მუხლი 319. სასამართლოს მოქმედება განცხადების მიღების შემდეგ
თავი XXXVII — მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადება
სასამართლო განხილვისათვის საქმის მომზადებისას სასამართლო გამოარკვევს, თუ რომელ პირებს შეუძლიათ მიაწოდონ ცნობები დაკარგულის შესახებ, აგრეთვე გამოჰკითხავს სათანადო ორგანოებს დაკარგული პირის შესახებ მისი უკანასკნელი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მიხედვით.
საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5265 - ვებგვერდი, 24.11.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 11.11.2011-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 319. მოსასამართლიოს მოქმედება განცხადების მიღების შემდეგ 1. სასამართლო განხილვისათვის საქმის მომზადებისას მოსასამართლეო გამოარკვევს, თუ რომელ პირებს შეუძლიათ მიაწოდონ ცნობები დაკარგულის შესახებ, აგრეთვე გამოჰკითხავს სათანადო ორგანოებს დაკარგული პირის შესახებ მისი უკანასკნელი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მიხედვით.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(14)
საქმე №ას-279-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.05.2023
…სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი, როდესაც შეაფასა პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით არ იქნა გათვალისწინებული მოსარჩელის ინტერესები. 55. კასატორმა მიიჩნია, რომ მხარეებმა სსსკ-ის 319-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრეს მათ შორის დადებული ხელშეკრულების პირობები, მე-12 მუხლში კი განსაზღვრეს მათი შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების…
საქმე №ას-782-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2022
…Sesaxeb aTvlis wertili swored im kritikul aTvlis wertils ჰqvia, saidanaც mxares sasamarTloSi (anu davis შemTxvevaSi თavisi uflebis dacva) sarჩelis aRZvris ufleba eZleva; 5.6. კასატორს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი პასუხობს სსსკ-ის 319-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუქნტის მოთხოვნებს "saqme mniSvnelovania samarTlis ganviTarebisa da erTgvarovani praqtikis Camoyalibebisaთvis". kerZod, saqme…
…მიღწეულია მხარეთა მიერ თავისუფლად გამოვლენილი ნამდვილი ნების საფუძველზე, მხარეებმა აღნიშნული შეთანხმების/ხელშეკრულების შინაარსი სწორედ ამგვარად განსაზღვრეს, რომლის დადების შესაძლებლობა/უფლებამოსილება მათ ჰქონდათ მინიჭებული სსსკ-ის 319.1-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან წინამდებარე შეთანხმება/ხელშეკრულება არ ეწინააღმდეგება კანონს. მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულების თანახმად…
…მოჩვენებითი გარიგების დროს, მართალია, სახეზეა მხარეთა ნების გამოვლენა და გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, თუმცა, მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება არ მოიცავს გარკვეული იურიდიული შედეგის დადგომის განზრახვას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, რომლის თანახმადაც, მხარეებს კანონის ფარგლებში შეუძლიათ დადონ…