მუხლი 254. გადაწყვეტილება, რომელიც მოპასუხეს ავალებს განსაზღვრული მოქმედების შესრულებას
თავი XXVII — სასამართლო გადაწყვეტილება
1. ისეთი გადაწყვეტილების გამოტანისას, რომელიც მოპასუხეს ავალებს განსაზღვრული მოქმედების შესრულებას, რაც დაკავშირებული არ არის ქონების ან ფულადი თანხების გადაცემასთან, სასამართლოს იმავე გადაწყვეტილებაში შეუძლია მიუთითოს, რომ, თუ მოპასუხე გადაწყვეტილებას არ შეასრულებს დადგენილ ვადაში, მოსარჩელეს უფლება აქვს ეს მოქმედება შეასრულოს მოპასუხისაგან აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით.
2. თუ აღნიშნული მოქმედება შეიძლება შეასრულოს მხოლოდ მოპასუხემ, სასამართლო გადაწყვეტილებაში დაადგენს ვადას, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება უნდა აღსრულდე
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(17)
საქმე №ას-1439-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
…გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად. მაგალითად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში შეიძლება, საჭირო გახდეს იმის მითითება, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს, შეასრულოს მოქმედება მოპასუხისაგან აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით ( სსსკ-ის 254-ე მუხლი), ან კიდევ, ბანკში მოპასუხის რომელი ანგარიშიდან ჩამოიწეროს დაკისრებული თანხა ( სსსკ-ის 252-ე მუხლი), ან უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება იქნეს…
საქმე №ას-1360-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.12.2024
…გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად. მაგალითად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში შეიძლება, საჭირო გახდეს იმის მითითება, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს, შეასრულოს მოქმედება მოპასუხისაგან აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით ( სსსკ-ის 254-ე მუხლი), ან კიდევ, ბანკში მოპასუხის რომელი ანგარიშიდან ჩამოიწეროს დაკისრებული თანხა ( სსსკ-ის 252-ე მუხლი), ან უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება იქნეს…
საქმე №ას-918-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2023
…გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად. მაგალითად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში შეიძლება საჭირო გახდეს იმის მითითება, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს შეასრულოს მოქმედება მოპასუხისაგან აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით ( სსსკ-ის 254-ე მუხლი), ან კიდევ, ბანკში მოპასუხის რომელი ანგარიშიდან ჩამოიწეროს მასზე დაკისრებული თანხა ( სსსკ-ის 252-ე მუხლი), ან უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება იქნეს…
საქმე №ას-703-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2023
…სახელმწიფო ბაჟის გადახდა (იხ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი). ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 264. 3-ე, 254-ე, 411-ე მუხლებით და გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 1. ს.მ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. კომპენსაციის დაკისრების ნაწილში გაუქმდეს თბილისის სააპელაციო…
საქმე №ას-1440-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2021
…საფუძველზე მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 4200 ლარის გადახდა დაეკისრა. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 264. 3-ე, 254-ე, 411-ე მუხლებით და გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 1. ხ.ს–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს; 2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020…
საქმე №ას-996-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2018