განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №020100119003216645 (1/584-2019 )
განაჩენი
საქართველოს სახელით
14 აპრილი, 2020 წელი ქ. ზუ-------
ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო
მოსამართლე - ნატრული აკობიამ
სხდომის მდივანი - მარიამ თოდუას და ნინო დიხამინჯიას
ბრალდების მხარე: პროკურორი- ან----------ს
დაცვის მხარე: ადვოკატი- მა----------------ს
ბრალდებული- ჯე---–----------ს
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
1.ბრალდებული: ჯე---–----------ს მიმართ
მამის სახელი: ვა-–--ო
დაბადებული: 2-.05.19-- წელს
პირადი ნომერი: 19--------6
საქართველოს მოქალაქე
საშუალო განათლების მქონე
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ზუ--------------–----–----------------–---------–---ი
რეგისტრირებული: ზუ--------------–----–----------------–---------–---ი
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 11119.109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ჯე---–----------ს მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი და ქმედების სამარ-თლებრივი აღწერა:
ჯე---–----------ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდე-ლობა ოჯახის წევრის მიმართ.
2019 წლის 05 სექტემბერს, დღის საათებში, ზუ--------------–----–----------------–--------–---–ი თავიანთ საცხოვრებელ სახლში ჯე---–----------მ ურთიერთშე-ლაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მკვლელობის მიზნით, რამდენჯერმე ჩაარტყა დანა ოჯახის წევრს, ძმას-ორ---------------ს სხეულის სხვადასხვა მიდამოში, კერძოდ გულმკერდისა და ზურგის არეში, რითაც მას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
დაზარალებულმა ორ---------------მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხ-ლით გათვალისწინებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ძმის, ჯე---–----------ს მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.
მოწმე ლუ--------------მ ასევე უარი განაცხადა ახლო ნათესავის, მეუღლის მიმართ მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.
მოწმე ფი------------–----ა განმარტავს, რომ 2015 წლის 05 სექტემბერს ლუ------------ს დაეხმარა პროდუქტის საცხოვრებელ სახლში შეტანაში და ნახა, რომ ჯე---–---------- იყო მთვრალი. სახეზე ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა და სდიოდა სისხლი. ჰკითხა თუ რა მოუვიდა, მაგრამ არ უპასუხა, რის შემდეგ წავიდა სახლში. დაახლოებით 05:00 საათზე ჯე---–-ს სახლიდან მოესმა ლუ------------ს კივილის ხმა და ლა-–--------–---–--სთან ერთად მიირბინა მათთან, ჯე---–- იჯდა პატარა სახლის აივანზე, მასთან იყო ლუ------------, ხოლო ორ--------------- იყო დაჭრილი, სდიოდა სისხლი და არ ლაპარაკობდა. ლა-–--------–---–--მ გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და წაიყვანეს. პროკურორის შეკითხვაზე არ დაადასტურა გამოძიების სტადიაზე მისი გამოკითხვისას მიცემული ინფორმაცია, ხოლო ადვოკატის შეკითხვაზე განმარტა, რომ ადასტურებს გამოკითხვის ოქმის იმ ნაწილს სადაც უთითებს, რომ ჯე---–----------მ უთხრა, რომ ორ--------------- მისკენ იწეოდა დანით, რა დროსაც წაართვა დანა და აღელვების ნიადაგზე ჩაარტყა რამდენიმეჯერ. ასევე მისგან გაიგო, რომ დაჭრილი იმყოფებოდა საცხოვრებელი სახლის უკანა მხარეს და ნახა, რომ ბეტონის იატაკზე გვერდულად იწვა ორ---------------, რომელიც იყო გონზე, მას უკანა მხარეს ზურგის არეში სდიოდა სისხლი, ეტყობოდა, რომ იყო დაჭრილი, რადგან სისხლით ჰქონდა გაჟღენთილი ტანსაცმელი.
მოწმე ლა-–--------–---–-- განმარტავს, რომ 2019 წლის 5 სექტემბერს მასთან მივიდა ფი------------–----ა, უთხრა ჯე---–-ს სახლში ხმაურია და გამომყევიო, იქ დახვდნენ ჯე---–- და მისი მეუღლე ლუ-ა, რომელმაც უთხრა რომ ო------- იყო დაჭრილი, იგი იჯდა სახლის უკან, ჯე---–-ს დაზიანება ჰქონდა თვალის არეში და სდიოდა სისხლი. ო------- იწვა დიდი სახლის ზღურბლზე, იყო ფერმკრთალი და ბუშტუკებიანი სისხლი სდიოდა პირიდან და ცხვირიდან, შეეშინდა და გამოიძახა სასწრაფო დახმარება, იგი წაიყვანეს საავადმყოფოში. გამოკითხვის ოქმს არ ადასტურებს.
მოწმე თა-----–---–---ს ჩვენებით 2019 წლის 05 სექტემბერს სოფელში გაიგო, რომ ჯე---–----------ს სახლში ყოფილან სტუმრები, მომხდარა ჩხუ-ი და ო------- იყო დაჭრილი, მაგრამ არ იცის ვინ დაჭრა.
მოწმე ჯი--------------ა განმარტავს, რომ ჯე---–----------ს ბრალდების საქმეზე იყო საგამოძიებო ჯგუფის წევრი, 2019 წლის 05 სექტემბერს ზუ-------ს რეფერალურ ჰოსპიტალში გამოკითხა მედდა ნა-----------ა და მისგან ამოიღო ორ-------------ას ტანსაცმელი, მაისური და შარვალი, რომელიც იყო სისხლიანი, მაისურს გააჩნდა გამჭოლი დაზიანებები, შეადგინა ამოღების ოქმი.
მოწმე ნა-----------ას განმარტებით დადასტურებულია, რომ მუშაობს ევექსის ზუ-------ს რეფერალურ ჰოსპიტალში ემერჯენსის განყოფილების მედდად. 2019 წლის 05 სექტემბერს იყო მორიგე, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა პაციენტი-ორ---------------, რომელსაც ჰქონდა დაზიანება ჭრილობის სახით. შოკის დარბაზში მას გაეწია პირველადი დახმარება. პაციენტს ეცვა შავი ფერის მაისური და შარვალი, რომელიც სისხლით იყო დასვრილი და გადასცა გამომძიებელს, შედგა ამოღების ოქმი და მოაწერა ხელი.
მოწმე ზა-------------ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ მუშაობს ზუ-------ს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლად. 2019 წლის 05 სექტემბერს შემოვიდა შეტყობინება დაჭრის ფაქტზე და გავიდა შემთხვევის ადგილზე სოფელ ზე----–---–ი, ჯე---–----------ს საცხოვრებელ სახლში, სადაც დახვდა ჯე---–----------, რომელსაც ეტყობოდა დაზიანება შუ-ლის არეში და ხელზე. ორ--------------- იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლის უკან და იყო დაჭრილი. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წაიყვანა და რადგან გამოიკვეთა, რომ ჯე---–----------მ დაჭრა მისი ძმა, იგი დააკავეს. ექსპერტების მონაწილეობით დაათვალიერა შემთხვე-ვის ადგილი, ამოიღეს სისხლის კვალი აივნიდან, მისაღები ოთახის იატაკიდან, სახლის უკან მდებარე ბოსტანში ნახეს და ამოიღეს დანა. შეადგინა შესაბამისი ოქმები და ჯე---–---------- გადაიყვანა ზუ-------ს რაიონულ სამმართველოში. მისგან ამოიღო ტანსაცმელი, დანიშნა ბიოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზები.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ზუ----------–--მ და აღნიშნა, რომ 2019 წლის 5 სექტემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას ზედაეწერის პოლიციის განყოფილებაში, სადაც შემოვიდა შეტყობინება დაჭრის ფაქტზე, გამომძიებელ ზა-------------სთან ერთად მიიღო მონაწილეობა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რომელიც წარმოადგენდა ჯე---–----------ს საცხოვრებელ სახლს. ჯე---–---------- იჯდა პატარა სახლის აივანზე, იქვე იმყოფებოდნენ მისი მეუღლე და ორი ქალბატონი. ჯე---–-ს აღენიშნებოდა დაზიანება თვალის არეში სისხლის წითელი ლაქებით. მან თქვა, რომ დაჭრა თავისი ძმა ორ---------------. ერთ-ერთმა ქალბატონმა წაიყვანა სახლის უკან, სადაც იჯდა დაჭრილი ორ---------------, რომელსაც სდიოდა სისხლი, მათგან გაიგო რომ ო-------მ დანით გაიწია ჯე---–----------სკენ, მან წაართვა დანა და დაჭრა. მალე მოვიდა სასწრაფო დახმარების მანქანა, რომლითაც წაიყვანეს ო-------. ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი. ჯე---–---------- სინანულს გამოთქვამდა და განიცდიდა, რომ ძმა დაჭრა. ჯე---–---------- დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
მოწმე კა---------------ა განმარტავს, რომ 2019 წლის 5 სექტემბერს მიიღო მონაწილეობა ჯე---–----------ს საცხოვრებელ სახლში შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. ამოიღეს სისხლისმაგვარი ლაქები, სახლის უკან ბოსტანში იპოვეს და ამოიღეს დანა, რომელსაც ასევე აღენიშნებოდა სისხლისმაგვარი ლაქები. დალუქეს და გადასცეს გამომძიებელს. შედგა შესაბამისი ოქმი და მოაწერეს ხელი.
მოწმე ლე----------–----ა განმარტავს, რომ ჯე---–----------ს სისხლის სამართლის საქმეზე 2019 წლის 06 სექტემბერს ზუ-------ს რეფერალურ ჰოსპიტალში პალატაში მყოფ ორ-------------ასგან ექსპერტ და--------–-–-ას მონაწილეობით აიღო ნერწყვის ნიმუში, რომელიც მოათავსეს სპეციალურ კონვერტში, დალუქეს და გადასცეს გამომძიებელ ზა-------------ს.
მოწმე ალ--------------------ა განმარტავს, რომ ჯე---–----------ს ბრალდების საქმეზე გამოკითხა მოწმეები ლუ--------------, ლა-–--------–---–--, ფი------------–----ა, გამომძიებელი ზუ----------–-- და სასწრაფო დახმარების ბრიგადის მედდა მე----------–--ა.
მოწმე რო-----------ს განმარტებით დადასტურებულია, რომ პროკურორის დავალების საფუძველზე ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჯე---–----------ს გააცნო დადგენილება ბრალდების შესახებ და გამოკითხა იგი ბრალდე-ბულის სახით, ასევე დანიშნა ტრასოლოგიური და ცივი იარაღის ექსპერტიზა.
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის გი---------------–-–---–-ს ჩვენებით დადას-ტურებულია, რომ ზუ-------ს რაიონული სამმართველოს ზედაეწერის პოლიციის განყოფილების გამომძიებლის დადგენილებით ზუ-------ს რეფერალური ჰოსპიტ-ლის სტაციონარული სამედიცინო ბარათის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის საფუძველზე ჩაატარა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, ორ-------------ას ბასრი საგნით მიყენებული ჰქონდა ჭრილობები ზურგისა და გულმკერდის არეში და დაუდგინდა დიაგნოზი მარჯვენამხრივი ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი და მარჯვენა განივი მორჩის მოტეხილობა. დაზიანებები მიყენებული იყო მჩხვლეტავ - მჭრელი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნებოდა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებათა მძიმე ხარისხს.
ბრალდებულმა ჯე---–----------მ ისარგებლა კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით.
ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული იქნა საქმეზე მოპოვებული და დასაშვებად ცნობილი წერილობითი მტკიცებულებები.
2019 წლის 05 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადას-ტურებულია, რომ შემთხვევის ადგილი წარმოადგენს ზუ-------ს მუნიციპა-ლიტეტის სოფელ ზე----–---–ი მდებარე ჯე---–----------ს საცხოვრებელი სახლის ეზოს და ერთსართულიან საცხოვრებელ სახლს, რომელსაც წინა მხარეს გააჩნია ღია აივანი, რომლის მარჯვენა ფანჯარასთან მდგარი ხის სკამის გვერდით აღმოჩენილია მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, აღნიშნულ აივანზე მისაღებ ოთახში შესასვლელი კარიდან მარცხენა მხარეს ფანჯარასთან მდგარი ხის სკამის გვერდით ბეტონის იატაკზე აღმოჩენილია მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, სამზარეულო ოთახში შესასვლელ კართან მარცხენა მხარეს მისაღებ ოთახში კედლის ხის ზედაპირზე აღმოჩენილია მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, სამზარეულო ოთახის იატაკზე ასევე აღმოჩენილია მოწითალო ფერის სისხლისმა-გვარი ლაქა, უკანა ეზოში მეორე საცხოვრებელი სახლის უკანა კედლის ზედაპირზე და მის გვერდით ბეტონის საფარზე აღმოჩენილია მოწითალო ფერის სისხლისმა-გვარი ლაქა, სახლის უკან მდებარე ბოსტნიდან ამოღებულია დაახლოებით 30 სმ სიგრძის პლასტმასის ტარიანი სამზარეულოს დანა ტარზე წითელი, თეთრი და ლურჯი ჩანართებით, რომლის პირზე აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმა-გვარი ლაქა, შემთხვევის ადგილიდან ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ აღებულ იქნა ანაწმენდები. (ს.ფ. 10-17, ტ.1)
სააქციო საზოგადოება „ევ--------------–---ს“ ზუ-------ს რეფერალური ჰოსპიტ- ლის №E-6---- ცნობით 2019 წლის 05 სექტემბერს ზუ-------ს რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს ორ--------------- დიაგნოზით მრავლობითი ჭრილობები გულმკერდის არეში, შემღწევი გულმკერდის მარჯვენა ნახევარში, მარჯვენამხრივი ჰემოპნევმოთორაქსი (ს.ფ 75, ტ1)
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2019 წლის 27 სექტემბრის №00------9 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ორ---------------მ საავადმყოფოს მიმართა 2019 წლის 05 სექტემბერს 17:13 საათზე, საიდანაც გაეწერა 2019 წლის 09 სექტემბერს 13:00 საათზე დიაგნოზით ტვავმული ჰემოპნევმო-თორაქსი, ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები ზურგისა და გულმკერდის არეში, მარჯვენამხრივი ჰემოპნევმოთორაქსი, TH6 მალის მარჯვენა მორჩის მოტეხილობა, რომელიც განვითარებულია მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად, დაზიანება პარავერტებრალურად ხერხემლის გულმ-კერდის ნახევარზე და TH6 მალის მარჯვენა განივი მორჩის მოტეხილობის სახით მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო, სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, ხოლო სხვა დანარჩენი არაშემავალი ჭრილობები მიეკუთვნება სხეულის დაზიანე-ბათა მსუ-უქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით (ს.ფ. 155-158, ტ1)
ბრალდების მხარემ ჯე---–----------ს ბრალეულობის დასადასტურებლად ასევე წარმოადგინა პრეიუდიციული ძალის მქონე, უდავო მტკიცებულებები
2019 წლის 05 სექტემბრის ჯე---–----------სგან ტანსაცმლის ამოღების ოქმი და ზუ-------ს რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2019 წლის 06 სექტემბრის განჩინება აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ. 36-37, 41-42 ტ1).
2019 წლის 05 სექტემბრის მედდა ნა-----------ასგან ორ---------------ს ტანსაცმლის ამოღების ოქმი და ზუ-------ს რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2019 წლის 06 სექტემბრის განჩინება ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ. 61-66, 70-71ტ1).
საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს 1953 წლის 02 ივლისის №3-- და საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტროს 1960 წლის 17 აპრილის №-- დაბადების აქტის ჩანაწერები, რითაც დადასტურებულია, რომ ჯე---–---------- და ორ--------------- არიან ძმები (ს.ფ 83-84, 87-90 ტ1)
2019 წლის 06 სექტემბრის ოქმი ჯე---–----------სგან ნერწყვის ნიმუშის აღების შესახებ ( ს.ფ 102-106, ტ.1)
2019 წლის 06 სექტემბრის ოქმი ორ---------------სგან ნერწყვის ნიმუშის აღების შესახებ ( ს.ფ 114-117, ტ.1)
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2019 წლის 17 სექტემბრის №0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ჯე---–----------ს მიმართ (ს.ფ. 121-124, ტ1)
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 19 მარტის №00------0 ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 23 მარტის №00------0 ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნა
სამართლებრივი შეფასება:
ჯე---–----------ს ბრალდების მხარე ედავება მასში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლე-ლობის მცდელობა ოჯახის წევრის მიმართ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შესაბამისად ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლებრივი სიკეთეა და მისი ხელყოფისათვის გათვალისწინებულია სისხლი-სსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის თანახმად ,,ადამიანის სიცოცხლე დაცულია და მას იცავს კანონი’’
ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა და იწვევს საქართველოს სსკ-ის 11119.109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს სსკ-ის 19.109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტს წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლე, ხოლო მისი ობიექტური მხარე გამოიხატება ძალადობრივ მოქმედებაში, რომელიც მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგთან. მოცემულ საქმეზე დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ მიაჩნიათ ის გარემოება, რომ ორ---------------ს მიყენებული ჰქონდა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება და ის დროული სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს, მაგრამ ამ ქმედების ჯე---–----------ს მიერ ჩადენა დადგენილი უტყუარად ვერ იქნა, ვინაიდან საქმეზე დაკითხული მოწმეების განმარტებებით ვერ დადასტურდა ჯე---–----------ს მიერ დანის ჩარტყმით ორ---------------ს მკვლელობის მცდელობის ჩადენის ფაქტი, შესაბა-მისად ბრალდების მხარის მიერ ჯე---–----------ს ბრალეულობის დასადასტუ-რებლად წარმოდგენილია მხოლოდ ირიბი მტკიცებულებები, რომელიც ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქართველოს კონსტი-ტუციით, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ მტკიცებულებით სტანდარტს.
დაზარალებულმა ორ---------------მ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის შესაბამისად უარი განაცხადა მისი ძმის, ჯე---–----------ს მიმართ მამხილებელი ჩვენების მიცემაზე, ასევე მოწმე ლუ--------------მ, რომელიც იმყოფებოდა შემთხვე-ვის ადგილზე, სასამართლო პროცესზე უარი განაცხადა მისი მეუღლის მიმართ მამხილებელი ჩვენების მიცემაზე, შესაბამისად ჯე---–----------ს ბრალეულობის დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულებები, ხოლო ირიბ მტკიცებულებებს ბუნებრივია სასამართლო ვერ დაეყრდნობა და ვერ გამოიყენებს მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსა-ტანად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში ირიბი მტკიცებულებებთან მიმართებაში აღნიშნა, რომ ირიბი ჩვენების შემთხვევაში მოწმე გამოძიებას ან სასამართლოს აწვდის ინფორმაციას ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ან სხვა გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად არ ყოფილა, ხოლო ამ გადაწყვეტილების 22-ე პუნქტის შესაბამისად დადგენილება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და საბრალდებო დასკვნა უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს, ირიბი ჩვენება სანდოობის თვალსაზრისით ნაკლებად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რამდენადაც ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცე-ლებული ინფორმაცია, რის გამოც არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები ბრალ-დებულ ჯე---–----------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 11119.109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ.
ამასთან აღსანიშნავია ის გარემოება, რომ წარმოდგენილი ირიბი მტკიცებუ-ლებებითაც ცალსახად არ იკვეთება ჯე---–----------ს მიერ მისი ძმის განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენის ფაქტი, ირიბი მოწმეები უთითებენ რომ ორ--------------- დანით იწევდა ბრალდებულისკენ, მან წაართვა დანა და ჩაარტყა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ დაზიანებები, მათ შორის ხელზე, გააჩნდა ჯე---–----------საც, ხოლო ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით შემთხვევის ადგილიდან აღებული სისხლის ანაწმენდები ეკუთვნის როგორც ორ---------------ს, ასევე ჯე---–----------ს, ჯე---–----------ს ტანსაცმელზე მისი სისხლის ნიმუში აღმოჩნდა და არა ორ---------------სი, დანის ტარზე არსებული შერეული გენეტიკური პროფილის ბრალდებულისა და დაზარალებულისადმი კუთვნილება ექსპერტიზით ერთმნიშ-ვნელოვნად ვერ იქნა დადასტურებული, ხოლო ყოველივე ზემოთაღნიშნულით საბოლოო ჯამში ვერ დგინდება ჯე---–----------ს ბრალეულობა მის მიმართ ინკრიმინირებულ ბრალდებაში.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებების და საქმეზე მოპოვებული და დასაშვებად ცნობილი წერილობითი მტკიცებულებების ანალიზის და შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ჯე---–----------ს მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად არ არსებობს რელევანტური და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადა-სტურებდა მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნებით და ძირითადი პრინციპებით:
საქმის განხილვის შედეგად სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებუ-ლებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის არსებითად მნიშვნელოვანი მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში, საქმეზე უნდა არსებობდეს ისეთი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც მიუკერძოებელ პირს არ გაუჩენს ეჭვს პირის მსჯავრდების შესახებ, ასევე აუცილებელია, რომ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას თუ კი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად ყველა მაღალი დამაჯერებლობით არ დარწმუნ-დება პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის შესაბამისად საქმის სამართლიან სასამართლოში განხილვის ფუნდამენ-ტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას ან შერაცხულ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამ პრინციპთან სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი, რის მიხედვით ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტუ-რდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებ-ლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის 2-9-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.
სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტი-ტუციის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულებების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. (ALLen v The United kingdom N2-424/09 12/07/2013)
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში ჯე---–----------ს მიერ დანაშაულის ჩადენა მხოლოდ ეჭვს და ვარაუდს ეფუძნება, ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების („საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართვე-ლოს პარლამენტის წინააღმდეგ“) 44-ე პუნქტის მიხედვით საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ, ვინაიდან არ არის დადასტურებული ჯე---–----------ს მიერ ორ---------------ს მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენის ფაქტი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით არაერთ გადაწყვეტილებაშია მითითება მხოლოდ გონივრულ ეჭვს მიღმა მაღალი სამართლებრივი სტანდარტით მტკიცებულებათა არსებობის აუცილებლობის შესახებ პირის მიმართ გამამტყუ-ნებელი განაჩენის გამოსატანად, მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს ეჭვს ქვეშ არ უნდა აყენებდეს დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს.
მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართვე-ლოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს, რომ „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუ-მფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუ-სტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართვე-ლოს კონსტიტუცია მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტე-ბის დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდე-ნად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსა-ჯულების მიმართ.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.“
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ გაანალიზა გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი დამოკიდე-ბულებისა და უტყუარობის, დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარი-სობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ჯე---–----------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 11119.109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობ-ლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ჯე---–----------ს ბრალეუ-ლობაში, რის გამოც ის ზემოთაღნიშნულ ბრალდებებში უნდა გამართლდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 276-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამართლებულს აქვს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება. ანალოგიური მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამარ-თლოს ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ნებისმიერი უკანონო ქმედება, რომლის შედეგად ზიანი მიადგა სხვა პირს ავალდებულებს მის მიმყენებელს გადაიხადოს კონპენსაცია. (საქმე De jong Baljet and van den brinkv the Netherlands).
ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
ნივთიერი მტკიცებულების საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, – ნადგურდება;
ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგე-ბლობა ეკისრება, უ-რუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქების ანაწმენდები, პლასტმასისტარიანი დანა, ჯე---–----------ს ნერწყვის ნიმუში და ორ---------------ს ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუ-------ს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
ჯე---–----------სგან ამოღებული მონაცისფრო ფერის კუ-ოკრული მოკლემკლა-ვიანი პერანგი, შავი ფერის ნაჭრის შარვალი და რეზინის ფლოსტები, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუ-------ს რაიონულ სამმართველოში, დაუ-რუნდეს ჯე---–----------ს.
ნა-----------ასგან ამოღებული ორ---------------ს შავი ფერის შარვალი და შავი ფერის მოკლემკლავიანი მაისური, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუ-------ს რაიონულ სამმართველოში, დაუ-რუნდეს დაზარალებულ ორ---------------ს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2-5-ე, 2-8-ე, 2-9-ე, 260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ცნობილ იქნას უდანაშაულოდ ჯე---–---------- (პირადი ნომერი 19--------6) საქართველოს სსკ-ის 11119.109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
2.ჯე---–----------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და გათავისუფლდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.
3.შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქების ანაწმენდები, პლასტმასისტარიანი დანა, ჯე---–----------ს ნერწყვის ნიმუში და ორ---------------ს ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუ-------ს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
ჯე---–----------სგან ამოღებული მონაცისფრო ფერის კუ-ოკრული მოკლემკლა-ვიანი პერანგი, შავი ფერის ნაჭრის შარვალი და რეზინის ფლოსტები, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუ-------ს რაიონულ სამმართველოში, დაუ-რუნდეს ჯე---–----------ს.
ნა-----------ასგან ამოღებული ორ---------------ს შავი ფერის შარვალი და შავი ფერის მოკლემკლავიანი მაისური, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუ-------ს რაიონულ სამმართველოში, დაუ-რუნდეს დაზარალებულ ორ---------------ს.
4.ჯე---–----------ს განემარტოს, რომ საქართველოს სსსკ-ის 276-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღა-ურება.
5.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუ-------ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით. (ქ. ზუ-------, რევაზ ლაღიძის ქუჩა №12)
მოსამართლე ნ. აკობია