განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/6--19
(გამოძიების N032080219002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
მცხეთის რაიონული სასამართლო
17 ა-----–ი, 2019 წელი ქ. მც-----
მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი
სხდომის მდივანი ნინო ჯანხოთელი,ბრალდების მხარე -
პროკურორი - ნაზი მირიანაშვილი
დაცვის მხარე -
ბრალდებული რო--- ბა-------, დაბადებული 197- წლის 03 ივლისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N0----------, წარსულში ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: მც-----, სოფელი სა-------, გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო
ბრალდებულის ადვოკატი: მურმან ნიკოლეიშვილი,დანაშაულების კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილი,თარჯიმანი თამარ აბაშიძე
სხდომის სახე - ღია,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი:
რო--- ბა-------მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
სახელდობრ:
2019 წლის 08 თებერვალს, საღამოს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სასხორში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა რო--- ბა-------მ სიდედრს -მეუღლის დედას ნა----–- უთ------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რადგან სარდაფში იპოვა სიდედრის მიერ გადანახული ღვინო და ჩათვალა, რომ სიდედრმა მას ღვინო დაუმალა. ამის შემდეგ რო--- ბა------- თავისი ექვსი თვის შვილთან და მეუღლესთან თი------ ჯა----–---–თან ერთად ავიდა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, საიდანაც ნა----–- უთ------–---–ს ესმოდა თუ როგორ აყენებდა რო--- ბა------- სიტყვიერ შეურაცხყოფას ამჯერად მეუღლეს თი------ ჯა----–---–ს. ნა----–- უთ------–---–ი ასევე ავიდა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე და მიმართა სიძეს, რომ არ გაებედა მიასი შვილის ნა----–- უთ------–---–ის ცემა, რის შემდეგაც განაწყენებულმა რო--- ბა-------მ ნა----–- უთ------–---–ს ძლიერად მოუჭირა ხელი სახეზე და იმავდროულად ჰკრა ხელი. რო--- ბა-------ს ქმედების შედეგად ნა----–- უთ------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა რო--- ბა-------მ თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ სრულად ეთანხმება ბრალდების ფაბულას ბრალად შერაცხული დანაშაულის მის მიერ ჩადენის თაობაზე.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1 საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 ა-----–ის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).
3.3 სასამართლოს დასკვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის რო--- ბა-------ს მიერ ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ რო--- ბა-------ს აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, ურთიერთთავსებად შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულის ნა----–- უთ------–---–ის, მოწმეების თი------ და ჯემალ ჯა----–---–ების გამოკითხვის ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ალკოტესტის შედეგებს, სამედიცინო ბარათს და მისი ამოღების ოქმს, ან-------- ბა-------ს დაბადების მოწმობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ რო--- ბა-------ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
3.4 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება ასევე სიძე და მეუღლის მშობელი.
3.5 ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და სანდოობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლების მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ რო--- ბა-------მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ანუ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. სასჯელის განსაზღვრა:
4.1 სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ამ ფონზე სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
4.2 ბრალდებულ რო--- ბა-------ს პასუხისმგებლობას უმსუბუქებს ის გარემოება, რომ გულწრფელად აღიარა ბრალად შერაცხული დანაშაული, ოჯახი სოციალურად დაუცველია, სიდედრი ნა----–- უთ------–---–ი, რომელიც შეურიგდა რო--- ბა-------ს, წერილობითი განცხადებით ითხოვს ამ უკანასკნელის მიმართ ლმობიერი, მათ შორის არასაპატიმრო, სასჯელის განსაზღვრას. სოფელ ნი------ ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელობა რო--- ბა-------ს ახასიათებს დადებითად.
რო--- ბა-------ს პასუხისმგებლობას უმძიმებს ის გარემოება, რომ ძალადობრივი ხასიათის ოჯახური დანაშაული მან ჩაიდინა მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა.
იმის გათვალისწინებით, რომ რო--- ბა-------ს წარსული არ აქვს შებღალული, ადრე ნასამართლობა არ გააჩნია, ოჯახის წევრთა შორის კონფლიქტი აღმოფხვრილია და რო--- ბა------- ინანიებს დანაშაულის ჩადენას, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩადენილი დანაშაულისათვის ძირითადი სასჯელის სახით მას უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად. მასვე დამატებითი სასჯელის სახით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის გამოყენებით უნდა აეკრძალოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები, რაც ახალი დანაშაულის პრევენციისათვის შემაკავებელი ღონისძიებაა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე და 531 -ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13, 258-ე-259-ე, 270-276-ე, 277-ე, 279-ე და 281-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
5.1 რო--- ბა------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის გამოყენებით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით შეეზღუდოს და აეკრძალოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები - იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლებები.
5.2 რო--- ბა-------ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებაში და პატიმრობაში ყოფნის განვლილი პერიოდი 2019 წლის 09 თებერვლის 00 საათი და 30 წუთიდან 12 თებერვლის ჩათვლით.
5.3 გაუქმდეს რო--- ბა-------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს ნა----–- უთ------–---–ს (პირადი ნომერი N31001014198) დაუბრუნდეს ამ საქმეზე რო--- ბა-------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით სს ,,საქართველოს ბანკში’’ 2019 წლის 12 თებერვალს შეტანილი საგირავნო თანხა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
5.4 მსჯავრდებულ რო--- ბა-------ს ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა აცნობოს პრობაციის დასახელებულ ბიუროს.
5.5 განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
5.6 განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გ. რობაქიძის 7ა) საააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ვაჟა ფუხაშვილი