განაჩენი

სისხლის სამართლის 11.07.2018
საქმის ნომერი
150100117002246352
დავის ტიპი
238 (1) 1
თარიღი
11.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100117002246352

# # 1/24-17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

05 ივლისი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

მოსამართლე – მა-–---- ენ-----ე

სხდომის მდივანი – და---- მე-–----ე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გუ---- ჭყ-----ე

დაცვის მხარე:

ბრალდებული: ან-------- სე-----–ას ძე ში-------ი (დაბადებული 196- წლის 2- თებერვალს, საქართველოს მოქალაქე, განათლება: საშუალო, დაოჯახებული, უმუშევარი, პირადი ნომერი 3----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრაციის მისამართი: ნინოწმინდა, სოფელი დიდი კო-------ა, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ნინოწმინდა, სოფელი ორ-–----ა); (არ გამოცხადდა)

ადვოკატი - ტა-----– ბა-–-----–---–ი, პა---ა მა----–-–---–ი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილი

სხდომის სახე - ღია

განსახილველი საკითხი: ძებნილ ბრალდებულ ან-------- ში-------ის მიმართ სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანა

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. სასამართლომ დაადგინა:

ან-------- ში-------ი 2016 წლის 14 იანვარს გასამართლებული იქნა სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით. დანიშნული სასჯელი ან-------- ში-------მა მოიხადა 2016 წლის 2- აგვისტოს. ან-------- ში-------ი იყო რა ნასამართლევი განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის, 2017 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით 18:00 საათზე ნინოწმინდის რაიონის სოფელ ორ-–----აში, ფეხით გადაადგილების დროს პირადი გასინჯვისას მისგან ამოღებული იქნა დანა, რაც ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად განეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2.1. ფაქტების დადგენა:

2.1.1. მოწმე რე---- ვა---ის ჩვენებით იგი არის შსს ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს უმცროსი ინსპექტორი. 2017 წლის 26 თებერვალს მიიღო ინფორმაცია მასზედ, რომ ნინოწმინდის რაიონის სოფელ ორ-–----აში მცხოვრები ან-------- ში-------ი გადაადგილდებოდა ფეხით, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა ცივი იარაღი დანა. მიღებული ინფორმაციის შესახებ მან პატაკით მოახსენა შს ნინოწმინდის რაიონულ სამმართველოს ხელმძღვანელობას, რის შესახებაც ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს გორელოვკის პოლიციის განყოფილებაში დაიწყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება. მიღებული ინფორმაციის გადასამოწმებლად რე---- ვანიძე ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს გორელოვკის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ არ--- ღა----–-----ან ერთად გავიდა. მათ მიერ ნინოწმინდის რაიონის სოფელ ორ-–----აში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე შეჩერებული იქნა ან-------- ში-------ი, რომლის ზედაპირული დათვალიერებისას სპორტული ქურთუკის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა დაკეცილ მდგომარეობაში დანის მსგავსი საგანი, რომელიც ან-------- ში-------ის თანდასწრებით დაილუქა ადგილზე და გაკეთდა ხელმოწერა. ა.ში-------ის განმარტებით იგი ხსენებულ დანას მოიხმარდა პირადი მოხმარების მიზნით, კერძოდ ფერმიდან სახლში ბრუნდება ღამის საათებში და გარეული ცხოველებისა და ძაღლებისაგან თავდაცვის მიზნით. ამასთან, მისთვის უცნობი იყო დანის ტარება თუ იკრძალებოდა. რე---- ვა---ია განმარტებით ამოღებული დანა არის საკეცი, აქვს ორივე მხარეს ნახევრად ხის ტარი, რომლის პირზე აქვს წარწერა „STAINLESS“.

2.1.2. მოწმის სახით დაკითხული საქ. შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის უფროსის, ექსპერტ ელ-----ა კე----–---–ის ჩვენებით მან დაადასტურა მის მიერ გაცემული # 04/ც დასკვნა, რომლის თანახმადაც „ექსპერტიზაზე წარდგენილი დასაკეცი ტიპის დანა დამზადებულია ქარხნული წესით და მისი კონსტრუქციული თავისებურებათა ერთობლიობის გათვალისწინებით (დანის პირის სიმტკიცე, კონსტრუქციული სიმყარე, ფიქსატორი) მიეკუთვნება ბასრი, მჩხვლეტავი-მჭრელი ტიპის ცივ იარაღთა კატეგორიას.

2.1.3. მოწმე ავ-------ლ მე----ის ჩვენებით იგი არის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს გორელოვკის პოლიციის განყოფილების უფროსი. 2017 წლის 26 თებერვალს მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ ნინოწმინდის რაიონის სოფელ ორ-–----აში მცხოვრები ან-------- ში-------ი გადაადგილდებოდა ფეხით, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა ცივი იარაღი დანა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გასული იყო ჯგუფი, რომელთა მიერაც მოხდა შემოწმება. შემოწმების შედეგად ან-------- ში-------ს აღმოაჩნდა დანა და დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, გამოთხოვილი იქნა მასალები. დანიშნული იქნა ტრასოლოგიური ექსპერტიზა, რომლის თანახმადაც დანა ცივ იარაღს მიეკუთვებოდა, ასევე გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ან-------- ში-------ის ნასამართლობასთან დაკავშირებით და აღმოჩნდა რომ ნასამართლევი იყო და არ იყო გასული ერთი წელი. აღნიშნულთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. საგამოძიებო მოქმედებები უშუალოდ ავ-------ლ მე----ის მიერაა ჩატარებული. გამოკითხვისას ან-------- ში-------მა განაცხადა, რომ იგი არის მწყემსი, მუშაობს ფერმაში, დანას იმიტომ ატარებდა, რომ ნადირისაგან თავი დაეცვა.

2.1.4. მოწმე კა----ე გუ--------ის ჩვენებით იგი არის თარჯიმანი. იგი როგორც თარჯიმანი ესწრებოდა როგორც ცივი იარაღის - დანის ამოღებას ასევე ყველა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას.

2.1.5. ბრალდებული ან-------- ში-------ი არ ცხადდება სასამართლოში, იგი იმყოფება მიმალვაში და საქ. სსისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით მოხდა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის განხილვა.

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მტკიცებულებები, კერძოდ მოწმეთა ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია და დაზარალებულები და მოწმეები მიკერძოებულები არიან. პირიქით მოწმეების: რე---- ვა---ის, ავ-------ლ მე----ის, კა----ე გუ--------ის ჩვენებებსა და საქ. შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის უფროსის, ექსპერტ ელ-----ა კე----–---–ის დასკვნას შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი, ისინი ურთიერთთავსებადია, მოწმეები უთითებენ და ადასტურებენ ერთი და იგივე ფაქტებს, არ გამორიცხავენ და არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, ჩვენებები არის დამაჯერებელი, ობიექტური და ნეიტრალური. ამდენად არ არსებობს აღნიშნულ მტკიცებულებებში ეჭვის შეტანის საფუძველი. აღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად ადგენს ბრალდებულ ან-------- ში-------ის ბრალეულობას. შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ადვოკატის პა---ა მა----–-–---–ის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილის შენიშვნის თანახმად ან-------- ში-------ის ბრალეულობა გამორიცხულია. ადვოკატის განმარტებით მისი დაცვის ქვეშ მყოფი არის მწყემსი, ჰყავს პირუტყვი და ამიტომაც აქვს უფლება ატაროს დანა, ე.ი. იგი დანას უკანონოდ არ ატარებდა, ადვოკატი ითხოვს ან-------- ში-------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

4. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ან-------- ში-------ი 2016 წლის 14 იანვარს გასამართლებული იქნა სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით. დანიშნული სასჯელი ან-------- ში-------მა მოიხადა 2016 წლის 2- აგვისტოს. ან-------- ში-------ი იყო რა ნასამართლევი განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის, 2017 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით 18;00 საათზე ნინოწმინდის რაიონის სოფელ ორ-–----აში, ფეხით გადაადგილების დროს პირადი გასინჯვისას მისგან ამოღებული იქნა დანა, რაც ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად განეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

ბრალის გამომრიცხავი გარემოება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის შენიშვნის „დ“ პუნქტში, რომლის თანახმადაც დანაშაულად არ ჩაითვლება ცივი იარაღის ტარება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან/და მესაქონლეობის განხორციელების მიზნით, სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგანაც საქმეში არ არსებობს მტკიცებულება და არც სასამართლო განხილვისას არ დადასტურებულა რომ ბრალდებული ცივ იარაღს ატარებდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისას ანდა უშუალოდ იყენებდა მესაქონლეობის განხორციელების მიზნით. დადგენილი და უდავოა რომ დანა ბრალდებულისგან ამოღებული იქნა არა აღნიშნული საქმიანობის განხორციელები პროცესში, არამედ ქუჩაში გადაადგილების დროს. აღნიშნულიდან გამომდინარე სახეზე არ არის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოება.

ამდენად, ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით, კვალიფიკაცია მიცემულია სწორად, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი.

5. სამართლებრივი შეფასება:

5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ან-------- ში-------ის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნა) მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ან-------- ში-------ის ბრალეულობას.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს ცივი იარაღის ტარებისათვის განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული, ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული ან განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებას, რომელიც ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ექვსი თვის ვადით. შენიშვნა: 1. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცივი იარაღის ტარება იწვევს საჯარო წესრიგის დარღვევას ან ქმნის ამის აშკარა საფრთხეს, ეს მუხლი არ ვრცელდება პირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს: ა) პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით; ბ) თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით; გ) ნადირობის, თევზაობის ან/და მცენარეული პროდუქტების შეგროვების მიზნით; დ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან/და მესაქონლეობის განხორციელების მიზნით; ე) იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი (ხანჯალი, ხმალი და სხვ.) ამ ტანსაცმლის ნაწილია. 2. ამ კოდექსის მიზნებისათვის „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღი − უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში.

დადგენილია, რომ ან-------- ში-------ი 2016 წლის 14 იანვარს გასამართლებული იქნა სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით. დანიშნული სასჯელი ან-------- ში-------მა მოიხადა 2016 წლის 2- აგვისტოს. ან-------- ში-------ი იყო რა ნასამართლევი განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის, 2017 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით 18;00 საათზე ნინოწმინდის რაიონის სოფელ ორ-–----აში, ფეხით გადაადგილების დროს პირადი გასინჯვისას მისგან ამოღებული იქნა დანა, რაც ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად განეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებში არსებობს მოტივი, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, კერძოდ განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება. შესაბამისად ან-------- ში-------ის მიერ პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივია.

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

6.1. ბრალდებული ან-------- ში-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ არსებობს.

6.2. რაც შეეხება ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას მიუხედავად ბრალდებული ან-------- ში-------ი სათანადო შეტყობინებისა და სათანადო ზომების მიღებისა იგი არ ცხადდება სასამართლო პროცესზე, იმყოფება მიმალვაში, რითიც ხელს უშლის პროცესის მიმდინარეობასა და სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

7. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

7.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას. ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლი ითვალისწინებს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა არამართლზომიერი შეზღუდვის დაუშვებლობას, რომლის თანახმად პირის დამნაშავედ ცნობა და მისთვის სასჯელის შეფარდება მხოლოდ სასამართლოს უფლებამოსილებაა. უპირატესობა ყოველთვის უნდა მიენიჭოს უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვის ყველაზე მსუბუქ ფორმას. აღნიშნული მუხლის თანახმად უპირატესობა ყოველთვის უნდა მიენიჭოს უფლება-თავისუფლებათა შეზღუდვის ყველაზე მსუბუქ ფორმას, როგორც წესი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა უნდა პასუხობდეს თანაზომიერების მოთხოვნას, რაც გულისხმობს უფლების შეზღუდვის პროპორციულობის შემოწმებას თანაზომიერი ან მკაცრი ტესტით. კერძოდ, შეზღუდვის კანონიერებისათვის ორივე შემთხვევაში შეზღუდვა: 1. უნდა ემსახურებოდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული კანონიერი მიზნის მიღწევას; 2. უნდა იყოს კანონიერი - როგორც განხორციელების საფუძვლების, ასევე განხორციელების პროცედურის მიხედვით და 3. შეზღუდვის კანონიერებისათვის შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ერთადერთ ვარგის საშუალებას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ბრალდებულის დაუსწრებლად საქმის განხილვა დასაშვებია, თუ იგი თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას. ასეთ შემთხვევაში საქმის განხილვაში ბრალდებულის ადვოკატის მონაწილეობა სავალდებულოა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს - ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ექვსი თვის ვადით.

მოცემულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომლის მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ექვსი თვის ვადით.

განსახილველ შემთხვევაში, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო თვლის იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული იმყოფება მიმალვაში და თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას, შესაძლებელია ძირითადი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება გამოყენება, ვინაიდან მიაჩნია, რომ თავისუფლების აღკვეთა ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენასა და დამნაშავის რესოციალიზაციას და რაც პროპორციულად და თანაზომიერად იქნება მიჩნეული სასამართლოს მიერ, ამასთან, იქნება კანონიერი და ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ერთადერთ ვარგისი საშუალება.

 

8. აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა:

ან-------- ში-------ის მიმართ, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მიერ, 2018 წლის 20 თებერვლის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, უნდა გაუქმდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2-8-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ან-------- ში-------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;

2. ან-------- ში-------ს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოში გამოცხადების მომენტიდან;

3. ან-------- ში-------ის მიმართ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მიერ, 2018 წლის 20 თებერვლის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმდეს;

4. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: ცივი იარაღი - დანა, რომელიც ინახება ახალქალაქის რაიონული სასამართლოს ნივთმტკიცებათა საცავში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, განადურდეს;

5. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით დადგენილ პირებსა და ორგანოებს;

6. განაჩენი კანონიერ ძალში შედის გამოცხადებისთანავე;

7. მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს (ქ. ახალქალაქი, მაშტოცის ქ. #110) მეშვეობით.

 

მოსამართლე მა-–---- ენ-----ე