განაჩენი

სისხლის სამართლის 28.02.2020
საქმის ნომერი
330100119003084169
თარიღი
28.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1/3059-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

“ 28 “ თებერვალი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა,თამთა გაჩეჩილაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - დ-------------–---–ის,ბრალდებულების ინტერესების დამცველი ადვოკატის - ზ-------------–---–ის,ბრალდებულ მ------------–--ის

 

მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სის-ხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

 

მ-------------------------–--ის (დაბადებული 1----–-–------------------------–----------–--------------------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგის-ტრირებული ქ--–----------–-------------------------–------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ქა-–---------–--–------------–------–------------------------------------ში) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწი-ლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

2019 წლის 05 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ--–--------–---------–-–-------------------------------------------------–-------------------–---ში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, მ------------–--ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანა-შაულების ნიშნებით, (ტომი N1, ს.ფ. 1)

 

მ------------–--ე ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2019 წლის 05 ივნისს, 14:25 საათზე. 2019 წლის 07 ივნისს მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენი-სათვის და თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა (ტომი N1, ს.ფ. 32-37, ს.ფ. 90-92, ს.ფ. 98-104).

 

კერძოდ, მ------------–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმეგო შეძენა და შენახვა.

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ------------–--ის მიერ ჩადენილი ქმე-დება გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:

 

მ------------–--ემ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და გარემოებებში მართლსაწინააღ-მდეგოდ შეიძინა ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის “მაკაროვის“ კონ-სტრუქციის 9 მმ კალიბრის, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებული პის-ტოლეტის საშტატო ნიმუში “ПМ“, ასევე - მჭიდი და ამავე პისტოლეტისათვის განკუთ-ვნილი შვიდი ცალი ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ კალიბრის საბრძოლო მასა-ლათა კატეგორიას მიკუთვნებული 1951 წლის ნიმუშის ვაზნა, რასაც 2019 წლის 5 ივნი-სამდე უკანონოდ ინახავდა ქ--–--------–-–-----------–------–--------------–----------------- ბინაში, (ტომი N1, ს.ფ. 90-92).

 

მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ დასკვნითი სიტყვის წარდგენისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა დ-------------–---–მა აღნიშნა, რომ სასამართლოში მხარეთა მონაწი-ლეობით გამოკვლეული, აგრეთვე მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებების - მოწმეთა ჩვენებების, ბინის ჩხრეკის ოქმის, ექსპერტიზის დასკვნების, სხვა წერილობითი მტკიცებულებების - ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ------------–--ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმეგო შეძენისა და შენახვის ფაქტი, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და დაენიშნოს სამართლიანი საპატიმრო სასჯელი, (იხ. 2020 წლის 28 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ-------------–---–მა დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სრულად ცნობს თავს დამ-ნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ინანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას, საქმეში მოიპოვება მხოლოდ სასჯელის დანიშვნის შემამსუბუქებელი გარემოებები და არც ერთი დამამძიმებელი გარემოება, მ------------–--ეს არ გაუწევია წინააღმდეგობა პოლიციის თანამშრომლებისთვის, რაც დაადასტურეს პოლიციელებმა დაკითხვების დროს, მან თვითონ უთხრა მისამართი საკუთარი საცხოვრებელი სახლისა, სადაც ინახავდა ცეცხლ-სასროლ იარაღს, თავადვე წარუდგინა ლეპტოპიც. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქმის განხილვების შედეგად ვერ დადასტურდა მ------------–--ის მხრიდან ამ საგნის გამოყენე-ბის რაიმე მიზანი და, შესაბამისად, - მისგან მომდინარე საფრთხე. გამომდინარე აქედან, ადვოკატმა ითხოვა, გათვალისწინებულ იქნას შემამსუბუქებელი გარემოებები და მ------------–--ეს დაენიშნოს ყველაზე მსუბუქი სასჯელი, (იხ. 2020 წლის 28 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი)

 

მ------------–--ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ და მოინა-ნია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, (იხ. 2020 წლის 28 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, ბრალდებულის საბოლოო სიტყვა).

 

სასამართლომ განიხილა მ------------–--ის ბრალდების საქმე, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და გამოკ-ვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ------------–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწი-ლის “დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნების-მიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვე-ვაში მ------------–--ის ბრალდების საქმეზე არსებული მტკიცებულებები, გარდა ზ---------------–---–ის, გ----------–---–ის, გ--------------–-–---–ის, თ----–--------–---–ის, დ-------–---–----ის, ზ-------–----–---–ის ჩვენებებისა და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნისა - მხარეებს სადავოდ არ მიუჩნევიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცე-ბულებებად გამოკვლევის გარეშე.

 

სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას ზ---------------–---–მა აჩვენა, რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს თ---–---------–-–---------------------------------------------------–-----------–-----------–---ში. 2019 წლის 5 ივნისს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ მ------------–--ე იმყოფებოდა ქ--–--------–--–------–-------------------- მიმდებარედ, რა დროსაც ინახავდა და ატარებდა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ ცეცხლსასროლ იარაღს. ასევე იგი თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე თ---–--–---–------–------------------------ში, შესაძლოა ინახავდა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას, რის თაობაზეც პატაკით მოახსენა ხელმძღვანელს და დაიწყო გამოძიება. მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან რაიმე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია, (2019 წლის 3 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი)

 

მოწმე გ----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს საქართველოს შინა-გან საქმეთა სამინისტროს თ---–---------–-–-------------------------------------------------–--ში. გამოძიება დაიწყო პატაკის საფუძველზე, რის მიხედვით, მ------------–--ე ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა და ასევე ცეცხლსასროლ იარაღსა და საბ-რძოლო მასალას სავარაუდოდ ინახავდა საცხოვრებელ სახლში. ამ ინფორმაციის საფუძ-ველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით, რის შემდეგ გადაუდებელ შემთხვევაში მ------------–--ეს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რის შედეგად კანონით შესანახად აკრძალული ნივთი ან საგანი მისგან არ ამოღე-ბულა. პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ, ბრალდებულის თანდასწრებით, ჩატარდა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც მ------------–--ის მიერ წარმოდგენილ იქნა პისტოლეტი და შვიდი ცალი ვაზნა. მ------------–--ის პირად და და მისი საცხოვ-რებელი ბინის ჩხრეკებში მონაწილეობდნენ გ--------------–-–---–ი და დ-------–---–------. ჩხრეკის ოქმებს გაეცნო მ------------–--ე, რაც დაადასტურა ხელმოწერით. მ------------–--ემ პისტოლეტი ნებაყოფლობით წარუდგინა, მის საძინებელში არსებული მისი კუთვნილი ხელჩანთიდან და განაცხადა, რომ იყო მისი. საქმის ინტერესებიდან გამომდი-ნარე ასევე ამოღებულ იქნა მ------------–--ის ლეპტოპი, “ლენოვოს“ ფირმის. ჩხრეკის შე-დეგად ამოღებული ნივთები დაილუქა კანონით დადგენილი წესით. ბრალდებულს რაიმე შენიშვნა არ გამოუთქვამს, (2019 წლის 16 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოწმე გ--------------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. გავიდნენ შემთხვევის ადგილზე და მ------------–--ეს ადგილზე ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც არაფერი ამოღებულა, შემდეგ მისივე მითითებით ავიდნენ მის საცხოვრებელ სახლში, სადაც ბინის ჩხრეკისას ბრალდებულმა წარუდგინა ცეცხლსასროლი იარაღი შვიდი ვაზნით. საგამოძიებო მოქმედებებში მონაწი-ლეობდა თანამშრომლებთან - გ----------–---–თან და დ-------–---–-----სთან ერთად. პირადი და ბინის ჩხრეკის შემდეგ შედგა შესაბამისი ოქმები, რასაც გაეცნო მ-------------–--ე და მოაწერა ხელი. ბრალდებულს რაიმე შენიშვნები არ ჰქონია. ბრალდებულის ბი-ნიდან ასევე ამოღებულ იქნა “ლეპტოპი“. ბინის ჩხრეკის დასრულების შემდეგ მ------------–--ე დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით, (2019 წლის 16 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი)

 

მოწმე დ-------–---–----ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობს თ---–---------–-–---------------------------------------------------–--------------–-----------–-----------–---ში. 2019 წლის 5 ივნისს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თანამშრომლებთან ერთად გავიდა მ------------–--ის საცხოვრებელ მისამართზე, სადაც ჩატარდა მ------------–--ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკები. ბინის ჩხრეკის შედეგად ბრალდებულის მითითებით ამოღებულ იქნა ცეცხსასროლი იარაღი და ვაზნები. შედგა ჩხრეკის ოქმები, რაც ხელმოწერებით დაადასტურეს, როგორც მონაწილე პირებმა ასევე ბრალდებულმა, (2019 წლის 18 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი);

 

მოწმე ზ-------–----–---–მა განმარტა, რომ არის გამომძიებელი. თ---–---------–-–------------------------------------------------–--–ი 2019 წლის 5 ივნისს დაიწყო გამოძიება მ------------–--ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახ-ვისა და ტარების ფაქტზე. გამოძიება დაიწყო ანა ლილუაშვილმა, შემდეგ მან გააგრძელა გამოძიება. მოწმემ ჩვენების მიცემისას დაადასტურა მის მიერ/მისი მონაწილეობით ჩატა-რებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა, (2019 წლის 18 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2019 წლის 5 ივნისის ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქ--–--------–--------–------–------------------------ში, 13:55-14:25 საათამდე, შსს ქ-------–---------–-–------------------------------------------------–----------------------–--ის გამომძიებელ გ---------–---–ის მიერ ჩატარდა მ------------–--ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რის შედეგად მ------------–--ის მიერ, საძინებელი ოთახში არსებული ხელჩანთიდან, წარდგენილ და ამოღებულ იქნა ერთი პისტოლეტი, რომელსაც არ აღენიშნება წარწერა, ერთი მჭიდი და 07 ცალი ვაზნა. ბინის მისაღები ოთახიდან ამოღებულ იქნა “ლენოვოს’’ ფირმის ლეპტოპი დამტენით. ამოღებული ნივთები დაილუქა. აღნიშნული ჩხრეკის ოქმი დადასტურებულია ხელმოწე-რებით, მათ შორის მ------------–--ის ხელმოწერითაც, (ტომი N1, ს.ფ. 21-26).

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტა-მენტის 2019 წლის 6 ივნისის ექსპერტის N6---- დასკვნის თანახმად, სს N------------ საქმეზე გამოკვლეული:

· ობიექტი, რომლის ზედაპირიც დაფარულია შავი ფერის საღებავით და მასზე ნომერი ვერ იკითხება, არის ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის, მაკაროვის კონსტრუქციის 9 მმ კალიბრის პისტოლეტის საშტატო ნიმუში “ПМ“. იარაღს კონსტრუქ-ციული გადაკეთების ან რომელიმე მექანიზმის შეცვლის აშკარა კვალი არ აღენიშნება. იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.

· 7 ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ (9x18) კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი “მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის “ПМ“, სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის “AПC’’ და სხვა. მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

· მჭიდი დამზადებულია ქარხნული წესით. განკუთვნილია მაკაროვის კონსტრუქციის 9 მმ კალიბრის პისტოლეტების საშტატო ნიმუშებისათვის ,,ПМ“ (მათ შორის ექსპერტი-ზაზე წარმოდგენილი პისტოლეტებისათვისაც). მისი ტევადობაა 8 (რვა) ცალი 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნა, (ტომი N1, ს.ფ. 56-61).

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 7 ივნისის ექსპერტის N3----- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი პისტოლეტის დეტალებზე, სადაც ქარხნის მიერ ხდება საიდენტიფიკაციო ნომრის დატანა ნომრის რაიმე ნიშნები არ გამოვლინდა, (ტომი N1, ს.ფ. 67-72).

 

მოწმე თ----–--------–---–მა სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული N3----- ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, (2019 წლის 18 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ბრალდებულმა მ------------–--ემ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2019 წლის 5 ივნისს გააჩერეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა, რომ-ლებმაც ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ამოუღიათ. მისივე მითითებით ავიდნენ მის საცხოვრებელ სახლში სადაც მიუთითა ია-რაღზე, რომელიც იდო ხელჩანთაში. ბრალდებულმა განმარტა, რომ აღნიშნული იარაღი იპოვა. მას იარაღი არ შეუძენია და არასდროს არ ჰქონია. საცხოვრებელ სახლში აღმოჩე-ნილი იარაღი წინა დღეს სადარბაზოსთან იპოვა, თავიდანვე მოახსენა ამის თაობაზე გამომძიებლებს და წარუდგინა იარაღი და ვაზნები. საგამოძიებო/საპროცესო მოქმედე-ბებში ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა და წინააღმდეგობა არ გაუწევია, (2020 წლის 25 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლო აფასებს ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს და აღნიშნავს, რომ მოწმეების - გ----------–---–ის, გ--------------–-–---–ის, ზ-------–----–---–ის, დ-------–---–----ის, თ----–--------–---–ისა და ზ---------------–---–ის ჩვენებებით, ბინის ჩხრეკის ოქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტა-მენტის 2019 წლის 6 ივნისის ექსპერტის N6---- დასკვნის თანახმად და თვით ბრალდებულის აღიარებითაც უტყუარად დასტურდება, რომ 2019 წლის 5 ივნისს, მ------------–--ე - ქ-------–--–------–------–------------------------ში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა, მის მიერვე მართლსაწინააღმდეგოდვე შეძენილ ცეცხლსასროლ იარაღს, მჭიდს და 07 ცალ ვაზნას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინა-ლისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 6 ივნისის ექსპერტის N6---- დასკვნის თანახ-მად, ამოღებული პისტოლეტი და მჭიდი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, მაკაროვის კონსტრუქციის 9 მმ კალიბრის პისტოლეტის საშტატო ნიმუში “ПМ“ და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, რომელიც ვარგისია სრო-ლისათვის, ხოლო 7 ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ (9x18) კალიბრის ვაზნა, რომელიც განკუთვნილია მაკაროვის კონსტრუქ-ციის პისტოლეტებისათვის “ПМ“, “სტეჩკინის“ კონსტრუქციის ავტომატური პისტოლე-ტებისათვის “AПC“ და სხვა. ვაზნები მიეკუთვნებიან საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისი არიან გამოსაყენებლად.

 

ამდენად, სასამართლო საქმის არსებითი განხილვის დროს, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმეს-თან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მ------------–--ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენისა და შენახვის ფაქტები.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხ-ლის მე-3 ნაწილით კრიმინალიზებულია ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა), საბრძოლო მასალის (გარდა ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა), ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. ცეცხლსასროლი იარაღის, საბ-რძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან/და ასაფეთქებელი მოწყობილობის მარ-თლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა - საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინა-აღმდეგ მიმართული გავრცელებული დანაშაულია, რომლის საგანია სამოქალაქო ბრუნ-ვიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი (გარდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის), საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობა, რაც ვარგისია საბრძოლო მოქმედებისთვის (გამოყენები-სთვის). კონკრეტული იარაღი/საბრძოლო მასალა მიეკუთვნება თუ არა ცეცხლსასროლ იარაღთა, საბრძოლო მასალათა, ფეთქებად ნივთიერებათა და ასაფეთქებელ მოწყობილო-ბათა კატეგორიას, ასევე მათი ვარგისიანობა დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწი-ნააღმდეგო შეძენა გულისხმობს “იარაღის შესახებ“ 2003 წლის 8 მაისის საქართველოს კანონის დარღვევით, არაუფლებამოსილი პირის მიერ მათ დაუფლებას - ყიდვას, სხვა ნივთში გაცვლას, პოვნას, ნაჩუქარის მიღებას, მემკვიდრეობით გადაცემას და სხვა. მარ-თლსაწინააღმდეგო შენახვა კი - იმ პირის მიერ, ვისაც ამ საგნების შენახვის კანონიერი უფლება არ გააჩნია, მათთვის ადგილსამყოფელის მიჩენას, მაგალითად სახლში, სარ-დაფში, ფარეხში, მანქანაში, მიწაში და სხვა.

მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადას-ტურებული ის გარემოება, რომ მ------------–--ე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას, ასევე უტყუარად დადგენილია, რომ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მ------------–--ემ უკანონოდ შეიძინა მის საცხოვრებელ სახლში აღმოჩენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მ------------–--ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება - ცეცხსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვის ფაქტი აღიარა ბრალდებულმაც, იგი მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის ფაქტს არ აღიარებდა და განმარტავდა, რომ მან აღნიშნული ნივთები კი არ შეიძინა არამედ, იპოვა, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ცეცხსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა არ გულისხმობს, მხოლოდ ნივთის შეძენას მასში რაიმე საფასურის გადახდის სანაცვლოდ, მოცემულ შემთხვევაში შეძენაში ასევე მოიაზრება არაუფლებამოსილი პირის მიერ ცეცხლსასროლის იარაღისა და საბრძოლო მასალის დაუფლება სხვა ნივთში გაცვლით, პოვნა, ნაჩუქარის მიღება, მემკვიდრეობით გადაცემა და სხვა. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულის განმარტებით, მან იპოვა მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ცეცხსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, უტყუარად დასტურდება, რომ პოვნით და სახლში წაღებით მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა აღნიშნული ნივთები. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოე-ბები არ დგინდება.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით დადგენილია, რომ სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, “სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სას-ჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სისხლის სამარ-თლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებუ-ლებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლე-ბად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზ-რუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასაჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლო-ბის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ - დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეო-ბათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

ამ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ------------–--ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ დანაშაულის აღიარება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს მ------------–--ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშა-ული, რომელიც მომეტებული საშიშროების მატარებელია), ქმედებების განხორციელების სახესა და ხერხს (ბრალდებული დროებით საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმეგოდ ინახავდა უნომრო ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას, რომელიც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა - ბრალდებულის განმარტებით იპოვა), ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს (არის 27 წლის, არ აქვს შემოსავლის წყარო) დანაშა-ულის ჩადენის მოტივს/მიზანს, ასევე იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა მტკიცებულე-ბათა ნაწილი გახადა უდავოდ (ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციე-ლებას) და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მ------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში თავისუფლების აღკვეთა მინიმალური - სამი წლის - ვადით, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციე-ლებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექ-სის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ-------------------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

 

2. მ------------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქ-მდეს;

 

3. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა მ------------–--ეს დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 05 ივნისიდან;

 

4. ნივთიერი მტკიცებულებების (საქმეზე დართული საგნების და ნივთების) საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

4.1. საექსპერტო კვლევისათვის აღებული ნიმუშები - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

4.2. ბინის ჩხრეკისას ამოღებული პორტატული პერსონალური კომპიუტერი (ლეპ-ტოპი) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

4.3. პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები დაექვემდებაროს საპროცესო კონფისკაციას და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქა-ლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნიკოლოზ მარსაგიშვილი