განაჩენი

სისხლის სამართლის 11.06.2019
საქმის ნომერი
020100118002425731
ინსტანცია
თარიღი
11.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-486-2018 წელი

№020100118002425731

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

21 სექტემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსა-მართლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხი-ლე ზ----- ფ----------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ზ----- ფ----------ე, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ზ-----------------------------–------–ში, ფაქტობრივად მცხოვ-რები ქ. ზ--------–------------------------ში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 1261-ე მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

aRwerilobiTi nawili:

ზ----- ფ----------ეს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო:

– ძალადობისათვის, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულ-წლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

– ოჯახში ძალადობისათვის, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობი-სათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქარათველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არა-სრულწლოვნის მიმართ.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 2 აპრილს, ზ----- ფ----------ე მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილებთან ა-- ფ----------ესთან (16 წლის) და ს--- ფ----------ესთან (8 წლის) ერთად მეუღლის მართ-ვის ქვეშ არსებული ავტომანქანით მგზავრობდა ქ. ზუგდიდიდან ზ----------------------------–------–ის მიმართულებით, რა დროსაც ა-- ფ----------ის ქცევით განაწყენებულმა და გაბრაზებულმა ზ----- ფ----------ემ ს--- ფ----------ის თანდასწრებით რამდენჯერმე მუშტი ჩაარტყა მას თავისა და ზურგის არეში, რის შედეგად ა-- ფ----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

2018 წლის 08 აპრილს, ზ----------------------------–------–ში, 16 წლის არასრულწლოვანი შვილის ა-- ფ----------ის ქცევით განაწყენებულმა და გაბრაზებულმა ზ----- ფ----------ემ მუშტი ჩაარტყა თვალის არეში, რის შედეგად ა-- ფ----------ე წაიქცა და წაქცეულს რამ-დენჯერმე წიხლი ჩაარტყა წელისა და მუცლის არეში, აღნიშნული ქმედებით ა-- ფუტკა-რაძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლ--–-დ.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მ--- ჯ-----მ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ზ----- ფ----------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნ-ქტებით და 1261-ე მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივი-რებით, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ა-- ფ----------ეს პირადი შემოწმებისას სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით. განვითარებული არიან მკვრივი-ბლაგვი საგ-ნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

დაზიანებები მარჯვენა წვივის წინა ზედაპირზე შუა მესამედში, მარჯვენა მუხლის სახ-სრის წინა ზედაპირზე და გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ ქვედა მესამედში ნაჭდევების სახით ხანდაზმულობით არ შეესაბამებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. სასამართლოში დაზარალებულმა ა-- ფ-----------ემ და ასევე მოწმეებმა გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და უარი თქვეს ახლო ნათესავის – ზ----- ფ----------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამასთან, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ა-- ფ----------ის მიერ სოციალურ სამსახურში დაფიქსირებული განცხადების სისწორეში არ არსებობს ეჭვის შეტანის საფუძველი.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

არასრულწლოვანმა დაზარალებულმა ა-- ფ----------ემ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოში დაკითხვისას უარი განაცხადა ახლო ნათესავის, მამის, ზ----- ფ----------ის წი-ნააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ლ------ ფ----------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას უარი განაცხადა ახლო ნათესავის - შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ლ--–- ფ-–-–--მ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას უარი განაც-ხადა მეუღლის – ზ----- ფ----------ის მიმართ მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

არასრულწლოვანმა მოწმემ ს--- ფ----------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას ასევე უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მამის მიმართ მამხილებელი ჩვე-ნების მიცემაზე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე დ---- მ----------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ არასრულწლოვანმა ა-- ფ-----------ემ შემოიტანა განცხადება მამის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ, რის საფუძველზე დააკავეს ზ----- ფ----------ე, დაკითხა დაზარალებული ა-- ფ----------ე, რომელმაც განმარტა, რომ მამის მხრიდან ორჯერ ჰქონდა ფიზიკურ ძალა-დობას ადგილი, ასევე დაკითხა მოწმეები და წარუდგინა ბრალი ზ----- ფ----------ეს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა მ------ ნ-----–--ემ პირველი იმსტანციის სასამარ-თლოში მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ გამომძიებლის 2018 წლის 18 აპრი-ლის დადგენილების საფუძველზე ჩაატარა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, შე-სამოწმებლად წარედგინა არასრულწლოვანი ა-- ფ----------ე, მას ახლდა სოციალური მუშაკი ნ---- ბ------–---, შესამოწმებელი პირის განმარტებით 2018 წლის 08 აპრილს მა-მამ სოფელ ო---–ში ხელით და ფეხით ცემა, რა დროსაც მიიღო დაზიანება და უჩიოდა ტკივილებს დაზიანებულ მიდამოში. მას აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით მარჯვენა წვივის წინა ზედაპირზე, მარჯვენა მუხლის სახსრის და გულმკერდის წინა ზედაპირზე, რაც მიყენებული იყო მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმე-დებით და მიეკუთვნებოდა დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლე-ლად.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ზ----- ფ----------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი გა-ნაცხადა და საბოლოო სიტყვაში მოითხოვა გამართლება.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით (ფორმა №1) საქართვე-ლოს შსს ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში 2018 წლის 17 აპრილს დაიწყო გამო-ძიება ზ----- ფ----------ის მიერ არასრულწლოვანი შვილის, ა-- ფ----------ის მიმართ ძა-ლადობის ფაქტზე.

(ს.ფ .1)

საქმეში არსებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვ-ნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს 2018 წლის 23 აპრილის №--------- სამედი-ცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ 2018 წლის 18 აპრილს 17:05-17:25 საათ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას ა-- ფ----------ეს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმ-ლით დაუფარავ მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევე-ბის სახით, რომელიც განვითარებულია მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედე-ბის შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, დაზიანებები მარჯვენა წვივის წინა ზედაპირზე შუა მესამედში, მარჯვენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე და გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ ქვედა მესამედში ნაჭდევების სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

(ს. ფ.93-95)

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა სრუ-ლად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ზ------ ფ----------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად არ არსებობს ურ-თიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ზ----- ფ----------ის მიერ ამ დანაშაულის ჩადენაში.

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ ირიბი მტკიცებულებები, რომელ-თაც სასამართლო ვერ დაეყრდნობა გაგამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალ-დებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დას-ტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდე-ბულის) სასარგებლოდ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განაჩენი ზ----- ფ----------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სა-აპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის გამამართლებელი განაჩენი ზ----- ფ----------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:

ზ----- ფ----------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 1261-ე მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ზ----- ფ----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გი-რაოს თანხა 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრუ-ლებიდან ერთი თვის ვადაში.

გაუქმდეს ზ----- ფ----------ის მიმართ გამოყენებული პასპორტის, პირადობის დამა-დასტურებელი მოწმობის და მართვის მოწმობის გამოძიების ორგანოში ჩაბარების და გამოძიების ორგანოში კვირაში ორჯერ, გამომძიებლის მიერ განსაზღვრულ დროს გამო-ცხადების ვალდებულება, ასევე ბრალდების მხარის მიერ მოწმის სახით გამოკითხულ პირებთან უშუალოდ ან ვინმეს მეშვეობით ნებისმიერი ფორმით კომუნიკაციის აკრძალ-ვა.

ზ----- ფ----------ეს განემარტოს, რომ საქართველოს სსსკ-ის 276-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქ-ტის შესაბამისად უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili