იმ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისა და აღსასრულებლად მიქცევის შემდეგ, რომლითაც მსჯავრდებულს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია მსჯავრდებულის მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა, პენიტენციური კოდექსით დადგენილი წესით შეატყობინოს ამის შესახებ განაჩენის გამომტან სასამართლოს და მსჯავრდებულის ახლო ნათესავს, აგრეთვე მსჯავრდებულის თხოვნით − სხვა პირს ან/და მსჯავრდებულის ადვოკატს. ეს წესი ვრცელდება აგრეთვე მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის ადგილის შეცვლის შემთხვევაზე.

საქართველოს 2017 წლის 1
ივნისის კანონი
№945
- ვებგვერდი, 20.06.2017წ.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3998 - ვებგვერდი, 26.12.2023