განაჩენი

სისხლის სამართლის 31.07.2019
საქმის ნომერი
330100119003098540
თარიღი
31.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1/3240-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

“ 31 “ ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა,თამთა გაჩეჩილაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - ნ-----------------,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ--------–------,თარჯიმნის - ი--------------- და

ბრალდებულ ი---------------------

 

მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

 

ი--------------–--------------------- (დაბადებული 1----–-–------------------------------------ საქართველოს მოქა-ლაქე, დასაოჯახებელი, არასრული საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ--–--------–--–------------–------------------------------–-) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩა-დენაში.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

2019 წლის 08 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------–-------–-–--------------------------–--------–---------------------------–----------------- სამმართველოში გამო-ძიება დაიწყო სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, ი--------------------- მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, (ს.ფ. 60).

 

2019 წლის 14 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------–-------–-–--------------------------–--------–---------------------------–----------------- სამმართველოში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №------------ საქმეზე ი--------------------- მიმართ, მოქ-მედების შესრულებისათვის ი------------–---–-- იძულების ფაქტზე, საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული და-ნაშაულების ნიშნების მიხედვით, (ს.ფ. 1). ამ დანაშაულის სავარაუდო ჩადენის გამო ი-------------------- ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2019 წლის 14 ივნისს, 17 საათსა და 05 წუთზე, (ს.ფ. 7-14).

 

2019 წლის 15 ივნისს, პროკურორის დადგენილებით, №------------ და №------------ სისხლის სამართლის საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად და გაერთიანებულ საქმეს მიენიჭა №------------ საქმის გამოძიების სარეგისტრაციო ნომერი, (ს.ფ. 58).

 

2019 წლის 16 ივნისს ი-------------------- წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის განჩინებით, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა.

 

კერძოდ, ი-------------------- ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა;

 

მასვე ბრალი ედება, რომ ჩაიდინა იძულება, ესე იგი - ადამიანისათვის ქმედების თავი-სუფლების უკანონო შეზღუდვა - მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

 

ბრალდების შესახებ დადგენილებისა და საქმის მასალების მიხედვით, ი---------------------- მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:

 

2019 წლის 01 თებერვალს, ქალაქ თბილისში, ზ--------------–----------–----------------------------------–- მცხოვრებმა ა---------------------- ამავე მისამართზე გამოიძახა საპატ-რულო პოლიცია და განაცხადა, რომ თავისმა შვილმა - ი--------------------- - ურთიერთ-შელაპარაკებისას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ასევე მის მიმართ განახორციელა ფსიქოლოგიური ძალადობა. პატრულ-ინსპექტორის მიერ 2019 წლის 01 თებერვალს შედ-გენილი და გამოცემულ იქნა N------ შემაკავებელი ორდერი, რითაც ი--------------------, როგორც მოძალადეს, აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი - ა--------------------- - ცხოვრობს. ი--------------------- არ შეასრულა რა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 04 თებერვალს იგი მივიდა ა---------------------სთან სახლში, სადაც აგრძელებდა მასთან ერთად ცხოვრებას. 2019 წლის 08 თებერვალს, ი--------------------- მორიგი სიმთვრალისა და არასათანადო ქცევის გამო, ხსენებულ მისამართზე კვლავ გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია, რა დროსაც გამოვლინდა ი--------------------- მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინე-ბული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი.

 

ამ მოქმედებით ი--------------------- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

2019 წლის 14 ივნისს, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი ი--------------------- შევიდა ქალაქ თბილისში, კ---------------–---–-------------–---------------------------- შენობაში და მარკეტის კონსულტანტ ა------------------- ასევე მოლარე ნ--------------–----- და მფლობელ ი------------–---–--გან მოითხოვა მისთვის ფულის გადაცემა. ა--------------- და ნ-------------–---- მას თანხის მიცემაზე განუცხადეს უარი და მოუწო-დეს, დაეტოვებინა მაღააზია. მიუხედავად ამისა, ი-------------------- აგრძელებდა ფულის კატეგორიულად მოთხოვნას. როდესაც ი------------–---–-- მას განუცხადა, რომ შეეძლო მხოლოდ ორი ლარის მიცემა, ი-------------------- გახდა უფრო მეტად აგრესიული და უპასუხა, რომ უფრო მეტი თანხა უნდოდა, შემდეგ დღეებში მივიდოდა მაღაზიაში, რა დროსაც მისთვის უნდა დაეხვედრებინათ ფული. ი--------------------- ასეთი ქმედება გრძელდებოდა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, რა დროსაც მაღაზიის პერსონალისგან ფულის აგრესიულად მოთხოვნასთან ერთად იგი პერიოდულად ჯიბეში იდებდა ხელს ისე, რომ რაიმე ნივთის ან იარაღის დემონსტრირება არ მოუხდენია, თუმცა ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა დაზარალებულებზე იმ მიზნით, რომ დამორჩილებოდნენ მის მოთხოვნას და მისთვის მიეცათ ფული. ი--------------------- ასეთი ქმედებისა და სამომავლოდ აღნიშნულის განმეორების მუქარის შედეგად ა---------------, ნანა ბურდილაძესა და იანა ზაუტაშვილს შეეშინდათ და იყვნენ დათრგუნულები. ი-------------------- არ აპირებდა მაღაზიის დატოვებას და აგრძელებდა ფულის მოთხოვნას, რა დროსაც ა-----------–---–-- მოახერხა გარეთ გასვლა და გამოიძახა საპატრულო პოლიცია.

 

ამ მოქმედებით ი--------------------- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

სახელმწიფო ბრალმდებლის - ნ----------------- დასკვნითი სიტყვის მიხედვით, ბრალ-დების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი და წინასასამართლო სხდომაზე მხა-რეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადგენილი პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტებითა და გარემოებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ი---------------------ათვის წაყენებული ბრალდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორმა იშუამდგომლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნის შესახებ, (2019 წლის 31 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ი--------------------- წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ. ამასთან, დაცვის მხარის წარმომადგენლებმა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება მიიჩნიეს ი---------------------ათვის წაყენებული ბრალდების დამადასტურებელ უდავო მტკიცე-ბულებებად. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ი--------------------- ითხოვა მისთვის ისეთი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთის რეალურ მოხდასთან, (2019 წლის 31 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ი---------------------ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთანხმებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა მიერ მიჩნეულია მისთვის წაყენებული ბრალდების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებად, კერძოდ:

- მოწმე გ------------–---- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 76-78);

- მოწმე ზ------------–----- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 73-75);

- მოწმე ა---------------------ს გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 87-89);

- მოწმე ჟ-------–----- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 84-86);

- მოწმე ა--------------- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 25-27; 41-43);

- მოწმე ნ-------------–---- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 28-30; 55-57);

- მოწმე ი------------–---–-- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 22-24; 48-50);

- მოწმე ზ--------–---------- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 34-36);

- მოწმე მ-----–------–--–---–-- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 31-33);

- ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, (ს.ფ. 7-14);

- ალკოტესტით შემოწმების შედეგები, (ს.ფ. 17ა-17);

- შემაკავებელი ორდერის მასალებით, (ს.ფ. 64-70), რაც სხვა მტკიცებულებებსა და საპ-როცესო დოკუმენტებთან (იხ. საქმის მასალები) ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს ი--------------------- მიმართ წარდგენილ ბრალდებებს.

 

ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის საფუ-ძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმა-ნეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება ი--------------------- მიერ მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, დადგენილია, რომ ი--------------------- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები - ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა და იძულება, ესე იგი ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა - მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასა-მართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძი-მებელ გარემოებებს - ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებებში გამოვლე-ნილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.

 

როგორც პასუხისმგებლობისა და სასჯელის შემამსუბუქებელი გარემოება, სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ ი-------------------- აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, მან ასევე ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

სასჯელის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ აგრეთვე გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება და წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, იძულების გამოხატვის ფორმა.

 

კერძოდ, სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ი--------------------- მიერ სისხლის სამარ-თლის კოდექსის 3811-ე დანაშაული ჩადენილია მისი ოჯახის წევრის მიმართ, რაც ამავე კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წარმოადგენს სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას

 

ერთობლიობაში ამ გარემოებათა გათვალისწინებით, თითოეული დანაშაულის ჩადენი-სათვის ი-------------------- სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 150-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციებით გათვალისწინებული მინიმალური ვადით. ამას-თანავე, ვინაიდან ი--------------------- მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაულები, იგი აღიარებს ამ დანაშაულთა ჩადენას და ნასამართლობის არმქონეა, სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მისთვის დანიშნული სასჯელები უნდა ჩაითვალოს პირობითად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ი--------------------- მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყე-ნება, სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექ-სის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი--------------–-------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 150-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:

 

1.1. სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალის-წინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;

 

1.2. სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინე-ბული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვა-დით, რაც, ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;

 

2. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას თანაბარი სასჯელების შთან-თქმის პრინციპის გამოყენებით ი-------------------- საბოლოო სასჯელის სახედ და ზო-მად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ამავე კოდექ-სის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვა-დად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი;

 

3. ი--------------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქ-მდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლოს სხდომის დარბაზიდან;

 

4. ი-------------------- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 14 ივნისიდან 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით;

 

5. პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულ ი---------------------ს ყოფაქცევის კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერტიტორიულ ორგანოს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

6. ნივთიერი მტკიცებულებები - ი--------------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული “სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ვერცხლისფერი გასაღები ორი რგოლით, შავი ფერის სანთებელა, შავი ფერის ტყავის საფულე, ი--------------------- სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ორი ცალი პლასტიკური ბარათი და ორი ცალი ოცი თეთრის ნომინალის მონეტა - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქა-ლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

 

ნიკოლოზ მარსაგიშვილი