განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100118002497182
საქმე №1/ბ-816-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 მარტი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ვერა დოლიძე (თავმჯდომარე),მარინა სირაძე, თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის
სახელმწიფო ბრალმდებლის _ მირანდა მუმლაძის,ადვოკატის _ ბ-----ი ყ-----–---–-ს
მონაწილეობით
გამართლებულის _ გ------ი ა---–---ს მონაწილეობის გარეშე
ღია სასამართლო სხდომაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ მირანდა მუმლაძის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ------ი ა---–---ს მიმართ, დაბადებულის 1985 წლის 04 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქის (პირად №6----------), ნასამართლევის, საშუალო განათლების მქონის, მცხოვრების ქ.ბათუმში, ქ--------ს ქუჩა №3----ში, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ------ი ა---–---ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ი-----–ი გ-----–--ს, ბ--------ნ ნ--------–---–ის და მ-----ნ პ-------ას დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 13 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ.ზუგდიდში, ბ-------ს ქუჩაზე მდებარე დევნილების დასახლებასთან შეიკრიბნენ გ------ი ა---–---, ლ-–ა გ------, ი-----–ი გ-----–--, ბ--------ნ ნ--------–---–ი, მ-----ნ პ-------ა და გამოძიებით დაუდგენელი სხვა პირები. შეხვედრა გადაიზარდა კონფლიქტში, რა დროსაც გ------ი ა---–---მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზიანებები მიაყენა ი-----–ი გ-----–--ს, ბ--------ნ ნ--------–---–ს და მ-----ნ პ-------ას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გ------ი ა---–---მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა 2018 წლის 13 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ.ზუგდიდში, ბ-------ს ქუჩაზე ყოფნისას.
ზემოაღნიშნულის გამო გ------ი ა---–---ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენით:
გ------ი ა---–--- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
გ------ი ა---–---ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულ გ------ი ა---–---ს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 276-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განემარტა, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:
· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მასრები, სიგარეტი „PARLAMENT“-ის ნამწვის ფილტრები, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, სიგარეტი „PARLAMENT“-ის ცარიელი კოლოფი, სიგარეტი „СОБРАНИЕ“-ს ცარიელი კოლოფი, ი-----–ი გ-----–--სგან აღებული სისხლის და ფრჩხილის ნიმუშები და ანაწმენდი, ბ--------ნ ნ--------–---–ისგან აღებული სისხლის ნიმუში, მ-----ნ პ-------ასგან აღებული სისხლის ნიმუში, ბ--------ნ ნ--------–---–ისგან აღებული ანაწმენდი და ფრჩხილის ნიმუშები, ლ-–ა ხ--------სგან აღებული ანაწმენდები, გ------ი ა---–---სგან აღებული ანაწმენდი, თმის, ფრჩხილების და ნერწყვის ნიმუშები. ლ-–ა ხ--------ს მფლობელობაში არსებული წითელი ფერის ,,FORD”-ის მარკის ავტომანქანიდან აღებული ანაწმენდები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, უნდა განადგურდეს.
· ბ--------ნ ნ--------–---–ის კუთვნილი მოლურჯო ფერის ,,REALIST JEANS”-ის ფირმის ჯინსის შარვალი, „GIORDANO”-ს ფირმის შავი ფერის ტყავის ქამარი, „ADIDAS”-ის ფირმის შავი ფერის სპორტული ქურთუკი, „ZARA”-ს ფირმის მოლურჯო ფერის ქურთუკი, „H&M”-ის ფირმის სპორტული მაისური, რ---ი ფერის მაისური, „ADIDAS”- ის ფირმის ლურჯი ფერის სპორტული ფეხსაცმელი, შავი ფერის ქუდი, სანთებელა, სიგარეტი ,,PARLAMENT”-ის ყუთი, „WIKO”-ს ფირმის მობილური ტელეფონი, 50 ევროიანი 99 ცალი კუპიურა, ტყავის საფულე, ბანკის პლასტიკური ბარათი, 2 ცალი ხატი, რომლებიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ ბ--------ნ ნ--------–---–ს.
· ი-----–ი გ-----–--ს კუთვნილი მოშავო ფერის ჯემპრი, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, „BOSS”-ის ფირმის შავი ტყავის ქამარი, შავი ფერის წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, ვერცხლისფერი ფრჩხილების საჭრელი, რომლებიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ ი-----–ი გ-----–--ს.
· მ-----ნ პ-------ას კუთვნილი 2 ცალი ერთლარიანი მონეტა, შავი ფერის 1 ცალი სანთებელა, 1 ცალი სიგარეტი „MARLBOROS”-ს კოლოფი, შავი ფერის ქურთუკი, ნაცრისფერი ჯინსის შარვალი, ყავისფერი ტყავის ქამარი, ზოლებიანი მაისური, ნაცრისფერი საცვალი, 2 ცალი შავი ფერის წინდა, ტყავის შავი ფერის ფეხსაცმელი, ვერცხლისფერ კონვალუტაში მოთავსებული 8 ცალი აბი წარწერით „SUENO”, რომლებიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ მ-----ნ პ-------ას.
· ლ-–ა ხ--------სგან ამოღებული წითელი ფერის ,,FORD”-ის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით U------, უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, შემდგომი განკარგვის ულებით.
· „INFINITI FX 45” მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით H-------, უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, დ--ა შ-----ს შემდგომი განკარგვის ულებით.
· ქრ------- ა---–---ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული გ------ი ა---–---ს კუთვნილი ვერცხლისფერი კორპუსის მქონე „IPHONE”-ის ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 35------------0, მასში მოთავსებული მიკრო სიმბარათით, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, უნდა დაუბრუნდეს გ------ი ა---–---ს.
· გ------ი ა---–---სგან ამოღებული შავი ფერის ტყავის ქურთუკი, მუქი მწვანე ფერის გრძელმკლავიანი მაისური, „WRANGLER”-ის ფირმის ჯინსის შარვალი, 1 წყვილი ბოტასი თეთრი ფერის თასმებით და მოყავისფრო ფერის ქამარი, რომლებიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, უნდა დაუბრუნდეს გ------ი ა---–---ს.
· მ------რ გ-----–---ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ერთი ცალი მჭიდი ვაზნების გარეშე, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, უნდა გადაეცეს საქართველოს შსს შესაბამის სამსახურს, შემდგომი განკარგვის მიზნით.
· ბ-----ი ა-–--–---–-საგან ამოღებული „NOKIA“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული მაგთიკომის ქსელში ჩართული სიმბარათით, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, უნდა დაუბრუნდეს ბ-----ი ა-–--–---–ს.
· კ---ა ქ-----–--სგან ამოღებული შავი ფერის „SAMSUNG S8“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული ბილაინის ქსელში ჩართული სიმბარათით, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, უნდა დაუბრუნდეს კ---ა ქ-----–--ს.
· ნ-----–--ზ ნ-----სგან ამოღებული შავი ფერის „SAMSUNG J5“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული ბილაინის ქსელში ჩართული სიმბარათით, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, უნდა დაუბრუნდეს ნ-----–--ზ ნ-----ს.
· მ------რ გ-----–---სგან ამოღებული შავი ფერის „SAMSUNG“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული ბილაინის ქსელში ჩართული სიმბარათით, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, უნდა დაუბრუნდეს მ------რ გ-----–---ს.
· ნ-----–--ზ ნ-----ს ხმის ნიმუში, რომელიც ჩაწერილია 1 ცალ CD-R დისკზე, მ------რ გ-----–---ს ხმის ნიმუში, ჩაწერილი 1 ცალ CD-R დისკზე, კ---ა ქ-----–--ს ხმის ნიმუში, ჩაწერილი 1 ცალ CD-R დისკზე და ბ-----ი ა-–--–---–-ს ხმის ნიმუში, ჩაწერილი 1 ცალ CD- R დისკზე, უნდა განადგურდეს.
· ს-----ო ფ---–---–---–-სგან ამოღებული იჯარის ხელშეკრულება, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნეს საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.
· ბენზინგასამართი სადგურ „რ------------–იდან” ამოღებული 1 ცალი DVD-R დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნეს საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.
· ქ.ზუგდიდში, ბ-------ს ქუჩა №4--ში მდებარე მარკეტიდან გამოთხოვილი 2 ცალი DVD-R დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნეს საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.
· ქ.ზუგდიდში, თ---------–--ის ქუჩა №2---ში მდებარე შპს „---–----ას“ ბენზინგასამართი სადგურიდან გამოთხოვილი 1 ცალი DVD-R დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნეს საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.
· ქ.ზუგდიდში, კ--------------ას ქუჩა №206-ში მდებარე ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლიდან გამოთხოვილი 1 ცალი DVD-R დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნეს საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.
· ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული 16 ცალი DVD-R დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნეს საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.
3.სააპელაციო საჩივრის არსი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა მირანდა მუმლაძემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და გ------ი ა---–---ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.
აპელანტი მიიჩნევს, რომ გ------ი ა---–---ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტს ცალსახად და უტყუარად ადასტურებენ საქმეზე მოპოვებული და სასამართლო განხილვისას გამოკვლეული პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებები, კერძოდ:
მოწმეების _ დ--ა შ-----ს და ლ---ნ ბ------–---ს ჩვენებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 13 მარტს, ღამის საათებში, გ------ი ა---–--- მივიდა ლ-–ა გ------ს სახლში, სადაც მათ შორის წარმოიშვა დაპირისპირება, რაც შემდგომ გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. აღნიშნული დასტურდება ასევე ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს პალატაში განხორციელებული ფარული აუდიო ჩანაწერით, ბენზინგასამართი სადგური „რ------------–ის“ ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერით და მოწმე დ--ა შ-----ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით.
2018 წლის 13 მარტს, ქურდული გარჩევის მიზნით, ლ-–ა გ------სა და გ------ი ა---–--ს მომხრეები შეიკრიბნენ დევნილების დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც დასტურდება ქ.ზუგდიდში, ბ-------ს ქუჩა №4--ში მდებარე მარკეტიდან ამოღებული ვიდეო ჩანაწერებით, დაზარალებულ მ-----ნ პ-------ას, მოწმე ლ---ნ ბ------–---ს და ა-----რ პ-------ას ჩვენებებით, ქ.ზუგდიდში, თ---------–--ის ქუჩა №2---ში მდებარე შ.პ.ს „---–----ის“ ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიის ამსახველი ვიდეო ჩანაწერითა და მისი დათვალიერების ოქმით.
მოწმე დ--ა შ-----ს ჩვენებით დასტურდება, რომ გ------ი ა---–---ს ჰქონდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. გ------ი ა---–--ს მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის ფაქტს ადასტურებს ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული კრებსები და ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ პოლიმერული მასალის ტომარაზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ------ი ა---–---ს.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედების _ სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადების მასალებით (ნ-----–--ზ ნ-----ს და მ------რ გ-----–--ს საუბრები) დასტურდება, რომ ლ-–ა გ------სა და გ------ი ა---–--ს შორის არსებული კონფლიქტის საფუძველზე მათ შორის წარმოიშვა ფიზიკური დაპირისპირება, რაც გახდა ქურდული გარჩევის საფუძველი, რა დროსაც გ------ი ა---–---მ გარჩევაში მონაწილე პირების მისამართით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა რამდენიმე გასროლა, რა დროსაც დაზიანება მიიღეს მ-----ნ პ-------ამ, ი-----–ი გ-----–--მ და ბ--------ნ ნ--------–---–მა.
დაზარალებულების _ ბ--------ნ ნ--------–---–ის, მ-----ნ პ-------ას და ი-----–ი გ-----–--ს დაჭრის ფაქტი დასტურდება ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მედპერსონალის ჩვენებებით, საავადმყოფოს გარე პერიმეტრის ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერით და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით.
გ------ი ა---–---ს მიერ ბ--------ნ ნ--------–---–ის, მ-----ნ პ-------ას და ი-----–ი გ-----–--ს დაჭრის ფაქტი დასტურდება დაზარალებულების _ მ-----ნ პ-------ას, ი-----–ი გ-----–--ს და ბ--------ნ ნ--------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების _ დ--ა შ-----ს, ლ---ნ ბ------–---ს, ა-----რ პ-------ას, ი-–------ნ პ-----ს, თ----ა კ-----–--ს, ს---–--ნ ო--–-----ს და სხვათა ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული კრებსებით, აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით და ა.შ.
აპელანტის მოსაზრებით, ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, არსებობს გ------ი ა---–---ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისა და წარდგენილ ბრალდებაში მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა _ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა მირანდა მუმლაძემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულ გ------ი ა---–---ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბ-----ი ყ-----–---–მა ითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ მირანდა მუმლაძის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს გ------ი ა---–---ს უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება გ------ი ა---–---სთვის წარდგენილი ბრალდება, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას. კერძოდ:
დაზარალებულ მ-----ნ პ-------ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 13 მარტს იმყოფებოდა მეზობლის დაკრძალვაზე. შემდეგ გააცილა თავისი ძმა და როდესაც უკან დაბრუნდა, გაიგო, რომ რაღაც მომხდარა და ბიჭები ზუგდიდში, მაღაზია „---------თან“ წასულან. ამის გამო ქალაქამდე ვიღაცის მანქანას გაჰყვა, ქალაქში კი გააჩერა ტაქსი, მივიდა მაღაზია „---------თან“ და შევიდა ჩიხში, სადაც ხალხმრავლობა იყო. ამ დროს გაიგონა სროლის ხმა. ხალხი გარბოდა და თვითონაც გაიქცა, რა დროსაც ტყვია მოხვდა, წაიქცა და გონება დაკარგა. ამის შემდეგ აღარაფერი ახსოვს, გონზე ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოვიდა. დაზარალებულის განმარტებით, მას არ დაუნახავს ვინ ისროდა. საავადმყოფოში ყოფნისას ტელევიზიით გაიგო, რომ მისი დაჭრის ფაქტზე ვიღაც გ------ი იყო დაკავებული, მაგრამ მან ესროლა თუ არა, არ იცის.
დაზარალებულ ი-----–ი გ-----–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 13 მარტს ფეხით მიდიოდა ბ-------ს ქუჩაზე, რა დროსაც უცებ რაღაც მოხვდა მარცხენა ფეხში და დაეცა. იქვე ვიღაცამ გააჩერა მანქანა, ნუ გეშინიაო უთხრა და საავადმყოფოში წაიყვანა. იქ ჯერ მიმღებში გაუწიეს პირველადი დახმარება, შემდეგ კი ოპერაცია გაუკეთეს.
დაზარალებულ ბ--------ნ ნ--------–---–ის გამოკითხვის ოქმით (გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე) დადგენილია, რომ 2018 წლის წლის 13 მარტს, მეზობლებთან _ გ------ი ო--------სთან, ს------ო ს----–--სთან და თ--------ზ ც--------სთან ერთად აპირებდა სოფელ რ---ში სათევზაოდ წასვლას. იმავე დღეს ის და გ------ი ო-------- მივიდნენ ს------ოსთან სახლში, საიდანაც ანკესები უნდა წამოეღოთ და მერე უნდა გაევლოთ თ--------ზ ც--------სთვის, მაგრამ ს------ო შინ არ დახვდათ და უკან გამობრუნდნენ. როდესაც კოსტავას ქუჩაზე მდებარე რკინიგზაზე გადადიოდა, ფეხი დაუცდა, წაბორძიკდა, თავი ვერ შეიკავა და ზურგით დაეჯახა ბეტონის კონსტრუქციაზე მიმაგრებულ რკინის ნაჭერს. ძლიერი ტკივილისგან წამიერად გონება დაკარგა და დაეცა. ამის დანახვაზე, გ------ი ო-------- გაიქცა, მანქანა მოიყვანა და საავადმყოფოში გადაიყვანა. დაზარალებულის განმარტებით, დაზიანება მიიღო კოსტავას ქუჩაზე წაქცევის შედეგად, ჩხუბი და დაპირისპირება არავისთან ჰქონია, მის მიმართ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია.
მოწმე გ------ი შ-----–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 13 მარტს ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე. ოპერატიული ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ სამივე პირი _ ი-----–ი გ-----–--, მ-----ნ პ-------ა და ბ--------ნ ნ--------–---–ი დაჭრა გ------ი ა---–---მ.
მოწმე დ---თ კ-----–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 13 მარტს მიიღო ინფორმაცია, რომ ბ-------ს ქუჩაზე მომხდარი ქურდული გარჩევისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამი პირი დაჭრა გ------ი ა---–---მ, რომელიც იმალებოდა ქ.ფოთში, სიძის საცხოვრებელ სახლში, ასევე ქურდულ გარჩევაში მონაწილეობდნენ მ-----ნ პ-------ა, ი-----–ი გ-----–--, ბ--------ნ ნ--------–---–ი და ნ-----–--ზ ნ-----. მის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა შემთხვევის ადგილიც.
მოწმე ბ-----ი ს--------–-ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 13 მარტს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში შევიდა ინფორმაცია ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში სამი დაჭრილი პირის შეყვანის შესახებ და დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. პირველ რიგში, ქ.ზუგდიდში, ბ-------ს ქუჩაზე დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი და ამოიღეს ნივთიერი მტკიცებულებები. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ქ.ფოთში დააკავეს გ------ი ა---–---, რადგან დადგინდა, რომ მას დაპირისპირება ჰქონდა ლ-–ა გ------სთან და ქურდული გარჩევისას დაჭრა მ-----ნ პ-------ა, ი-----–ი გ-----–-- და ბ--------ნ ნ--------–---–ი.
მოწმე დ--ა შ-----ს მიერ გამოძიების სტადიაზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლით დადგენილი წესით, მოსამართლის წინაშე დაკითხვისას მიცემული ჩვენებით (გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე) დადგენილია, რომ 2018 წლის 12 მარტს, დაახლოებით 16 საათზე, დაურეკა გ------ი ა---–---მ, რომელმაც უთხრა, რომ ქალაქში უნდოდა გასვლა, რის გამოც მანქანით მიაკითხა მას. გ------ის თავისი მეგობრები ახლდნენ და ყველანი წავიდნენ რესტორანში. შემდეგ გ------ის მეგობრები კორპუსებთან დატოვეს და თვითონ გ------ის მეგობრის _ კ---ას სახლში მივიდნენ, სადაც გაიშალა სუფრა და სვამდნენ ვისკს. იქედან დაახლოებით ღამის 12 სააათზე წამოვიდნენ. გ------იმ თქვა, რომ თავისი მეგობრები უნდა წაეყვანა სადღაც და მანქანით გაყოლა თხოვა, რაზედაც დათანხმდა მას. ამის შემდეგ კორპუსებთან აიყვანეს ორი ბიჭი და წავიდნენ. იქ იყო დიდი ხიდი და გაიარეს მის ქვეშ. ამ დროს გ------ი ა---–--- მობილურით ესაუბრებოდა ვიღაცას, რომელმაც მიასწავლა თავისი სახლი. როდესაც მიუახლოვდნენ აღნიშნულ სახლს, მანქანა ღობის წინ გააჩერა. გ------ი მეგობართან ერთად გადავიდა მანქანიდან და შევიდა სახლში, სადაც დაახლოებით ნახევარი საათი საუბრობდნენ. შემდეგ მივიდა ვერცხლისფერი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, საიდანაც მამაკაცი გადმოვიდა და შევიდა სახლში. ცოტა ხანში ხმამაღალი საუბარი მოესმა, მერე ყველანი ერთად გამოვიდნენ გარეთ, ყვირილი დაიწყეს და ერთი-ორჯერ უჯიკეს ერთმანეთს. გ------ი ა---–---მ თქვა, რომ სხვა ადგილზე წასულიყვნენ და იქ ელაპარაკათ. როცა მანქანაში ჩასხდნენ, მის შეკითხვაზე _ ვინ იყო ის კაცი, ვისაც ეჩხუბებოდა, გ------ი ა---–---მ უპასუხა, რომ ლ-–ა გ------ იყო. ამის შემდეგ მის მანქანაში ჩასხდნენ ლ-–ა გ------ და მასთან ერთად კიდევ ორი კაცი. როცა მანქანა დაიძრა, მიხვდნენ, რომ ქალაქის მიმართულებით მიდიოდნენ და დაიწყეს ჩხუბი, ცემა და ყვირილი. ისინი ცემდნენ გ------ი ა--–--ას, ერთმა პირზე მოჰკიდა მას ხელი და ახრჩობდა, თან ცდილობდა სიჩქარე გადაერთო, რა დროსაც მანქანა გაჩერდა ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს. სანამ მანქანას დაქოქავდა, დაინახა, რომ მათ უკან კიდევ სხვა მანქანა გაჩერდა. ამ დროს გააღეს კარები და ცემა დაუწყეს გ------ის. რამდენიმე ცდის შემდეგ მან დაქოქა მანქანა და გაიქცნენ, ხოლო გ------ის მეგობრები ჩხუბის ადგილზე დარჩნენ. დაახლოებით 300 მეტრის გავლის შემდეგ ისევ დაბრუნდნენ უკან გ------ი მეგობრების წამოსაყვანად. გ------ის ვინც ცემდა, ისინი იქ აღარ იყვნენ. იქედან წავიდნენ გ------ის მეგობარ კ---ასთან სახლში, სადაც დაახლოებით 15 წუთი საუბრობდნენ, რის შემდეგაც სოფელ ხ-----–-სკენ გაემართნენ, მივიდნენ ერთ-ერთ სახლთან და გ------ი თავის მეგობართან ერთად გად---და მანქანიდან. როცა მისი მეგობარი დაბრუნდა, მას ხელში ავტომატი ეჭირა. იგი წინ ჩაჯდა და ავტომატი უკან გადასცა, მაგრამ ვის მისცა, არ დაუნახავს. მერე წავიდნენ ქალაქის მიმართულებით, გ------ი და მისი მეგობრები გ------ის დის სახლთან ახლოს დატოვა და დაახლოებით 06 საათზე მივიდა სახლში. მეორე დღეს, 13 მარტს, მანქანა წაიყვანა შესაკეთებლად და დაახლოებით საღამოს 6-ის ნახევარზე დაბრუნდა სახლში, სადაც დახვდა გ------ი ა---–---. მან მოუყვა, რომ გარჩევა ჰქონიათ, რა დროსაც მისი მიმართულებით დაუწყიათ სროლა და მისი მხრიდანაც უსვრიათ. ასევე გადმოცემით იცის, რომ სამი კაცი იყო დაჭრილი.
გამოძიების სტადიაზე მოწმე დ--ა შ-----ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ექსპერიმენტის მიმდინარეობისას დ--ა შ-----მ მიუთითა ყველა ის ადგილი, სადაც იმყოფებოდა გ------ი ა---–---სთან ერთად, მათ შორის, აჩვენა ლ-–ა გ------ს სახლი და ბენზინგასამართი სადგური „რ------------–ის“ ტერიტორია, სადაც მოხდა ჩხუბი და ცემეს გ------ი ა---–---.
მოწმე ლ---ნ ბ------–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 13 მარტს, 12 საათის შემდეგ, დაახლოებით 00:30 საათზე მივიდა ლ-–ა გ------ს სახლში, რომელიც ახალი ჩამოსული იყო რუსეთიდან. ამ დროს ლ-–ას ვიღაცამ დაურეკა და შევიდა მისთვის უცნობი ორი ახალგაზრდა, რომლებიც რაღაცას ესაუბრებოდნენ ლ-–ას. თვითონ გარეთ გავიდა სიგარეტის მოსაწევად და სახლში რომ შებრუნდა, ისინი კიდევ საუბრობდენ. რადგან ნასვამი იყო, ადგა და წავიდა სახლში. შემდეგ ქალებისგან ჭორის დონეზე გაიგო, რომ რაღაც ჩხუბი მომხდარა, რასაც იგი არ შესწრებია. მეორე დღეს მეზობლის დაკრძალვაზე იყო და ვიღაცამ თხოვა ბ-------ს ქუჩაზე, მაღაზიასთან გაყვანა. როგორც ახსოვს, უბნის ბიჭები იყვნენ, „ბაკის“ ყიდვა უნდოდათ, ისინი გაიყვანა და დატოვა იქ, ხოლო თვითონ მარტო დაბრუნდა უკან, სახლში. შემდეგ გაიგო, რომ იმ ადგილას მომხდარა ჩხუბი, მაგრამ დეტალები მისთვის უცნობია.
მოწმე ა-----რ პ-------ას ჩვენებით დადგენილია, რომ დაზარალებული მ-----ნ პ-------ა არის მისი ძმა. 2018 წლის 13 მარტს დაურეკა რძალმა, ა-----------მ და უთხრა, რომ მისი ძმა გულმკერდის არეში იყო დაჭრილი. იგი ბიძაშვილთან ერთად მივიდა საავადმყოფოში, სადაც უბნის ბიჭებისგან გაიგო, რომ გარჩევის დროს მირიანი დაუჭრია გ------ი ა---–---ს.
მოწმე ი-–------ნ პ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 13 მარტს, ემერჯენსის განყოფილებაში იყო მორიგე ექიმი, რა დროსაც შეიყვანეს სამი პაციენტი, რომელთაც აღენიშნებოდათ დაზიანებები. ერთ-ერთს ჰქონდა სისხლმდენი ჭრილობა ბარძაყის არეში, მეორეს წელის არეში. მესამე პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე. მას გულმკერდის არეში ჰქონდა შემღწევი ჭრილობა და იყო უგონოდ.
მოწმე თ----ა კ-----–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ემერჯენსის მედდად. 2018 წლის მარტის თვეში შეიყვანეს სამი პირი, რომელთაც ჰქონდათ დაზიანებები გულმკერდის, ბარძაყის და წელის არეში.
ბრალდებულმა გ------ი ა---–---მ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და არც რაიმე მტკიცებულება არსებობს მისი შემთხვევის ადგილზე ყოფნისა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამი პირის დაჭრის დასადასტურებლად.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ----–----ში, ბ-------ს ქუჩაზე მდებარე დევნილების დასახლების წინა მხარეს, რომელსაც ესაზღვრება საყანე მიწის ფართობი. აღნიშნულ საყანე მიწის ფართობს შუა ადგილას გააჩნია მოხრეშილი გზა. გზაზე არის ერთფრთიანი ხის კარები, რომელიც ნახევრად ღია მდგომარეობაშია. გზის ზედაპირზე დევს ერთი ცალი მასრა, ხოლო მასრის გვერდით, ერთი მეტრის მოშორებით, დევს სიგარეტი „PARLAMENT“-ის ნამწვი ღერის ფილტრი, მის გვერდით, 40 სმ-ის მოშორებით, ასევე დევს სიგარეტი „PARLAMENT“-ის ნამწვი ღერის მეორე ფილტრი. მასრიდან ხუთი მეტრის მოშორებით, გზის მარცხენა მხარეს, გზის მწვანე ბალახიან ზედაპირზე შეიმჩნევა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. მათგან 6 მეტრის მოშორებით, გზის ზედაპირზე დევს მეორე მასრა, ხოლო აღნიშნული მასრიდან 4 მეტრის მოშორებით _ მესამე მასრა. საყანე ფართობის გზის ზედაპირზე ასევე დაგდებულია 3 ცალი სიგარეტი „PARLAMENT“-ის ნამწვის ფილტრი, ხოლო გზის მარცხენა მხარეს, წყალსაწრეტ არხთან ახლოს დევს სიგარეტი „PARLAMENT“-ის დაჭმუჭნილი ცარიელი კოლოფი. გზის მარჯვენა მხარეს კი, ასევე პატარა ზომის წყალსაწრეტ არხში დევს სიგარეტი „SOBRANIE“-ს ცარიელი კოლოფი. პირველი მასრიდან 37 მეტრის მოშორებით, გზის მარცხენა მხარეს, სადაც არის მეჩხერი ეკალბარდები და დაბალი ზომის ბალახი, ნაპოვნი იქნა 6 ცალი მასრა, დაახლოებით 5 კვ.მ ტერიტორიაზე მიმოფანტულ მდგომარეობაში. 6 ცალი მასრის პოვნის ადგილიდან 2 მეტრის მოშორებით, გზის გვერდულზე ნაპოვნი იქნა ერთი ცალი პოლიმერული მასალის ტომარა, წარწერით „ცერერა“ _ ხორბლის ფქვილი.
შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ----–----ში, ბ-------ს ქუჩაზე მდებარე საყანე მიწის ფართობის მოხრეშილ გზაზე აღმოჩენილი იქნა კიდევ ერთი მასრა, ხოლო აღნიშნული მასრიდან 38 მეტრის მოშორებით ნაპოვნი იქნა კიდევ სამი მასრა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებში მითითებული გარემოებები სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს დათვალიერებაში მონაწილე დეტექტივ-გამომძიებელმა ა-----–--მ ჭ-----------მ და ექსპერტებმა _ დ---თ ფ-–-–--მ და ი-----–ი ჯ----მ.
საქმეზე ჩატარებული ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ოთხ ცალ მასრაზე, პოლიმერული მასალის ტომარაზე და სიგარეტი „PARLAMENT”-ის ცარიელ კოლოფზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ------ი ა---–---ს.
ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე---------ე ს-------–--ემ.
ქიმიური ექსპერტიზის №1------- დასკვნის თანახმად, გ------ი ა---–---სგან აღებულ ანაწმენდებზე და ტანსაცმელზე დენთის შემადგენელი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის არსებობა არ დაფიქსირდა. ტყვიის კაფსულაში და კორპუსში შემავალი კომპონენტების სტიბიუმის, ბარიუმის, სპილენძისა და ტყვიის არსებობა გამოკვლეულ ობიექტზე არ დაფიქსირდა.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ დაზარალებულ ი-----–ი გ-----–--ს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული აქვს გამჭოლი ჭრილობა მარცხენა ბარძაყის არეში. დაზიანება განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ მ-----ნ პ-------ას დაესვა დიაგნოზი: გულმკერდის მარცხენა ნახევარში შემღწევი ჭრილობა, ფილტვის დაზიანებით, შინაგანი სისხლდენა. დაზიანება განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ბ--------ნ ნ--------–---–ს დაესვა დიაგნოზი: ტორსის სხვა დაუზუსტებელი ტრავმები, დაუზუსტებელ დონეზე, ზურგის ქვედა ნაწილის ღია ჭრილობა, მალების წვეტიანი მორჩის მოტეხილობა, მასვე აღენიშნებოდა რკალისებური ჭრილობები წელის არეში მარჯვნივ და თეძოს მიდამოში. დაზიანებების მიმყენებელი საგნის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან, წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებული არ არის მათი სრულყოფილი მორფოლოგიური სურათი და ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----ა თ------ემ.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2018 წლის 16 მარტის ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს შპს „რ------------–ის“ ზუგდიდის №1 ბენზინგასამართი სადგურის, 2018 წლის 13 მარტის 02:00 საათიდან 2018 წლის 13 მარტის 02:10 საათის პერიოდის, გარე სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს, რომ სადგურის შენობასთან დგას მოშავო ფერის „ოპელ ასტრას“ მარკის ავტომანქანა, რომლის სახელმწიფო ნომრის გარჩევა შეუძლებელია. ვიდეო ფირზე 02:04:08 საათზე ჩანს მდინარე ჩხოუშიას ხიდზე ზუგდიდისაკენ მომავალი მუქი ფერის მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც ანთებული აქვს წინა მაშუქები და ჩერდება ხიდის ბოლოში, იღება ავტომანქანის მარცხენა უკანა კარები, საიდანაც გადმოდის სავარაუდოდ ორი პიროვნება, იმავე მხრიდან მოდის და ჩერდება მეორე მსუბუქი ავტომანქანა, რომლის მაშუქები ქრება, იღება კარები და გადმოდის სავარაუდოდ ხუთი პიროვნება და მათ შორის იწყება ხელჩართული ჩხუბი. ორი პიროვნება ეცემა ასფალტზე, რის შემდეგაც პირველი ავტომანქანა იძვრება ადგილიდან დიდი სიჩქარით და მიემართება ქ.ზუგდიდის მიმართულებით. ავტომანქანა სავარაუდოდ არის მოშავო ფერის „ინფინიტი“, რომლის ნომრის გარჩევა შეუძლებელია. ჩერდება ავტომანქანა, იღება მარცხენა უკანა კარები, საიდანაც ასფალტზე ვარდება მელოტი ახალგაზრდა მამაკაცი, მის დასახმარებლად გამორბიან კიდევ პიროვნებები. დასახელებული ავტომანქანა იძვრის ადგილიდან და მიდის ქ.ზუგდიდის მიმართულებით. ასფალტიდან დგება ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აცვია შავი ფერის კაპიშონიანი ქურთუკი და მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი. მასთან მიდის ორი პიროვნება და მიემართებიან პირველი ინციდენტის ადგილისაკენ. მეორე ავტომანქანა იძვრება ადგილიდან. მოდის მეორე, მოშავო ფერის BMW-ს მარკის ავტომანქანა, რომლის სანომრე ნიშნები იკითხება და არის A--------, ჩერდება მათთან, ისევ იძვრის ადგილიდან, შემოდის ბენზინგასამართ სადგურში, ჩერდება, არ ასხამს საწვავს, ისე იძვრის ადგილიდან და მიდის სოხუმის მიმართულებით, ხოლო მეორე ავტომანქანა ბრუნდება და მიემართება ქ.ზუგდიდის მიმართულებით. ქუჩა განათებულია ლამპიონებით, მაგრამ ვიდეოფირზე დასახელებული პიროვნებების სახის გარჩევა შეუძლებელია.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2018 წლის 18 მარტის ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ქ.ზუგდიდში, ბ-------ს ქუჩა №4--ში მდებარე მარკეტიდან ამოღებული ვიდეო ჩანაწერები, 2018 წლის 13 მარტის 12 საათიდან 16 საათამდე პერიოდის (კამერაზე ჩანს 16:00 დან 20:00 საათამდე პერიოდი, რომელიც არის ტექნიკური შეცდომა). ჩანაწერის დათვალიერებისას ჩანს ადამიანების გადაადგილება, ავტომანქანების მოძრაობები. 16:34 საათზე მარკეტთან ჩერდება ლურჯი ფერის „აუდის“ მარკის ავტომანქანა, ნომრით B--------. წინა მარცხენა მხრიდან გადმოდის რ----–-ნ ც------ა, ხოლო წინა მარჯვნა მხრიდან ერთი მამაკაცი, რომელთანაც მიდიან ერთად მომავალი მ--–---ონ მ---–----–-ვა და გ------ი ა---–---. გ------ი ა---–---ს ხელში უჭირავს ლიკანის ბოთლი, ისინი ერთმანეთში საუბრობენ. შემდეგ რ----–-ნ ც------ა და ის პიროვნება, რომელიც მასთან მოვიდა, სხდებიან „აუდის“ მარკის ავტომანქანაში, რომლითაც მოვიდნენ, მას გვერდით უჩერებს „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომანქანა, მწვანე ფერის, ნომრით F--------, რომლის მარჯვენა მხარეს მჯდომი პიროვნება ესაუბრება რ----–-ნ ც------ას. 17:56 საათზე მ--–---ონ მ---–----–-ვა ესაუბრება ვიღაც ბიჭს მარკეტთან, ხოლო 17:58 საათზე ი-----–ი გ-----–-- მიდის ვიღაც ბიჭთან ერთად მახარაძის ქუჩის მიმართულებით. 17:59 საათზე რ----–-ნ ც------ა, იმ ბიჭთან, რომელიც მას „აუდში“ ეჯდა და კიდევ ერთ ბიჭთან ერთად მიდიან მახარაძის ქუჩის მიმართულებით. 19:13 საათზე მოდის შავი ფერის „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომანქანა, ნომრით O--------, მას უკან მოჰყვება „მერსედეს ბენცის“ მარკის ვერცხლისფერი ავტომანქანა, ნომრით T--------. მას უკან მოჰყვება ლ---ნ ბ------–---ს „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომანქანა, ნომრით N------, რომელსაც მოჰყვება ლ-–ა ხ--------ს „ფორდის“ მარკის წითელი ფერის ავტომანქანა, ნომრით U--------, ხოლო მას მოჰყვება გ-- ჭ--------ს „ოპელის“ მარკის შავი ფერის ავტომანქანა, ნომრით O--------. ზემოთ ჩამოთვლილი ავტომანქანები ჩერდებიან მარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთად. 19:15 საათზე მარკეტთან დგება „მერსედეს ბენცის“ მარკის ვერცხლისფერი ავტომანქანა, ნომრით N--------, რომელსაც უკან მოჰყვება და ჩერდება შავი ფერის BMW-ს მარკის ავტომანქანა, ნომრით A--------. 19:16 საათზე ისინი მიჰყვებიან ერთმანეთს, შემდეგ ბრუნდება ლ---ნ ბ------–---ს „მერსედესი“, ლ-–ა ხ--------ს „ფორდი“, ზ-----ბ ქ-----–--ს „ინფინიტი“ და გ-- ჭ--------ს „ოპელის“ მარკის ავტომანქანა. ისინი დგებიან ერთად ბ-------ს ქუჩაზე ლტოლვილების მშენებარე ბინების წინა მიმდებარე ტერიტორიაზე შესასვლელ ქუჩასთან, რომელიც შედის შემთხვევის ადგილისაკენ მიმავალ საყანე ფართობებში. 19:19 საათზე მარკეტთან მოდის მ--–---ონ მ---–----–-ვა. 19:21 საათზე გ-- ჭ-------- აბრუნებს ავტომანქანას მახარაძის ქუჩის მიმართულებით, რომელსაც მიჰყვება შავი ფერის „მერსედესი“, ნომრით O--------. 19:22 საათზე „ჯეტას“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოდის კ---ა ქ-----–--, რომელიც შედის მარკეტში. გამოსვლისას გადაკოცნის მ--–---ონ მ---–----–-ვას და ესაუბრება. 19:33:32 საათზე ბრუნდება შავი ფერის „მერსედესი“, ნომრით O--------. ორი პირი გადმოდის ავტომანქანიდან, რომლებიც საუბრობენ ტელეფონებზე, უყურებენ გზას და როცა გამოდის „მერსედეს ბენცის“ მარკის ვერცხლისფერი ავტომანქანა, ნომრით N--------, ისინი სწრაფად სხდებიან ავტომანქანაში. მძღოლი არ აშორებს ვერცხლისფერ „მერსედესს“ თვალს და მიჰყვება უკან. 19:35:32 საათზე გამოდის სწრაფად ლ-–ა ხ--------ს „ფორდის“ მარკის წითელი ფერის ავტომანქანა, ნომრით U--------, რომელსაც 19:35:32 საათზე ასევე სწრაფად მოჰყვება ზ-----ბ ქ-----–--ს „ინფინიტის“ მარკის ავტომანქანა, ნომრით T--------.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2018 წლის 20 მარტის ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ქ.ზუგდიდში, თ---------–--ის ქუჩა №2---ში მდებარე შპს „---–----ის“ ბენზინგასამართი სადგურიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერები ერთ ცალ DVD დისკზე, რომელშიც ჩაწერილია შპს „---–----ის“ ბენზინგასამართი სადგურის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერები 2018 წლის 13 მარტის 14:30 საათიდან 15:30 საათამდე პერიოდში. (კამერაში აღნიშნულია 2018 წლის 13 მარტის 02:30 დან 03:30 საათი). კამერის დათვალიერებისას ჩანს ავტომანქანებისა და ადამიანების მოძრაობა თ---------–--ის ქუჩაზე ზემოთ ხსენებული ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩანაწერებში ჩანს, რომ ბენზინგასამართი სადგურის მხარეს სახლის ეზოდან გამორბის დაახლოებით 12 მამაკაცი, რომელთაგან ზოგი გამორბის სოფელ ნარაზენის გადასახვევის გზის მხარეს, ზოგი კი ქალაქ ზუგდიდის მიმართულებით აგრძელებს გზას. იმ ბიჭებიდან, რომლებიც გარბიან სოფელ ნ--------ის გადასახვევის მხარეს, ერთი არის რ----–-ნ ც------ა, ხოლო მის გვერდით მორბის ის მამაკაცი, რომელიც რ----–-ნ ც------ასთან ერთად ჩანს ბ-------ს ქუჩაზე, კონკრეტულად ის მამაკაცი რ----–-ნ ც------ასთან ერთად მოდის ლურჯი ფერის „აუდის“ მარკის ავტომანქანით, ნომრით B--------, ესაუბრება გ------ი ა---–---ს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადებისა და ჩაწერის და ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის №3-- პალატაში დაზარალებულ მ-----ნ პ-------ასთან შემდგარი საუბრების ფარული აუდიოჩაწერის კრებსებიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ ჩანაწერებში დაფიქსირებული საუბრები შეეხება ბ-------ს ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის, აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით გ------ი ა---–---ს პასუხისმგებლობისა და დასაკითხი მოწმეების თაობაზე მსჯელობას.
სააპელაციო პალატის აზრით, ზემოთ განხილული მტკიცებულებებით არ დასტურდება გ------ი ა---–---ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ გ------ი ა---–---მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა და რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სწორედ მან მიაყენა დაზიანებები ი-----–ი გ-----–--ს, ბ--------ნ ნ--------–---–ს და მ-----ნ პ-------ას. ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა მომხდარი შემთხვევის დროს გ------ი ა---–---ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა და ამ იარაღით დაზარალებულების მიმართ გასროლების განხორციელება. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის ეს ვერსია არ არის დადასტურებული თუნდაც ერთი პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებით. მის საფუძვლიანობას ასევე არ ადასტურებენ თავად დაზარალებულები, რომლებიც ვარაუდსაც კი არ გამოთქვამენ ამ დანაშაულის გ------ი ა---–---ს მიერ ჩადენის თაობაზე. საქმეზე დაკითხული არცერთი მოწმე არ არის შემთხვევის უშუალო შემსწრე და თვითმხილველი, შესაბამისად, მათი ჩვენებები არანაირ ინფორმაციას არ შეიცავს დანაშაულის ჩამდენი პირის შესახებ. რაც შეეხება პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს, რომლებიც მიუთითებენ, რომ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული დანაშაული გ------ი ა---–---მ ჩაიდინა, ისინი ირიბი ხასიათისაა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად კი, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მართალია, დადასტურებულია 2018 წლის 13 მარტს ბ--------ნ ნ--------–---–ის, მ-----ნ პ-------ას და ი-----–ი გ-----–--ს დაჭრის ფაქტი, თუმცა ის, რომ მათ უშუალოდ გ------ი ა---–---მ მიაყენათ ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებები, არ არის დადგენილი პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობით. ამასთან, საქმეში არ არსებობს გ------ი ა---–---ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების დამადასტურებელი თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულება. პალატა არ ეთანხმება აპელანტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ გ------ი ა---–--ს მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის ფაქტს ადასტურებს ის გარემოება, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ პოლიმერული მასალის ტომარაზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ------ი ა---–---ს. მართალია, საქმეზე ჩატარებული ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ოთხ ცალ მასრაზე, სიგარეტი „PARLAMENT”-ის ცარიელ კოლოფზე და პოლიმერული მასალის ტომარაზე აღმოჩნდა გ------ი ა---–---ს გენეტიკური პროფილი, მაგრამ მხოლოდ ეს მტკიცებულება არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, ვინაიდან, ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ შემთხვევის ადგილზე გ------ი ა---–---ს ჰქონდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, საიდანაც განახორციელა გასროლები, მით უფრო, რომ ქიმიური ექსპერტიზის №1------- დასკვნის თანახმად, გ------ი ა---–---სგან აღებულ ანაწმენდებზე და ტანსაცმელზე დენთის შემადგენელი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის არსებობა არ დაფიქსირდა.
რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებს, რომლებზეც აპელირებს ბრალდების მხარე, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებულ ჩანაწერებში არ ჩანს უშუალოდ შემთხვევის ადგილი, მათზე აღბეჭდილი არ არის გ------ი ა---–---ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ფლობისა და მის მიერ ამ იარაღიდან გასროლის წარმოების ფაქტი ან საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა რაიმე ინფორმაცია.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერებით, უტყუარად არ დასტურდება გ------ი ა---–---ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. პალატის შეფასებით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ გ------ი ა---–---ს 2018 წლის 13 მარტს, ღამის საათებში, კონფლიქტი მოუვიდა გარკვეულ პირებთან, რაც გადაიზარდა მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში, არ იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ დაზარალებულებს _ ი-----–ი გ-----–--ს, ბ--------ნ ნ--------–---–ს და მ-----ნ პ-------ას ნამდვილად მან მიაყენა სხეულის დაზიანებები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით. შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი გ------ი ა---–---ს დამნაშავედ ცნობისათვის შერაცხულ ბრალდებებში, ვინაიდან, ისინი არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, 16.09.2014).
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, გ------ი ა---–--- უდანაშაულოდ იქნა ცნობილი წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, ვინაიდან, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ------ი ახ---–---ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.
ამდენად, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ მირანდა მუმლაძის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ გ------ი ა---–---ს მიმართ 2018 წლის 19 ნოემბერს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ მირანდა მუმლაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენი გ------ი ა---–---ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.გ------ი ა---–--- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდეს.
4.ცნობად იქნას მიღებული, რომ გ------ი ა---–---ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადებისთანავე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
5.გამართლებულ გ------ი ა---–---ს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
6. ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მასრები, სიგარეტი „PARLAMENT“-ის ნამწვის ფილტრები, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, სიგარეტი „PARLAMENT“-ის ცარიელი კოლოფი, სიგარეტი „СОБРАНИЕ“-ს ცარიელი კოლოფი, ი-----–ი გ-----–--სგან აღებული სისხლის და ფრჩხილის ნიმუშები და ანაწმენდი, ბ--------ნ ნ--------–---–ისგან აღებული სისხლის ნიმუში, მ-----ნ პ-------ასგან აღებული სისხლის ნიმუში, ბ--------ნ ნ--------–---–ისგან აღებული ანაწმენდი და ფრჩხილის ნიმუშები, ლ-–ა ხ--------სგან აღებული ანაწმენდები, გ------ი ა---–---სგან აღებული ანაწმენდი, თმის, ფრჩხილების და ნერწყვის ნიმუშები. ლ-–ა ხ--------ს მფლობელობაში არსებული წითელი ფერის ,,FORD”-ის მარკის ავტომანქანიდან აღებული ანაწმენდები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს.
· ბ--------ნ ნ--------–---–ის კუთვნილი მოლურჯო ფერის ,,REALIST JEANS”-ის ფირმის ჯინსის შარვალი, „GIORDANO”-ს ფირმის შავი ფერის ტყავის ქამარი, „ADIDAS”-ის ფირმის შავი ფერის სპორტული ქურთუკი, „ZARA”-ს ფირმის მოლურჯო ფერის ქურთუკი, „H&M”-ის ფირმის სპორტული მაისური, რუხი ფერის მაისური, „ADIDAS”- ის ფირმის ლურჯი ფერის სპორტული ფეხსაცმელი, შავი ფერის ქუდი, სანთებელა, სიგარეტი ,,PARLAMENT”-ის ყუთი, „WIKO”-ს ფირმის მობილური ტელეფონი, 50 ევროიანი 99 ცალი კუპიურა, ტყავის საფულე, ბანკის პლასტიკური ბარათი, 2 ცალი ხატი, რომლებიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს დაზარალებულ ბ--------ნ ნ--------–---–ს.
· ი-----–ი გ-----–--ს კუთვნილი მოშავო ფერის ჯემპრი, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, „BOSS”-ის ფირმის შავი ტყავის ქამარი, შავი ფერის წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, ვერცხლისფერი ფრჩხილების საჭრელი, რომლებიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს დაზარალებულ ი-----–ი გ-----–--ს.
· მ-----ნ პ-------ას კუთვნილი 2 ცალი ერთლარიანი მონეტა, შავი ფერის 1 ცალი სანთებელა, 1 ცალი სიგარეტი „MARLBOROS”-ს კოლოფი, შავი ფერის ქურთუკი, ნაცრისფერი ჯინსის შარვალი, ყავისფერი ტყავის ქამარი, ზოლებიანი მაისური, ნაცრისფერი საცვალი, 2 ცალი შავი ფერის წინდა, ტყავის შავი ფერის ფეხსაცმელი, ვერცხლისფერ კონვალუტაში მოთავსებული 8 ცალი აბი წარწერით „SUENO”, რომლებიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს დაზარალებულ მ-----ნ პ-------ას.
· ლ-–ა ხ--------სგან ამოღებული წითელი ფერის ,,FORD”-ის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით U------, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, შემდგომი განკარგვის ულებით.
· „INFINITI FX 45” მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით H-------, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, დ--ა შ-----ს.
· ქრ------- ა---–---ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული გ------ი ა---–---ს კუთვნილი ვერცხლისფერი კორპუსის მქონე „IPHONE”-ის ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 35------------0, მასში მოთავსებული მიკრო სიმბარათით, ასევე გ------ი ა---–---სგან ამოღებული შავი ფერის ტყავის ქურთუკი, მუქი მწვანე ფერის გრძელმკლავიანი მაისური, „WRANGLER”-ის ფირმის ჯინსის შარვალი, 1 წყვილი ბოტასი თეთრი ფერის თასმებით და მოყავისფრო ფერის ქამარი, რომლებიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს გ------ი ა---–---ს.
· მ------რ გ-----–---ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ერთი ცალი მჭიდი ვაზნების გარეშე, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, გადაეცეს საქართველოს შსს შესაბამის სამსახურს.
· ბ-----ი ა-–--–---–-საგან ამოღებული „NOKIA“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული მაგთიკომის ქსელში ჩართული სიმბარათით, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს ბ-----ი ა-–--–---–ს.
· კ---ა ქ-----–--სგან ამოღებული შავი ფერის „SAMSUNG S8“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული ბილაინის ქსელში ჩართული სიმბარათით, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს კ---ა ქ-----–--ს.
· ნ-----–--ზ ნ-----სგან ამოღებული შავი ფერის „SAMSUNG J5“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული ბილაინის ქსელში ჩართული სიმბარათით, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს ნ-----–--ზ ნ-----ს.
· მ------რ გ-----–---სგან ამოღებული შავი ფერის „SAMSUNG“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული ბილაინის ქსელში ჩართული სიმბარათით, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს მ------რ გ-----–---ს.
· ნ-----–--ზ ნ-----ს ხმის ნიმუში, რომელიც ჩაწერილია 1 ცალ CD-R დისკზე, მ------რ გ-----–---ს ხმის ნიმუში, ჩაწერილი 1 ცალ CD-R დისკზე, კ---ა ქ-----–--ს ხმის ნიმუში, ჩაწერილი 1 ცალ CD-R დისკზე და ბ-----ი ა-–--–---–-ს ხმის ნიმუში, ჩაწერილი 1 ცალ CD- R დისკზე, განადგურდეს.
· ს-----ო ფ---–---–---–-სგან ამოღებული იჯარის ხელშეკრულება, ბენზინგასამართი სადგურ „რ------------–იდან” ამოღებული 1 ცალი DVD-R დისკი, ქ.ზუგდიდში, ბ-------ს ქუჩა №4--ში მდებარე მარკეტიდან გამოთხოვილი 2 ცალი DVD-R დისკი, ქ.ზუგდიდში, თ---------–--ის ქუჩა №2---ში მდებარე შპს „---–----ას“ ბენზინგასამართი სადგურიდან გამოთხოვილი 1 ცალი DVD-R დისკი, ქ.ზუგდიდში, კ--------------ას ქუჩა №206-ში მდებარე ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლიდან გამოთხოვილი 1 ცალი DVD-R დისკი, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული 16 ცალი DVD-R დისკი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/
მოსამართლეები: /მ.სირაძე/
/თ.სვანიძე/