთი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც გამოტანილია განმეორებით…
საქმე №ას-953-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2021
…გამონაკლისი შემთხვევა (აკრძალვა), როცა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ დაიშვება საკასაციო წესით. კერძოდ, დაუშვებელია სააპელაციო სასამართლოს პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრება ( სსსკ-ის 392-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). საკასაციო წესით დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს ისეთი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრება, რომელიც გამოტანილია…
საქმე №ას-1420-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2019
…ამ კოდექსის 2321 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეუძლიათ ასეთი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში შეიტანონ საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 392-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ შეიძლება საკასაციო წესით გაასაჩივროს იმ მხარემ, რომლის წინააღმდეგაც არის…
…არ შეფასდა სასარჩელო მოთხოვნისა და დადგენილად მიჩნეული გარემოებების ურთიერთმართებულობა, რადგანაც აღნიშნული პრეტენზიები, თავის შინაარსით, წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე წარსადგენი საჩივრის საფუძვლებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 392-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ შეიძლება საკასაციო წესით გაასაჩივროს იმ მხარემ, რომლის წინააღმდეგაც…
…ა. გ-ეს 2011 წლის 16 ოქტომბრის სხდომის დღის შესახებ სასამართლო უწყება 2011 წლის 27 ოქტომბერს ჩაჰბარდა. პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტს უწყება გაეგზავნა და ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 392-ე და 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.…