მუხლი 250. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბება
თავი XXVII — სასამართლო გადაწყვეტილება
თუ მხარეები მოითხოვენ გადაწყვეტილებას დასაბუთების გარეშე იმ მოტივით, რომ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, სასამართლოს შეუძლია შემოიფარგლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით. მოსამართლე ეკითხება მხარეებს, სურთ თუ არა დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება და ასაჩივრებენ თუ არა მოცემულ გადაწყვეტილებას. თუ მხარეები უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, მათ ასეთი განცხადება უნდა დაადასტურონ თავიანთი ხელმოწერებით.
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2398 – სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.227
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.71
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(1025)
საქმე №ას-1484-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2025
…განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება, თუმცა საქმეს ასევე ერთვის ხელწერილი(ს.ფ.130), რომელიც ადასტურებს რომ მხარეებმა უარი განაცხადეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე და მოითხოვეს სსსკ 250-ე მუხლის შესაბამისად, შემოფარგვლა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით დასაბუტების გარეშე. 26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო…
…სასამართლო შემოფარგლულიყო გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით, დასაბუთების გარეშე (ს.ფ. 182). აღნიშნული ხელწერილი მოსარჩელის წარმომადგენლისა და მოპასუხეების მიერ იყო ხელმოწერილი. 7. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლზე დაყრდნობით მიუთითა, რადგან საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ აპელანტმა გამოხატა ნება და უარი თქვა გადაწყვეტილების…
…საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაინიშნა ზ. ლ-ის მხარდამჭერად და მიენიჭა უფლებამოსილება თვითონ განახორციელოს მათ შორის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა სპეციალური უფლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლის თანახმად, თუ მხარეები მოითხოვენ გადაწყვეტილებას დასაბუთების გარეშე იმ მოტივით, რომ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და უარს…
საქმე №ას-85-85-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2018
…კარგავს უფლებას გაასაჩივროს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. გასაჩივრებაზე უარის თქმა დასაშვებია როგორც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის, ისე მოტივირებული გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ. 11. საკასაციო სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლს და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა იძლევა მხარის უფლების დეფინიციას, სწრაფი მართლმსაჯულების ინტერესიდან, ასევე დისპოზიციურობის…