განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1/5057-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
“ 15 “ ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა,თამთა გაჩეჩილაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - დ-------------ის,ბრალდებულების ინტერესების დამცველი ადვოკატების - პ--------------–--ის და მ----–-------–ის
ბრალდებულების - ი---------–--------ის, მ------------–---–ისა და გ------------–-–---–ის
მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
ი-----------------–-----–--------ის (დაბადებული 19---–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ქა-–--------–--–-------------–---------------------------------------------------------------------ში) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხ-ლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაუ-ლის ჩადენაში;
მ-------–--–---------–-------–---–ის (დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ქ--–--------–--–------------------------ში) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხ-ლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაუ-ლის ჩადენაში და
გ-------------------------–-–---–ის (დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები თ---–--–-----------–-------------------------–ი) მიმართ, რომლებსაც ბრალი ედება საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 25 იანვარს, საქართველოს ფ----------------------------------------------------------------------------------------–---------------------------–-----------–--------------–--–- გამოძიება დაიწყო №------------ სისხლის სამართლის საქმეზე, ნ------------–--–---–--------------------–--–---–-- მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციე-ლების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
2019 წლის 02 ოქტომბერს, №------------ სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმო-ებად გამოიყო №------------ საქმე ი---------–--------ის, მ------------–---–ის და გ------------–-–---–ის მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაუ-ლის ნიშნებით.
2019 წლის 02 ოქტომბერს, ი---------–--------ს, მ------------–---–სა და გ------------–-–----–ს წარედგინათ ბრალდებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და თბი-ლისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 ოქტომბრის განჩინებით, აღკვეთის ღონის-ძიების სახით შეერჩათ გირაო, თითოეულს - 5000 ლარის ოდენობით.
ი---------–--------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა სამეწარმეო საქმიანობა რეგის-ტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენო-ბით შემოსავლის მიღება.
ბრალდების შესახებ დადგენილებისა და საქმის მასალების მიხედვით, ი---------–----------- მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:
ი---------–--------მა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა, განეხორცი-ელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, კერძოდ - მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზე-ბულად, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ი---------–--------ი, 2015 წლიდან 2019 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას ი---------–--------ი ეწეოდა გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას. ი---------–--------ს უკანონო სამე-წარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 173000 აშშ დოლარი და 40000 ლარი, რაზეც მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 8255 აშშ დოლარი შესაბამისი კურსით - 20672 ლარი და 1000 ლარი. აღნიშნული დიდი ოდენობით შემო-სავლების დეკლარირების შემთხვევაში, ი---------–--------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით, 2016-2018 წლების პერიოდზე, გადასახ-დელად დაეკისრებოდა 4334 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
მ------------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა სამეწარმეო საქმიანობა რეგის-ტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენო-ბით შემოსავლის მიღება.
ბრალდების შესახებ დადგენილებისა და საქმის მასალების მიხედვით, მ------------–----–-- მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:
მ------------–---–მა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორ-ციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, კერძოდ - მართლზომიერი და არაერთჯე-რადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორ-განიზებულად, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლა-რირების გარეშე. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მ------------–---–ი, 2015 წლიდან 2019 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გასცემდა ფულად თანხებს ყოველ-თვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას მ------------–----–- ეწეოდა გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარი-რების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას. მ------------–---–ს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 93150 აშშ დოლარი და 197260 ლარი, რაზედაც მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 11726 აშშ დოლარი შესაბამისი კურსით - 30313 ლარი და 20471 ლარი. აღნიშნული დიდი ოდე-ნობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, მ------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით, 2016-2018 წლების პერი-ოდზე, გადასახდელად დაეკისრებოდა 8685 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
გ------------–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა სამეწარმეო საქმიანობა რეგის-ტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენო-ბით შემოსავლის მიღება.
ბრალდების შესახებ დადგენილებისა და საქმის მასალების მიხედვით, გ------------–-–----–-- მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:
გ------------–-–---–მა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორ-ციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, კერძოდ - მართლზომიერი და არაერთჯე-რადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკ-ლარირების გარეშე. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, გ------------–-–---–ი 2015 წლიდან 2019 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გასცემდა ფულად თან-ხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას გ------------–-–---–ი ეწეოდა გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას. გ-------------–-–---–- უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცე-მული აქვს 214950 აშშ დოლარი, რაზედაც მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 22466 აშშ დოლარი, შესაბამისი კურსით - 55245 ლარი. აღნიშნული დიდი ოდენობით შემოსავლე-ბის დეკლარირების შემთხვევაში გ------------–-–---–ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებ-ლოდ, საშემოსავლო გადასახადის სახით, 2016-2018 წლების პერიოდზე, გადასახდელად დაეკისრებოდა 11049 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშ-ვნელოვანი ზიანი.
დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა - დ-------------ემ აღნიშნა, რომ სასამართლოში წარმოდგენილი და წინასასამართლო სხდომაზე მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადგენილი პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტებითა და გარემოებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ი---------–--------ის, მ------------–---–ისა და გ------------–-–---–ისათვის წაყენებული ბრალ-დებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორმა იშუამდგომლა საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მათი დამნაშავედ ცნობის შესახებ, (2019 წლის 15 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
ი---------–--------მა, მ------------–---–მა და გ------------–-–---–მა წარდგენილ ბრალ-დებაში თავი სრულად ცნეს დამნაშავედ და მზადყოფნა გამოთქვეს, რომ აანაზღაურონ სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანი. აღნიშნული გარემოების, მათი პიროვ-ნებებისა და წარსული ცხოვრების გათვალისწინებით, ბრალდებულებმა და მათი ინტე-რესების დამცველმა ადვოკატებმა იშუამდგომლეს ბრალდებულების მიმართ სასჯელად 1000 ლარის ოდენობით ჯარიმების გამოყენების შესახებ, (2019 წლის 15 ნოემბერი სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ი---------–----------ს, მ------------–---–ისა და გ------------–-–---–ის მიერ მათთვის ბრალად შერაც-ხული ქმედებების ჩადენა, გარდა მათი აღიარებისა, უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთანხმებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიო-ბით, რომლებიც მხარეთა მიერ მიჩნეულია ბრალდების მხარის უდავო მტკიცებულებე-ბად, კერძოდ:
- მოწმე ო-----–-–---- გამოკითხვის ოქმით, (ტომი №3, ს.ფ. 205-207);
- მოწმე ი-–-----–----- გამოკითხვის ოქმით, (ტომი №1, ს.ფ. 7-9);
- მოწმე მ--------------- გამოკითხვის ოქმით, (ტომი №2, ს.ფ. 286-287);
- მოწმე ვ---------–---–------- გამოკითხვის ოქმით, (ტომი №2, ს.ფ. 288-290);
- მოწმე მ---------------- გამოკითხვის ოქმით, (ტომი №2, ს.ფ. 291-293);
- მოწმე თ--------------- გამოკითხვის ოქმით, (ტომი №2, ს.ფ. 294-296);
- მოწმე ფ--------–----- გამოკითხვის ოქმით, (ტომი №1, ს.ფ. 284-285);
- მოწმე ე------------–---–-- გამოკითხვის ოქმით, (ტომი №1, ს.ფ. 286-288);
- მოწმე გ---------------- გამოკითხვის ოქმით, (ტომი №1, ს.ფ. 289-291);
- მოწმე ნ----------------- გამოკითხვის ოქმით, (ტომი №1, ს.ფ. 292-294);
- მოწმე ნ--------–---- გამოკითხვის ოქმით, (ტომი №1, ს.ფ. 295-297);
- მოწმე ლ--------------- გამოკითხვის ოქმით, (ტომი №3, ს.ფ. 174-176);
- მოწმე ნ------------------ გამოკითხვის ოქმით, (ტომი №3, ს.ფ. 171-172);
- მოწმე კ------------ გამოკითხვის ოქმით, (ტომი №3, ს.ფ. 167-169);
- მოწმე ქ-------------–----- გამოკითხვის ოქმით, (ტომი №3, ს.ფ. 182-184);
- საჯარე რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილით, თანდართული სესხისა და იპო-თეკის ხელშეკრულებებითა და ხელშეკრულებების გაუქმების სანოტარო აქტებით, (ტომი №1, ს.ფ. 41-280, ტომი №2, ს.ფ. 1-281, ტომი №3, ს.ფ. 1-163);
- ი---------–--------ის ხელშეკრულებების დათვალიერების ოქმით, (ტომი №3, ს.ფ. 164-166);
- მ------------–---–ის ხელშეკრულებების დათვალიერების ოქმით, (ტომი №2, ს.ფ. 282-285);
- გ------------–-–---–ის ხელშეკრულებების დათვალიერების ოქმით (ტომი №1,ს.ფ. 281-283);
- შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის წერილით, (ტომი №1, ს.ფ. 13);
- თემატური რევიზიის აქტით (ტომი №3, ს.ფ. 194-204), თვით ი---------–--------ის (ტომი №3, ს.ფ. 177-180), მ------------–---–ის (ტომი №2, ს.ფ. 297-300) და გ------------–-–---–ის გამოკით-ხვის ოქმით, (ტომი №1, ს.ფ. 298-301), რაც სხვა მტკიცებულებებსა და საპროცესო დოკუმენ-ტებთან (იხ. საქმის მასალები) ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს ი---------–--------ის, მ------------–---–ისა და გ------------–-–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს.
ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის საფუ-ძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმა-ნეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუა-რად დასტურდება ი---------–--------ის, მ------------–---–ისა და გ------------–-–---–ის მიერ მათთვის ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენის ფაქტი. კერძოდ, დადგენილია, რომ მათ ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრა-ციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასა-მართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძი-მებელ გარემოებებს - ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლე-ნილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედე-ბის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
კერძოდ, როგორც ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ მ------------–---–ი, ი---------–--------ი და გ------------–-–---–ი აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულებს, მათ ასევე ხელი შეუწყეს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
სასჯელის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ბრალდებულების პიროვნებები და წარსული ცხოვრება, მათ მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათი და სიმძიმე.
ერთობლიობაში ამ გარემოებების, აგრეთვე - ბრალდებულების მატერიალური მდგომა-რეობისა და მიღებული შემოსავლის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქციის (ჯარიმა ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან სამ წლამდე) ფარგლებში მ------------–---–ს, ი---------–--------ს და გ------------–-–---–ს სასჯელად უნდა დაენიშნოთ ჯარიმა, თითოეულს - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ი---------–--------ის, მ------------–---–ის და გ-------------–-–---–-- მიმართ ჯარიმის გამოყენება სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი---------–--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადე-ნაში და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
2. ი---------–--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქ-მდეს და ი---------–--------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს ქალაქ თბი-–--–-------------–--------------------–---------------------------------------------------------- საკადასტრო კოდი: 0----------------------. - მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამარ-თლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ბრალდებულ ი---------–--------ისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული გირაოს - 5000 ლარის - უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა;
3. მ------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადე-ნაში და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
4. მ------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემ-ტან პირს;
5. გ------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადე-ნაში და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
6. გ------------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქ-მდეს და გ------------–-–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - ქალაქი თ---–-----------------------------------, საკადასტრო კოდი: 0-----------. 0---------. - მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლე-გიის 2019 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით ბრალდებულ გ------------–-–---–ი-სათვის აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული გირაოს - 5000 ლარის უზრუნ-ველყოფის მიზნით დადებული ყადაღა;
7. განაჩენის აღსრულებაზე - მსჯავრდებულების მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე - კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამი-ნისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგი-ლის მიხედვით;
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულე-ბას;
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქა-ლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნიკოლოზ მარსაგიშვილი