გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/199-16
N200210116001289517
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 აპრილი, 2019 წელი თელავი
შესავალი ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი სოფიკო ჩაფურიშვილი
თავდაპირველი სარჩელით, მოსარჩელე - მ--- ი-----–---ი
წარმომადგენელი - თ----- მ---------–ი
თავდაპირველი სარჩელით, მოპასუხეები - მ------ ნ---–---–ი, შპს მიკროსაფინანსო ონგანიზაცია ,,კ---------------+“
წარმომადგენელი - ც-----ე ც----ა
დავის საგანი - ხელშეკრულებიდან გასვლა, ნივთების დაბრუნება, თანხის დაკისრება
შეგებებული სარჩელით, მოსარჩელე - შპს მიკროსაფინანსო ონგანიზაცია ,,კ---------------+“
წარმომადგენელი - ც-----ე ც----ა
შეგებებული სარჩელით, მოპასუხეები - მ--- ი-----–---ი, მ------ ნ---–---–ი
დავის საგანი - ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, თავდაპირველი სარჩელით:
1.1. მ--- ი-----–---ი ჩაითვალოს გასულად მასსა და მ------ ნ---–---–ს შორის 2015 წელს ზეპირი ფორმით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან მ------ ნ---–---–ის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო შემდეგ ოქროს ნივთებზე: 25 გრამიანი ყელსაბამი ,,კობრა”, ღირებულებით 1870 ლარი; 30.6 გრამიანი ყელსაბამი ,,ლენტა”, ღირებულება 2140 ლარი; საათი, ღირებული 1000 ლარად; ბროში, ღირებული 260 ლარად;
5.15 გრამიანი ყელსაბამი ,,კობრა”; საყურე ,, მონეტა” ღირებული 750 ლარად; სამეული ე.წ. ,,ტროიკა” ღირებული 1300 ლარად; საყურე ,,ბურთი” ღირებული 600 ლარად.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი მ------ ნ---–---–სა და შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ--------------- +ს” (ს/კ 2--------) შორის სასარჩელო მოთხოვნის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი მ--- ი-----–---ის კუთვნილ ოქროს ნივთებზე დადებული გირავნობის ხელშეკრულება, #40 ს------ცენტრიდან, მისამართზე ქ. თ--–--ი, ჭ-------ის გამზირი #5- გამოთხოვილ იქნეს და დაუბრუნდეს მესაკუთრეს (მ--- ი-----–---ს).
1.3. მ------ ნ---–---–ს მ--- ი-----–---ის სასარგებლოდ დაეკისროს შეძენილი ოქროს ნივთების დარჩენილი ღირებულების 4730 ლარის გადახდა.
1.4. მ------ ნ---–---–ს მ--- ი-----–---ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაღებული სასამართლო და არასასამართლო ხარჯები.
მოსარჩელის პოზიცია, თავდაპირველ სარჩელთან დაკავშირებით:
მ--- ი-----–---ი მარტოხელა დედაა სოციალურად დაუცველი ოჯახიდან. იგი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სახელმწიფოსაგან იღებს სოციალურ დახმარებას. რამდენიმე წლის წინ თ--–--ის საგადასახო ინსპექციაში რეგისტრირებული იყო ინდივიდუალურ მეწარმედ, მაგრამ ვერ შეძლო რა საქმიანობის გაგრძელება მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო, საქმიანობა შეწყვიტა. წარსული საქმიანობის გამო მისი ეროვნების ნათესავები ენდობოდნენ და 2015 წელს სარეალიზაციოდ მისცეს რამოდენიმე სახის ოქროს ნივთი, რის ფასადაც მცირეოდენი მოგება უნდა დარჩენოდა, მოპასუხე მ------ ნ---–---–ი, რომელსაც იცნობდა როგორც თანაქალაქელს, მ--- ი-----–---თან შევიდა ნდობაში და უთხრა, რომ იყიდიდა ოქროს ნივტებს და გადაუხდიდა თანხას.ისიც ენდო და 2015 წელს მ------ ნ---–---–მა წაიღო შემდეგი ოქროს ნივთები:25 გრამიანი ყელსაბამი ,,კობრა”, ღირებულებით 1870 ლარი, საიდანაც გადაიხადა 600 ლარი და გადასახდელი დარჩა 1270 ლარი;30.6 გრამიანი ყელსაბამი ,,ლენტა”, ღირებულებით 2140 ლარი;საათი, ღირებული 1000 ლარად, საიდანაც თავდაპირველად გადაიხად 700 ლარი, შემდეგ 150 ლარი და გადასახდელი აქვს 150 ლარი;ბროში, ღირებული 260 ლარად;15 გრამიანი ყელსაბამი ,,კობრა”, ღირებულებით 1250 ლარი, საიდანაც თავდაპირველად გადაიხადა 200 ლარი, შემდეგ 300 ლარი, 175 ლარი, 50 ლარი და გადასახდელი აქვს 250 ლარი;საყურე ,,მონეტა”, ღირებული 750 ლარად;11 გრამიანი სამაჯური, ღირებული 750 ლარად;სამეული, ე.წ. ,,ტროიკა”, რირებული 1300 ლარად;13.5 გრამიანი გრეხილი ყელსაბამი, ღირებული 940 ლარად;საყურე ,,ბურთი”, ღირებული 600 ლარად;19.5 გრამიანი სამაჯური ,,კარდინალი”, ღირებული 1360 ლარად;ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი, ღირებული 480 ლარად;16 გრამიანი ყელსაბამი ,,მოსკოვი”, ღირებული 1200 ლარად, საიდანაც გადახდილი აქვს 400 ლარი და გადასახდელი დარჩა 800 ლარი.ამდენად, მ------ ნ---–---–ის მიერ მ--- ი-----–---ისაგან წაღებული ოქროს ნივთების დარჩენილმა საერთო ღირებულებამ შეადგინა 11800 ლარი. 2015 წლის 04 დეკემბერს, არაერთგზის მოთხოვნის შემდეგ, მ------ ნ---–---–მა მარტივი წერილობითი ფორმით შეადგინა ხელწერილი, რითიც აღიარა, რომ აღნიშნული დღისათვის გადასახდელი ჰქონდა 11 610 ლარი და იკისრა ვალდებულება, რომ თანხას დაფარავდა არაუგვიანეს 2016 წლის 27 დეკემბრის. კერძოდ, ყოველ კვირას არანაკლებ 300 ლარის ოდენობით.მხარეთა შორის შედგა შეთანხმება, რომ ხელწერილის შედგენის შემდეგ პირველ გადახდას უზრუნველყოფდა 2015 წლის 27 დეკემბერს.იმ შემთხვევაში, თუ მ------ ნ---–---–ი 2 თვის განმავლობაში ზედიზედ დაარღვევდა გადახდის გრაფიკს, მ--- ი-----–---ი უფლებამოსილი იქნებოდა მიემართა სასამართლოსათვის და მოეთხოვა თანხის ერთდროულად დაკისრება. 2015 წლის 28 დეკემბერს მ------ ნ---–---–მა მ--- ი-----–---ს გადაუხადა 300 ლარი, 2016 წლის 11 იანვარს - 100 ლარი, 25 იანვარს - 270 ლარი, 02 თებერვალს - 200 ლარი, 29 თებერვალს - 150 ლარი, 13 მარტს - 150 ლარი, სულ 1170 ლარი, რის შემდეგაც გადასახდელი დარჩა 10 440 ლარი, რის შემდეგაც მ------ ნ---–---–მა მ--- ი-----–---ს უთხრა, რომ აღარ ჰქონდა საშუალება და ვერაფერს გადაუხდიდა. ვინაიდან მ------ ნ---–---–ი მ--- ი-----–---ს ვეღარ უხდიდა, ი-----–---მა სთხოვა დაებრუნებინა ნივთები, მაგრამ ნ---–---–მა განუმარტა, რომ ისინი დაგირავებული ჰქონდა შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ---------------ის” #40 ს------ცენტრში, მისამართზე თ--–--ი, ჭ-------ის გამზ. #5-. იმის დასადასტურებლად, რომ ნივთები ნამდვილად დგირავებული ჰქონდა, მ--- ი-----–---მა მოპასუხეს მოსთხოვა მისთვის წარედგინა შესაბამისი დოკუმენტი, რომელთაგან მხოლოდ ნაწილის მიღება შეძლო.
მითითებული სესხის 17 ხელშეკრულებიდან 8 ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებულ ოქროს ნივთებს თ--–--ის რაიონული სასამართლოს განჩინებით ადევს ყადაღა, კერძოდ, ხელშეკრულება #382, 08.09.2015;#366, 24.08.2015; #352, 15.08 2015; #365, 24.08.2015; #759, 15.05.2015; #349, 10.08.2015;#380, 08.09.2015 და #345, 04.08.2015.
დანარჩენი 9 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების დაფარვის მიზნით, ამავე ხელშეკრულებების საფუძველზე დაგირავებული ოქროს ნივთები წარმართულია სარეალიზაციოდ. საკ--------ო ორგანიზაციის განმარტებით, სესხის და გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, სესხის სახით გაიცემა დაგირავებული ოქროს ნივთების საბაზრო ღირებულების 87-90%-ის შესაბამისი თანხა.მოსარჩელის განმარტებით მათ მიერ წარმოდგენილია დაყადაღების ოქმი, რითიც დასტურდება, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებულია ოქროს შემდეგი ნივთები:სამეული, ე.წ. ,,ტროიკა”, ღირებული 1300 ლარად;ბროში, ღირებული 260 ლარად;ყელსაბამი ,,ლენტა”, ღირებული 2140 ლარად;ყელსაბამი ,,კობრა” (25 გრ.) ღირებული 1870 ლარად;ყელსაბამი ,,კობრა” (15 გრ.) ღირბული 1000 ლარად;საყურე ,,მონეტა”, ღირებული 750 ლარად;საყურე ,,ბურთი”, ღირებული 600 ლარად;საათი, ღირებული 1000 ლარად, რაც შეადგენს 8920 ლარს, თუმცა დაყადაღებული ნივთები არ შეესაბამება მითითებული ხელშეკრულების ჩამონათვალს. საკ--------ო ორგანიზაციის 2017 წლის 23 აგვისტოს განცხადებაში მითითებულია, რომ გარდა დაყადაღებული ნივთების, მ------ ნ---–---–ის კუთვნილი დანარჩენი ნივთი, დავალიანების დაფარვის მიზნით რეალიზებულ იქნა, თუმცა ამ ნივთების ჩამონათვალი არ წარმოუდგენია, არც ინფორმაცია და დოკუმენტი, რა ფასად იქნა რეალიზებული, რის შედეგადაც დარჩა თუ არა რაიმე დავალიანება და დადებით შემთხვევაში რა ოდენობით.ის გარემოება, რომ მ--- ი-----–---ის კუთვნილი ოქროს ნივთების საბაზრო ღირებულება რაა, გვაფიქრებინებს, რომ საკ--------ო ორგანიზაციის მიერ მ--- ი-----–---ის კუთვნილი ოქროს ნივთების დაყადაღების შემდეგ, მ------ ნ---–---–ის სხვა ნივთების რეალიზაციით, სრულად ამოიღეს დავალიანება და ესაა მცდელობა დარჩეთ ის ნივთები, რაც მათთან უკვე საფუძვლის გარეშე იმყოფება.
გამომდინარე აღნიშნულიდან, მ--- ი-----–---ი გადის მ------ ნ---–---–ითან დადებული ხელშეკრულებიდან, რის შედეგადაც უნდა მოხდეს რესტიტუცია და მ--- ი-----–---ს დაუბრუნდეს მ------ ნ---–---–ისათვის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული და დღეს ყადაღის ქვეშ მყოფი ნივთები.
ასევე წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი მ------ ნ---–---–სა და შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ--------------- +ს” შორის მ--- ი-----–---ის კუთვნილ ოქროს ნივთებზე დადებული გირავნობის ხელშეკრულება, როგორც ბატილი გარიგება. გამოთხოვილ იქნეს და დაუბრუნდეს მ--- ი-----–---ს მისი ოქროს ნივთები.
თავდაპირველი დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ ითხოვა მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
2.1.მოპასუხე მ------ ნ---–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია თავდაპირველ სარჩელზე.
2.2. მოპასუხის შპს მიკროსაფინანსო ონგანიზაცია ,,კ---------------+“-ის პოზიცია, თავდაპირველ სარჩელთან დაკავშირებით:
სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ---------------ი+”-სა და მ------ ნ---–---–ს შორის გაფორმდა სესხისა და გირავნობის რამოდენიმე ხელშეკრულება, რომელთა უზრუნველსაყოფადაც მ------ ნ---–---–მა მისოში დააგირავა ოქროს ნივთები. შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ---------------ი+” აღნიშნულ ოქროს ნივთებს ფლობს მართლზომიერად. მისომ მ------ ნ---–---–ს ასესხა ფული, რომლის უზრუნველსაყოფადაც ნ---–---–მა მისოში დააგირავა მისი კუთვნილი მოძრავი ნივთები. სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის თანახმად: მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კ--------ორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით - მის საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, მ------ ნ---–---–ის მიერ მისოს მიმართ არსებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში კ--------ორი უფლებამოსილია სხვა კ--------ორებთან შედარებით, გირავნობის საგნიდან უპირატესად დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ---------------ი+”-სათვის უცნობია მ------ ნ---–---–ს და მოსარჩელე მხარეს შორის არსებული შეთანხმების შესახებ. სარჩელს ერთვის თითქოსდა, მოსარჩელეს და მ------ ნ---–---–ს შორის 2015 წლის 4 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება ვალდებულებეითი ურთიერთობის აღიარების შესახებ. რამდენადაც მათთვის ცნობილი გახდა. მხარეებს შორის აღნიშნული შეთანხმება არ შემდგარა . ამასთან, როგორც გაირკვა, 2015 წლის 4 დეკემბერს ვალის აღიარების ხელშეკრულებაზე არსებული ხელმოწერა არ ეკუთვნის მ------ ნ---–---–ს. შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ---------------ი+”-სათვის უცნობია მ------ ნ---–---–ს და მოსარჩელე მხარეს შორის არსებული თანხების გადახდის შესახებ. 2016 წლის მარტის თვეში შპს ,------ კ---------------ი+”-ის თ--–--ის ს------ცენტრში გამოცხადდა თ--–--ის საარსრულებო ბიუროს აღმასრულბელი და 2016 წლის 28 მარტის განჩინების საფუძველზე, ყადაღა დაადო მ------ ნ---–---–ის მიერ მ------ ნ---–---–სა და მისოს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულბის უზრუნველსაყოფად მისოში დაგირავებული 6000 ლარის ღირებულების ოქროს ნივთების ნაწილს. შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ---------------ი+” არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და შესაბამისად ეწევა საკ--------ო საქმიანობას, გასცემს და ღებულობს სესხებს. მათ შორის, გასცემს უზრუნველყოფილ სესხებსაც. სადავო შემთხვევაში, მისომ მ------ ნ---–---–თან კანონის შესაბამისად გააფორმა სესხის და გირავნობის ხელშეკრულებები - უზრუნველყოფილი სესხი.
3. სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით:
3.1. 2015 წლის 08 სექტემბრის #382, 2015 წლის 24 აგვისტოს #366, 2015 წლის 15 აგვისტოს #352, 2015 წლის 24 აგვისტოს #365, 2015 წლის 15 მაისის #759, 2015 წლის 10 აგვისტოს #349, 2015 წლის 08 სექტემბრის #380, 2015 წლის 04 აგვისტოს #345, 2015 წლის 25 ივნისის #53, 2015 წლის 29 აგვისტოს #370 და 2015 წლის 04 სექტემბრის #375 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მ------ ნ---–---–ს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ---------------ი+”-ის სასარგებლოდ, ჯამში, დააკისროთ დავალიანების - 6727.7 აშშ დოლარის გადახდა.
3.2. 2015 წლის 08 სექტემბრის #382, 2015 წლის 24 აგვისტოს #366, 2015 წლის 15 აგვისტოს #352, 2015 წლის 24 აგვისტოს #365, 2015 წლის 15 მაისის #759, 2015 წლის 10 აგვისტოს #349, 2015 წლის 08 სექტემბრის #380, 2015 წლის 04 აგვისტოს #345, 2015 წლის 25 ივნისის #53, 2015 წლის 29 აგვისტოს #370 და 2015 წლის 04 სექტემბრის #375 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების, ჯამში - 6727.7 აშშ დოლარის დაკმაყოფილების მიზნით, ყადაღისაგან განთავისუფლდეს და სარეალიზაციოდ მიექცეს ამ სესხების უზრუნველსაყოფად შპს ,------ კ---------------ი +” - ის სასარგებლოდ დაგირავებული მ------ ნ---–---–ის კუთვნილი ოქროს ნივთები:საყურე ,,ბურთი”; სამეული, ე.წ. ,,ტროიკა”, წონა 12.8 გრ; საათი ,,ჩაიკა” სამაჯურით, წონა 14.3 გრ;საყურე ,,მონეტა”; ძეწკვი ,,კობრა”, წონა 24.8 გრ;გულსაბნევი, წონა 2.5 გრ; ძეწკვი ,,კობრა”, წონა 15 გრ; ბეჭედი, წონა 8.4 გრ; სამაჯური, წონა 11 გრ; ძეწკვი ,,კობრა”, წონა 20 გრ; სამაჯური 4 ცალი, წონა 37.5 გრ;ძეწკვი და კულონი, წონა 4.2 გრ; კულონი 3 ცალი, წონა 11.1 გრ; სამეული, წონა 9.6 გრ; ბეჭედი 2 ცალი, 13.7 გრ; ყელსაბამი ,,ლენტა”, წონა 30.6 გრ.
3.3. მ------ ნ---–---–ს დაეკისროს სასამართლო ხარჯების ანაზღაურება, მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟისათვის გადახდილი 549 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის პოზიცია, შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით:
2015 წლის მანძილზე, შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ---------------ი+”- სა და მ------ ნ---–---–ს შორის, ჯამში, გაფორმდა სესხის და გირავნობის 17 ხელშეკრულება: #382 ხელშეკრულება გაიხსნა 08.09.15-ში, #366 ხელშეკრულება - 24.08.15, #352 ხელშეკრულება - 15.08.15, #365 ხელშეკრულება - 24.08.15, #759 ხელშეკრულება - 15.05.15, #349 ხელშეკრულება - 10.08.15, #380 ხელშეკრულება - 08.09.15, #345 ხელშეკრულება - 04.08.15, #368 ხელშეკრულება - 28.08.15, #330 ხელშეკრულება - 10.07.15, #383 ხელშეკრულება - 14.09.15, #627 ხელშეკრულება - 15.04.15, #1419 ხელშეკრულება - 16.11.15, #43 ხელშეკრულება - 02.05.15, #370 ხელშეკრულება - 29.08.15, #53 ხელშეკრულება - 25.06.15, ხოლო #375 ხელშეკრულება გაიხსნა 04.09.15 - ში.აღნიშნული ხელშეკრულებების საფუზველზე მ------ ნ---–---–ის სახელზე, სესხის სახით მთლიანად გაიცა 10245 აშშ დოლარი და 180 ლარი. ამ სესხების უზრუნველსაყოფად, ფაქტობრივი გირავნობის საფუძველზე, მისოს სასარგებლოდ დაგირავდა მ------ ნ---–---–ის საკუთრებაში არსებული ოქროს ნივთები. მისოს თანამშრომელთა მიერ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაგირავებული ოქროს ნივთის სინჯი არის 583-585.ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ნ---–---–ის ვალი შპს ,------ კ---------------ი+” -ის წინაშე შეადგენდა 12695.39 აშშ დოლარს და 268.2 ლარს.მითითებული სესხის 17 ხელშეკრულებიდან 8 ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებულ ყველა ოქროს ნივთს, მ--- ი-----–---ას მიერ წარდგენილი სარჩელიდან გამომდინარე, თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 მარტის განჩინებით დაედო ყადაღა (დაყადაღებული ნივთების ჩამონათვალი მითითებულია განჩინებაში). ეს ხელშეკრულებებია: #382 ხელშეკრულება (08.09.15), #366 ხელშეკრულება (24.08.15), #352 ხელშეკრულება (15.08.15), #365 ხელშეკრულება (24.08.15), #759 ხელშეკრულება (15.05.15), #349 ხელშეკრულება (10.08.15), #380 ხელშეკრულება (08.09.15), #345 ხელშეკრულება (04.08.15). ასევე ყადაღა დაედო #370 ( თარიღი - 29.08.15; დაგირავდა 3 ნივთი), #53 (თარიღი - 25.06.15; დაგირავდა 19 ნივთი) და # 375 (თარიღი - 04.09.15; დაგირავდა 3 ნივთი) ხელშეკრულებების საფუძველზე დაგირავებული ოქროს ნივთებიდან თითო ნივთს (ჯამში 3 ოქროს ნივთი).2017 წლის 20 სექტემბერს განხორციელდა ჯამში 9 ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებული ნივთების რეალიზაცია, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ფასების გათვალისწინებით. #368 (თარიღი - 28.08.15), #330 ( თარიღი - 10.07.15), #383 (თარიღი - 14.09.15), #627 (თარიღი - 15.04.15), #1419 (თარიღი - 16.11.15), #43 (თარიღი - 02.05.15) ხელშეკრულებების საფუძველზე დაგირავებული ნივთების რეალიზაციის შედეგად (გაიყიდა ყველა ნივთი) ჯამში მიღებულია 2552 აშშ დოლარი და 262 ლარი.
2017 წლის 20 სექტემბერს ასევე განხორციელდა #370 ( თარიღი - 29.08.15; დაგირავდა 3 ნივთი), #53 (თარიღი - 25.06.15; დაგირავდა 19 ნივთი) და # 375 (თარიღი - 04.09.15; დაგირავდა 3 ნივთი) ხელშეკრულებების საფუძველზე დაგირავებული, დაუყადაღებელი, ოქროს ნივთების რეალიზაცია. აღნიშნული ხელშეკრულებებით დაგირავებული ნივთების რეალიზაციის შედეგად ჯამში მიღებულია 3527.08 აშშ დოლარი. ამ 3 ხელშეკრულებიდან დარჩენილი ვალდებულება შეადგენს 1633.9 აშშ დოლარს. #370 ხელშეკრულების ვადა არის 29.09.15, შესაბამისად ხელშეკრულება დაირღვა 2015 წლის 29 სექტემბერს. ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალი არის 374.2 აშშ დოლარი. #375 ხელშეკრულების ვადა არის 04.10.15, ხელშეკრულება დაირღვა 2015 წლის 04 ოქტომბერს, დავალიანება არის 161.7 აშშ დოლარი.#370, #375, #382, #366, #352, #365, #759, #349, #380 და #345 ხელშეკრულებები გაიხსნა ერთი თვის ვადით. ყველა ხელშეკრულება უზრუნველყოფილია გირავნობით და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დაგირავებულია მხოლოდ და მხოლოდ ოქროს ნაკეთობები. გირავნობის საგანთა ჩამონათვალი და სხვა ყველა მონაცემი მითითებულია ხელშეკრულებებში. ხელშეკრულებების მე-5 მუხლის შესაბამისად მსესხებელი ვალდებულია ერთი თვის გასვლის შემდეგ დააბრუნოს სესხის ძირი დარიცხულ პროცენტთან ერთად. ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად კი, მხოლოდ საანგარიშო პერიოდის პროცენტის გადახდის შემთხვევაში, ხელშეკრულება გაგრძელდება იგივე ვადით და პირობებით. ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, მოვალეს ერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირის 0.5% - ის ოდენობით. ამ ხელშეკრულებების 8.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ვადის გასვლისას საანგარიშო პერიოდის (ხელშეკრულების 1-ლი მუხლის თანახმად საანგარიშო პერიოდი არის 1 თვე) პროცენტის გადაუხდელობის შემთხვევაში, კიდევ ერთი საანგარიშო პერიოდის გასვლის შემდეგ მოსარჩელე უფლებამოსილია მოახდინოს საგირავნო ნივთების რეალიზაცია.
#370 ხელშეკრულებით გაიცა სესხი 820 აშშ დოლარი, სესხის სარგებელი 16.40 აშშ დოლარი, გირავნობის საგანი - 2 ძეწკვი,1 საყურე; 2. #375 ხელშეკრულებით გაიცა სესხი 420 აშშ დოლარი, სესხის სარგებელი 8.4 აშშ დოლარი, გირავნობის საგანი - სამეული, 2 საყურე; 3. #382 ხელშეკრულებით გაიცა სესხი 300 აშშ დოლარი, სესხის სარგებელი 06 აშშ დოლარი, გირავნობის საგანი - სამეული; 4. #366 ხელშეკრულებით გაიცა სესხი 355 აშშ დოლარი, სესხის სარგებელი 7.10 აშშ დოლარი, გირავნობის საგანი - საათი, გულსაბნევი; 5. #352 ხელშეკრულებით გაიცა სესხი 520 აშშ დოლარი, სესხის სარგებელი 10.40 აშშ დოლარი, გირავნობის საგანი - ძეწკვი; 6. #365 ხელშეკრულებით გაიცა სესხი 670 აშშ დოლარი, სესხის სარგებელი 13.40 აშშ დოლარი, გირავნობის საგანი - ძეწკვი; 7. #759 ხელშეკრულებით გაიცა სესხი 1640 აშშ დოლარი, სესხის სარგებელი 49 აშშ დოლარი, გირავნობის საგანი - სამაჯური, ძეწკვი, კულონი, სამეული, ბეჭედი; 8. #349 ხელშეკრულებით გაიცა სესხი 400 აშშ დოლარი, სესხის სარგებელი 08 აშშ დოლარი, გირავნობის საგანი - ძეწკვი; 9. #380 ხელშეკრულებით გაიცა სესხი 240 აშშ დოლარი, სესხის სარგებელი 4.80 აშშ დოლარი, გირავნობის საგანი - სამაჯური; 10. #345 ხელშეკრულებით გაიცა სესხი 200 აშშ დოლარი, სესხის სარგებელი 04 აშშ დოლარი, გირავნობის საგანი - ბეჭედი;#370 ხელშეკრულება დაირღვა 29.12.15 - ში, როდესაც არ გადაიხადა საანგარიშო პერიოდის პროცენტი, თუმცა მის მიერ ჯამში გადახდილია 254.2 აშშ დოლარი, საიდანაც 98.4 აშშ დოლარი წარიმართა პროცენტის, ხოლო 155.8 აშშ დოლარი ჯარიმის დასაფარად.#375 ხელშეკრულება დაირღვა 04.10.15 - ში, მის მიერ გადახდილია 96.6 აშშ დოლარი, საიდანაც 50.4 აშშ დოლარი არის სარგებელი, ხოლო 46.2 აშშ დოლარი ჯარიმა.#382 ხელშეკრულება დაირღვა 08.04.16 - ში, მის მიერ გადახდილია 48 აშშ დოლარი, საიდანაც 36 აშშ დოლარი არის სარგებელი, ხოლო 12 აშშ დოლარი ჯარიმა.#366 ხელშეკრულება დაირღვა 24.12.15 - ში, მის მიერ გადახდილია 94.07 აშშ დოლარი, საიდანაც 42.6 აშშ დოლარი არის პროცენტი, ხოლო 51.47 აშშ დოლარი ჯარიმა.
#352 ხელშეკრულება დაირღვა 15.12.15 - ში, მის მიერ გადახდილია 119.6 აშშ დოლარი, საიდანაც 52 აშშ დოლარი არის ძირი, ხოლო 67.6 აშშ დოლარი ჯარიმა.#365 ხელშეკრულება დაირღვა 24.12.15 - ში, მის მიერ გადახდილია 177.55 აშშ დოლარი, საიდანაც 80.4 აშშ დოლარი არის პროცენტი, ხოლო 97.15 აშშ დოლარი ჯარიმა.#759 ხელშეკრულება დაირღვა 15.11.15 - ში, მის მიერ გადახდილია 392 აშშ დოლარი, საიდანაც დაიფარა პროცენტი.#349 ხელშეკრულება დაირღვა 10.02.16 - ში, მის მიერ გადახდილია 54 აშშ დოლარი, საიდანაც 40 აშშ დოლარი არის პროცენტი, ხოლო 14 აშშ დოლარი ჯარიმა.#380 ხელშეკრულება დაირღვა 08.04.16 - ში, მის მიერ გადახდილია 38.4 აშშ დოლარი, საიდანაც 28.8 აშშ დოლარი არის პროცენტი, ხოლო 9.6 აშშ დოლარი ჯარიმა.#345 ხელშეკრულება დაირღვა 04.04.15 - ში, მის მიერ გადახდილია 50 აშშ დოლარი, საიდანაც 28 აშშ დოლარი არის პროცენტი, ხოლო 22 აშშ დოლარი ჯარიმა.2015 წლის 25 ივნისს მოსარჩელესა და ნ---–---–ს შორის გაფორმდა #53 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ---–---–მა მიიღო სესხი 2500 აშშ დოლარი. საპროცენტო განაკვეთი - 3.25%, სესხის ხანგრძლივობა - 37 თვე, სესხის დაფარვის ვადა - 25.07.18, თვეში გადასახდელი თანხა - 150 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველყოფას წარმოადგენს 19 ცალი ოქროს ნივთი. ამ ხელშეკრულების 1.1 პუნქტისა და გრაფიკის თანახმად, მსესხებელს 37 თვის მანძილზე ყოველთვიურად, ყოველი თვის 25 რიცხვამდე, უნდა გადაეხადა 150 აშშ დოლარი, რაც არ განუხორციელებია. მის მიერ ვალდებულება დაირღვა 2015 წლის 25 ოქტომბერს, როდესაც არ გადაიხადა დადგენილი თანხა. თუმცა მოვალემ ჯამში გადაიხადა 450 აშშ დოლარი, საიდანაც 78.80 აშშ გამოაკლდა სესხის ძირს, ხოლო 371.20 აშშ დოლარით დაიფარა სარგებელი. ვალდებულების დარღვევის გამო, 2017 წლის 22 სექტემბერს (ამ დრომდე გადახდილი უნდა ყოფილიყო 3900 აშშ) მოხდა დაუყადაღებელი 18 ნივთის რეალიზაცია. მიღებულია 2682.6 აშშ დოლარი, საიდანაც 2310.2 აშშ დოლარით დაიფარა სესხის ძირი, 372.4 დოლარით სარგებელი. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალი არის 1098 აშშ დოლარი, საიდანაც 111 აშშ არის ძირი, ხოლო 987 დოლარი სარგებელი.#382, #366, #352, #365, #759, #349, #380 და #345 ხელშეკრულებებიდან (დაყადარებულია ყველა საგირავნო ნივთი) გამომდინარე დავალიანება შპს ,------ კ---------------ი+”-ის წინაშე ჯამში შეადგენს 5093.8 აშშ დოლარს.#370 და #375 ხელშეკრულებებიდან (დაყადარებულია თითო ნივთი) გამომდინარე მოსარჩელის წინაშე არსებული დავალიანება კი ჯამში შეადგენს 535.9 აშშ დოლარს.#382 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალი არის 330 აშშ დოლარი, საიდანაც 300 დოლარი არის სესხის ძირი, ხოლო 30 აშშ დოლარი სარგებელი;#366 ხელშეკრულებიდან - 397.6 აშშ დოლარი, საიდანაც 355 დოლარი არის სესხის ძირი, ხოლო 42.6 აშშ დოლარი სარგებელი;#352 ხელშეკრულებიდან - 592.8 აშშ დოლარი, საიდანაც 520 დოლარი არის სესხის ძირი, ხოლო 72.8 აშშ დოლარი სარგებელი;#365 ხელშეკრულებიდან - 750.4 აშშ დოლარი, საიდანაც 670 დოლარი არის სესხის ძირი, ხოლო 80.4 აშშ დოლარი სარგებელი;#759 ხელშეკრულებიდან - 2081 აშშ დოლარი, საიდანაც 1640 დოლარი არის სესხის ძირი, ხოლო 441 აშშ დოლარი სარგებელი;#349 ხელშეკრულებიდან - 456 აშშ დოლარი, საიდანაც 400 დოლარი არის სესხის ძირი, ხოლო 56 აშშ დოლარი სარგებელი;#380 ხელშეკრულებიდან - 266 აშშ დოლარი, საიდანაც 240 დოლარი არის სესხის ძირი, ხოლო 24 აშშ დოლარი სარგებელი;#345 ხელშეკრულებიდან - 220 აშშ დოლარი, საიდანაც 200 დოლარი არის სესხის ძირი, ხოლო 20 აშშ დოლარი სარგებელი;#370 ხელშეკრულებიდან - 374.2 აშშ დოლარი, საიდანაც 275.8 დოლარი არის სესხის ძირი, ხოლო 98.4 აშშ დოლარი სარგებელი;ეს ხელშეკრულება დაირღვა 29.12.15 - ში, როდესაც არ გადაიხადა საანგარიშო პერიოდის პროცენტი, თუმცა მის მიერ ჯამში გადახდილია 254.2 დოლარი, საიდანაც 98.4 დოლარი წარიმართა პროცენტის, ხოლო 155.8 დოლარი (38 დღის ჯარიმა - 820*0.5/100=4.1; 155.8/4.1=38) - ჯარიმის დასაფარად.
#375 ხელშეკრულებიდან - 161.7 აშშ დოლარი, საიდანაც 119.7დოლარი არის სესხის ძირი, ხოლო 42 აშშ დოლარი სარგებელი;ეს ხელშეკრულება დაირღვა 04.10.15 - ში, როდესაც არ გადაიხადა საანგარიშო პერიოდის პროცენტი, თუმცა მის მიერ ჯამში გადახდილია 96.6 დოლარი, საიდანაც 50.4 დოლარი არის სარგებელი, ხოლო 46.2 დოლარი (22 დღის ჯარიმა - 420*0.5/100=2.1; 46.2/2.1=22) - ჯარიმა.
ვალდებულების დარღვევის გამო, 2017 წლის 22 სექტემბერს მოხდა დაუყადაღებელი 2 ნივთის რეალიზაცია. მიღებულია 300.3 აშშ დოლარი. ეს თანხა სრულიად წარიმართა სესხის ძირის დასაფარად. თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა მ--- ი-----–---ას შუამდგომლობა და ყადაღა დაედო შპს ,------ კ---------------ი+”-ის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დაგირავებულ 13 ცალ ინდივიდუალურად განსაზღვრულ ოქროს ნივთს. ამ ნივთების დაყადაღების მიზნით 2016 წლის 25 მარტს აღმასრულებელი გამოცხადდა შპს ,------ კ---------------ი+”-ის თ--–--ის ს------ცენტრში, თუმცა ვინაიდან განჩინებაში ჩამოთვლილი ოქროს 13 ნივთის მსგავსი მხოლოდ 7 ნივთი აღმოჩნდა მისოს ს------ ცენტრში, აღმასრულებელმა დააყადაღა მხოლოს ეს 7 ნივთი.ამის შემდეგ 2016 წლის 28 მარტის განჩინებით სასამართლომ კვლავ დააკმაყოფილა ი-----–---ას შუამდგომლობა და ყადაღა დაადო მ--- ნ---–---–ის კუთვნილ, სესხის ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად მისოში დაგირავებულ, ზოგადად 6000 ლარის ღირებულების ოქროს ნივთებს.მ------ ნ---–---–ს 2016 წლის 23 მარტის განჩინებაში მითითებული 13 ნივთიდან, 8 ოქროს ნივთი, უდავოდ,არ დაუგირავებია შპს ,------ კ--------დერვისი+”-ის სასარგებლოდ, ანუ, ყადაღა დაედო 6000 ლარის ღირებულების იმ ნივთებს, რომლებსაც არავითარი შემხებლობა არ აქვს ი-----–---ას სარჩელთან და რომლებიც უდავოდ წარმოადგენს ნ---–---–ის საკუთრებას.ჯამში, სასამართლოს 2 განჩინების საფუძველზე, აღმასრულებლის მიერ დაყადარებულია შემდეგი ოქროს ნივთები:საყურე ,,ბურთი”;სამეული ე.წ. ,,ტროიკა”, წონა 12.8 გრ;საათი ,,ჩაიკა” სამაჯურით, წონა 14.3 გრ;საყურე ,,მონეტა”;ძეწკვი ,,კობრა”, წონა 24.8 გრ;გულსაბნევი, წონა 2.5 გრ;ძეწკვი ,,კობრა”, წონა 15 გრ;ბეჭედი, წონა 8.4 გრ;სამაჯური, წონა 11 გრ;ძეწკვი ,,კობრა”, წონა 20 გრ;სამაჯური 4 ცალი, წონა 37.5 გრ;ძეწკვი და კულონი, წონა 4.2 გრ;კულონი 3 ცალი, წონა 11.1 გრ;სამეული, წონა 9.6 გრ;ბეჭედი 2 ცალი, წონა 13.7 გრ;ყელსაბამი ,,ლენტა”, წონა 30.6 გრ. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობების დაკმაყოფილების ძირითად ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს, მ--- ი-----–---ას სარჩელზე თანდართული, ი-----–---ასა და ნ---–---–ს შორის 2015 წლის 4 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება ვალდებულებითი ურთიერთობის აღიარების შესახებ.უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მხარებს შორის აღნიშნული შეთანხმება არ შემდგარა და შესაბამისად, ამ ხელშეკრულებაზე არსებული ხელმოწერა არ ეკუთვნის მ------ ნ---–---–ს. შეგებებული სარჩელის ავტორისათვის უცნობია, თუ ვინ განახორციელა ნ---–---–ის ნაცვლად დოკუმენტის ხელმოწერა. შესაბამისად, მისოს სასარგებლოდ დაგირავებულ ოქროს ნივთებს ყადაღა ადევს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე.
შეგებებულ სარჩელში მოსარჩელემ ითხოვა მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
4.1.მოპასუხე მ------ ნ---–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია შეგებებულ სარჩელზე.
4.2.მოპასუხის პოზიცია, შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით:
მოპასუხე მხარე შესაგებელში განმარტავს, რომ სესხის და გირავნობის ხელშეკრულებები, რაც წარმოდგენილია მ--- ი-----–---ის ძირითად და დაზუსტებულ სარჩელებზე, უფრო მეტად შეგებებულ სარჩელზე, მართლაც სრულად იყოს დადებული მ------ ნ---–---–ის მიერ. შესაძლებელია შეგებებულ სარჩელში მითითებული თანხა მართლაც გაიცა მ------ ნ---–---–ზე, მაგრამ მ------ ნ---–---–ის კუთვნილი ნივთები კი არა, ნაწილობრივ მ--- ი-----–---ის კუთვნილი ოქროს ნივთები იქნა დაგირავებული. პირველ ფაქტობრივ გარემოებაში მითითებულია, რომ დაგირავებული ოქროს ნივთების სინჯები იყო 583-585. ამის გამო მოსარჩელე მხარე ვალდებულია წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესაბამისად წარმოადგინოს თვითეული სადავო ნივთის შესახე4ბ ჩანაწერი, რაც შესრულებული უნდა იყოს ზონარგაყრილ, დანომრილ და ლუქდადებულ აღრიცხვის ჟურნალში, რითიც საკ--------ო ორგანიზაცია უტყუარად დაადგენდა, რომ სადავო ოქროს ნივთები ნამდვილად წარმოადგენდა მ------ ნ---–---–ის საკუთრებას, ასევე ოქროს შეფასების ცხრილი ხელშეკრულების დადების პერიოდისათვის სინჯების შესაბამისად და ნივთების რეალიზაციისას. მხარე ასევე ვალდებულია წარმოადგინოს იმ ძვირფასი ნივთების შეფასება, რომელთაც ძვირფასი ანდა ნახევრადძვირფასი თვლები ჰქონდა, კერძოდ, ქვების შეფასება ხელშეკრულების დადებისას და ნივთების რეალიზაციისას ასეთის არსებობის შემთხვევაში წონის და ნაკეთობის მიხედვით (1 გრამის ღირებულება).
მოპასუხე მხარე შეგებებულ სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებელით განმარტავს, რომ მ------ ნ---–---–მა დაარღვია რა სახელშეკრულებო პირობები, რატომ არ მოახდინა ნივთების რეალიზაცია მოსარჩელემ და რატომ ელოდებოდა ჯარიმების დარიცხვას, მით უმეტეს, რომ მ--- ი-----–---ის მიერ სარჩელი აღძრულია 2016 წლის 19 აგვისტოს.
მოპასუხე მხარემ შეგებებულ სარჩელსი ითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
5. ფაქტობრივი გარემოებები
5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
5.1.1. მ--- ი-----–---ს 2015 წელს ნათესავებმა სარეალიზაციოდ მისცეს ოქროს ნივთები, რის ფასადაც მცირეოდენი მოგება უნდა დარჩენოდა, რითაც შეძლებდა საკვები და წამალი შეეძინა არასრულწლოვანი შვილისა და მძიმე ავადმყოფი დედისათვის.
- ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი)
5.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
5.2.1. მოპასუხე მ------ ნ---–---–მა, რომელიც ნდობაში შევიდა მ--- ი-----–---თან, როგორც თანაქალაქელთან, 2015 წელს წაიღო მ--- ი-----–---ისაგან შემდეგი ოქროს ნივთები:25 გრამიანი ყელსაბამი ,,კობრა”, ღირებულებით 1870 ლარი, საიდანაც გადაიხადა 600 ლარი და გადასახდელი დარჩა 1270 ლარი; 30.6 გრამიანი ყელსაბამი ,,ლენტა”, ღირებულებით 2140 ლარი; საათი, ღირებული 1000 ლარად, საიდანაც თავდაპირველად გადაიხად 700 ლარი, შემდეგ 150 ლარი და გადასახდელი აქვს 150 ლარი;ბროში, ღირებული 260 ლარად;15 გრამიანი ყელსაბამი ,,კობრა”, ღირებულებით 1250 ლარი, საიდანაც თავდაპირველად გადაიხადა 200 ლარი, შემდეგ 300 ლარი, 175 ლარი, 50 ლარი და გადასახდელი აქვს 250 ლარი;საყურე ,,მონეტა”, ღირებული 750 ლარად;11 გრამიანი სამაჯური, ღირებული 750 ლარად;სამეული, ე.წ. ,,ტროიკა”, რირებული 1300 ლარად;13.5 გრამიანი გრეხილი ყელსაბამი, ღირებული 940 ლარად;საყურე ,,ბურთი”, ღირებული 600 ლარად;19.5 გრამიანი სამაჯური ,,კარდინალი”, ღირებული 1360 ლარად;ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი, ღირებული 480 ლარად; 16 გრამიანი ყელსაბამი ,,მოსკოვი”, ღირებული 1200 ლარად, საიდანაც გადახდილი აქვს 400 ლარი და გადასახდელი დარჩა 800 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მ------ ნ---–---–ის ხელწერილები (ს.ფ. 21-22)
5.2.2. მ------ ნ---–---–ის მიერ მ--- ი-----–---ისაგან წაღებული ოქროს ნივთების დარჩენილმა საერთო ღირებულებამ შეადგინა 11800 ლარი. სარჩელის აღძვრის მდგომარეობით კი - 10440 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მ------ ნ---–---–ის ხელწერილები (ს.ფ. 21-22)
- თანხის გადახდის დოკუმენტები (ს.ფ. 25-27)
5.2.3. 2015 წლის 04 დეკემბერს, არაერთგზის მოთხოვნის შემდეგ, მ------ ნ---–---–მა მარტივი წერილობითი ფორმით შეადგინა ხელწერილი, რითიც აღიარა, რომ აღნიშნული დღისათვის გადასახდელი ჰქონდა 11 610 ლარი და იკისრა ვალდებულება, რომ თანხას დაფარავდა გრაფიკულად არაუგვიანეს 2016 წლის 27 დეკემბრის. კერძოდ, ყოველ კვირას არანაკლებ 300 ლარის ოდენობით.მხარეთა შორის შედგა შეთანხმება, რომ ხელწერილის შედგენის შემდეგ პირველ გადახდას უზრუნველყოფდა 2015 წლის 27 დეკემბერს.იმ შემთხვევაში, თუ მ------ ნ---–---–ი 2 თვის განმავლობაში ზედიზედ დაარღვევდა გადახდის გრაფიკს, მ--- ი-----–---ი უფლებამოსილი იქნებოდა მიემართა სასამართლოსათვის და მოეთხოვა თანხის ერთდროულად დაკისრება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მ------ ნ---–---–ის ხელწერილები (ს.ფ. 21-22)
- თანხის გადახდის დოკუმენტები (ს.ფ. 25-27)
5.2.4. 2015 წლის 28 დეკემბერს მ------ ნ---–---–მა მ--- ი-----–---ს გადაუხადა 300 ლარი, 2016 წლის 11 იანვარს - 100 ლარი, 25 იანვარს - 270 ლარი, 02 თებერვალს - 200 ლარი, 29 თებერვალს - 150 ლარი, 13 მარტს - 150 ლარი, სულ 1170 ლარი, რის შემდეგაც გადასახდელი დარჩა 10 440 ლარი, რის შემდეგაც მ------ ნ---–---–მა მ--- ი-----–---ს უთხრა, რომ აღარ ჰქონდა საშუალება და ვერაფერს გადაუხდიდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ახსნა-განმარტება (ს.ფ. სარჩელი, სხდომის ოქმი)
- თანხის გადახდის დოკუმენტები (ს.ფ. 25-27)
5.2.5. მ------ ნ---–---–ი მ--- ი-----–---ს ვეღარ უხდიდა ხელწერილში მითიტებულ თანხას, მ--- ი-----–---მა სთხოვა დაებრუნებინა ნივთები, რომელზეც ნ---–---–მა განმარტა, რომ დაგირავებული ჰქონდა შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ---------------ის” #40 ს------ცენტრში, მისამართზე თ--–--ი, ჭ-------ის გამზ. #5-. რის დასადასტურებლად, მ--- ი-----–---ს მოპასუხე მ------ ნ---–---–მა გადასცა შესაბამისი დოკუმენტები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის და გირავნობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ს.ფ. 33-38)
-
5.2.6. 2015 წლის მანძილზე, შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ---------------ი+”- სა და მ------ ნ---–---–ს შორის, გაფორმდა სესხის და გირავნობის 17 ხელშეკრულება: #382 ხელშეკრულება გაიხსნა 08.09.15-ში, #366 ხელშეკრულება - 24.08.15, #352 ხელშეკრულება - 15.08.15, #365 ხელშეკრულება - 24.08.15, #759 ხელშეკრულება - 15.05.15, #349 ხელშეკრულება - 10.08.15, #380 ხელშეკრულება - 08.09.15, #345 ხელშეკრულება - 04.08.15, #368 ხელშეკრულება - 28.08.15, #330 ხელშეკრულება - 10.07.15, #383 ხელშეკრულება - 14.09.15, #627 ხელშეკრულება - 15.04.15, #1419 ხელშეკრულება - 16.11.15, #43 ხელშეკრულება - 02.05.15, #370 ხელშეკრულება - 29.08.15, #53 ხელშეკრულება - 25.06.15, ხოლო #375 ხელშეკრულება გაიხსნა 04.09.15 - ში.
აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე მ------ ნ---–---–ის სახელზე, სესხის სახით მთლიანად გაიცა 10245 აშშ დოლარი და 180 ლარი. ამ სესხების უზრუნველსაყოფად, გირავნობის საფუძველზე, მისოს სასარგებლოდ დაგირავდა მ------ ნ---–---–ის საკუთრებაში არსებული ოქროს ნივთები. მისოს თანამშრომელთა მიერ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაგირავებული ოქროს ნივთის სინჯი არის 583-585.
ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ნ---–---–ის ვალი შპს ,------ კ---------------ი+” -ის წინაშე შეადგენდა 12695.39 აშშ დოლარს და 268.2 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის და გირავნობის 17 ხელშეკრულება (ს.ფ. 33-38)
5.2.7. ზემო აღნიშნული სესხის 17 ხელშეკრულებიდან 8 ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებულ ყველა ოქროს ნივთს, მ--- ი-----–---ას მიერ წარდგენილი სარჩელიდან გამომდინარე, თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის განჩინებით დაედო ყადაღა. ეს ხელშეკრულებებია: #382 ხელშეკრულება (08.09.15), #366 ხელშეკრულება (24.08.15), #352 ხელშეკრულება (15.08.15), #365 ხელშეკრულება (24.08.15), #759 ხელშეკრულება (15.05.15), #349 ხელშეკრულება (10.08.15), #380 ხელშეკრულება (08.09.15), #345 ხელშეკრულება (04.08.15). ასევე ყადაღა დაედო #370 ( თარიღი - 29.08.15; დაგირავდა 3 ნივთი), #53 (თარიღი - 25.06.15; დაგირავდა 19 ნივთი) და # 375 (თარიღი - 04.09.15; დაგირავდა 3 ნივთი) ხელშეკრულებების საფუძველზე დაგირავებული ოქროს ნივთებიდან თითო ნივთს (ჯამში 3 ოქროს ნივთი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის ხელშეკრულებები, 2016 წლის 28 მარტის განჩინება (ს.ფ. 33-38, ს.ფ. 56-59)
5.2.8. 2017 წლის 20 სექტემბერს განხორციელდა 9 ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებული ნივთების რეალიზაცია, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ფასების გათვალისწინებით. #368 (თარიღი - 28.08.15), #330 ( თარიღი - 10.07.15), #383 (თარიღი - 14.09.15), #627 (თარიღი - 15.04.15), #1419 (თარიღი - 16.11.15), #43 (თარიღი - 02.05.15) ხელშეკრულებების საფუძველზე დაგირავებული ნივთების რეალიზაციის შედეგად (გაიყიდა ყველა ნივთი) ჯამში მიღებულია 2552 აშშ დოლარი და 262 ლარი.
2017 წლის 20 სექტემბერს ასევე განხორციელდა #370 ( თარიღი - 29.08.15; დაგირავდა 3 ნივთი), #53 (თარიღი - 25.06.15; დაგირავდა 19 ნივთი) და # 375 (თარიღი - 04.09.15; დაგირავდა 3 ნივთი) ხელშეკრულებების საფუძველზე დაგირავებული, დაუყადაღებელი, ოქროს ნივთების რეალიზაცია. აღნიშნული ხელშეკრულებებით დაგირავებული ნივთების რეალიზაციის შედეგად ჯამში მიღებულია 3527.08 აშშ დოლარი. ამ 3 ხელშეკრულებიდან დარჩენილი ვალდებულება შეადგენს 1633.9 აშშ დოლარს. #370 ხელშეკრულების ვადა არის 29.09.15, შესაბამისად ხელშეკრულება დაირღვა 2015 წლის 29 სექტემბერს. ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალი არის 374.2 აშშ დოლარი. #375 ხელშეკრულების ვადა არის 04.10.15, ხელშეკრულება დაირღვა 2015 წლის 04 ოქტომბერს, დავალიანება არის 161.7 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულება საგირავნო საგნების რეალიზაციის შესახებ (ს.ფ. 79-85)
5.2.9. #370, #375, #382, #366, #352, #365, #759, #349, #380 და #345 ხელშეკრულებები გაიხსნა ერთი თვის ვადით. ყველა ხელშეკრულება უზრუნველყოფილია გირავნობით და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დაგირავებულია მხოლოდ ოქროს ნაკეთობები. ხელშეკრულებების მე-5 მუხლის შესაბამისად მსესხებელი ვალდებულია ერთი თვის გასვლის შემდეგ დააბრუნოს სესხის ძირი დარიცხულ პროცენტთან ერთად. ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად კი, მხოლოდ საანგარიშო პერიოდის პროცენტის გადახდის შემთხვევაში, ხელშეკრულება გაგრძელდება იგივე ვადით და პირობებით. ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, მოვალეს ერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირის 0.5% - ის ოდენობით. ამ ხელშეკრულებების 8.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ვადის გასვლისას საანგარიშო პერიოდის (ხელშეკრულების 1-ლი მუხლის თანახმად საანგარიშო პერიოდი არის 1 თვე) პროცენტის გადაუხდელობის შემთხვევაში, კიდევ ერთი საანგარიშო პერიოდის გასვლის შემდეგ მოსარჩელე უფლებამოსილია მოახდინოს საგირავნო ნივთების რეალიზაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის ხელშეკრულებები (ს.ფ. 63-72)
5.2.10. 370 ხელშეკრულებით გაიცა სესხი 820 აშშ დოლარი, სესხის სარგებელი 16.40 აშშ დოლარი, გირავნობის საგანი - 2 ძეწკვი,1 საყურე; 2. #375 ხელშეკრულებით გაიცა სესხი 420 აშშ დოლარი, სესხის სარგებელი 8.4 აშშ დოლარი, გირავნობის საგანი - სამეული, 2 საყურე; 3. #382 ხელშეკრულებით გაიცა სესხი 300 აშშ დოლარი, სესხის სარგებელი 06 აშშ დოლარი, გირავნობის საგანი - სამეული; 4. #366 ხელშეკრულებით გაიცა სესხი 355 აშშ დოლარი, სესხის სარგებელი 7.10 აშშ დოლარი, გირავნობის საგანი - საათი, გულსაბნევი; 5. #352 ხელშეკრულებით გაიცა სესხი 520 აშშ დოლარი, სესხის სარგებელი 10.40 აშშ დოლარი, გირავნობის საგანი - ძეწკვი; 6. #365 ხელშეკრულებით გაიცა სესხი 670 აშშ დოლარი, სესხის სარგებელი 13.40 აშშ დოლარი, გირავნობის საგანი - ძეწკვი; 7. #759 ხელშეკრულებით გაიცა სესხი 1640 აშშ დოლარი, სესხის სარგებელი 49 აშშ დოლარი, გირავნობის საგანი - სამაჯური, ძეწკვი, კულონი, სამეული, ბეჭედი; 8. #349 ხელშეკრულებით გაიცა სესხი 400 აშშ დოლარი, სესხის სარგებელი 08 აშშ დოლარი, გირავნობის საგანი - ძეწკვი; 9. #380 ხელშეკრულებით გაიცა სესხი 240 აშშ დოლარი, სესხის სარგებელი 4.80 აშშ დოლარი, გირავნობის საგანი - სამაჯური; 10. #345 ხელშეკრულებით გაიცა სესხი 200 აშშ დოლარი, სესხის სარგებელი 04 აშშ დოლარი, გირავნობის საგანი - ბეჭედი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის ხელშეკრულებები (ს.ფ. 63-77)
5.2.11. #370 ხელშეკრულება დაირღვა 29.12.15 - ში, როდესაც არ გადაიხადა საანგარიშო პერიოდის პროცენტი, თუმცა მის მიერ ჯამში გადახდილია 254.2 აშშ დოლარი, საიდანაც 98.4 აშშ დოლარი წარიმართა პროცენტის, ხოლო 155.8 აშშ დოლარი ჯარიმის დასაფარად.#375 ხელშეკრულება დაირღვა 04.10.15 - ში, მის მიერ გადახდილია 96.6 აშშ დოლარი, საიდანაც 50.4 აშშ დოლარი არის სარგებელი, ხოლო 46.2 აშშ დოლარი ჯარიმა.
#382 ხელშეკრულება დაირღვა 08.04.16 - ში, მის მიერ გადახდილია 48 აშშ დოლარი, საიდანაც 36 აშშ დოლარი არის სარგებელი, ხოლო 12 აშშ დოლარი ჯარიმა.#366 ხელშეკრულება დაირღვა 24.12.15 - ში, მის მიერ გადახდილია 94.07 აშშ დოლარი, საიდანაც 42.6 აშშ დოლარი არის პროცენტი, ხოლო 51.47 აშშ დოლარი ჯარიმა.#352 ხელშეკრულება დაირღვა 15.12.15 - ში, მის მიერ გადახდილია 119.6 აშშ დოლარი, საიდანაც 52 აშშ დოლარი არის ძირი, ხოლო 67.6 აშშ დოლარი ჯარიმა.#365 ხელშეკრულება დაირღვა 24.12.15 - ში, მის მიერ გადახდილია 177.55 აშშ დოლარი, საიდანაც 80.4 აშშ დოლარი არის პროცენტი, ხოლო 97.15 აშშ დოლარი ჯარიმა.#759 ხელშეკრულება დაირღვა 15.11.15 - ში, მის მიერ გადახდილია 392 აშშ დოლარი, საიდანაც დაიფარა პროცენტი.#349 ხელშეკრულება დაირღვა 10.02.16 - ში, მის მიერ გადახდილია 54 აშშ დოლარი, საიდანაც 40 აშშ დოლარი არის პროცენტი, ხოლო 14 აშშ დოლარი ჯარიმა.#380 ხელშეკრულება დაირღვა 08.04.16 - ში, მის მიერ გადახდილია 38.4 აშშ დოლარი, საიდანაც 28.8 აშშ დოლარი არის პროცენტი, ხოლო 9.6 აშშ დოლარი ჯარიმა.#345 ხელშეკრულება დაირღვა 04.04.15 - ში, მის მიერ გადახდილია 50 აშშ დოლარი, საიდანაც 28 აშშ დოლარი არის პროცენტი, ხოლო 22 აშშ დოლარი ჯარიმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის ხელშეკრულებები, ამონაწერი სალაროდან (ს.ფ. 63-77, ს.ფ. )
5.2.12. 2015 წლის 25 ივნისს შეგებებულ სარჩელში მოსარჩელესა და ნ---–---–ს შორის გაფორმდა #53 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ---–---–მა მიიღო სესხი 2500 აშშ დოლარი. საპროცენტო განაკვეთი - 3.25%, სესხის ხანგრძლივობა - 37 თვე, სესხის დაფარვის ვადა - 25.07.18, თვეში გადასახდელი თანხა - 150 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველყოფას წარმოადგენს 19 ცალი ოქროს ნივთი. ამ ხელშეკრულების 1.1 პუნქტისა და გრაფიკის თანახმად, მსესხებელს 37 თვის მანძილზე ყოველთვიურად, ყოველი თვის 25 რიცხვამდე, უნდა გადაეხადა 150 აშშ დოლარი, რაც არ განუხორციელებია. მის მიერ ვალდებულება დაირღვა 2015 წლის 25 ოქტომბერს, როდესაც არ გადაიხადა დადგენილი თანხა. თუმცა მოვალემ ჯამში გადაიხადა 450 აშშ დოლარი, საიდანაც 78.80 აშშ გამოაკლდა სესხის ძირს, ხოლო 371.20 აშშ დოლარით დაიფარა სარგებელი. ვალდებულების დარღვევის გამო, 2017 წლის 22 სექტემბერს ( ამ დრომდე გადახდილი უნად ყოფილიყო 3900 აშშ) მოხდა დაუყადაღებელი 18 ნივთის რეალიზაცია. მიღებულია 2682.6 აშშ დოლარი, საიდანაც 2310.2 აშშ დოლარით დაიფარა სესხის ძირი, 372.4 დოლარით სარგებელი. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალი არის 1098 აშშ დოლარი, საიდანაც 111 აშშ არის ძირი, ხოლო 987 დოლარი სარგებელი. ამ ხელშეკრულებების მე-16 პუნქტის თანახმად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოახდინოს საგირავნო ნივთების რეალიზაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულება საგირავნო საგნების რეალიზაციის შესახებ, ექსპერტიზის დასკვნა, ცნობა დავალიანების შესახებ, ამონაწერი სალაროდან, შეგებებულ სარჩელში მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 79, ს.ფ. 198-206, ს.ფ. 86-107)
-
5.2.13. #382, #366, #352, #365, #759, #349, #380 და #345 ხელშეკრულებებიდან (დაყადაღებულია ყველა საგირავნო ნივთი) გამომდინარე დავალიანება შპს ,------ კ---------------ი+”-ის წინაშე ჯამში შეადგენს 5093.8 აშშ დოლარს.#370 და #375 ხელშეკრულებებიდან (დაყადარებულია თითო ნივთი) გამომდინარე მოსარჩელის წინაშე არსებული დავალიანება კი ჯამში შეადგენს 535.9 აშშ დოლარს.#382 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალი არის 330 აშშ დოლარი, საიდანაც 300 დოლარი არის სესხის ძირი, ხოლო 30 აშშ დოლარი სარგებელი;#366 ხელშეკრულებიდან - 397.6 აშშ დოლარი, საიდანაც 355 დოლარი არის სესხის ძირი, ხოლო 42.6 აშშ დოლარი სარგებელი;#352 ხელშეკრულებიდან - 592.8 აშშ დოლარი, საიდანაც 520 დოლარი არის სესხის ძირი, ხოლო 72.8 აშშ დოლარი სარგებელი;#365 ხელშეკრულებიდან - 750.4 აშშ დოლარი, საიდანაც 670 დოლარი არის სესხის ძირი, ხოლო 80.4 აშშ დოლარი სარგებელი;#759 ხელშეკრულებიდან - 2081 აშშ დოლარი, საიდანაც 1640 დოლარი არის სესხის ძირი, ხოლო 441 აშშ დოლარი სარგებელი;
#349 ხელშეკრულებიდან - 456 აშშ დოლარი, საიდანაც 400 დოლარი არის სესხის ძირი, ხოლო 56 აშშ დოლარი სარგებელი;#380 ხელშეკრულებიდან - 266 აშშ დოლარი, საიდანაც 240 დოლარი არის სესხის ძირი, ხოლო 24 აშშ დოლარი სარგებელი;#345 ხელშეკრულებიდან - 220 აშშ დოლარი, საიდანაც 200 დოლარი არის სესხის ძირი, ხოლო 20 აშშ დოლარი სარგებელი;#370 ხელშეკრულებიდან - 374.2 აშშ დოლარი, საიდანაც 275.8 დოლარი არის სესხის ძირი, ხოლო 98.4 აშშ დოლარი სარგებელი;ეს ხელშეკრულება დაირღვა 29.12.15 - ში, როდესაც არ გადაიხადა საანგარიშო პერიოდის პროცენტი, თუმცა მის მიერ ჯამში გადახდილია 254.2 დოლარი, საიდანაც 98.4 დოლარი წარიმართა პროცენტის, ხოლო 155.8 დოლარი (38 დღის ჯარიმა - 820*0.5/100=4.1; 155.8/4.1=38) - ჯარიმის დასაფარად.#375 ხელშეკრულებიდან - 161.7 აშშ დოლარი, საიდანაც 119.7დოლარი არის სესხის ძირი, ხოლო 42 აშშ დოლარი სარგებელი;ეს ხელშეკრულება დაირღვა 04.10.15 - ში, როდესაც არ გადაიხადა საანგარიშო პერიოდის პროცენტი, თუმცა მის მიერ ჯამში გადახდილია 96.6 დოლარი, საიდანაც 50.4 დოლარი არის სარგებელი, ხოლო 46.2 დოლარი (22 დღის ჯარიმა - 420*0.5/100=2.1; 46.2/2.1=22) - ჯარიმა.ვალდებულების დარღვევის გამო, 2017 წლის 22 სექტემბერს მოხდა დაუყადაღებელი 2 ნივთის რეალიზაცია. მიღებულია 300.3 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის ხელშეკრულებები, 2017 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულება საგირავნო საგნების რეალიზაციის შესახებ, ექსპერტიზის დასკვნა, ამონაწერი სალაროდან, ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 79, ს.ფ. 198-206, ს.ფ. 86-107)
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
თავდაპირველი სარჩელი,ასევე დაზუსტებული სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხე მ------ ნ---–---–ს ჩაბარდა 2016 წლის 04 ივლისს და 2017 წლის 22 ნოემბერს(ს.ფ.109; ტ1;ს.ფ. 305) ხოლო შეგებებული სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხე მ------ ნ---–---–ს 09 მარტს 2018 წლის(ს.ფ.211-212 ტ.2)
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
მოპასუხე მ------ ნ---–---–ს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია არც მოსარჩელე მ--- ი-----–---ის სარჩელზე და არც შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე შპს ,------ კ---------------ი+”-ის შეგებებულ სარჩელზე. მას არც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. ასევე მოპასუხე მ------ ნ---–---–ი არა საპატიო მიზეზით არ გამოცხადდა საქმის სასამართლო განხილვის დროს სხდომაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, ხოლო გამოცხადებულმა მხარეებმა იშუმადგომლეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე. ამავე დროს სარჩელში და შეგებებულ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
მოცემულ შემთხვევაში სასმართლოს მიაჩნია რომ თვადაპირველ დაზუსტებულ სარჩელში მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352 მუხლის მეორე ნაწილისა ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად უნდა დაკმაყოფილდეს. სასამარტლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება რომ მოპასუხე მ------ ნ---–---–მა მ--- ი-----–---ის ნივეთები როგორც თავისი საკუთარი ნივთები ისე დააგირავა შპს ,------ კ---------------ი+”ში ხელშეკრულ;ებების საფუძველზე და მიიღო შესაბამისი ანაზღაურება.
ასევე სასამარტლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება რომ მ--- ი-----–---ის ნივთები 25 გრამიანი, ყელსაბამი ,,ლენტა“; საათი, ბროში; 15 გრამია ყელსაბამი ,,კობრა; საყურე მონეტა, სამეული ე.წ. ,,ტროიკა“; საყურე ,,ბურთი“. სარეალიზაციოდ არ არის მიქცეული მ------ ნ---–---–ის დავალიანების დასაფარავად შეგებებულ სარჩელსი მოსარჩელე შპს ,------ კ---------------ი+”-ის მიერ, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია და ეთანხმება იმ მოსაზრებას რომ ,, თუ რესტიტუციის მოვალეს ჯერ კიდევ შეუძლია ნივთის უკან დაბრუნება, მაშინ ის ვალდებულია დააბრუნოს გადაცემული ნივთი და არა მხოლოდ ღირებულება მის სანაცვლოდ. ამ შემთხვევაში ნატურით რესტიტუციის პრინციპს ენიჭება უპირატესობა ღირებულების ანაზღაურებასთან მიმართებაში. რესტიტუციის მოვალემ უნდა გამოისყიდოს ნივთი და თავიდან გადასცეს მასზე საკუთრება რესტიტუციის კ--------ორს“(გ.რ-----–---–ი 2016 24.05).
ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში თავდაპირველ დაზუსტებულ სარჩელში მოსარჩელე მ--- ი-----–---ის სასარჩელო მოთხოვნა მ------ ნ---–---–ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მ--- ი-----–---ი ჩაითვალოს მ------ ნ---–---–თან 2015 წელს დადებული ზეპირი ხელშეკრულებიდან გასულად, მ------ ნ---–---–ის სახელშეკრულებო ურთიერთობის დარღვევის გამო და დაევალოს მ------ ნ---–---–ს გამოსყიდვით დაუბრუნოს შემდეგი ოქროს ნივთები მ--- ი-----–---ს: 25 გრამიანი, ყელსაბამი ,,ლენტა“; საათი, ბროში; 15 გრამიანი ყელსაბამი ,,კობრა; საყურე მონეტა, სამეული ე.წ. ,,ტროიკა“; საყურე ,,ბურთი“. ასევე მ------ ნ---–---–ს მ--- ი-----–---ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 4730.00 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კ--------ორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 255-ე მუხლის თანახმად გირავნობის სახეებია:
ა) მფლობელობითი გირავნობა;ბ) რეგისტრირებული გირავნობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 257-ე მუხლის თანახმად 1. მოძრავ ნივთზე მფლობელობითი გირავნობა წარმოიშობა მხარეთა შეთანხმებისა და ნივთის მოგირავნის ან მოგირავნის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მფლობელობაში გადაცემის გზით.
2. თუ ნივთი უკვე იმყოფება მოგირავნის ან მოგირავნის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი პირის მფლობელობაში, გირავნობის წარმოშობისათვის საკმარისია მხარეთა შეთანხმება.
აღნიშნულიდან გ ამომდინარე სასამართლო ვერ გაიზიარებს თავდაპირველ დაზუსტებულ სარჩელში მოსარჩელე მხარის მოსაზრებას რომ ამავე სარჩელში მოპასუხეებს მ------ ნ---–---–სა და შპს ,------ კ---------------ი+”-ს შორის დადებული გირავნობის ხელშეკრულება ბათილია, ვინაიდან შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე და თავდაპირველ დაზუსტებულ სარჩელში მოპასუხე შპს ,------ კ---------------ი+”-ს მიერ წარმოდგენილი იქნა შპს ,------ კ---------------ი+”-სსა და მ------ ნ---–---–ს შორის დადებული სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებები და ასევე გირაოს მიღების აქტები, რითაც დადასტურებულია რომ მ------ ნ---–---–ის მიერ წარდგენილ ყველა ნივთზე მითითებულია როგორც ოქროს სინჯი,ასვე წონა და ღირებულება, ასევე დადგენილია რომ მ------ ნ---–---–ს სესხისა და გირავნობის 17 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შეგებებულ სარჩელში მოსარჩელისაგან მიღებული აქვს 10245 აშშ დოლარი და 180 ლარი..(იხ.ს.ფ.147-163; ტ.2). აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მ------ ნ---–---–ს მ--- ი-----–---მა 2015 წლის მანძილზე სხვადასვა დროს ისე გაატანა ოქროს ნივთები რომ შესაბამისი დოკუმენტი ნივთების ღირებულების გადახდასთან დაკავშირებით ნ---–---–ისაგან არ მოუთხოვია ი-----–---ს, რაც დასტრუდება იმით რომ თავდაპირველ სარჩელში მოსარჩელეს არა აქვს დრო მითითებული თუ რომელი ნივთი როდის გაატანა ნ---–---–ს, სარჩელში მითითებულია მხოლოდ ,,2015 წლის განმავლობაში“.
დადგენილია, რომ მ------ ნ---–---–სა და შპს ,------ კ---------------ი+”-ს შორის ხელშეკრულებები მანამდე დაიდო, სანამ მ--- ი-----–---ს ხელწერილს დაუწერდა მ------ ნ---–---–ი(ხელწერილი დაწერილია 2015 წლის 04 დეკემბერს), რაც იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ მ--- ი-----–---მა მ------ ნ---–---–ს სადავო ნივთები გაატანა გასაყიადად ანდა უფლებრივად დასატვირთად. სწორედ ამიტომ სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში შეგებებულ სარჩელში მოსარჩელის მიმართ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოქმედებს კეთისინიდისიერი შემძენის პრინციპი.
სამოტივაციო ნაწილი:
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
6.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე მ--- ი-----–---ას სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შეგებებული სარჩელით მოსარჩელე შპს ,------ კ---------------ი+”-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 317-ე,352,405-ე,319-ე,327-ე,623-ე,316-ე,361-ე,254-ე,276-ე,278-ე მუხლები.
8. სამართლებრივი შეფასება
8.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცულია სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად უნდა გამოიყენოს აღნიშნული უფლება და უნდა იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352 -ე მუხლის თანახმად 1. თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). 2. ნატურით დაბრუნების ნაცვლად მოვალეს ეკისრება ფულადი ანაზღაურება, თუ: ა. შეძენილის ხასიათიდან გამომდინარე, გამორიცხულია მისი დაბრუნება; ბ. მიღებულ საგანს მხარე გამოიყენებს, გაასხვისებს, უფლებრივად დატვირთავს, გადაამუშავებს ან გადააკეთებს;
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება რომ მ--- ი-----–---ის ნივთები:25 გრამიანი, ყელსაბამი ,,ლენტა“; საათი, ბროში; 15 გრამიანი ყელსაბამი ,,კობრა; საყურე მონეტა, სამეული ე.წ. ,,ტროიკა“; საყურე ,,ბურთი“, რომელიც გადასცა მ------ ნ---–---–ს სარეალიზაციოდ მ------ ნ---–---–სავე მიერ დატვირთულია უფლებრივად შპს,------ კ---------------ი+”-ში მ------ ნ---–---–ის მიერ როგორც მისი საკუთარი ნივთები, რომელში მან მიიღო ანაზღაურება(დღეის მდგომარეობით არ არის გაყიდული) მაგრამ მის მიერ არ მოხდა მ--- ი-----–---თან არსებული ვალდებულების სრულად შესრულება, ამიტომ საქართველოს სამოქალაო კოდექსის ზემოთ აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე ,,რესტიტუციის მოვალემ უნდა გამოისყიდოს ნივთი და თავიდან გადასცეს მასზე საკუთრება რესტიტუციის კ--------ორს“(გ.რ-----–---–ი 2016 24.05)ასეთ შემთხვევაში მ------ ნ---–---–ი ვალდებულია გამოისყიდოს მ--- ისამილოვის ნივთები:25 გრამიანი, ყელსაბამი ,,ლენტა“; საათი, ბროში; 15 გრამიანი ყელსაბამი ,,კობრა; საყურე მონეტა, სამეული ე.წ. ,,ტროიკა“; საყურე ,,ბურთი“ და ისე დაუბრუნოს მას.ასევე მ------ ნ---–---–ს უნდა დაეკისროს მოსარჩელე მ--- ი-----–---ის მიერ მოთხოვნილი თანხა 4730.00 ლარი.
8.2. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არარსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მისი დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. დადგენილია, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში არიან. მათ შორის დადებული გარიგება ატარებს სესხის ხელშეკრულების ელემენტებს. შესაბამისად მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. მხარეთა მიერ შეთანხმებული გარიგება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 327-ე მუხლის პირველი ნაწილის პრინციპებს. დასახელებული ნორმების მიხედვით მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში სესხზე მხარეთა შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, გამომდინარეობს მორალური პრინციპებიდან და არ არღვევს საჯარო წესრიგს. ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია.
8.3. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის საფუძვლებიდან. დასახელებული ნორმით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.
დადგენილია, რომ მ------ ნ---–---–სა და შპს ,------ კ---------------ი+”-ს შორის ვალდებულება წარმოიშვა 2015 წლის მანძილზე, შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ---------------ი+”- სა და მ------ ნ---–---–ს შორის, გაფორმებული სესხის და გირავნობის 17 ხელშეკრულებიდან: #382 ხელშეკრულება გაიხსნა 08.09.15-ში, #366 ხელშეკრულება - 24.08.15, #352 ხელშეკრულება - 15.08.15, #365 ხელშეკრულება - 24.08.15, #759 ხელშეკრულება - 15.05.15, #349 ხელშეკრულება - 10.08.15, #380 ხელშეკრულება - 08.09.15, #345 ხელშეკრულება - 04.08.15, #368 ხელშეკრულება - 28.08.15, #330 ხელშეკრულება - 10.07.15, #383 ხელშეკრულება - 14.09.15, #627 ხელშეკრულება - 15.04.15, #1419 ხელშეკრულება - 16.11.15, #43 ხელშეკრულება - 02.05.15, #370 ხელშეკრულება - 29.08.15, #53 ხელშეკრულება - 25.06.15, ხოლო #375 ხელშეკრულება გაიხსნა 04.09.15 - ში.
ასეთ ურთიერთობას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით დადგენილი ქცევის წესი. შესაბამისად მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობა სესხის ხელშეკრულებაა, ამიტომ მხარეებს შორის წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით.
მხარეეები ამ ხელსეკრულებებით შეთანხმდნენ როგორც გადახდის ვადებზე ასევე ხელშეკრულებაში გატავალისწინებული იქნა სამოქალაქოკოდექსის 625-ე მუხლის თანახმად გადასახდელ პროცენტზეც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნობი დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ამ წესის დაცვის შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად.
სესხის ხელშეკრულების დადებისა და ფულის გადაცემის შემდეგ, მოსარჩელემ შეიძინა მოთხოვნის უფლება.
მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. მ------ ნ---–---–მა დაარღვია ვალდებულება და სესხი არ დაფარა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას.მ------ ნ---–---–ს გადასახდელი ვალია შპს ,------ კ---------------ი+” -ის წინაშე 12695.39 აშშ დოლარი და 268.2 ლარი.
8.4. საქ. სკ-ის 254-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კ--------ორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
დადგენილია და სადაო არარის ის გარემოება, რომ შეეგებებულ სარცელსი მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფილია გირავნობით. მოპასუხეს მოსარჩელესთან დაგირავებული აქვს შემდეგი ნივთები:
საყურე ,,ბურთი“; სამეული ე.წ. ,,ტროიკა“, წონა 12.8გრამი; საათი ,,ჩაიკა“ სამაჯურით, წონა 14.3 გრამი; საყურე ,,მონეტა“; ძეწკვი ,,კობრა“, წონა 24.8 გრამი; გულსაბნევი, წონა 2.5 გრამი; ძეწკვი ,,კობრა“, წონით 15 გრამი; ბეჭედი, წონა 8.4 გრამი; სამაჯური, წონა 11 გრამი; ძეწკვი ,,კობრა“, წონა 20 გრამი; სამაჯური 4 ცალი, წონა 37.5 გრამი; ძეწკვი და კულონი, წონა 4.2 გრამი; კულონი 3 ცალი, წონა 11.1 გრამი; სამეული, წონა 9.6 გრამი; ბეჭედი 2 ცალი, წონა 13.7 გრამი; ყელსაბამი ,,ლენტა“, წონა 30.6 გრამი.
8.5. საქ. სკ-ის 254-ე მუხლის მეორე ნაწილით მოგირავნეს გირავნობის საგნიდან აქვს თავისი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება სხვა კ--------ორებთან შედარებით.
დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს არ გადაუხადა სესხზე გადასახდელი თანხა 12695.39 აშშ დოლარი და 268.2 ლარი. ვალდებულების შესრულების პრინციპიდან გამომდინარე მოსარჩელეს უფლება აქვს დაგირავებული ნივთებით დაიკმაყოფილოს მოთხოვნა.
8.6. სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“.
ამავე კოდექსის 278-ე მუხლით გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება მოგირავნეს აქვს მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
დადგენილია და სადაო არ არის ის გარემოება, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და მას შეეგებებულ სარჩელში მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს 12695.39 აშშ დოლარი და 268.2 ლარი. მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას მოთხოვნა დაიკმაყოფილოს გირავნობის საგნით. მოთხოვნის დაკმაყოფილება შეიძლება დაგირავებული ნივთების რეალიზაციით ან ნივთების საკუთრებაში მიღებით, ასევე სხვა მეთოდითაც თუ ამ სხვა მეთოდზე არიან მხარეები შეთანხმებული.
2015 წლის N382; 366; 352; 365; 759; 349; 380; 345; 368; 330; 383; 627; 1419; 43; 370; 53; 375 ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ თუ მოპასუხე სესხს არ დაფარავს, მაშინ მოსარჩელე გაყიდის გირავნობის საგანს და ამ გზით დაიკმაყოფილებს თავის მოთხოვნას. გაფრთხილების გარეშე. მიუხედავად გირავნობის საგნის რეალიზაციაზე შეთანხმებისა, წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელეს უფლება აქვს გაყიდოს დასახელებული გირავნობის საგანი ან მიიღოს საკუთრებაში და ამ გზით დაიკმაყოფილოს მოთხოვნა.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია რომ შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე მხარის სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
9. საპროცესო ხარჯები
9.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს _ სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
9.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე, მე-14, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 250-ე, 257-ე, 268-ე, 364-367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე მ--- ი-----–---ის მოპასუხეების მ------ ნ---–---–ისა და შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ს------ კ-------- + -ს“ მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ:
1.1. მ--- ი-----–---ი ჩაითვალოს მ------ ნ---–---–თან 2015 წელს დადებული ზეპირი ხელშეკრულებიდან გასულად, მ------ ნ---–---–ის სახელშეკრულებო ურთიერთობის დარღვევის გამო და დაევალოს მ------ ნ---–---–ს გამოსყიდვით დაუბრუნოს შემდეგი ოქროს ნივთები მ--- ი-----–---ს: 25 გრამიანი, ყელსაბამი ,,ლენტა“; საათი;, ბროში; 15 გრამია ყელსაბამი ,,კობრა; საყურე მონეტა, სამეული ე.წ. ,,ტროიკა“; საყურე ,,ბურთი“.
1.2. არ დაკმაყოფილდეს მ--- ი-----–---ის მოთხოვნა მ------ ნ---–---–სა და შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ს------ კ-------- + -ს“ შორის დადებული ოქროს ნივთების გირავნობის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ნივთების გამოთხოვის შესახებ.
1.3. მ------ ნ---–---–ს მ--- ი-----–---ის სასარგებლოდ დაეკისროს 4730.00 ლარის გადახდა.
2. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ს------ კ-------- +-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2.1. მ------ ნ---–---–ს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ს------ კ--------+ -ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 08 სექტემბრის N382, 2015 წლის 24 აგვისტოს N366, 2015 წლის 15 აგვისტოს N352, 2015 წლის 24 აგვისტოს N365, 2015 წლის 15 მაისის N759, 2015 წლის 10 აგვისტოს N349, 2015 წლის 08 სექტემბრის N380, 2015 წლის 04 აგვისტოს N345, 2015 წლის 25 ივნისის N53, 2015 წლის 29 აგვისტოს N370 და 2015 წლის 04 სექტემბრის N375 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების - 6727.7აშშ დოლარის გადახდა.
2.2. 2015 წლის 08 სექტემბრის N382, 2015 წლის 24 აგვისტოს N366, 2015 წლის 15 აგვისტოს N352, 2015 წლის 24 აგვისტოს N365, 2015 წლის 15 მაისის N759, 2015 წლის 10 აგვისტოს N349, 2015 წლის 08 სექტემბრის N380, 2015 წლის 04 აგვისტოს N345, 2015 წლის 25 ივნისის N53, 2015 წლის 29 აგვისტოს N370 და 2015 წლის 04 სექტემბრის N375 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების, ჯამში - 6727.7აშშ დოლარის დაკმაყოფილების მიზნით ყადაღისაგან გათავისუფლდეს და სარეალიზაციოდ მიექცეს ამ სესხების უზრუნველსაყოფად შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ს------ კ--------+ -ს“-ში მ------ ნ---–---–ის მიერ დაგირავებული, შემდეგი ოქროს ნივთები: საყურე ,,ბურთი“; სამეული ე.წ. ,,ტროიკა“, წონა 12.8გრამი; საათი ,,ჩიკა“ სამაჯურით, წონა 14.3 გრამი; საყურე ,,მონეტა“; ძეწკვი ,,კობრა“, წონა 24.8 გრამი; გულსაბნევი, წონა 2.5 გრამი; ძეწკვი ,,კობრა“, წონით 15 გრამი; ბეჭედი, წონა 8.4 გრამი; სამაჯური, წონა 11 გრამი; ძეწკვი ,,კობრა“, წონა 20 გრამი; სამაჯური 4 ცალი, წონა 37.5 გრამი; ძეწკვი და კულონი, წონა 4.2 გრამი; კულონი 3 ცალი, წონა 11.1 გრამი; სამეული, წონა 9.6 გრამი; ბეჭედი 2 ცალი, წონა 13.7 გრამი; ყელსაბამი ,,ლენტა“, წონა 30.6 გრამი.
3. მ------ ნ---–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 313.20 ლარის ანაზღაურება.
4. მ------ ნ---–---–ს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ს------ კ--------+ -ს“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 549.00 ლარის ანაზღაურება.
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე