განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100115793650, №1/ბ-293-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ივლისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე
სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------- მ----–--ე;
დაცვის მხარე:
გამართლებული - დ----- კ---------ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ------–---------------–------------–------------------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–------------------------------------–----------------------------;
ადვოკატები - გ------- კ--------–---–ი, ა-–---------- მ---–--ე.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილი - მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის რაიმე გამორჩენის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
სასჯელი:
დ----- კ---------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ გ------- მ----–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 იანვრის განაჩენის გაუქმება, დ----- კ---------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:
§ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, ვინ იღებდა გადაწყვეტილებას სპეციალური ტექნიკის განკარგვასთან დაკავშირებით. ასევე დადგენილია, რომ დ----- კ---------ემ იცოდა აღნიშნული ტექნიკის მისი ძმის კომპანიის სასარგებლოდ მუშაობის ფაქტი.
§ განაჩენში მითითებულია, თითქოსდა ა---------– გ--------ის ჩვენება არის ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა დ----- კ---------ის მიერ გუბერნიის ბალანსზე რიცხული სპეციალური ტექნიკის ძმის კუთვნილ ა--------------აზე მუშაობის ფაქტს, თუმცა, ამავე განაჩენში მითითებულია, რომ ა---------– გ--------ის ჩვენება არის ჭ------ ნ------ის მიერ მიცემული ჩვენების იდენტური.
§ არასწორია სასამართლოს შეფასება, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდებოდა დ----- კ---------ის მიერ სპეციალური ტექნიკის განკარგვის ფაქტი, მისი ქმედება არ უნდა დაკვალიფიცირებულიყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით, რადგან ქმედება არ იწვევდა კონკრეტულ ზიანს. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ აღნიშნული მუხლი არ აკონკრეტებს საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით დასაკვალიფიცირებლად რა სახის ზიანი უნდა გამოიწვიოს ქმედებამ - აცდენილი სარგებლის სახით, თუ უკვე არსებული მატერიალური სიკეთის დაზიანება ან შემცირება (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი);
დაცვის მხარის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა და გირაოს ნაწილში განაჩენში ცვლილების შეტანა, შემდეგ გარემოებათა გამო:
§ განაჩენი აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შედეგად ყადაღადადებული ქონების აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლოს არ შეეძლო განაჩენით გადაეწყვიტა საკითხი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ვინაიდან, აღნიშნული მუხლის თანახმად, სასამართლოს მხოლოდ პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე და განჩინებით შეეძლო გირაოს შეცვლა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი სხვა სამართლებრივ შესაძლებლობას აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შედეგად დაყადაღებული უძრავი ქონების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ ითვალისწინებს. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დ----- კ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს და გირაოს უზრუნველსაყოფად ა-–---------- კ---------ის უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღის გაუქმების და აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, იმ მოტივით, რომ ბრალდების მხარეს არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა დ----- კ---------ის მიერ გირაოს პირობების დარღვევას. ამავე დღეს კი სასამართლო გავიდა სათათბირო ოთახში გადაწყვეტილების გამოსატანად, სადაც აღკვეთის ღონისძიების პირობა მიიჩნია დარღვეულად (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).
სასამართლომ დაადგინა:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ----- კ---------ეს ბრალი წარედგინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის რაიმე გამორჩენის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
ს----------–-----------------ის 2----–-–-----------------ის განკარგულების საფუძველზე დ----- კ---------ე დაინიშნა ქ-------------–ში ს----–-–--------–---------–ის თანამდებობაზე, ამდენად, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოხელეს და ევალებოდა საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების განუხრელად დაცვა. მიუხედავად აღნიშნულისა, დ----- კ---------ემ განიზრახა სხვისთვის გამორჩენის მისაღებად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. საქართველოს ი-----------------------------------ის სამინისტროს 2008 წლის 15 აგვისტოს ბრძანებით ქ-------------–ის გუბერნიას ინფრასტრუქტურის პროგრამების განხორციელების მიზნით უსასყიდლოდ გადაეცა სპეცტექნიკა - გრეიდერი H------------ სახელმწიფო ნომრით Y----- და ბულდოზერი ,-----–--------- სახელმწიფო ნომრით Y-----. დ----- კ---------ემ, მასთან ნათესაურ და მეგობრულ ურთიერთობაში მყოფი პირების მმართველობის ქვეშ მყოფ ფირმებს შპს ,-----------------------------ს“ და შპს ,---------------ს“, გამორჩენის მისაღებად, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, უსასყიდლოდ გადასცა ზემოხსენებული სპეც.ტექნიკა, რის შედეგადაც 2011-2012 წლებში შპს ,-----------------------------ში“ და შპს ,---------------ში“ გრეიდერს H------------ უსასყიდლოდ ნამუშევარი აქვს 148 დღე, ხოლო ბულდოზერს ,-----–----------ს ნამუშევარი აქვს 229 დღე. აღნიშნული სპეცტექნიკის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იჯარით გაცემის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტი შემოსავლის სახით მიიღებდა 248 400 ლარს. ამდენად, დ----- კ---------ის ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 იანვრის განაჩენით, დ----- კ---------ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
დ----- კ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 05 მარტის განჩინებით, ბრალდებულ დ----- კ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს სახით განსაზღვრული თანხის ნაცვლად ა-–---------- კ---------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა გაუქმდა და უძრავი ქონება, გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, აღსასრულებლად მიექცა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ს----------–--------------ის 2----–-–----------------- განკარგულებით, სტიქიური მოვლენების, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათი უარყოფითი შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით, ს----------–--------------------------------ის სამინისტროს დაევალა ს----–-–--------–---------–ების გ----------------ისთვის შესაბამისი სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის გადაცემის უზრუნველყოფა ამავე განკარგულების დანართის შესაბამისად. დანართის თანახმად, გუბერნიას ბ---–---ის, გარდაბნის, დმანისის, თ------–----ოს, მ--------–ის, წ--–-ის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში უნდა გადაცემოდა 1 ცალი ბულდოზერი ,--------- და 1 ცალი გრეიდერი (----------------
ს----------–--------------------------------ის მინისტრის 2----–-–--------–-------------- ბრძანებით, ს----------–--------------ის 2----–-–----------------- განკარგულების შესაბამისად, დადგინდა ს----–-–--------–---------–ებისთვის - გ----------------ისთვის სპეციალური ტექნიკის გადაცემა.
2009 წლის 9 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ქ-------------–ის ს----–-–--------–---------–ი-გ--------------ის ადმინისტრაციის თანამშრომელმა ჩაიბარა ბულდოზერი (--------------------------- და გრეიდერი (------------------------
მოწმე რ----- შ---–----–---–ის ჩვენებით, მუშაობდა წ--–-ის მუნიციპალიტეტში და დ----- კ---------ესთან ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა. ერთ-ერთი თათბირის დროს დ----- კ---------ისგან შეიტყო, რომ გუბერნიას შეძენილი ჰქონდა მძიმე ტექნიკა, რომელსაც გამოიყენებდნენ სტიქიური შემთხვევების დროს. სპეციალური ტექნიკის საჭიროების მოთხოვნით წ--–-ის მუნიციპალიტეტს კომუნიკაცია ორჯერ ჰქონდა ზ------ კ------ესთან და ორივე შემთხვევაში ტექნიკა დილით იქნა ადგილზე მიყვანილი. მოწმის განმარტებით, როგორც წესი, ასეთ საკითხებზე გ--------------ს არ აწუხებდნენ.
მოწმე ზ---- დ--------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ თათბირზე გ--------------ისგან შეიტყო, რომ გუბერნიას ჰყავდა სპეციალური ტექნიკა, რომელიც შეეძლოთ გამოეყენებინათ საჭიროებისამებრ, ტექნიკასთან დაკავშირებული საკითხები კი, უნდა გაერკვიათ საფინანსო-სამეურნეო სამსახურის ხელმძღვანელთან - ზ------ კ------ესთან. მოწმის განმარტებით, მათ აღნიშნული სპეციალური ტექნიკა რამდენჯერმე გამოიყენეს საჭიროებისამებრ, რაც შეათანხმეს ზ------ კ------ესთან.
მოწმე ს----- გ---–-----ის ჩვენებით, 2011 წელს მუშაობდა თ------–----ოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში. მუნიციპალიტეტს შიდა სასოფლო გზების მოხრეშვისა და სანიაღვრე არხების მოწყობისთვის ესაჭიროებოდა სპეციალური ტექნიკა, ამიტომ სპეციალური ტექნიკის გადაცემის თხოვნით გამგეობამ მიმართა გუბერნიას. გ--------------ის განკარგულებით, თ------–----ოს მუნიციპალიტეტს სპეციალური ტექნიკა გადაეცა გარკვეული პერიოდით.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა დ----- ჯ--------ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ მათ მუნიციპალიტეტში ტექნიკა არ დასჭირვებიათ და არ გამოუყენებიათ.
მუნიციპალიტეტებისთვის ტექნიკის საჭიროებისამებრ გადაცემა დგინდება წერილებით, ს----–-–--------–---------–ის-გ--------------ის განკარგულებებით და მიღება-ჩაბარების აქტებით. განკარგულებებში, რომელსაც ხელს აწერს დ----- კ---------ე, მითითებულია, რომ ქონების გადაცემასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტებზე ხელმოწერის უფლება ჰქონდა ადმინისტრაციის საფინანსო-სამეურნეო სამსახურის უფროსს ზ------ კ------ეს.
სახელმწიფო ბრალდება დ----- კ---------ეს ბრალს დებს მასში, რომ მან, მასთან ნათესაურ და მეგობრულ ურთიერთობაში მყოფი პირების მმართველობის ქვეშ მყოფ ფირმებს - შპს ,-----------------------------ს“ და შპს ,---------------ს“, გამორჩენის მისაღებად, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, უსასყიდლოდ გადასცა ზემოხსენებული სპეც.ტექნიკა, რის შედეგადაც 2011-2012 წლებში შპს ,-----------------------------ში“ და შპს ,---------------ში“ გრეიდერს H------------ უსასყიდლოდ ნამუშევარი აქვს 148 დღე, ხოლო ბულდოზერს ,-----–----------ს ნამუშევარი აქვს 229 დღე.
მოწმე ე----- ო----------–----ის ჩვენებით, 2011 წელს ოპერატორად მუშაობდა ქ-------------–ის გუბერნიის კუთვნილ სპეციალურ ტექნიკაზე - გრეიდერზე, რომელსაც მ----- გ-------–---–ის მითითებით მართავდა. მისი დღიური ანაზღაურება შეადგენდა 50 ლარს. მან ბეტონის საფარის სამუშაოები ქ.---------------------------აზე გრეიდერით შეასრულა ორ ადგილას - ბენზინგასამართ სადგურ ,,ლუკოილთან“ და მომსახურეობის სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ქ.---------------------------აზე გრეიდერით იმუშავა დაახლეობით ერთი წელი. დ----- კ---------ეს იცნობს მხოლოდ ტელევიზიიდან და მასთან რაიმე შეხება არ ჰქონია. მოწმემ ასევე განმარტა, რომ გრეიდერით სამუშაოებს ასრულებდა სოფელ მ----------ში წყალდიდობის დროსაც. ასევე მუშაობდა მ--------–ში, ბ---–---ში და სხვა ბევრ ადგილას, სადაც იყო სტიქიური შემთხვევები და სოფლის მოსახლეობას ჰქონდა პრობლემები.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, 2015 წლის 20 მარტს ჩატარდა ე----- ო----------–----ის ჩვენების ადგილზე შემოწმება, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ქ.---------------------------აზე მიუთითა იმ ადგილებზე, სადაც გრეიდერით ახორციელებდა სამუშაოებს.
მოწმე ს------ პ------ას ჩვენებით, ის დ----- კ---------ეს არ იცნობს და მასთან რაიმე სახის ურთიერთობა არ ჰქონია. 2011-2012 წლებში მუშაობდა მძღოლად ბულდოზერზე და ქ.---------------------------ის ორ ადგილზე, გუბერნიის კუთვნილი ბულდოზერით, რვა თვის განმავლობაში ახორციელებდა სამუშაოებს. მისი დღიური ანაზღაურება შეადგენდა 50 ლარს.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, 2015 წლის 21 მარტს ჩატარდა ს------ პ------ას ჩვენების ადგილზე შემოწმება, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ქ.---------------------------აზე მიუთითა იმ ადგილებზე, სადაც ბულდოზერით ახორციელებდა სამუშაოებს.
მოწმე ა---------– ა------–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ შპს ,---------–--–-“-ში მუშაობდა მძღოლად. შპს ,---------–--–ის“ ავტოსადგომზე განთავსებული იყო სპეციალური ტექნიკა ბულდოზერი და გრეიდერი. მ----- გ-------–---–ის მითითებით ახდენდა აღნიშნული სპეციალური ტექნიკის სოფელ მ----------სა და რ-------------------------აზე ევაკუატორით ტრანსპორტირებას, სადაც სპეციალური ტექნიკა ასრულებდა მიწის სამუშაოებს. მოწმის განმარტებით, რ-------------------------აზე სპეციალური ტექნიკა მუშაობდა ორ ადგილას.
მოწმე დ----- ხ---–------ის ჩვენებით, არის შპს ,---------------ის“ და შპს ,-----------------------------ის“ თანადამფუძნებელი და 50% წილის მფლობელი. მისი პარტნიორი არის ი-----–- კ---------ე. მოწმის განმარტებით, არ ერეოდა აღნიშნული შპს-ების საქმიანობაში, შესაბამისად მისთვის უცნობია თუ როგორ განხორციელდა ა--------------ების მშენებლობა და რომელი სპეციალური ტექნიკა იქნა მშენებლობისთვის გამოყენებული.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმე ი-----–- კ---------ემ განმარტა, რომ მისი მეგობრის - გ------- უ-------ის მიერ 2011 წელს დარეგისტრირებულ შპს ,------------------------------ში“ მუშაობს მენეჯერად. ა--------------აზე მშენებლობის განსახორციელებლად დაიქირავა სპეციალური ტექნიკა. მშენებლობაზე გარკვეული სამუშაოები ჩაატარა შპს ,---------–--–მა“, რომელიც სამუშაოების შესასრულებლად იყენებდა სპეციალურ ტექნიკას. იმ პერიოდში მისი ძმა დ----- კ---------ე იყო ქ-------------–ის გ--------------ი. თუმცა მშენებლობასთან დაკავშირებით მას ან შპს-ს რომელიმე თანამშრომელს დ----- კ---------ისთვის რაიმის თხოვნით არ მიუმართავთ. დ----- კ---------ე ა--------------ის მშენებლობაში რაიმე ფორმით ჩართული არ ყოფილა.
2014 წლის 29 აგვისტოს თემატური რევიზიის აქტით დადგენილია, რომ ჩატარდა შპს ,-----------------------------ის“ და შპს ,---------------ის“ მიერ ე----- ო----------–----ზე და ს------ პ------აზე ხელფასების გაცემის თემატური რევიზია, იმის დასადგენად, თუ რა პერიოდის განმავლობაში იყო გადაცემული ხელშეკრულების გარეშე უსასყიდლოდ, ქ-------------–ის გუბერნიის კუთვნილი სპეცტექნიკა-გრეიდერი H------------- და ბულდოზერი ,-----–---------, შპს ,-----------------------------ზე“ და შპს ,---------------ზე“ სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად 2011-2012 წლებში და რა ოდენობის თანხა უნდა მიეღო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს ხსენებული სპეცტექნიკის გადაცემით საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში. გამოძიების მიერ წარდგენილი ქ-------------–ის გუბერნიის კუთვნილი სპეცტექნიკის - გრეიდერი H--------------ს ოპერატორის ე----- ო----------–----ის და ბულდოზერი ,-----–----------ის ოპერატორის ს------ პ------ას დაკითხვის ოქმებით დასტურდება აღნიშნული პირების ქ-------------–ის გუბერნიის კუთვნილ სპეცტექნიკაზე მუშაობის ფაქტი. კერძოდ: ე----- ო----------–----ის დაკითხვის ოქმით, იგი მუშაობდა გრეიდერზე, ხოლო ს------ პ------ას დაკითხვის ოქმით იგი მუშაობდა ბულდოზერზე ,,კამაცუ“. ისინი ასრულებდნენ ქ.---------------------------აზე არსებული შპს ,---------------ის“ და შპს ,-----------------------------ის“ ტერიტორიების სამშენებლო სამუშაოებს, რისთვისაც თითოეული მათგანი ხელფასის სახით დღეში იღებდა 50 ლარს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, შპს ,---------------ის“ მიერ 2012 წელს შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საანგარიშო პერიოდში გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის მიხედვით, ე----- ო----------–----ზე 2012 წელს ხელზე გაცემული იქნა 7395 ლარი, რაც სამუშაო დღეზე ხელფასის 50 ლარის გათვალისწინებით შეადგენს 148 სამუშაო დღეს, ხოლო ს------ პ------აზე ხელზე გაცემული იქნა 5650 ლარი, რაც სამუშაო დღეზე ხელფასის 50 ლარის გათვალისწინებით შეადგენს 113 სამუშაო დღეს. ამდენად, აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, შპს ,---------------ის“ სამშენებლო სამუშაოებზე 2012 წელს ,,გრეიდერი H----------ს“ ნამუშევარი აქვს 148 დღე, ხოლო ბულდოზერი ,,კამაცუ 6-----ს“ 113 დღე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, შპს ,-----------------------------ის“ მიერ, 2011 წელს შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საანგარიშო პერიოდში გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის მიხედვით, ს------ პ------აზე ხელზე გაცემული იქნა 5800 ლარი, რაც 1 სამუშაო დღეზე ხელფასის 50 ლარის გათვალისწინებით შეადგენს 116 სამუშაო დღეს, ხოლო ე----- ო----------–----ზე ხელფასის სახით თანხის გაცემა ნაჩვენები არ არის. აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, ბულდოზერ ,,კამაცუ 6-----ს“ 2011 წელს ნამუშევარი აქვს 116 დღე. სულ 2011-2012 წლებში, შპს ,-----------------------------ში“ და შპს ,---------------ში“ გრეიდერ ,,ნობასი H--------------ს“ ნამუშევარი აქვს 148 დღე, ხოლო ბულდოზერ ,,კამაცუ 6-----ს“ 229 დღე.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N--------- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 2011-2012 წლებში გრეიდერ ,,H--------------ის“ ერთი დღის საიჯარო ქირის ოდენობა შეადგენს 750 ლარს, ხოლო ბულდოზერ ,,კამაცუ 6-----ის“ ერთი დღის საიჯარო ქირის ოდენობა 600 ლარს. ყოველივე ზემოაღნიშნულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს, გრეიდერ ,----------------ის“ იჯარით გაცემის შემთხვევაში, საიჯარო ქირის სახით შეეძლო მიეღო 111 000 (148 750) ლარი, ხოლო ბულდოზერ ,,კამაცუ 6-----ის“ იჯარით გაცემის შემთხვევაში 137 400 (229 600) ლარი, სულ 248 400 ლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაზარალებულის წარმომადგენელმა თ------ მ-----–---–მა განმარტა, რომ მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფომ გადაუდებელი საჭიროებისთვის გუბერნიას გადასცა მძიმე ტექნიკა. ზიანთან დაკავშირებით მისთვის ცნობილია მხოლოდ გამოძიებით დადგენილი გარემოებები, რომელსაც არც უარყოფს და არც ეთანხმება. როგორც მისთვისაა ცნობილი, გუბერნიის დებულების თანახმად, გადაცემული ტექნიკის კერძო პირებზე გაქირავება ან იჯარით გაცემა არ შეიძლებოდა.
ჩვენების მიცემისას მოწმე ჭ------ ნ------ემ განმარტა, რომ დ----- კ---------ის გ--------------ად მუშაობის პერიოდში, თავად იყო შპს ,---------–--–ი+“-ის დირექტორის მოადგილე. კომპანია ასრულებდა სახელმწიფო დაკვეთებს და მისი დირექტორი იყო ა---------– გ--------ე. დ----- კ---------ე ხშირად მიდიოდა იმ ობიექტზე, სადაც ასრულებდნენ სახელმწიფო დაკვეთებს და ინტერესდებოდა სამუშაოების მიმდინარეობით. 2011 წელს სტიქიისგან დაზიანდა სოფლები - მ----------ი და ნ-------, წყალმა წაიღო სათავე, რის გამოც სოფლები დარჩნენ უწყლოდ. აღნიშნულ ტერიტორიაზე აღდგენით სამუშაოებს ასრულებდა მათი კომპანია. ვინაიდან კომპანიის ტექნიკამ ვერ შეძლო სამუშაოების წარმოება და პრობლემის აღმოფხვრა, მან და ა---------– გ--------ემ დახმარებისთვის მიმართეს დ----- კ---------ეს, რომელსაც აუხსნეს, რომ სპეციალური ტექნიკის არქონის გამო უჭირდათ სამუშაოების წარმოება. დ----- კ---------ემ მათ დართო ნება გამოეყენებინათ გუბერნიის ტექნიკა, რომელიც მუშაობდა ქ.---------------------------ის ტერიტორიაზე, საიდანაც წამოიყვანეს კიდეც. ამის შემდეგ მათ ტექნიკასთან დაკავშირებით ურთიერთობა ჰქონდათ ზ------ კ------ესთან. აღნიშნული ტექნიკა კომპანიას ასევე დასჭირდა გარდაბანში სახელმწიფო დაკვეთის შესრულებისას. მას არ ახოვს ვის შეხვდნენ გრეიდერის წამოსაყვანად, თუმცა მათ ობიექტზე გრეიდერი ნამდვილად მუშაობდა, რისი დამადასტურებელი კადრებიც არის გადაღებული, როდესაც პრეზიდენტი თავად ასწორებს გზას. ამ ტექნიკით სარგებლობა არ იყო სასყიდლიანი, რადგან მათ სამუშაოების შესასრულებლად დაიხმარეს ტექნიკა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ი-----–- კ---------ესთან მეგობრობდა, თუმცა, ტექნიკასთან დაკავშირებით საუბარი მასთან ჰქონდა მხოლოდ სტიქიური შემთხვევების დროს. მისთვის უცნობია იყო თუ არა საქმის კურსში დ----- კ---------ე, რომ მის ძმას ეხმარებოდა.
მოწმე ა---------– გ--------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2010-2012 წლებში მუშაობდა ,---------–--–---“-ის დირექტორად. აღნიშნული კომპანია ძირითადად ეწეოდა გზის მშენებლობას. ამ პერიოდში გ--------------ი იყო დ----- კ---------ე, რომელიც გაიცნო ჭ------ ნ------ისგან. მ----------ში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად წყალმა დააზიანა გზები და საჭირო იყო გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება. პრემიერის განკარგულებით, ვინაიდან სტიქიური უბედურების გამო, არ იყო ტენდერების ჩატარების დრო, მათთან ტენდერის გარეშე გაფორმდა ხელშეკრულება გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების თაობაზე. მას შემდეგ, რაც ადგილზე ნახეს რა სამუშაოები იყო შესასრულებელი, აღმოჩნდა, რომ საჭირო იყო მძიმე ტექნიკა, რაც მათ არ ჰყავდათ. ჭ------ ნ------ემ უთხრა, რომ მისულიყვნენ დ----- კ---------ესთან და ეთხოვათ საჭირო მძიმე ტექნიკა, რომელიც ჰყავდა გუბერნიას. 2011 წლის აგვისტოს ბოლოს, იგი ჭ------ ნ------ესთან ერთად მივიდა გ--------------თან, რომელსაც თხოვეს დახმარება, რაზეც დ----- კ---------ე დათანხმდა, რადგან გუბერნიას ჰყავდა მძიმე ტექნიკა, რომელიც მუშაობდა ქ.---------------------------ის ტერიტორიაზე. აღნიშნულიდან ერთი თვის ან თვენახევრის შემდეგ მათ დასჭირდათ გრეიდერი, ამიტომ ის და ჭ------ ნ------ე კვლავ თხოვნით მივიდნენ დ----- კ---------ესთან, რომელმაც თანხმობა განუცხადა დახმარებაზე და უთხრა, რომ გრეიდერი მუშაობდა იმ ტერიტორიაზე, საიდანაც პირველად წაიღეს ტექნიკა. ამის შემდეგ სპეც. ტექნიკის გაყვანასთან დაკავშირებით კომუნიკაცია ჰქონდათ ზ------ კ------ესთან. სპეც. ტექნიკის გადაცემასთან დაკავშირებით მათ შორის ხელშეკრულება არ გაფორმებულა. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ სტიქიური უბედურების შედეგად გამოწვეული სამუშაოების შესრულების შემდეგ ტექნიკა მიჰყავდათ უკან და პირადი საჭიროებისთვის არ გამოუყენებიათ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ასევე დაიკითხა ზ------ კ------ე, რომელმაც განმარტა, რომ მუშაობდა ქ-------------–ის ს----–-–--------–---------–ის გ--------------ის ადმინისტრაციის საფინანსო-სამეურნეო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე და მის მოვალეობაში შედიოდა გუბერნიის ადმინისტრაციის ფინანსური საკითხების და მისი ქონების ზედამხედველობა. ამ პერიოდში ქ-------------–ის გ--------------ი იყო დ----- კ---------ე. რეგიონში ინფრასტრუქტურის პროგრამების განხორციელების, ასევე მუნიციპალიტეტებში ღონისძიებების ჩატარების მიზნით ქ-------------–ის გუბერნიას სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ გადაეცა სპეციალური ტექნიკა - გრეიდერი და ბულდოზერი. განკარგულებაში პირდაპირ იყო მითითებული, რომ გუბერნიას ტექნიკა უნდა გამოეყენებინა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. მან დ----- კ---------ისგან მიიღო დირექტივა მოევლო აღნიშნული ტექნიკისთვის და საჭიროების შემთხვევაში, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, დროულად მოეხდინა ტექნიკის გადაცემა. ვინაიდან გუბერნიას არ გააჩნდა სპეციალური ტექნიკის განსათავსებელი ადგილი, მან მოძებნა ტერიტორია - ქ.---------------------------ა, სადაც მოხდა აღნიშნული ტექნიკის განთავსება. ტექნიკის განთავსების საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია ჰქონდა ა--------------ის ხელმძღვანელთან - ი-----–- კ---------ესთან. მოწმემ ასევე განმარტა, რომ თუ რომელიმე რეგიონს დაჭირდებოდა ტექნიკა, მიჰყავდათ ხელშეკრულებით. მათ არ ჰყავდათ ამ ტექნიკის სპეციალისტი. როგორც ახსოვს, სპეციალისტი ჰყავდა შპს ,---------–--–ს“. ა---------– გ--------ესთან და ჭ------ ნ------ესთან აღნიშნულ ტექნიკასთან დაკავშირებით ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია არ ახსოვს. იმ პერიოდში გუბერნიას რომელიმე ა--------------ასთან ხელშეკრულება გაფორმებული არ ჰქონდა, რადგან ამის უფლება არ ჰქონდა. ტერიტორია კი, სადაც განთავსებული იყო სპეციალური ტექნიკა, არის ძალიან დიდი და ტექნიკის ზუსტი მდებარეობა მისთვის უცნობია. დ----- კ---------ისთვის ცნობილი არ იყო სად იყო ტექნიკა განთავსებული და როგორ ხდებოდა ტექნიკის ექსპლუატაცია.
დ----- კ---------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ეკავა ქ-------------–ის გ--------------ის თანამდებობა და მის მოვალეობაში შედიოდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე ზედამხედველობის გაწევა. ქ-------------–ის გუბერნიის ბალანსზე ირიცხებოდა სპეციალური ტექნიკა - ბულდოზერი და გრეიდერი, რომელიც რეგიონში მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად იყო გამოყოფილი. აღნიშნულ სპეციალურ ტექნიკას ესაჭიროებოდა სპეციალური მოვლა და გასაჩერებელი ადგილი. გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე მან სპეციალურ ტექნიკაზე პასუხისმგებლობა გადასცა გუბერნიის სამეურნეო სამსახურს, ამასთან, თათბირებზე, მუნიციპალიტეტის გამგებლებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს აცნობა, რომ გუბერნიის სამეურნეო სამსახურს ჩაბარებული ჰქონდა სპეციალური ტექნიკა და საჭიროების შემთხვევაში შეეძლოთ მიემართათ ამ სამსახურისთვის. მისთვის ცნობილია, რომ სტიქიური უბედურებების დროს რამდენჯერმე იქნა გამოყენებული სპეციალური ტექნიკა, რომლის გამოყენების შესახებ დოკუმენტების მოწესრიგება ხდებოდა მას შემდეგ, რაც გადაივლიდა ფორსმაჟორული სიტუაცია. მანვე აღნიშნა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, სპეციალურ ტექნიკას, მუნიციპალიტეტის გარდა არსად უმუშავია.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პროკურორი საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას წარდგენილი ბრალდების შესაბამისად.
როგორც ზემოთ აღინიშნა, სახელმწიფო ბრალდება დ----- კ---------ეს ბრალს დებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების წინასწარი განზრახვით, საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით ბოროტად გამოყენებას, რაც იწვევს სახელმწიფო ინტერესის არსებით დარღვევას.
სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დ----- კ---------ე 2011-2012 წლებში იყო ქ-------------–ის ს----–-–--------–---------–ი - გ--------------ი და წარმოადგენდა საჯარო მოხელეს.
ს----------–-----------------ის ბრძანებულებით დამტკიცებული ს----–-–--------–---------–ის - გ--------------ის დებულების თანახმად, გ--------------ის ერთ-ერთ უფლებამოსილებას წარმოადგენს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინირებით, სტიქიური მოვლენების, კატასტროფების და საგანგებო სიტუაციების პრევენციებისა და მათი უარყოფითი შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებათა ხელშეწყობის უზრუნველყოფა. დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, ს----–-–--------–---------–ი - გ--------------ი გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს-განკარგულებებს. დადგენილია და არც სადავოა ის გარემოება, რომ ს----------–--------------ის 2----–-–----------------- განკარგულების საფუძველზე, სტიქიური მოვლენების, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათი უარყოფითი შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით, ქ-------------–ის გუბერნიას გადაეცა ბულდოზერი (--------------------------- და გრეიდერი (------------------------ საქმეში წარმოდგენილია განკარგულებები, რომელთა თანახმად, ს----–-–--------–---------–ი - გ--------------ი დ----- კ---------ე სპეციალიზირებულ ტექნიკას სარგებლობის უფლებით გადასცემდა მუნიციპალიტეტებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ტექნიკის განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენდა დ----- კ---------ის უფლებამოსილებას.
მოწმეების: ს----- გ---–-----ის, რ----- შ---–----–---–ის, ზ---- დ--------ის და დ----- ჯ--------ის ჩვენებების მიხედვით, თათბირზე დ----- კ---------ისგან შეიტყვეს, რომ გუბერნიას ჰყავდა სპეციალური ტექნიკა, რომლის გამოყენებაც შეეძლოთ სტიქიური უბედურების დროს საჭიროებიდან გამომდინარე, ტექნიკასთან დაკავშირებულ საკითხებს კი არკვევდნენ საფინანსო-სამეურნეო სამსახურის ხელმძღვანელთან - ზ------ კ------ესთან. ქ-------------–ის ს----–-–--------–---------–ის გ--------------ის ადმინისტრაციის საფინანსო-სამეურნეო სამსახურის ხელმძღვანელმა - ზ------ კ------ემ აღნიშნა, რომ მან დ----- კ---------ისგან მიიღო დირექტივა მოევლო ქ-------------–ის გუბერნიისთვის სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ გადაცემული სპეციალური ტექნიკის - გრეიდერის და ბულდოზერისთვის და საჭიროების შემთხვევაში, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, დროულად მოეხდინა ტექნიკის გადაცემა. ამ საკითხთან დაკავშირებით როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ისე სააპელაციო სასამართლოში განმარტება მისცა დ----- კ---------ემ. დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, პალატა ვერ მიიჩნევს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად დ----- კ---------ის მიერ (მისივე ჩვენების შესაბამისად), ტექნიკის განთავსების ადგილის და საჭიროებისამებრ გამოყენების მითითების მიცემას სამეურნეო-საფინანსო განყოფილების უფროსისთვის - ზ------ კ------ისთვის.
პალატა ეთანხმება ბრალდების მხარის მოსაზრებას, რომ სპეცტექნიკა - ბულდოზერი და გრეიდერი, გუბერნიას გადაეცა სპეციალური დანიშნულებით, თუმცა, წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, გარკვეულ შემთხვევებში მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება არ მომხდარა. კერძოდ, პალატას დადგენილ გარემოებად მიაჩნია 2011-2012 წლებში, სპეცტექნიკის უსასყიდლოდ მუშაობის ფაქტი შპს ,-----------------------------ში“ და შპს ,---------------ში“.
მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დ----- კ---------ის ძმა - ი-----–- კ---------ე იყო შპს ,-----------------------------ის“ და შპს ,---------------ის“ წილის რეალური მფლობელი, თუმცა მხოლოდ ეს გარემოება არ წარმოადგენს საკმარისს დ----- კ---------ის ბრალის დასადასტურებლად.
ბრალდება დ----- კ---------ეს ედავება წინასწარი განზრახვით (და არა გაუფრთხილებლობით) დანაშაულის ჩადენას. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ----- კ---------ემ განიზრახა სხვისთვის გამორჩენის მისაღებად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. მასთან ნათესაურ და მეგობრულ ურთიერთობაში მყოფი პირების მმართველობის ქვეშ მყოფ ფირმებს შპს ,-----------------------------ს“ და შპს ,---------------ს“ გამორჩენის მისაღებად, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, უსასყიდლოდ გადასცა ზემოხსენებული სპეცტექნიკა.
შესაბამისად, პალატის მიერ გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებებით იმ გარემოების დადასტურება, რომ სწორედ დ----- კ---------ემ გასცა მითითება სპეცტექნიკის ბაზრობაზე მუშაობის შესახებ. აღნიშნულის დადასტურების შემდეგ კი უნდა შეფასდეს, ამ ქმედებამ გამოიწვია თუ არა სახელმწიფოს ინტერესების არსებითი დარღვევა.
ზ------ კ------ის ჩვენებით, ვინაიდან გუბერნიას არ გააჩნდა სპეციალური ტექნიკის განსათავსებელი ადგილი, მან მოძებნა ტერიტორია - ქ.---------------------------ა, სადაც განთავსდა ტექნიკა. თავად დ----- კ---------ემ აღნიშნა, რომ გუბერნიას არ გააჩნდა რაიმე ტერიტორია, სადაც მოხდებოდა მათი განთავსება, შესაბამისად, ამ საკითხის მოწესრიგება დაევალა საფინანსო-სამეურნეო განყოფილების უფროსს ზ------ კ------ეს. მოწმეებმა: ს------ პ------ამ და ე----- ო----------–----მა დაადასტურეს ქ.---------------------------აზე გუბერნიის სპეციალური ტექნიკის მიერ გარკვეული სამუშაოების განხორციელება, თუმცა აღნიშნულ მოწმეებს არ განუმარტავთ, რომ ამ სამუშაოების წარმოების შესახებ ცნობილი იყო დ----- კ---------ისთვის.
რაც შეეხება მოწმეებს: ა---------– გ--------ეს და ჭ------ ნ------ეს, მათი ჩვენებებით პალატა დადასტურებულად ვერ მიიჩნევს დ----- კ---------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას. მოწმე ა---------– გ--------ის ჩვენების თანახმად, კომუნიკაცია დ----- კ---------ესთან სპეცტექნიკასთან დაკავშირებით, ჰქონდათ ორჯერ. პირველი შეხვედრა დ----- კ---------ესთან მას და ჭ------ ნ------ეს ჰქონდათ 2011 წლის აგვისტოს ბოლოს, როდესაც მ----------ში მოხდა სტიქიური უბედურება, ხოლო მეორედ დაახლოებით თვენახევრის შემდეგ. დ----- კ---------ემ მათ უთხრა, რომ გრეიდერი იყო ისევ იმავე ადგილზე და მუშაობდა, საიდანაც პირველად წაიყვანეს. მივიდნენ კვლავ რ-------------------------აზე, ნახეს, რომ ტექნიკა იქ მუშაობდა. მოწმის ჩვენებით, ამის შემდეგ კომუნიკაცია ჰქონდათ ზ------ კ------ესთან. სტიქიური უბედურების საჭიროებიდან გამომდინარე სამუშაოების ამოწურვის შემდეგ ტექნიკა უკან მიჰყავდათ და პირადი საჭიროებისამებრ არ გამოუყენებიათ. მოწმე ჭ------ ნ------ის ჩვენებით, 2011 წელს მ----------სა და ნ-------ში სტიქიით დაზარალების გამო საჭირო გახდა მძიმე ტექნიკით სამუშაოების ჩატარება და ვინაიდან მათ აღნიშნული სპეცტექნიკა არ გააჩნდათ, დახმარება თხოვეს დ----- კ---------ეს, რომელმაც უთხრა წაეყვანათ ტექნიკა, რომელიც ა--------------ის ტერიტორიაზე მუშაობდა. ამის შემდეგ ურთიერთობა ჰქონდათ ზ------ კ------ესთან.
პალატას მიაჩნია, რომ მოწმეთა მიერ დაფიქსირებული პოზიცია, რომ დ----- კ---------ემ იცოდა ტექნიკის ადგილსამყოფელი, თავისთავად არ მიუთითებს, რომ მან თავიდანვე იცოდა სპეციალური ტექნიკის ადგილმდებარეობა და რომ მისი მითითებით მოხდა მასთან ნათესაურ და მეგობრულ ურთიერთობაში მყოფი პირების მმართველობის ქვეშ მყოფი ფირმების შპს ,-----------------------------ს“ და შპს ,---------------ისთვის“ გუბერნიის სპეციალური ტექნიკის უსასყიდლოდ გადაცემა. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ გუბერნიას სპეცტექნიკის განთავსების ადგილი არ გააჩნდა და ზ------ კ------ის განმარტებით, მან მოიძია ადგილი ა--------------ის ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ მოწმეების ა---------– გ--------ის და ჭ------ ნ------ის ჩვენებებით, შემდეგ მათ სპეცტექნიკის გაყვანასთან დაკავშირებით კომუნიკაცია ჰქონდათ ზ------ კ------ესთან, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ტექნიკის განთავსების და სხვადასხვა სამუშაოების შესასრულებლად მათი გაყვანის და უკან დაბრუნების საკითხებს კურირებდა ზ------ კ------ე, რაც თანხვედრაშია ამ უკანასკნელის ჩვენებასთანაც.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ [...] გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, პალატის მოსაზრებით, ვერ პასუხობენ მტკიცებულების ერთობლიობის კონსტიტუციურ სტანდარტს, რაც საკმარისი აღმოჩნდებოდა დ----- კ---------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისათვის. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურებულა დ----- კ---------ის უშუალო და პირდაპირი კავშირი სპეცტექნიკის უსასყიდლოდ გადაცემასთან (ბრალდების დადგენილებაში მითითებულ ნაწილში). მხოლოდ მოწმეთა მიერ გადმოცემული ფაქტი, რომ დ----- კ---------ემ უთხრა მათ წაეყვანათ ტექნიკა ბაზრობის ტერიტორიიდან, ვერ გახდება წარდგენილი ბრალდების დადასტურების საკმარისი საფუძველი. რაც შეეხება განაჩენში განვითარებულ მსჯელობას ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არსებულ მიზეზობრივ კავშირთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ „არსებითი დარღვევა“ არ მოიაზრებს მხოლოდ მატერიალურ სიკეთეს თანხის სახით, თუმცა, აღსანიშნავია წარდგენილი ბრალდების შენაარსი, რომლის თანახმად, ბრალდების მხარე სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის დარღვევას უკავშირებს იჯარით გაცემის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლის სახით 248 400 ლარის მიღებას, მაშინ, როდესაც, გადაცემული ტექნიკის კერძო პირებზე გაქირავება ან იჯარით გაცემა არ შეიძლებოდა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის თანახმად, მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებამ უნდა გამოიწვიოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა. პალატას არ მიაჩნია სწორად ბრალდების დადგენილებაში მიუღებელი შემოსავლის სახით აბსტრაქტულ ზიანზე მითითება, მაშინ, როდესაც მოხელის ქმედებით შესაძლოა განსაზღვრულიყო ცვეთის ხარჯები, ან მითითებულიყო სხვა არამატერიალური თუ მატერიალური სახის ზიანი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 იანვრის გამამართლებელი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
გირაოს საკითხის გადაწყვეტა:
თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ აღკვეთის ღონისძიება წარმოადგენს საპროცესო იძულების ღონისძიების სახეს და მისი გამოყენება ხდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული მიზნით.
აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს გირაო, რომელიც არის ფულადი თანხა ან უძრავი ქონება. ფულადი თანხა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეაქვს ბრალდებულს ან მისი სახელით ან მის სასარგებლოდ სხვა პირს სასამართლოსათვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით ბრალდებულის სათანადო ქცევისა და გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში დროულად გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე. ფულადი თანხის ნაცვლად შეტანილ უძრავ ქონებას ედება ყადაღა. მოცემულ შემთხვევაში, 2015 წლის 24 თებერვლის განჩინებით დ----- კ---------ეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 10000 ლარის ოდენობით. წარმოდგენილი ოქმით დ----- კ---------ე გაფრთხილებულია გირაოს პირობების დარღვევის გამო მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თაობაზე, რასაც ასევე წარმოადგენს პირობის ან კანონის დარღვევა. 2015 წლის 5 მარტის განჩინებით კი დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების - გირაო 10000 ლარის სანაცვლოდ, ყადაღა დაედო ა-–---------- კ---------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (გირაოს სახით განსაზღვრული თანხის ფარგლებში).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილი ითვალისწინებს აღკვეთის ღონისძიების პირობის ან კანონის დარღვევის შემთხვევაში პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს მიერ განჩინების გამოტანის წესს. კერძოდ, თუ ბრალდებულმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, დაარღვია ამ ღონისძიების გამოყენების პირობა ან კანონი, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. ამავე განჩინებით გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო უძრავი ქონება გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, აღსასრულებლად მიიქცევა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
აღკვეთის ღონისძიების მოქმედება განსაზღვრულია ბრალდებულად ყოფნის ვადით, რაც იმას ნიშნავს, რომ უქმდება განაჩენის გამოტანისას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 276-ე მუხლში მითითებულია, რომ გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში უნდა აღინიშნოს გადაწყვეტილება ბრალდებულისათვის შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ. შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოს შემთხვევაში მოსამართლე ვალდებულია იმსჯელოს აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შემდეგ გადახდილი გირაოს თანხის თუ მისი გადახდის უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღის ბედზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს განაჩენის გამოტანამდეც იმსჯელოს გირაოს საკითხზე სწორედ პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე და არ კრძალავს სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების ბედის გადაწყვეტას განაჩენით. აღნიშნულს ადასტურებს ამავე მუხლში არსებული ჩანაწერი, რომლის თანახმად, ბრალდებულს ან მის სასარგებლოდ გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) და უძრავი ქონება, თუ ბრალდებული ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.
პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზეც, სადაც სასამართლომ განაჩენით გირაოს თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა მიიჩნია დასაშვებად. სასამართლომ განმარტა, რომ „საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილების შესაბამისად, გირაოს შეტანის წინ როგორც ვ. ხ., ისე უშუალოდ მისი შემტანი (განსახილველ შემთხვევაში - მ. ხ.) გაფრთხილებულები იყვნენ წერილობითი ვალდებულებით, ბრალდებულ ვ. ხ-ს მიერ გირაოს პირობების დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგის თაობაზე. მიუხედავად ამისა, ვ. ხ-მ არ შეასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განჩინებით დაკისრებული ვალდებულება, არ ჩააბარა მისი პიროვნების მაიდენტიფიცირებელი ყველა დოკუმენტი და გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რითაც დაარღვია მითითებული ღონისძიების გამოყენების პირობა, რაც, თავის მხრივ, საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, წარმოადგენს - გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის საფუძველს“ (ვრცლად იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის N332აპ-18 განაჩენი).
დაცვის მხარის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ სასამართლომ პროკურორს უარი უთხრა აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმ საფუძვლით, რომ ბრალდების მხარეს არ ჰქონდა წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტები, ვერ გახდება განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი. 2019 წლის 11 იანვრის მდგომარეობით, როდესაც პროკურორმა სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, სასამართლოსთვის უკვე ცნობილი იყო, რომ დ----- კ---------ეს, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა პატიმრობა. აღნიშნული გარემოება არ საჭიროებდა დამატებით მტკიცებას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოცემულ საქმეზე ბრალდებულად ცნობილი დ----- კ---------ის წარმოდგენა ხდებოდა პენიტენციური დაწესებულების მიერ. შესაბამისად, მოგვიანებით წარდგენილი მასალების მიუხედავადაც კი, სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რომ დ----- კ---------ე სხვა სისხლის სამართლის საქმეზე იყო ბრალდებული. სააპელაციო სასამართლოში, პროკურორის მიერ წარმოდგენილი იქნა გ----------------------–ი სასამართლოს 2----–-–-----------ს გამამტყუნებელი განაჩენი დ----- კ---------ის მიმართ, რაც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია. განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, დ----- კ---------ეს დანაშაული ჩადენილი აქვს მოცემულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოს მოქმედების პერიოდში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სწორია გადაწყვეტილება, რომლის თანახმად დადგინდა გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღის გაუქმება და გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, უძრავი ქონების აღსასრულებლად მიქცევა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, ადვოკატ გ------- კ--------–---–ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ გ------- მ----–--ის და ადვოკატ გ------- კ--------–---–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
დ----- კ---------ე უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმებულია დ----- კ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 05 მარტის განჩინებით, დ----- კ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს სახით განსაზღვრული თანხის ნაცვლად შეტანილ ა-–---------- კ---------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ-------–------------------------------–-----------------------------ში, საკადასტრო კოდი: 0---------------------- - დადებული ყადაღა უნდა გაუქმდეს და უძრავი ქონება გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, აღსასრულებლად მიექცეს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
გამართლებულს უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე