განაჩენი

სისხლის სამართლის 07.05.2019
საქმის ნომერი
330100118002521051
თარიღი
07.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N------------------

საქმე N---------

(-------------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

07 მაისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - იზა კელენჯერიძე

სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები - ა--------ა, ნ----- ქ-----–---–ი

სტაჟიორ-პროკურორები - ი-----–- ყ-----ე, გ------- კ------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - (მონაწილეობის გარეშე) - ვ-------ი ნ-------ის ძე გ-------–---–ი (დაბადებული - 1----–-–----- დ---------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, გ------------------------------) .

 

ადვოკატები - გ------- რ------–---–ი, ზ-------------ე,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები.

 

დისპოზიცია: ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის.

 

ბრალდებული - (მონაწილეობის გარეშე) - გ------- რ-----ის ძე მ---–----–-–---–ი (დაბადებული - 1----–-–----- ნ---------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ო----------ის მ----–----–------ი ქალაქი ო----------ი, თ----------------–----------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, გ-----–---–------------------------------------).

 

ადვოკატი - ე------------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი.

 

დისპოზიცია: ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

 

სხდომის სახე: ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------------ის განაჩენით, ვ-------ი გ-------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

 

1.2. 2018 წლის 20 მარტს, დღის საათებში, თბილისში, გ-----–---–---------–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ-------ი გ-------–---–ი და გ------- მ---–----–-–---–ი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, შეეცადნენ ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ შ-- „მ---------------–--–ის“ კუთვნილ 4260 კილოგრამ შავი ლითონის ჯართს, რის შედეგადაც შ-- „მ---------------–--–ს“ შესაძლოა მისდგომოდა 1618 ლარისა და 80 თეთრის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;

 

1.3. 2----–-–------------ის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის განაჩენით გ------- მ---–----–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ერთობლიობის ჩადენისთვის.

 

1.4. 2----–-–----------ს, თბილისში, შუადღის საათებში, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, გ------- მ---–----–-–---–ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების: მ---------ის და ო-----ის ჯგუფის უკანონოდ მოხმარების ფაქტი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ვ-------ი გ-------–---–ის და გ------- მ---–----–-–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია ვ-------ი გ-------–---–ის და გ------- მ---–----–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის; შესაბამისად, ვ-------ი გ-------–---–ი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გ------- მ---–----–-–---–ი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

3.1. ბრალდებულებმა - ვ-------ი გ-------–---–მა და გ------- მ---–----–-–---–მა წინასასამართლო სხომაზე სადავოდ არ გახადეს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. მათ ასევე, საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ სრულად ცნეს; მათვე, არსებითი განხილვის ეტაპზე, თავი აარიდეს სასამართლოში გამოცხადებას, რის გამოც, საქართველოს სსსკ-ის 189-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, საქმე განხილული იქნა ვ-------ი გ-------–---–ის და გ------- მ---–----–-–---–ის დაუსწრებლად.

3.2. ბრალდებულების - ვ-------ი გ-------–---–ის და გ------- მ---–----–-–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა თავად ბრალდებულების საქმის არსებით სხდომაზე გაცხადებული ინფორმაციისა (რა დროსაც მათ განაცხადეს, რომ ისინი სრულად ცნობენ თავს დამნაშავედ მათთვის წარდგენილ ბრალდებაში), ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულის წარმომადგენლის - ვ------------------ის და მოწმეების - დ----------------ის, ბ----------------ის, ვ----–------------ის, გ--–------–---–ის, გ--–----------–---–ის, გ------- ბ-------ის, ლ-–------------ის, ზ---------------ის და გ------- ბ----------ის გამოკითხვის ოქმებს; ს------------------------–ის ამოღების 2018 წლის 20 მარტის ოქმს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2018 წლის 21 მარტის ოქმს; საგამოძიებო ექსპერიმენტის 2018 წლის 22 მარტის ოქმს; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2018 წლის 22 მარტის ოქმს; საგამოძიებო ექსპერიმენტის 2----–-–------------ის ოქმს; გ------- მ---–----–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ის განაჩენს; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2018 წლის 24 მარტის ოქმს; პირის ამოცნობის 2018 წლის 31 მარტის ოქმებს; ს----------–----–------------------------------------------------------–---------------------------ის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის N------ დასკვნას; პირის ამოცნობის 2018 წლის 05 აპრილის ოქმს; პირის ამოცნობის 2018 წლის 18 აპრილის ოქმს; გ------- მ---–----–-–---–ის დაკავების 2----–-–----------ის ოქმს; ს----------–----–------------------------------------------------------–---------------------------ის ნარკოლოგიური ექსპერტიზის N------ დასკვნას; დათვალიერების 2018 წლის 14 ივნისის ოქმს; ვ-------ი გ-------–---–ის დაკავების 2018 წლის 14 ივნისის ოქმს; ვ-------ი გ-------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------------ის განაჩენს; ვ-------ი გ-------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------ის განაჩენს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.

3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

3.4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

3.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში - Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

3.6. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

3.7. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

3.8. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

3.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

4. სამართლებრივი შეფასება:

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით კრიმინალიზებულია ქურდობის მცდელობა, ე.ი. ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის.

4.2. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით; მათ შორის ეს უფლება საერთაშორისო მასშტაბით განმტკიცებულია 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით (აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...),“ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმითა და სხვა საერთაშორისო ნორმებით.

4.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდებულებმა, მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით, ვერ შეძლეს დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა; შესაბამისად, ვ-------ი გ-------–---–ს და გ------- მ---–----–-–---–ს მსჯავრი უნდა დაედოთ დაუმთავრებელი დანაშაულის ჩადენისთვის.

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატება: სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობაში, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის. მოცემულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს დაუმთავრებელ დანაშაულთან, კერძოდ, დანაშაულის მცდელობასთან, რომლის შემთხვევაშიც აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და სამართლებრივი სიკეთისთვის შექმნილ საფრთხეს შორის.

4.5. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება (ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა); 3) აღნიშნულმა ქმედებამ უნდა შექმნას კონკრეტული საფრთხე (დაზარალებულის საკუთრების უფლებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების სახით); 4) ქმედება ჩადენილი უნდა იყოს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და 5) აღნიშნული ქმედება ჩადენილი უნდა იყოს არაერთგზის.

4.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. საქმეში წარმოდგენილი ს----------–----–------------------------------------------------------–---------------------------ის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, ჯართის მიმღებ პუნქტებში, 4260,00 კილოგრამი შავი ლითონის ჯართის საბაზრო ღირებულება შეადგენს - 1618,80 ლარს, რაც აღემატება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულ, მნიშვნელოვანი ზიანისთვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს - 150 ლარს.

4.7. საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დამამძიმებელ გარემოებად ითვლება ქურდობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ამ შემთხვევაში, ყველა ამსრულებელი ქურდობის ობიექტური შემადგენლობის უშუალოდ დაწყებამდე (და არა მისი დაწების შემდეგ) თანხმდებიან ქურდობის ჩადენაზე. ჯგუფური დანაშაულის განმარტება მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლში, რომლის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. განსახილველ შემთხვევაში საქმე გვაქვს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქმედების ჩადენასთან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, ამსრულებელია ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული ან სხვასთან (თანაამსრულებელთან) ერთად უშუალოდ მონაწილეობდა მის ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, ორივე პირმა განახორციელა ერთი და იგივე უმართლობა, შესაბამისად, ვ-------ი გ-------–---–ი და გ------- მ---–----–-–---–ი წარმოადგენენ ერთიანი უმართლობის თანაამსრულებლებს.

4.8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------------ის განაჩენით, ვ-------ი გ-------–---–ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის; აღნიშნული დანაშაულისათვის იგი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებული არ ყოფილა და არც ნასამართლობა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული.

4.9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებაში, თუკი პირი ასეთი დანაშაულისათვის ნასამართლევი იყო (საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლი) და ნასამართლობა არ ჰქონდა მოხსნილი ან გაქარწყლებული, ანუ აუცილებელია ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას წინ უსწრებდეს პირის ნასამართლობა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და ნარკოტიკი მოხმარებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით - ექიმის დანიშნულების გარეშე.

4.10. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ გ------- მ---–----–-–---–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ის განაჩენით, იყო რა იგი ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის ნასამართლევი პირი, 2----–-–----------ს, ნარკოტიკული შემოწმების შედეგად, ს----------–----–------------------------------------------------------–---------------------------ის ნარკოლოგიური ექსპერტიზის N------ დასკვნით კვლავ დაუდგინდა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება - მ---------ის და ო-----ის ჯგუფის უკანონოდ მოხმარების ფაქტი.

4.11. ბრალდებულ გ------- მ---–----–-–---–ის მიერ მოხმარებული ნარკოტიკული საშუალებები - ,,მ---------ი“ და ,,ო-----ი“, ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით წარმოადგენს ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებას. ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ხ“ ქვეპუნქტის თანახმად, სიებში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება წარმოადგენს უკანონო მოხმარებას.

4.12. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.

 

4.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებმა მტკიცებულებები უდავოდ ცნეს, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება; თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულების ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.

4.14. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას, სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

4.15. ბრალდებულების - ვ-------ი გ-------–---–ის და გ------- მ---–----–-–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასებისა და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- მ---–----–-–---–ი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------------ის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი ვ-------ი გ-------–---–ი, 2018 წლის 20 მარტს, დღის საათებში, თბილისში, გ-----–---–---------–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, შეეცადნენ ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ შ-- „მ---------------–--–ის“ კუთვნილ 4260 კილოგრამ შავი ლითონის ჯართს, რის შედეგადაც შ-- „მ---------------–--–ს“ შესაძლოა მისდგომოდა 1618 ლარისა და 80 თეთრის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი; ასევე, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის ნასამართლევი გ------- მ---–----–-–---–ის მიმართ, 2----–-–----------ს, თბილისში, შუადღის საათებში, ნარკოლოგიური შემოწმებით დადგენილი ნარკოტიკული საშუალებების: მ---------ის და ო-----ის ჯგუფის უკანონოდ მოხმარების ფაქტი. სასამართლოს შეფასებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის ელემენტები სახეზეა, რაც დასტურდება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.

 

4.16. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

4.17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვ-------ი გ-------–---–მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით. ასევე, გ------- მ---–----–-–---–მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

5.1. ვ-------ი გ-------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, ასევე მის მიერ სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა, ხოლო დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია;

5.2. გ------- მ---–----–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, ასევე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ გ------- მ---–----–-–---–ი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი) და ქმედება ჩადენილია პირობითი მსჯავრის პირობებში.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.

6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.

 

6.3. განაჩენის 6.1. და 6.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

6.4. სასჯელის შემსუბუქების კუთხით სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულთა მხრიდან დანაშაულის აღიარებას და მათ მიერ სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ოთხიდან შვიდ წლამდე.

6.5. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ასევე, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევმა ვ-------ი გ-------–---–მა ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული, თუმცა, მისი წარსული ნასამართლობა განსახილველ შემთხვევაში წარმოადგენს ქმედების შემადგენლობის მაკვალიფიცირებელ ნიშანს; შესაბამისად, მას სასჯელი არ განესაზღვრება რეციდივის წესით. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ასევე იმ ფაქტს, რომ ვ-------ი გ-------–---–ს არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შემთხვევაშიც იქნება მიღწეული სასჯელის კანონისმიერი მიზნები.

6.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

6.7. გ------- მ---–----–-–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ 2----–-–------------ის განაჩენით, გ------- მ---–----–-–---–ი ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებით). სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნასამართლობა წარმოადგენს ქმედების ობიექტური შემადგენლობის ნიშანს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, შესაბამისად, გ------- მ---–----–-–---–ს აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელი არ შეიძლება დაუმძიმდეს, თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა. თუმცა, გ------- მ---–----–-–---–ის ნასამართლობა ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის, წარმოადგენს მის მიერ სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მომენტისთვის - საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივს. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 (ერთი) წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას; შესაბამისად, გ------- მ---–----–-–---–ის მიმართ სახეზეა პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.

6.8. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ გ------- მ---–----–-–---–ის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან არაერთი შეღავათი იქნა გამოყენებული, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, ბრალდების მხარის მიერ გამოყენებული იქნა კანონით გათვალისწინებული შეღავათი და 2----–-–------------ის განაჩენით, დამტკიცდა პროკურორსა და გ------- მ---–----–-–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლითაც საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სრულად შთანთქა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე, ჩათვლილი ჰქონდა პირობით და საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

6.9. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიუხედავად გ------- მ---–----–-–---–ის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან შეღავათების გამოყენებისა, მისი რესოციალიზაცია ამ დრომდე ვერ მოხდა და 2----–-–----------ს, ჯერ კიდევ გამოსაცდელი ვადის მიმდინარეობისას, მან კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული. საქართველოს ს------–---------–-----------------–--------------------------------------------------–-------------–-----------------–--------------–------------------------ წლის M------------- წერილის თანახმად, გ------- მ---–----–-–---–ი იმყოფებოდა აღრიცხვაზე თბილისის პრობაციის ბიუროში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ის განაჩენის საფუძველზე და გამოსაცდელი ვადა უსრულდება 2----–-–-------------.

6.10. გ------- მ---–----–-–---–ის შემთხვევაში სახეზეა ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულები. რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული ქმედების წინაპირობების, ჩადენილი დანაშაულის სიმრავლის, ჩადენის ხერხის და მომავალში მსგავსი ქმედების თავიდან არიდებისათვის არ არის საკმარისი ჯარიმის ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენება, ამდენად, დანაშაულის კერძო პრევენციის მიზანი მოითხოვს, მსჯავრდებულს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დაენიშნოს მკაცრი სახის სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას გამოყენებულ იქნეს სასჯელთა შთანთქმის პრინციპი.

6.11.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. განსახილველ შემთხვევაში, გ------- მ---–----–-–---–ი იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ, შესაბამისად, მან ჩაიდინა რა ახალი განზრახი დანაშაულები, მის მიმართ პირობითი მსჯავრი 3 (სამი) წლის ვადით უნდა გაუქმდეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. ამასთანავე, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

6.12. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

6.13. ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვ-------ი გ-------–---–ის და გ------- მ---–----–-–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავეთა წარსული ცხოვრების, დანაშაულებრივ ქცევაში მათი მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მათი ქცევის გათვალისწინებით და შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, ვ-------ი გ-------–---–ის და გ------- მ---–----–-–---–ის მიმართ უნდა განისაზღვროს შემდეგი სასჯელები:

 

- ვ-------ი გ-------–---–ს - საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

- საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ. ვ-------ი გ-------–---–ის შემთხვევაში ბრალად შერაცხული ქმედება ჩადენილია 2018 წლის 20 მარტს, ხოლო 2----–-–----------ის განაჩენით დადგენილი დანაშაული კი ჩადენილია - 2018 წლის 12 მარტს, რის გამოც საბოლოო სასჯელი უნდა განისაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად;

 

- გ------- მ---–----–-–---–ს, განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნას - სასჯელთა შთანთქმის პრინციპი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით; მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, უნდა ჩამოერთვას ამავე კანონის მე-3 მუხლში მითითებული უფლებები.

 

7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

7.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ლაზერულ დისკზე; ბ----------------ესთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ამსახველი ფოტოსურათები, ლაზერულ დისკზე; დ----- ს--------ესთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ამსახველი ფოტოსურათები, ლაზერულ დისკზე; ნივთიერი მტკიცებულებების გახსნა-დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათების ასლები, ლაზერულ დისკზე, რომლებიც დაულუქავი სახით ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

7.2. საქმეზე ამოღებული ს--–-----–-----–---ის დეტალები, რომელიც ინახება ქ. თბილისი, კ----------------–--–--ე მდებარე შ-- ,,გ---–---ს“ დაცულ ტერიტორიაზე დაულუქავი სახით - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ-------ი გ-------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------ის განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ-------ი გ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------ის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

3. მსჯავრდებულ ვ-------ი გ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან; მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 14 ივნისის 14:20 საათიდან - 2----–-–-----------ის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

4. მსჯავრდებულ ვ-------ი გ-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-----------ის განჩინებით ვ-------ი გ-------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოს ფულადი თანხის უზრუნველსაყოფად რ-–-----–--ის (პირადი N0----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე გ--------ის მ----–----–------ი, ს------–- ს-----ე, საკადასტრო კოდი 8-----------) 5000 (ხუთი ათასი) ლარის პროპორციულ წილზე დადებული ყადაღა.

 

6. გ------- მ---–----–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

7. გ------- მ---–----–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ------- მ---–----–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

9. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;

10. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- მ---–----–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

11. მსჯავრდებულ გ------- მ---–----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან; მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2----–-–----------ის 11:05 საათიდან - 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

12. გ------- მ---–----–-–---–ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 3 წლის ვადით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

13. გ------- მ---–----–-–---–ს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდის მომენტიდან.

 

14. მსჯავრდებულ გ------- მ---–----–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

15. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–----------ის განჩინებით გ------- მ---–----–-–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოს ფულადი თანხის უზრუნველსაყოფად ა----–----- მ---–----–-–---–ის (პირადი N4----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ჩ-----------ის მ----–----–------ი, ს------–- ე------ი, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 1501.00 კვ.მ. საკადასტრო კოდი 2-----------) 5000 (ხუთი ათასი) ლარის პროპორციულ წილზე დადებული ყადაღა.

 

16. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ლაზერულ დისკზე; ბ----------------ესთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ამსახველი ფოტოსურათები, ლაზერულ დისკზე; დ----- ს--------ესთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ამსახველი ფოტოსურათები, ლაზერულ დისკზე; ნივთიერი მტკიცებულებების გახსნა-დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათების ასლები, ლაზერულ დისკზე, რომლებიც დაულუქავი სახით ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

- საქმეზე ამოღებული ს--–-----–-----–---ის დეტალები, რომელიც ინახება ქ. თბილისი, კ----------------–--–--ე მდებარე შ-- ,,გ---–---ს“ დაცულ ტერიტორიაზე დაულუქავი სახით - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს.

 

17. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

18. განაჩენი ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით; განაჩენი დაცვის მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით, მსჯავრდებულის დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ან განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე იზა კელენჯერიძე