მუხლი 276. გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი
თავი XXIV — სასამართლოს განაჩენის დადგენა და მისი აღსრულება
გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება:
ა) ბრალდებულის სახელი და გვარი;
ბ) გადაწყვეტილება ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ;
გ) გადაწყვეტილება ბრალდებულისათვის შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ, ხოლო თუ იგი პატიმარია – აგრეთვე მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ;
დ) გადაწყვეტილება საპროცესო კონფისკაციის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ;
ვ) განაჩენის გასაჩივრების უფლება, რა ვადაში და სად შეიძლება გასაჩივრდეს ი
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (09.10.2009).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(120)
საქმე №ბს-477(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2025
…უმთავრესი იურიდიული საფუძველი გამამართლებელი განაჩენია. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამამართლებელი განაჩენი ნიშნავს ბრალდებულისთვის წაყენებული ბრალის დაუდასტურებლობას. ამავე კოდექსის 276-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება გამართლებულის უფლება, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.…
საქმე №2კ-150აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.05.2024
…1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. 2.2. გაუქმდა თ. ღ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლით გათვალისწინებული დამატებითი აკრძალვები. 2.3. გამართლებულს განემარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 276-ე მუხლის,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. 3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის…
საქმე №2კ-159აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.05.2024
…თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. 2.2. გაუქმდა კ. ი-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლით გათვალისწინებული დამატებითი აკრძალვები. 2.3. კ. ი-ს განემარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 276-ე მუხლის,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. 3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის…
საქმე №2კ-1193აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.04.2024
…იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; 3.3. გამართლებულებს - ო. პ–სა და ლ. პ–ს განემარტათ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 276-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვთ აუნაზღაურდეთ მიყენებული ზიანი; 3.4. ს. პ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის…
საქმე №2კ-32აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.04.2024
…და გამართლდა; 3.3. გ. მ–ე საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 21 თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა; 3.4. გამართლებულ გ. მ–ს განემარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 276-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. 4. აღნიშნული განაჩენი…
საქმე №2კ-367აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.06.2023
საქმე №2კ-1193აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.03.2023
საქმე №2კ-722აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.10.2022
საქმე №ბს-705(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.05.2022
საქმე №2კ-522აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.11.2021
საქმე №2კ-685აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.10.2021
საქმე №2კ-669აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.09.2021
საქმე №2კ-932აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.04.2021
საქმე №ბს-1228(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.09.2020
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 276, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-276/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია