მუხლი 278. განაჩენისა და განსხვავებული აზრის ასლების გადაცემა
თავი XXIV — სასამართლოს განაჩენის დადგენა და მისი აღსრულება
1. განაჩენისა და განსხვავებული აზრის ასლები მსჯავრდებულს ან გამართლებულს და ბრალმდებელს უნდა გადაეცეს განაჩენის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 5 დღისა, ხოლო რთულ, მრავალტომიან ან მრავალი პირის ბრალდების საქმეზე – არაუგვიანეს 14 დღისა. პროცესის სხვა მონაწილეს განაჩენის ასლი მისი მოთხოვნით იმავე ვადაში გადაეცემა.
2. განაჩენის ასლი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადებში გადაეცემა აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მსჯავრდებულის ან გამართლებულის ნასამართლობისა და ძებნის შესახებ ინფორმაციის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში შესატანად, აგრეთვე შესაბამისი მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ღონისძიების შესრულების უზრუნველსაყოფად.
3. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ღონისძიების შესრულების უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიერ გამოტანილი შესაბამისი განაჩენის ასლი ეგზავნება აგრეთვე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს.
საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №344 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის კანონი №984 – ვებგვერდი, 17.10.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.10.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
საქმე №2კ-2173აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.07.2008
…რადგან დათვალიერება ჩაატარა არაუფლებამოსილმა პირმა; სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ უარყო დაცვის შუამდგომლობა ზ. ზ-ს ავტომანქანის დათვალიერების ოქმის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ, რადგან ავტომანქანის დათვალიერება ჩატარდა სსსკ-ის 278-ე მუხლის უხეში დარღვევით; როდესაც არ არსებობს პროკურორის დავალება, გამომძიებელ ზ. ჩ-ს არ ჰქონდა უფლება, მონაწილეობა მიეღო საგამოძიებო მოქმედებებში; გარდა…
…და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს). ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. რ-–-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ“ და…
…- 2020 წლის 31 იანვრის 01:30 საათიდან; 6. ხა------რ ვა---------ის მიმართ, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს; 7. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით დადგენილ პირებსა და ორგანოებს; 8. განაჩენი კანონიერ ძალში შედის გამოცხადებისთანავე; 9. განაჩენი შეიძლება…
…გათვალისწინებით ის გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან. 4. ნ------- დ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს; 5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. 6. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ემუხლით გათვალისწინებულ პირებს და ორგანოებს; 7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს…
…დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექ-სის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. ვ--–-------------------–------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 278, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-278/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია