განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/808-1-
გამოძიების №0-----------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 მარტი, 2020 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ნიკოლოზ მარგველაშვილი
სხდომის მდივანი - დ----- დათიაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------- გ----------ე
დაცვის მხარე:
ადვოკატი - პ---–- კ------ე
ბრალდებული - თ----- ჯ-------ის ა----–ი გ-------ძე (მონაწილეობის გარეშე) - დაბადებული 2--1--1--- წელს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქალაქი ქუთაისის, ნ----- ქუჩა №58/46-ში).
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი და ქმედების აღწერა:
1.1. თ----- გ-------ძეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
20-- წლის 10 ი--–--ს, დაახლოებით 21:10 საათზე, ტ------–ის რაიონის, სოფელ კ-------ში, თ----- გ-------ძემ იძალადა ყოფილ მეუღლეზე გ------- ტ--------–--ეზე (სახეში რამოდენიმეჯერ გაარტყა ხელი). დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. საქმეში არსებული მტკიცებულებების აღწერა:
2.1. წინასასამართლო სხდომაზე, სადავოდ იქნა ცნობილი დაცვის მხარის მიერ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, გარდა ადვოკატების ორდერებისა (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა გ------- ტ--------–--ემ განმარტა, რომ იგი დაქორწინდა 2014 წლის ა--------ში თ----- გ-------ძეზე და განქორწინდა 2017 წლის ა--------ს თვეში. ის თავის ყოფილ მეუღლესთან ერთად ნ----- ქუჩაზე ბრალდებულის დედის ბინაში ცხოვრობდა. მოწმემ აღნიშნა, რომ 20-- წლის 10 ი--–--ს ეხმარებოდა თავის მეზობელს ვენახში, რა დროსაც დაურეკა მეზობელმა ს--–---ე ტ--------–--ე-გ-------ძემ და უთხრა, რომ ბრალდებული თ----- გ-------ძე იყო მასთან ოჯახში მისული და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას დაზარალებულის დედას, დას და მეზობლებს. მოწმემ გაიხსენა, რომ თ----- გ-------ძე შვილის სანახავად იყო მოსული. სახლში მისული შეეცადა ყოფილი მეუღლის დაწყნარებას და სთხოვა, რომ დალოდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას და თუ სასამართლო მას ნებას დართავდა, რომ შვილი ენახა აღნიშნული უპრობლემოდ მოხდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი არ აპირებდა ენახებინა მისთვის ბავშვი. ამის გაგონებაზე ბრალდებულმა დაიწყო არაადეკვატური მოქმედება და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. კერძოდ, თ----- გ-------ძემ მას ესროლა საცხოვრებელი სახლის ჭიშკრის გარეთ მდებარე ჭაზე არსებული „ვედრო“, რომლის შეკავებაც ხელებით მოახერხა. ამის შემდეგ, ბრალდებულმა, როგორც მოწმემ განმარტა, ხელი გაარტყა მას სახეში რამოდენიმეჯერ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. თ----- გ-------ძის მოქმედებით გ------- ტ--------–--ეს ტუჩიც კი გაუსკდა. ამის შემდეგ, დაზარალებულმა გამოიძახა პოლიცია, იგი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც დაწერა საჩივარი და შემდეგ გაგზავნეს ექსპერტიზაზე. ამ ფაქტის შემდეგაც თ----- გ-------ძის მხრიდან მსგავსი ხასიათის ქმედებას რამოდენიმეჯერ ჰქონდა ადგილი, თუმცა დაზარალებულს პოლიციაში არ განუცხადებია. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნულ ფაქტამდე თ----- გ-------ძის მხრიდან ძალადობის ფაქტს ადგილი ჰქონდა დაზარალებულის დედის და დის მიმართ, ასევე ბრალდებულმა დაზარალებულს ნივთებიც კი მოპარა. მოწმემ განმარტა, რომ მისთვის უცნობია ბრალდებულ თ----- გ-------ძის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი. მოწმემ აღნიშნა, რომ ფიზიკური სამუშაოების შესრულების დროს მას არაერთხელ მიუღია ფიზიკური დაზიანება. მოწმემ გაიხსენა, რომ ყოფილ მეუღლეს სასამართლოს გადაწყვეტილებით ბავშვის ნახვის უფლება არ ჰქონდა, გარდა შაბათ-კვირისა, ისიც სოციალურ მუშაკთან ერთად. მოწმემ განმარტა, რომ 20-- წლის 10 ი--–--ს თ----- გ-------ძე მის საცხოვრებელ სახლში სოციალურ მუშაკთან ან სხვა კომპეტენტურ პირთან ერთად არ მისულა, მას ახლდნენ მეგობრები. მოწმემ დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მის მიერ მიცემული ჩვენების სისწორე.
2.3. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა დ----- ი------ემ განმარტა, რომ ტ------–ის რაიონულ სამმართველოში ზაფხულის პერიოდში, დაახლოებით საღამოს ცხრა საათისთვის შევიდა შეტყობინება თ----- გ-------ძის მიერ, რომ მას მისი ყოფილი მეუღლე არ აჩვენებდა შვილს. აღნიშნულის გამო შემთხვევის ადგილზე გავიდა ოპერატიული ჯგუფი, ადგილზე მისვლის შემდეგ გაირკვა, რომ თ----- გ-------ძემ იძალადა მეუღლეზე და შემდგომ დაიწყო გამოძიება. მოწმემ აღნიშნა, რომ ფიზიკური ძალადობის შესახებ მათ განუმარტა თავად დაზარალებულმა გ------- ტ--------–--ემ. მოწმემ განმარტა, რომ მან გამოკითხა ბრალდებული და გააცნო დადგენილება ბრალდებულად ცნობის შესახებ. მოწმემ მიუთითა, რომ კონფლიქტის მიზეზი როგორც მისთვის ბრალდებულის გამოკითხვის შედეგად ცნობილი გახდა იყო ის, რომ თ----- გ-------ძეს უნდოდა თავისი შვილისთვის მიეტანა ტკბილეული, მას ბავშვი მეზობელთან დახვდა და არ მისცეს ბავშვის ნახვის უფლება. ამის გამო ანერვიულდა, გავიდა ქუჩაში, დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. ამის შემდეგ, მოვიდა დაზარალებული და თავის ყოფილ მეუღლეს სიმშვიდისკენ მოუწოდა, რის გამოც ბრალდებულმა გ------- ტ--------–--ეს სახის არეში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნულ საქმეზე მის მიერ დანიშნულ იქნა გ------- ტ--------–--ის მიმართ სამედიცინო ექსპერტიზა. მოწმემ აღნიშნა, რომ ბრალის წაყენების შემდეგ ბრალდებულის ადგილსამყოფელი მისთვის და ბრალდებულის დედისთვისაც ცნობილი არ არის. მოწმემ განმარტა, რომ თ----- გ-------ძეს უშუალოდ მის თვალწინ დაზარალებულზე ფიზიკურად არ უძალადია. მოწმემ გაიხსენა, რომ როგორც მისთვის იყო ცნობილი წყვილის განქორწინების შემდეგ ბავშვი იმყოფებოდა დედასთან, შემდეგ თ----- გ-------ძის მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ რადგანაც თ----- ვერ ახერხებდა ბავშვის სათანადო მოვლას წაეყვანათ მამასთან. სასამართლოს გადაწყვეტილებით, როგორც მოწმისთვის იყო ცნობილი, თ----- გ-------ძეს ბავშვის ნახვის უფლება ჰქონდა მხოლოდ შაბათ-კვირას სოციალურ მუშაკთან ერთად.
2.4. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----–- ტ--------–--ემ განმარტა, რომ მისი ძმა გ------- ტ--------–--ე და ბრალდებული თ----- გ-------ძე დაოჯახებულნი იყვნენ დაახლოებით 3-4 წელი და ერთად ცხოვრობდნენ ქ.ქუთაისში, ნ----- ქუჩაზე. მოწმემ გაიხსენა, რომ 20-- წლის 10 ი--–--ს, დაახლოებით საღამოს ცხრა საათისთვის იმყოფებოდა საცხოვრებელი სახლის ეზოში მეზობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, ამავე ეზოში ბავშვებთან ერთად თამაშობდა მისი ძმისშვილი ბ-------ე ტ--------–--ე. ამ დროს შენიშნა, რომ მოვიდა მანქანა, საიდანაც გადმოვიდა ბრალდებული და მის დანახვაზე მოწმემ უთხრა მის მეზობელს ს--–---ე ტ--------–--ე-გ-------ძეს, რომ ბავშვი დაემალა. ამის შემდეგ, ბრალდებულმა უწმაწური სიტყვებით დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და მოითხოვდა ბავშვის ნახვას. მოწმემ განმარტა, რომ მან მოსთხოვა თ----- გ-------ძეს საბუთი, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ მას შეეძლო შვილის ნახვა. ბრალდებულმა ვერანაირი საბუთი ვერ წარუდგინა მას, არც სოციალური მუშაკი არ ახლდა, მხოლოდ მეგობრები იყო მასთან ერთად, ამიტომ მას ბავშვის ნახვის უფლება არ მისცა. ამის შემდეგ, თ----- კვლავ აგრძელებდა აგრესიას და გამოუვალი მდგომარეობის შექმნის გამო მოწმის თქმით მისმა მეზობელმა ს--–---ე ტ--------–--ე-გ-------ძემ დაურეკა დაზარალებულს გ------- ტ--------–--ეს, იმ მიზნით, რომ მოსულიყო სახლში. მოწმემ გაიხსენა, რომ ბრალდებული ისევ აგრძელებდა შეურაცხყოფის მიყენებას იქ მყოფ პირთათვის, ამიტომ მან დარეკა პოლიციაში, პოლიციის მოსვლამდე მოვიდა გ------- ტ--------–--ე, რომელიც შეეცადა ბრალდებულის დამშვიდებას. მოწმემ განმარტა, რომ გ-------ს მოსვლის შემდეგ ბრალდებულმა თ----- გ-------ძემ მას ვედრო, რომლის შეჩერება ხელებით შეძლო. მოწმემ განმარტა, რომ მან დაინახა თუ როგორ გაარტყა ორჯერ ხელი სახეში თ----- გ-------ძემ გ------- ტ--------–--ეს. მოწმემ მიუთითა, რომ ბავშვს აქვს დედამისის შიში და დედის დანახვაზე ბავშვმა ს--–---ე ტ--------–--ეს სთხოვა, რომ დაემალა და ს--–---ემაც შეიყვანა სახლში და დამალა. მოწმემ აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით თ----- გ-------ძეს ბავშვის ნახვის უფლება ჰქონდა მხოლოდ შაბათ-კვირას სოციალური მუშაკის და დაზარალებულის თანდასწრებით. მოწმემ აღნიშნა, რომ მისი ძმის და ყოფილი რძლის თანაცხოვრების პერიოდში არ შესწრებია ფაქტს, რომ თ----- გ-------ძეს ეძალადოს ფიზიკურად გ------- ტ--------–--ეზე.
2.5. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ს--–---ე გ-------ძემ განმარტა, რომ 20-- წლის 10 ი--–--ს ბავშვები თამაშობდნენ ეზოში, დაზარალებულის და ბრალდებულის შვილიც 6 წლის ბ-------ე ტ--------–--ეც მათთან ერთდ იყო. მოწმემ გაიხსენა, რომ ამ დროს მოვიდა მანქანა, მანქანიდან გადმოვიდა თ----- გ-------ძე თანხმლებ პირებთან ერთად. დედის დანახვით შეშფოთებულმა ბავშვმა მას სთხოვა, რომ დაემალა. ანერვიულებული ბავშვი, როგორც მოწმემ აღნიშნა, შეიყვანა სახლში. მოწმემ განმარტა, რომ თ----- გ-------ძე ითხოვდა ბავშვის ნახვას, რომლის უფლებაც სოციალური მუშაკის გარეშე მას არ ჰქონდა. ამასთან, თ----- უწმაწური სიტყვებით ილანძღებოდა და იყო ძალიან აგრესიული. მოწმემ აღნიშნა, რომ გამოუვალი მდგომარეობის გამო იძულებული გახდა დაერეკა გ------- ტ--------–--ისათვის, რომ მოსულიყო და სიტუაცია განემუხტა. გ------- ტ--------–--ის მოსვლის შემდეგ თ----- გ-------ძემ მას იქვე ჭასთან დადებული „ვედრო“ ესროლა, რომელიც ხელით აირიდა დაზარალებულმა. მოწმემ განმარტა, რომ თ----- გ-------ძემ გ------- ტ--------–--ეს სახეში ხელი გაარტყა. მოწმემ აღნიშნა, რომ თ-----ს თანმხლებმა პირებმა არ იცოდნენ თუ რა ვითარება იყო რეალურად და როცა გაიგეს, თ----- დატოვეს და წავიდნენ. მოწმემ მიუთითა, რომ როგორც ბავშვის მონაყოლით გაიგო დედა მასზე ხშირად ძალადობდა. კერძოდ, ოთახში კეტავდა, ხელიც კი დაუწვა. ამიტომ შვილს დედის ნახვის სურვილი არ ჰქონდა. აღნიშნულის შესახებ მან აცნობა ოჯახის წევრებს.
2.6. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ჟ--–---- ჯ--–--–---–-- განმარტა, რომ 20-- წლის 10 ი--–--ს შვილიშვილი ბ-------ე ტ--------–--ე მამიდას ნ-----–- ტ--------–--ეს მეზობელთან ს--–---ე გ-------ძე-ტ--------–--ესთან ჰყავდა გადაყვანილი. ამ დროს მოვიდა მანქანით თ----- გ-------ძე, რომელსაც უნდოდა ბავშვის წაყვანა. ნ-----–- ტ--------–--ემ ჰკითხა თ----- გ-------ძეს ჰქონდა თუ არა მას საბუთი, რომელიც ბავშვის ნახვის უფლებას აძლევდა. მოწმემ განმარტა, რომ თ----- გ-------ძე ყველა ოჯახის წევრზე ძალადობდა მათ შორის მის დედამთილზე 85 წლის მ------–---- გ-------ძეზე, ამიტომ ოჯახი იძულებული გახდა ბინა ეყიდათ ნიკეაზე და წყვილი საცხოვრებლად იქ გადა----–იყო. მოწმემ გაიხსენა, რომ შემთხვევის დღეს, თ----- გ-------ძე მისთვის ქვის სროლას აპირებდა, მაგრამ მისმა შვილმა არ მისცა ამის უფლება. შემდეგ კი თ----- გ-------ძემ მის შვილს გ------- ტ--------–--ეს დაახლოებით სამჯერ მაინც გაარტყა ხელი სახის არეში. მოწმემ აღნიშნა, რომ დედიდან მოყვანილი ბავშვი ბ-------ე ტ--------–--ე ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, მას ჰქონდა ხელი დამწვარი, ვინაიდან დედამ ხელზე ტაფა დაადო. ბავშვმა თქვა, რომ დედა მას ხშირად სცემდა, დააბა კიდეც და სხვაგვარად ძალადობდა მასზე. მოწმემ განმარტა, რომ გ------- ტ--------–--ე ხელოსანია და ფიზიკური ზიანი აქედან გამომდინარე ერთხელ მიადგა. მოწმემ მიუთითა, რომ 20-- წლის 10 ი--–--ის შემდეგ ბრალდებული თ----- გ-------ძე არ უნახავს.
2.7. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ------ ნ-----–--ემ განმარტა, რომ 20-- წლის 11 ი--–--ს წარმოდგენილ იქნა ექსპერტიზაზე გ------- ტ--------–--ე, რომელმაც განუმარტა, რომ 20-- წლის 10 ი--–--ს, ტ------–ის რაიონის სოფელ კ-------ში, დაახლოებით 21:00 სთ-ზე შელაპარაკების ნიადაგზე ყოფილმა მეუღლემ თ----- გ-------ძემ ხელი დაარტყა სახის არეში და მიაყენა დაზიანება. ექსპერტმა მიუთითა, რომ პირადი გასინჯვის მონაცემებით ჩივილებს ტკივილებზე არ წარმოადგენდა. ზედა ტუჩის მიდამოში მარჯვნივ, შიგნითა ზედაპირზე ლორწოვანზე აღენიშნებოდა უსწორო-ოვალური ფორმის, მუქი მოწითალო ფერის, არამკვეთრი კონტურების სისხლჩაქცევა. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. მოწმემ განმარტა, რომ გ------- ტ--------–--ის სხეულზე არსებული დაზიანება სისხლჩაქცევის სახით გამოწვეულია მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედებით. აღნიშნულ საგნებს მიეკუთვნება ის, რომლებსაც გააჩნიათ მკვირვი-ბლაგვი ზედაპირი.
2.8. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის თანახმად, 20-- წლის 10 ი--–--ს დაიწყო გამოძიება ტ------–ის რაიონულ სამმართველოში სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2.9. შეტყობინების (რეგისტრაციის N1------) თანახმად განმცხადებელი პირი არის ნ-----–- ტ--------–--ე. შეტყობინების შინაარსში აღნიშნულია, ინციდენტის თარიღი: 1------0-- 21:23:14, ინციდენტის ტიპი: კონფლიქტი ოჯახური/ძალადობა, ზარის ტიპი: Call, მისამართი: რეგიონი იმერეთი, დასახლება: სოფელი კ-------ი, რაიონი: ტ------–ი, დამატებითი: ეკლესიასთან გ-------ძეები უბანი.
2.1-- შეტყობინების (რეგისტრაციის N1------) თანახმად განმცხადებელი პირი არის თ----- გ-------ძე. შეტყობინების შინაარსში აღნიშნულია, ინციდენტის თარიღი: 1------0-- 21:13:59, ინციდენტის ტიპი: კონფლიქტი ოჯახური/ძალადობა, ზარის ტიპი: Call, მისამართი: რეგიონი იმერეთი, დასახლება: სოფელი კ-------ი, რაიონი: ტ------–ი, დამატებითი: წყ--––-----–-სთან. შენიშვნა: ყვირის/არ მაწვდის ინფორმაციას, არაკორექტულია. პარამეტრები: რომელი ოჯახის წევრის მიმართ და ვის მიერ ხორციელდება ძალადობა (კონფლიქტი)?: აცხადებს, რომ ბავშვს არ ატანენ.
2.11. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის (N0-----0--)თანახმად, 11.0--1- წელს, 03:07-03:15 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე გ------- ტ--------–--ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლჩაქცევის სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
2.12. შემაკავებელი ორდერის (N0-----) თანახმად, მოძალადე თ----- გ-------ძეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი გ------- ტ--------–--ე ცხოვრობს, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებებით. შემაკავებელი ორდერი შედგენილ იქნა 20-- წლის 11 ი--–--ს, 01:05 საათზე, მისი მოქმედების ვადად განისაზღვრა 30 (ოცდაათი) დღე. შემაკავებელი ორდერის ინციდენტის ფაბულაში აღნიშნულია, რომ მოქალაქე გ------- ტ--------–--ე ვარაუდობს, რომ ყოფილმა მეუღლემ მის მიმართ განახორციელა ძალადობრივი ქმედება. მსხვერპლის გ------- ტ--------–--ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 20-- წლის 10 ი--–--ს მის მიმართ თ----- გ-------ძემ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, რაც გამოიხატა ცემაში, ვარაუდობს რომ ისევ განახორციელებს.
2.13. ბრალდების მხარემ დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა მოწმეები: თ----- გ-------ძე და დ----- ზ------ე.
2.14. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვეულ იქნა ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებები, გარდა ადვოკატ ნ---------------–--ს და ადვოკატ პ---–- კ------ის ორდერებისა.
3. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
3.1. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159; იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1-88 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1-88, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
3.2. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამავე კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
3.5. გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
3.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს.
3.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა უტყუარობის საკითხთან დაკავშირებით განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგალითად; გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა, ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის #397აპ-14 განაჩენი).
მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევისას, არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ან ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მოწმეთა მიერ მიწოდებული არ ყოფილა, სასამართლოს შეფასებით თითოეული მტკიცებულება გამყარებულ იქნა სხვა მტკიცებულებით და მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებული სხვადასხვა წინააღმდეგობა არ შეიძლება ჩაითვალოს იმ ხარისხის და მოცულობის, რომ ამის გამო არ იყოს გაზიარებული სასამართლოს მიერ. თითოეული მტკიცებულება გამყარებულ იქნა სხვა სახის მტკიცებულებებით, ყველა მოწმის ჩვენება იყო გულწრფელი და მიუკერძოებელი.
3.8. საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.
3.9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებულ იქნა დამაჯერებელი, პირდაპირი მტკიცებულებები წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად.
3.1-- სისხლის სამართლის კანონმდებლობით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას რამაც, გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
3.11. ფიზიკური ძალადობა, სუბიექტურ მხრივ განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის სხეულთან ფიზიკურ კონტაქტში, შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის მიყენებაა, ხოლო შედეგი ფიზიკური კონტაქტის გზით ამ უკანასკნელის მიერ ტკივილის განცდაა. თუ მსხვერპლს ასეთი ტკივილის განცდა არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ იარსებებს.
3.12. სასამართლო განმარტავს, რომ ტკივილი (ამ შემთხვევაში ძალადობის განხორციელებისას), სუბიექტური აღქმაა და დაზარალებული ერთადერთი სუბიექტია, ვისაც შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი. ყველა სხვა პირის განმარტება კი, არის მხოლოდ ვარაუდი.
3.13. სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 მუხლი ადგენს მიზეზობრივ კავშირს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც გულისხმობს, რომ შედეგი გამოწვეული უნდა იყოს კონკრეტული პირის ქმედებით, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენელი მტკიცებულებებით დადასტურებულ იქნა მიზეზობრივი კავშირი ბრალდებულის მიერ განხორციელებულ შესაძლო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
3.14. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქმის არსებითი განხილვის დროს მოწმეთა ჩვენებებით და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დადასტურდა ის ფაქტი, რომ 20-- წლის 10 ი--–--ს, დაახლოებით 21:10 საათზე თ----- გ-------ძე ნამდვილად მივიდა გ------- ტ--------–--ესთან, ტ------–ის რაიონის, სოფელ კ-------ში.
3.15. სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულის გ------- ტ--------–--ის, ასევე მოწმეების ნ-----–- ტ--------–--ის, ს--–---ე გ-------ძის და ჟ--–---- ჯ--–--–---–ის მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს მიცემული ჩვენებებით უტყუარად დადასტურდა ბრალდებულ თ----- გ-------ძის მხრიდან ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის ფაქტი. დაზარალებულმა დეტალურად და გარკვევით მიუთითა, თუ რა ფორმით განხორციელდა მის მიმართ ფიზიკური ძალადობა თ----- გ-------ძის მხრიდან, კერძოდ, გ------- ტ--------–--ემ განმარტა, რომ მას ბრალდებულმა ხელი გაარტყა სახეში რამოდენიმეჯერ, ასევე მოწმეებმა ნ-----–- ტ--------–--ემ, ჟ--–---- ჯ--–--–---–-- და ს--–---ე გ-------ძემ მიუთითეს, რომ მათ დაინახეს, თუ როგორ გაარტყა რამდენჯერმე ხელი ბრალდებულმა დაზარალებულს სახეში, ანუ აღნიშნული დანაშაული შემადგენლობის ერთ-ერთი ელემენტი ფიზიკური კონტაქტი დადასტურებულ იქნა მოწმეთა ჩვენებებით, ასევე სახეზე გვაქვს ფიზიკური კონტაქტის შედეგად გამოუწვეული შედეგი - ფიზიკური ტკივილის განცდა, ამ შემთხვევაში ერთადერთმა სუბიექტმა დაზარალებულმა გ------- ტ--------–--ემ განმარტა, რომ ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულ იქნა მოცემული დანაშაულის შემადგენლობის ყველა აუცილებელი ნიშანი. მოწმეების ჩვენებებთან სრულ შესაბამისობაშია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, 11.0--1- წელს, 03:07-03:15 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე გ------- ტ--------–--ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლჩაქცევის სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. სასამართლო განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დადასტურებულ იქნა ის ფაქტი, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მსუბუქი ხარისხის დაზიანება გ------- ტ--------–--ეს მიადგა ბრალდებულ თ----- გ-------ძის ფიზიკური ძალადობის შედეგად. ამ კუთხით სასამართლო ვერ გაიზიარებს ადვოკატის პოზიციას, მასზედ, რომ დაზარალებულს აღნიშნული მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიადგა ფიზიკური სამუშაოების შესრულების შედეგად, ვინაიდან ექსპერტმა მ------ ნ-----–--ემ მის მიერ გაცემულ დასკვნაშიც და სასამართლოშიც, მოწმის სახით მიცემულ ჩვენებაში გარკვევით მიუთითა, რომ დაზიანება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ასევე, სასამართლო ვერ დაეთანხმება ადვოკატს, იმ განმარტებაში, რომ მოწმეთა მიერ მიცემულ ჩვენებებს შორის არსებობდა წინააღმდეგობა, აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევისას არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ან ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მოწმეთა მიერ მიწოდებული არ ყოფილა, სასამართლოს შეფასებით თითოეული მტკიცებულება გამყარებულ იქნა სხვა მტკიცებულებით და მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებული სხვადასხვა წინააღმდეგობა არ შეიძლება ჩაითვალოს იმ ხარისხის და მოცულობის, რომ ამის გამო არ იყოს გაზიარებული სასამართლოს მიერ.
3.16. სასამართლოსათვის უცნობია ბრალდებულ თ----- გ-------ძის პოზიცია წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმის არსებითი განხილვა წარიმართა მის დაუსწრებლად. საქართველოს სსსკ-ის 189-ე მუხლის თანახმად, ბრალდებულის გარეშე საქმის განხილვა დასაშვებია, თუ იგი თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას. ასეთ შემთხვევაში საქმის განხილვაში ბრალდებულის ადვოკატის მონაწილეობა სავალდებულოა. სასამართლოს და მხარეთა წარმომადგენლების - პროკურორის, ადვოკატის არაერთი მცდელობის მიუხედავად ბრალდებულთან ვერანაირი სახის კომუნიკაცია ვერ დამყარდა, რაც დასტურდება საქმეში არსებული მასალებით.
3.17. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მოცემულ შემთხვევაში ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიიჩნია თ----- გ-------ძის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ,4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. თ----- გ-------ძეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია
4.2. თ----- გ-------ძის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით- მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის თანახმად:
1. დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
2. დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
4. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი.
სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია, მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური დანაშაულების გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ თ----- გ-------ძე არაა ნასამართლევი და ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად თავისფულების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით იქნება დანაშაულის ადეკვატური, პროპორციული და ამასთან სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას.
4. ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხების გადაწყვეტა:
4.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ----- გ-------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
2. მსჯავრდებულ თ----- გ-------ძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.
3. თ----- გ-------ძე დაკავების შემთხვევაში, მოთავსებულ იქნეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში.
4. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. მსჯავრდებულს უფლება აქვს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გაასაჩივროს ერთი თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. პროკურორს განაჩენის გასაჩივრება შეუძლია განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი