მუხლი 189. ბრალდებულის დაუსწრებლად საქმის განხილვა
თავი XIX — სასამართლო განხილვის ზოგადი დებულებანი
1. ბრალდებულის დაუსწრებლად საქმის განხილვა დასაშვებია, თუ იგი თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას. ასეთ შემთხვევაში საქმის განხილვაში ბრალდებულის ადვოკატის მონაწილეობა სავალდებულოა.
2. თუ დაპატიმრებული ბრალდებული სასამართლო სხდომაზე არ იქნა წარმოდგენილი ტრანსპორტირების განუხორციელებლობის გამო, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 10 დღისა, და ამის თაობაზე აცნობებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, რომელიც ვალდებულია მომდევნო სხდომაზე უზრუნველყოს ბრალდებულის წარმოდგენა და სასამართლოს აცნობოს ბრალდებულის ტრანსპორტირების განუხორციელებლობის მიზეზი.
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3528 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის კანონი №3126 – ვებგვერდი, 11.07.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.07.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 189. ბრალდებულის დაუსწრებლად საქმის განხილვა 1. ბრალდებულის დაუსწრებლად საქმის განხილვა დასაშვებია, თუ იგი თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას. ასეთ შემთხვევაში საქმის განხილვაში ბრალდებულის ადვოკატის მონაწილეობა სავალდებულოა. 2. თუ დაპატიმრებული ბრალდებული სასამართლო სხდომაზე არ იქნა წარმოდგენილი ბადტრაგნსპორტირების განუხორციელებლობის გამო, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 10 დღისა, და ამის თაობაზე აცნობებს სასჯპელციაღსრულებური ს დეპარტამენიტენციური ს თავმჯდომსახურის გენერალურ დირექტორს, რომელიც ვალდებულია მომდევნო სხდომაზე უზრუნველყოს ბრალდებულის წარმოდგენა და სასამართლოს აცნობოს ბრალდებულის ტრაგნსპორტირების განუხორციელებლობის მიზეზი.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(23)
საქმე №2კ-1000აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.12.2023
…3.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ გ. ი–ს მიმართ სააპელაციო სასამართლოში, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის განხილვით, დაირღვა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება და ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად,,ბრალდებულის დაუსწრებლად საქმის განხილვა დასაშვებია, თუ იგი თავს არიდებს…
…მთლიანად ცნო თავი დამნაშავედ მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა, მას შემდეგ რაც ბრალდების მხარისაგან ვერ მიიღო თანხმობა შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმების პირობებზე, მან თავი აარიდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და საქართველოს სსსკ-ის 189-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით საქმის განხილვა ჩატარდა მის დაუსწრებლად, აღნიშნული გარემოებების და სასჯელის მიზნების გათვალისწინებით, სასამართლოს…
…სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარე ვალდებულია ამ კოდექსით დადგენილი წესით, სასამართლო განხილვის დაწყებამდე შეატყობინოს სასამართლოს საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესახებ. ხოლო, საქართველოს სსსკ-ის 189-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის დაუსწრებლად საქმის განხილვა დასაშვებია, თუ იგი თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას. ასეთ…
…ბინა იპოთეკით დატვირთული და შემდგომში გაყიდული იქნა რამდენიმე პირზე, რომელიც საბოლოოდ საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა ს------------------ამ. ბრალდებული ს-------–----------ა თავს არიდებდა სასამართლოში გამოცხადებას, რის გამოც საქართველოს სსსკ-ის 189-ე მუხლის შესაბამისად, საქმე განხილულ იქნა მისი დასწრების გარეშე ადვოკატის სავალდებულო მონაწილეობით. მსჯავრდებული ს-------–----------ა დაკავებული…
…თე-----–------------მ თავი აარიდა გამოძიების ორგანოში, 2020 წლის 27 თებერვალს ჩატარებულ წინასასამართლო სხდომაზე და საქმის არსებითი განხი-ლვის სხდომებზე გამოცხადებას, მისი ადგილსამყოფელი უცნობია, ზემოთ აღნიშნუ-ლიდან გამომდინარე საქართველოს სსსკ-ის 189-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სასამართლომ დაადგინა სისხლის სამართლის საქმის განხილვა თე-----–------------ს დაუსწრებლად მისი ინტერესების…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 189, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-189/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია