გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2317821-2/158-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 ოქტომბერი 2019 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი
მოსარჩელე - შპს „ ა----–-“
წარმომადგენელი - თ------–--–-----ე
მოსარჩელე - ო------------–---–ი
მოპასუხე - შპს ,,მ----------------’’
წარმომადგენელი - დ-----------–--ე, ვ-----------–-------–---–ი
მესამე პირი - ო------------–---–ი
დავის საგანი - უსაფუძვლოდ მიღებული თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს ,,ა----–-ს’’ სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე შპს ,,მ----------------ს’’ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 47897.22 ლარის გადახდა.
1.2. ო------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა(ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019წლის 15 ოქტომბრის საოქმო განჩინებით შპს ,,ა----–-’’ მეორე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში შეიცვალა სათანადო მოსარჩელით ო------------–---–ით.იხ.2019 წლის 15 ოქტომბრის სას.სხ.ოქმი).
შპს ,,მ----------------ს’’ ო------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 95794.44 ლარის გადახდა.
შპს ,,ა----–-ა’’ სარჩელით მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2013 წლის 29 ივლისს ა---––----------–----–-------ს მიერ გამოცხადებული იქნა ელექტრონული ტენდერი N1--------, რომელიც ეხებოდა ქ.ა---––---–-, ს-------–---–-ს, ხ-–-----ს, მ--------–---–-ს, წმინდა დ--------------------------ეს. პ------–-ს, გ---------ს, ს------ს და მ------–---–-ს გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების უზრუნველყოფას, რომლის სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 1.9 27.600.00 ლარს.
აღნიშნულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შ.პ.ს. „ა----–-“ და შესაბამისად, 2013 წლის 11 სექტემბერს ა---––----------–----–-------სა და შ.პ.ს. „ა----–-“ -ს შორის დაიდო „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ N1-- ხელშეკრულება, რომლის მე-2. პუნქტის თანახმად, ,,2.1 „შემსყიდველმა“ - ა---––----------–----–-------ა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი 1--------, ქ. ა---––---–- ქუჩების: ს-------–---–-ს, ხ-–-----ს, მ--------–---–-ს. წმინდა დ--------------------------ეს, პ------–-ს, გ---------ს, ს------ს და მ------–---–-ს გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების უზრუნველყოფის მიზნით და მიიღო წინადადება შ.პ.ს. „ა----–- -საგან აღნიშნული სამუშაოების შესრულებაზე, შემდეგ თანხაზე: 1927600 ლარეზე.
აღნიშნული, ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულების მიზნით., შ.პ.ს. „ა----–-“ -მა 2013 წლის 12 სექტემბერს შ.პ.ს. ,მ----------------”-სთან, როგორც სუბ კონტრაქტორთან დადო ხელშეკრულება. აღწიშნული ხელშეკრულების 1.I. პუნქტის თანახმად, განისაზღვრა, რომ ..1.I. „დამკვეთი“ უკვეთავს „შემსრულებელს“ ქ.ა---––---–- ქუჩების: ს-------–---–-ს, ხ-–-----ს, პ------–-ს, მ------–---–-ს, გ---------ს (I-II) ნაწილის, სულ ღირებულებით 93802571.16 (ცხაასოთხმოცი ათას რვაასსამოცდათერთმეტი ლარი და 10 თეთრი) ლარს სარეაბილიტაციო სამუშაოების უზრუნველყოფის მიზნით შესრულებაზე... ამავე ხელშეკრულების 6.1 და 60.2. პუნქტების თანახმად, ,6 შემსრულებელთან ანგარიშსწოოება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში. 6.2 შემსრულებელთან ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების, ფარული სამუშაოების აქტის, შესრულებული სამუშაოს აქტი. ფორმა 2-სა და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე.
შ.პ.ს. „ა----–-“ -სა და შ.პ.ს. „მ----------------”-ს, შორის 2013 წლის 12 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში შ.პ.ს. „მ----------------”-ის მიერ პერიოდულად ხორციელდებოდა შესრულებული სამუშაოების აქტების წარმოდგენა, რომელთა საფუძველზეც შ.პ.ს. მ----------------”ს შ.პს. „ა----–-“ -ს მხრიდან უნაზღაურდებოდა შესაბამისი თანხები. კერძოდ, 2013 წლის 22 ოქტომბერს აუნაზღაურდა 177,757,52 ლარი; 2013 წლის 24 ოქტომბერს აღუნაზღაურდა 9355,66 ლარი და 2013 წლის 5 დეკემბერს აუნაზღაურდა 666326.62 ლარი. საბოლოო ჯამში 2013 წლის 22 ოქტომბრიდან 2013 წლის დეკემბარმდე შ.პს. „ა----–-”-მა შ.პს. „მ----------------ს გაწეულ მომსახურებაში აუნაზღაურეა 853439.80
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის განაჩენით (სისხლის სამართლის საქმე 17002190320-1:274-17წ.). შ.პ.ს. „ა----–-“ -ს დირექტორი ო-------------–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 132-ე მუხლის შე- ნაწილის ,ბ. ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ე.ი. სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა. თუ ეს წივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლხომიერ მფლობელობაში ას გამბებლობაში იმყოფებოდა - ჩადენილი დიდი ოდენობით, რისთვისაც ძირითად სასჯელთან ეოთად დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესახზღვრა '«დარიმა 260,000 ლარის ოდენობით. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დადგინდა, ოომ შ.პ.ს. „ა----–-“ -ს მხრიდან სახელმწიფოს მიადგა 130,785 ლარის დიდი ოდენობის ზიანი.
აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე შ.პ.ს. „ა----–-“-ს დირექტორს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 წაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ე.ი. სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა - ჩადენილი დიდი ოდენობით) ბრალი წაეყენა სწორედ იმ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში, რომლის შესრულების მიზინით, მან„ როგორც სუბკონტრაქტორი აიყვანა წინამდებარე საქმეში მოპასუხედ წარმოდგენილი შ.პ.ს. „მ----------------“, როგორც უკვე აღვნიშნეთ მითითებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში შ.პ.ს. „ა----–-“-ს მხრიდან სახელმწიფოს მიადგა 130,789 ლარის დიდი ოდენობის ზიანი. განვმარტავთ აღნიშნული ზიანის ციფრის კალკულაციას: როგოც უკვე აღნიშნეს 2013 წლის 11 სექტემბერს ა---––----------–----–-------სა და. შ.პ.ს. „ა----–-”-ს მორის დაიდო „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ M#--- ზელ შეკრულება, რომლის მე-2. პუნქტის თანახმად, ,,2.1 „შემსყიდველმა”დ - ა---––----------–----–-------ა გამოაცხადა ელექტრონული გენდერი 1--------, ქ. ა---––---–- ქუჩების ს-------–---–-ს, ხ-–-----ს, მ--------–---–-ს, წმინდა დ--------------------------ეს, პ------–-ს, გ---------ს, ს------ს და მ------–---–-ს გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების უზრუნველყოფის მიზნით და მიიღო წინადადება შ.პ.ს. ,,ა----–-”- საგან აღნიშნული სამუშაოების შესრულებაზე შემდეგ თანხაზე 1927600 (ერთი მილიონ ცხრაასოცდაშვიდი ათას ექვსასი) ლარზე... შ.პ.ს. „ა----–-“-ს მიერ ა---––----------–----–------ში წარდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებში მითითებული სამუშაოების მოცულობა და ღირებულება შეადგენდა - 1,751 397 ლარს, თუმცა ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დადგინდა, რომ შ.პ.ს. „ა----–-“-ს მიერ ა---––----------–----–------ში წარდგენილი შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ღირებულება ნაცვლად 1,751 397 ლარისა შეადგენდა 1,620,612 ლარს, რაც 130 785 ლარით ნაკლებია შ.პ.ს. „ა----–-“-ს მიერ ა---––----------–----–------ში წარდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებში მითითებულ მოცულობასა და ღირებულებაზე, რომელიც შეადგენდა 1,751 397 ლარს. მითითებული სხვაობა (130 785 ლარი) კი შეფასდა, როგორც სახელმწიფოსათის მიეწებული დიდი ოდენიბის ზიანი, რომელიც შ.პ.ს. „ა----–-“-მა აანაზღაურა სრულად და ამასთან, შ.პ.ს. „ა----–-”-ს, როგორც უკვე აღვნიშნეთ ძირითად სასჯელთან ერთად დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 260,000 ლარის ოდენობით (მიყენებული ზიანის ორმაგი ოდენობა). შ.პ.ს. „ა----–-“-ს მხრიდან მიყენებული ზიანის თანხიდან (130 785 ლარი) 47,897.22 ლარი გამოწვეულია შ.პ.ს,ს „მ----------------“-ის, როგორც სუბკონტრაქტორის ქმედებით: კერძოდ: 2013 წლის 29 ივლისს ა---––----------–----–-------ს მიერ გამოცხადებული იქნა ელექტრონული ტენდერი N1--------, რომელიც ეხებოდა ქ.ა---––---–-, ს-------–---–-ს, ხ-–-----ს, მ--------–---–-ს, წლის II სექტემბერს ა---––----------–----–-------სა და შ.პ.ს. ,ა----–-“-ს შორის დაიდო „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ” IM1-- ხელ შეკრულება, რომლის მე-2.1 პუნქტის თანახმად, 2.1 „შემსყიდველმა“ - ა---––----------–----–-------ა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი 1--------, ქ. ა---––---–- ქუჩების: ს-------–---–-ს, ხ-–-----ს, მ--------–---–-ს, წმინდა დ--------------------------ეს, პ------–-ს, გ---------ს, ს------ს და მ------–---–-ს გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების უზრუნველყოფის მიზნით და მიიღო წინადადება შ.პ.ს. „ა----–-”- საგან აღნიშნული სამუშაოების შესრულებაზე, შემდეგ თანხაზე: I927600 (ერთი მილიონცხრაასოცდაშვიდი ათას ექვსასი) ლარზე... აღნიშნული ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულების მიზნით, შ.პ.ს. „ა----–-“-მა 2013 წლის 12 სექტემბერს შ.პ.ს. „მ----------------“-სთან, როგორც სუბკონტრაქტორთან დადო ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, განისაზღვრა, რომ „1.1. „დამკვეთი უკვეთავს „შემსრულებელს“ ქ.ა---––---–- ქუჩების: ს-------–---–-ს, ხ-–-----ს, პ------–-ს, მ------–---–-ს, გ---------ს (I-II) ნაწილის, სულ ღირებულებით 980871.16 (ცხაასოთხმოცი ათას რვაასსამოცდათერთმეტი ლარი და 16 თეთრი) ლარს სარეაბილიტაციო სამუშაოების უზრუნველყოფის მიზნით შესრულებაზე.“ . ამავე ხელშეკრულების 6.1. და 6.2. პუნქტების თანახმად, „6. შემსრულებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში. 62 შემსრულებელთან ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების, ფარული სამუშაოების აქტის, შესრულებული სამუშაოს აქტი ფორმა M2-სა და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში შ.პ.ს. „მ----------------“-ის მიერ პერიოდულად ხორციელდებოდა შესრულებული სამუშაოების აქტების წარმოდგენა, რომელთა საფუძველზეც შ.პ.ს.,მ----------------“-ს შ.პ.ს. „ა----–-“-ს მხრიდან უნაზღაურდებოდა შესაბამისი თანხები. კერძოდ, 2013 წლის 22 ოქტომბერს აუნაზღაურდა 177,737,52 ლარი; 2013 წლის 24 ოქტომბერს აუნაზღაურდა 9355,66 ლარი და 2013 წლის 5 დეკემბერს აუნაზღაურდა 666 326.62 ლარი. საბოლოო ჯამში 2013 წლის 22 ოქტომბრიდან 2013 წლის 05 დეკემბრამდე შ.პ.ს. „ა----–-“-მა შ.პ.ს. „მ----------------ს გაწეულ მომსახურებაში აუნაზღაურა 853 43980 ლარი. ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე დადგიდნა, რომ:
1. ქ. ა---––---–- ხ-–-----ს ქუჩახე ხარჯთაღრიცხვით და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები კერძოდ, გხის საფარის ქვედა და ზედა ფენების მოწყობა, ტერიტორიის მოქანდაკება ავტოგრეიდერით, საფუძვლის მოწყობა ფრაქციული ღირღით და 3.6ტ. ბიტუმის მოსხმა 3708.61 მ: ფართობის ნაცვლად შ.პ.ს.,მ----------------“-ს შესრულებული აქვს 3330მ2, რის გამოც შ.პ.ს..მ----------------“-ს აუნაზღაურდა 23 514.37 ლარით მეტი;
2. ქ.ა---––---–- მ------–---–-ს ქუჩაზე ხარჯთაღრიცხვით და პროექტით ფენების მოწყობა, ტერიტორიის მოქანდაკება ავტოგრეიდერით, საფუძვლის მოწყობა ფრაქციული ღორღით და 1.29ტ ბითუმის მოსხმა 1284 მ2 ფართობის ნაცვლად შ.პ.ს.,მ----------------“-ს შესრულებული აქვს 1245მ2, რის გამოც შ.პ.ს. „მ----------------ს“ აუნაზღაურდა 3347.92 ლარით მეტი;
3. ქ.ა---––---–- პ------–-ს ქუჩაზე ხარჯთაღრიცხით და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები კერძოდ, გზის საფარის ქვედა ფენა ნაცვლად 3224.24მ2 ფართობისა შ.პ.ს.,მ----------------“-ს მოწყობილი აქვს 2815მ2, აღნიშნული სამუშაოების შესრულებით შ.პ.ს.,მ----------------“-ს აუნაზღაურდა 10 666.56 ლარი. ასევე გაუთვალსიწინებელი სამუშაოების შესრულებისას შ.პ.ს. „მ----------------“ ვალდებული იყო მოეწყო 11 გ.მ. წყალგაუმტარი ლითონის მილი, რომლის ღირებულება შესრულებული სამუშას აქტის მიხედვით შეადგენდა 1375 ლარს, რეალურად აღნიშნული სამუშაოები შ.პ.ს.,მ----------------“-ის მიერ არ იქნა შესრულებული. მოცემულ შემთხვევაში თანხობრივმა სხვაობამ შეადგინა 2659 ლარი;
4. ქ.ა---––---–- ს-------–---–-ს ქუჩაზე ხარჯთაღრიცხვით და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები კერძოდ, გზის საფარის ქვედა ფენა ნაცვლად 1369მ2 ფართობისა შ.პ.ს.,მ----------------“-მ მოაწყო 1150 მ2, აღნიშნული სამუშაოების შესრულებით შ.პ.ს.,მ----------------“-ს ზედმეტად აუნაზღაურდა 5556.09 ლარი;
5. ქ.ა---––---–- გ---------ს ქუჩაზე ხარჯთაღრიცხვით და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები კერძოდ, გზის საფარის ქვედა ფენა და ეზოში შესასვლელები ნაცვალდ 1963 მ2 ფართობისა შ.პ.ს. „მ----------------“-ს მოწყობილი აქვს 1915 მ, აღნიშნული სამუშაოების შესრულებით შრ.პ.ს. „მ----------------“-ს ზედმეტად აუნაზღაურდა 2153.28 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შ.პ.ს. „ა----–-”-ის მხრიდან შ.პ.ს. „მ----------------“-ისათვის ზედმეტად/უასაფუძვლოდ ანაზღაურებული თანხა შეადგენს სულ 47 89722 ლარს, რითაც შ.პ.ს „მ---------------- გამდიდრდა უსაფუძვლოდ და შესაბამისად მიღებული (მითითებული) თანხა ექვემდებარება უკან დაბრუნებას.
ო------------–---–მა სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
შ.პ.ს „ა----–-“-ს მიერ ა---––----------–----–------ში წარდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებში მითითებული სამუშაოების მოცულობა და ღირებულება შეადგენდა - 1,751 397 ლარს, თუმცა სისხლის სამართლის საქმეზე დადგინდა, რომ შ.პ.ს. „ა----–-“-ს მიერ ა---––----------–----–------ში წარდგენილი შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ღირებულება ნაცვლად 1,751 397 ლარისა შეადგენდა 1,620,612 ლარს, რაც 130 785 ლარით ნაკლებია შ.პ.ს. „ა----–-“-ს მიერ ა---––----------–----–------ში წარდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებში მითითებულ მოცულობასა და ღირებულებაზე, რომელიც შეადგენდა 1,751 397 ლარს. მითითებული სხვაობა (130 785 ლარი) კი შეფასდა, როგორც სახელმწიფოსათის მიეწებული დიდი ოდენობის ზიანი, რომელიც შ.პ.ს. „ა----–-“-მა აანაზღაურა სრულად და ამასთან, შ.პ.ს. „ა----–-“-ს, როგორც უკვე აღვნიშნეთ ძირითად სასჯელთან ერთად დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 260,000 ლარის ოდენობით (მიყენებული ზიანის ორმაგი ოდენობა) ამასთან, შ.პ.ს „ა----–-“-ის მხრიდან შრ.პ.ს. „მ----------------“-ისათვის ზედმეტად ანაზღაურებული თანხა შეადგენს სულ 47 897.22 ლარს. შ.პ.ს. „ა----–-“-ისათვის მოპასუხის ქმედებით გამოწვეული ზიანის ოდენობა კი გამოთვლილია იმავე პრინციპით, რა პრინციპითაც სასჯელის სახით დაჯარიმებული იქნა შ.პ.ს.,ა----–-“ ე.ი. მიყენებული ზიანის ორმაგი ოდენობით. მაშასადამე ვინაიდან, შ.პ.ს. „მ----------------“-მ შ.პ.ს. „ა----–-“-საგან უსაფუძვლოდ მიიღო 47 897.22 ლარი, მისი ორმაგი ოდენობა (2-ჯერ 47 897.22 ლარი), როგორც შ.პ.ს.,ა----–-“-სათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 95 794.44 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ,,მ----------------ს’’ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შპს ,,ა----–-ა’’ და შპს ,,მ----------------ს’’ შორის სამართლებრივი ურთიერტობა წარმოიშვა 2013 წლის 12 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისად ასეთის არსებობის პირობებში დავა შესაძლებელია გამომდინარეობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან და არა უსაფუძვლო გამდიდრებიდან, თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მოპასუხე მხარის მიერ სახელშეკრულებო პირობები შესრულებულია ჯეროვნად და არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეზე ო------------–---–ის მიმართ დამდგრა განაჩენს, აღნიშნული განაჩენით ერთმნიშვნელოვნადაა დადგენილი 2013 წლის 11 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მის მიერ თანხების მითვისებისა და ბუნებრივი წიაღით უკანონო სარგებლობის ფაქტი, რაშიც არ დგინდება შპს ,,მ----------------ს’’ უფლებამოსილი პირების ბრალეულობა. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შესაძლოა დასაბუთებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულებით ვალდებული პირის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება მოპასუხე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის და აღნიშნულით მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, ვიანიდან შპს ,,მ----------------ს’’ მიერ 2013 წლის 12 სექტემბრის ხელეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები შესრულებულია 2013 წლის სექტემბერისა და ნომებრის თვეში, რასაც ადასტურებს მიღება-ჩაბარების აქტები, ხოლო რაც შეეხება შპს ,,ა----–-ა’’ და ა---––----------–----–------ს შორის 2013 წლის 11 სექტემბერს გაფრომებულ ხელშეკრულებას, აღნიშნული ხელშეკრულებით შემსყიდველის წინაშე ერთადერთი პასუხისმგებელ პირს წარმაოდგენს შპს ,,ა----–-’’. ამასთან, საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება მოპასუხის ბრალეულობა და მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, მოპასუხის უფლებამოსილ პირსა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რაც გამორიცხავს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამასთან, მოთხოვნების ხანდაზმულია.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირმა ო------------–---–მა მიუთითა, რომ შპს ,,ა----–-ს’’ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. 2013 წლის 29 ივლისს ა---––----------–----–-------ს მიერ გამოხადებული იქნა ელექტრონული ტენდერი N1--------, რომელიც ეხებოდა ქ. ა---––---–-, ს-------–---–-ს, ხ-–-----ს, მ--------–---–-ს, წმინდა დ--------------------------ეს, პ------–-ს, გ---------ს და მ------–---–-ს ქუჩების გზის საერაბილიტაციო სამუშაოების უზრუნველყოფას, რომლის სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 1927.600 ლარს. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ,,ა----–-’’
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ა---––----------–----–-------ს მიერ ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შესახებ ელექტრონული ამონაწერი (ს/ფ 30)
4.1.2. 2013 წლის 11 სექტემბერს ა---––----------–----–------სა და შპს ,,ა----–-’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულება, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ. ა---––---–-, ს-------–---–-ს, ხ-–-----ს, მ--------–---–-ს, წმინდა დ--------------------------ეს, პერტიწის, გ---------ს და მ------–---–-ს ქუჩების გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების უზრუნველყოფა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 1927600 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 11.09.2013წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულება; (ს/ფ 31-37)
4.1.3. 2013 წლის 12 სექტემბერს შპს ,,ა----–-ა’’ და შპს ,,მ----------------ს’’ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,,ა----–-ა’’, როგორც დამკვეთმა შეუკვეთა შპს ,,მ----------------ს, როგორც შემსრულებელს ქ. ა---––---–-, ს-------–---–-ს, ხ-–-----ს, პ------–-ს, მ------–---–-ს, გ---------ს ქუეჩების გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ღირებულებით - 980871.16 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 12.09.2013წ. ხელშეკრულება; (ტომი 1, ს/ფ 38-41)
4.1.4. შპს ,,მ----------------მ’’ შპს ,,ა----–-ს’’ სასარგებლოდ ეტაპობრივად შეასრულა 12.09.2013წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 853439.80 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტები; ს/ფ 45-68)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
4.1.5. შპს ,,ა----–-ა’’ შპს მ----------------ს’’ აუნაზღაურა შემდეგი თანხები: 2013 წლის 22 ოქტომბერს - 177 757.52 ლარი, 2013 წლის 24 ოქტომბერს - 9355.66 ლარი, 2013 წლის 5 დეკემბერს- 666 326.62 ლარი. სულ - 853 439.80 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 22.10.2013წ. საგადასახადო დავალება; ( ს/ფ 42)
- 24.10.2013წ. საგადასახადო დავალება; ( ს/ფ 43)
- 05.12.2013წ. საგადასახადო დავალება; ( ს/ფ 44)
4.1.6. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენით შპს ,,ა----–-ს’’ დირექტორი ო------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითად სასჯელთან ერთად დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 260000 ლარი. ო------------–---–ის მიერ სახელმწიფოსათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 130785 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენი; (ს/ფ 76-83)
4.1.7. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენით დადგენილია, რომ ქ. ა---––---–-, ხ-–-----ს ქუჩაზე ხარჯთაღრიცხვის და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებულია 23514.37 ლარით ნაკლები. ქ. ა---––---–-, მ------–---–-ს ქუჩაზე ხარჯთაღრიცხვით და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებულია 3347.92 ლარით ნაკლები. ქ. ა---––---–-, პ------–-ს ქუჩაზე ხარჟთაღრიცხითა და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებულია 2659 ლარით ნაკლები. ქ. ა---––---–-, ს-------–---–-ს ქუჩაზე ხარჯთაღრიცხვით და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებულია 556.09 ლარით ნაკლები. ქ. ა---––---–-, გ---------ს ქუჩაზე ხარჯთაღრიცხვით და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებულია 2153.28 ლარით ნაკლები. ჯამში შესრულებულია 37230.66 ლარით ნაკლები სამუშაო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენი; (ს/ფ 76-83)
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. შპს ,,მ----------------მ’’, მასსა და შპს ,,ა----–-’’ შორის 2013 წლის 12 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეასრულა 37230.66 ლარით ნაკლები ღირებულების სამუშაო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე Nას-1206-1166-2016).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ შპს ,,მ----------------მ’’ შპს ,,ა----–-’’ წარუდგინა სამუშაოების შესრულების მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთა მიხედვით, შპს ,,მ----------------ს’’ მიერ შესრულებული იქნა 853 439.80 ლარის ღირებულების სამუშაო. აღნიშნული თანხა, შპს ,,ა----–-ს’’ მიერ სრულად იქნა ანაზღაურებული შპს ,,მ---------------ისათვის’’. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლისნ 29 ნოემბრის განაჩენით დადგინდა, რომ ქუჩებზე, რომელთა სარაბილიტაციო სამუშაოების უზრუნველყოფა შპს ,,ა----–-ა’’ დაუკვეთა შპს ,,მ----------------ს’’, შესრულებულია 37230.66 ლარით ნაკლები სამუშაო. აღნიშნული თანხა, კი შპს ,,ა----–-’’ ანაზღაურებული აქვს შპს ,,მ---------------ისათვის.’’ ამდენად, მოსარჩელის ხარჯზე მოხდა მოპასუხის გამდიდრება, რის შედეგადაც ერთი პირის (მოპასუხის) ქონების გაზრდა მოხდა მეორე პირის (მოსარჩელის) ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 12.09.2013წ. ხელშეკრულება; (ტომი 1, ს/ფ 38-41)
- შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტები; ს/ფ 45-68)
- ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენი; (ს/ფ 76-83)
4.2.2. მოსარჩელე ო------------–---–ს მოპასუხე შპს ,,მ---------------ის’’ ქმედებით ზიანი არ მისდგომია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მართლმსაჯულების განხორციელების უმთავრესი პრინციპია.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ო------------–---–ს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენით დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 260000 ლარის ოდენობით. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ო------------–---–ს შპს ,,მ----------------ს’’ ქმედებით მიადგა ზიანი და დამატებითი სასჯელის სახით გადახდილი თანხის ნაწილის 95794.44 ლარის დაკისრებას ითხოვს მოპასუხისათვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ გაუგებარია რაში გამოიხატება ამ შემთხვევაში შპს ,,მ----------------ს’’ მიერ მიყენებული ზიანი. ამდენად, წარმდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება მოსარჩელისათვის მოპასუხის უშუალო ქმედებით გამოწვეული ზიანი და მისი ოდენობა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდა იმისა, რომ მოსარჩელემ ვერ დადასტურდა ზიანის მიყენების ფაქტი, წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება ასევე ზიანის ოდენობა. ამდენად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება.
4.2.4. შპს ,,ა----–-ს’’ სარჩელი შპს ,,მ----------------ს’’ მიმართ წარმოდგენილია კანონით დადგენილ ვადაში.
ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენით დადგინდა, რომ შპს ,,ა----–-ს’’ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება, მათ შორის იმ სამუშაოების ღირებულება, რომელთა შესრულებაც შპს ,,ა----–-ა’’ შეუკვეთა შპს ,,მ----------------ს’’, იყო ნაკლები ღირებულების. შესაბამისად, შპს ,,ა----–-სათვის’’ შპს ,,მ----------------ს’’ მიმართ მოთხოვნის უფლების წარმოშობა ცნობილი გახდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენით, ხოლო სარჩელი კი წარმოდგენილის რამდენიე თვის შემდეგ - 2018 წლის 21 თებერვალს. შესაბამისად მოპასუხის მითითება სარჩელის ხანდაზმულობაზე უსაფუძვლოა.
სამოტივაციო ნაწილი :
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,ა----–-ს’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო ო------------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალქო კოდექსის 115-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 385-ე, 408-ე, 412-ე, 414-ე, 991-ე, 976-ე მუხლებით
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სასამართლოს ამოცანაა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაადგინოს რამდენად არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელ კომპონენტთა ერთიანობა მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან და საფუძვლებიდან გამომდინარე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში, სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ, მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის ურთიერთობა უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.
სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ''ა'' ქვეპუნქტით ,,პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში”.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი არეგულირებს უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებს. უსაფუძვლო გამდიდრების გამო ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში მოიშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.
უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების ამოღება, რითაც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სამართლიანობის აღდგენა, ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი არეგულირებს, ისეთ შემთხვევას, როდესაც შემსრულებელი ახორციელებს ფაქტობრივად არარსებულ ვალდებულებას, რაც იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის Nას-1051-991-2015).
უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა ანუ გამდიდრების გათანაბრება. გამდიდრების უსაფუძვლობა კი შეიძლება ემყარებოდეს სხვადასხვა გარემოებებს, მათ შორის მართლზომიერ ქმედებებსაც. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი მნიშვნელობა არა აქვს ბრალს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთი პირის ქონების გადასვლის ფაქტი მეორე პირის საკუთრებაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, დაზარალებულს აუნაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რომლითაც მიმღები გამდიდრდა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,მ----------------მ’’ შპს ,,ა----–-’’ წარუდგინა სამუშაოების შესრულების მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთა მიხედვით, შპს ,,მ----------------ს’’ მიერ შესრულებული იქნა 853 439.80 ლარის ღირებულების სამუშაო. აღნიშნული თანხა, შპს ,,ა----–-ს’’ მიერ სრულად იქნა ანაზღაურებული შპს ,,მ---------------ისათვის’’. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლისნ 29 ნოემბრის განაჩენით დადგინდა, რომ ქუჩებზე, რომელთა სარაბილიტაციო სამუშაოების უზრუნველყოფა შპს ,,ა----–-ა’’ დაუკვეთა შპს ,,მ----------------ს’’, შესრულებულია 37230.66 ლარით ნაკლები სამუშაო. აღნიშნული თანხა, კი შპს ,,ა----–-’’ ანაზღაურებული აქვს შპს ,,მ---------------ისათვის.’’ ამდენად, უდაოდ დადგენილია, რომ მოპასუხე შპს ,,მ----------------მ’’ მოსარჩელისაგან შესაბამისი ვალდებულებით-სამართლებრივი საფუძველის გარეშე მიიღო 37230.66 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის თანხის გადაცემის ფაქტი ექცევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის რეგულირების რეჟიმში და მიღებული შესრულება ექვემდებარება დაბრუნებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
ამავე კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიუხედვით უკან იქნეს მოთხოვნილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლით ,,პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული”.
უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არ აქვს აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ-კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.
მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია ის ფაქტი, რომ შპს ,,მ----------------ს’’ მიერ მიღებულ თანხას იურიდიული საფუძველი არ გააჩნია. მოპასუხემ ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, მოპასუხის მიერ შესაბამისი ვალდებულების არსებობის გარეშე მოხდა თანხის 37230.66 ლარის ჩარიხვა მოპასუხის ანგარიშზე, რის შედეგადაც მოპასუხის ქონება მითითებული თანხით გაიზარდა. აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას. უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი სიკეთის ამოღებით უნდა აღდგეს ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობა და სამართლიანობა. ამ მიზნით ქონებრივი სარგებელი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოპასუხე გამდიდრდა. აღნიშნული თანხის გადახდით მოსარჩელე აღსდგება თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში. თავის მხრივ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის აღსდგება სამართლიანი ბალანსი. დაზარალებულს აუნაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რომლითაც მიმღები გამდიდრდა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის მტკიცების ტვირთი იყო მოსარჩელის მხარეზე, რომლის მიერაც აღნიშნული გარემოება სათანადო მტკიცებულებებით იქნა დადასტურებული, ხოლო საწინააღმდეგოს დამადასტურებელი, რაიმე სახის მტკიცებულება მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებ შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომელბიც კანონით გათვალისიწნებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისასა კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმდებეს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალადებულებელი გარემოება.
ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმდების უშუალო შედეგს. ხოლო 414-ე მუხლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებული უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურების, როგორც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულებაში, სწორედ იმ ფაქტობრივი მდგომარეობის აღდგენა იგულისხმება, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის ხარიხსი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია. სასამართლო აღნიშნავს, რომ სული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმადოგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანია რის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბუექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგელბში.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ის არგუმენტი, რომ ო------------–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 260 000 ლარი და აღნიშნული თანხის ნაწილი წარმოდგენს მოპასუხის მიერ მიყენებულ ზიანს, სასამართლოს ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკმარის საფუძვლად არ მიაჩნია. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს და რომელისც არ დადგებოდა მოპასუხეს ვალდებულება ჯეროვნად რომ შეესრულებინა. ზიანი არის დანაკარგი, რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ სახეზე იყოს ზიანი, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს ზიანის მიყენებასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში კი არ დასტურდება მოპასუხისათვის ზიანის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების არსებობა.
ამასთან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მეოთხე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმას, ვინც დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ტერიტორიაზე, სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კოდექსით.
ამავე კოდექსის 7-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი ნორმებით.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
მოცემულ შემთხვევაში ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენით დამტკიცდა მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმება და ო------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და 260 000 ლარი დაენიშნა დამატებითი სასჯელის სახედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე და 42-ე მუხლის საფუძველზე, რის გამოც აღნიშნული ვერ ჩაითვლება ო------------–---–ისათვის შპს. ,,მ----------------ს’’ მიერ მიყენებულ ზიანად.
7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის შესაბამისად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებელობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორცილების შესაძლებლობა. ხანდაზმულობის ვადის დენა დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოთხოვნის წარმოშობის დრო, ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, პირისთვის მისი უფლების დარღვევის შესახებ ფაქტის შეტყობის მომენტს ემთხვევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისად ამ თუ იმ ფაქტის წარმოშობის დროს ადგენს. უფლების დარღვევის შეტყობის ფაქტად მიიჩნევა დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის ცნობილი გახდა უფლების დარღვევის შესახებ ან გარემოებათა გათვალისწინებით უნდა შეეტყო უფლების დარღევის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენით დადგინდა, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებულია 130785 ლარით ნაკლები სამუშაო, ვიდრე ხარჯთაღრიცხვით და პროექტით იყო გათვალისწინებული. მითითებულ სამუშაოები მოიცავს შპს ,,მ----------------ს’’ მიერ შპს ..ა----–-ს’’ დაკვეთით შესრულებულ სამუშაოებს. შესაბამისად, შპს ,,ა----–-სათვის’’ უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა 2017 წლის 29 ნოემბერს, ხოლო სარჩელი წარმოდგენილია რამდენიმე თვეში - 2018 წლის 21 თებერვალს. მოსარჩელს დაცული აქვს სარჩელის წარმოდგენის ვადა. ამდენად, სარჩელი არ არის ხანდაზმული და არსებული მოთხოვნა განხორციელებადია. მოპასუხის მითითება სარჩელის ხანდაზმულობაზე დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,ა----–-ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხე შპს ,,მ----------------ს’’ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 1116.91 ლარის და წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 1489.22 ლარის გადახდა. ო------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკსიროს სახელმწიფო ბაჟის 2873.83 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,ა----–-ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე შპს ,,მ----------------ს’’ მოსარჩელე შპს ,,ა----–-ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 37230.66 ლარის გადახდა.
1.2. შპს ,,ა----–-’’ უარი ეთქვას მოპასუხე შპს ,,მ----------------ზე’’ 10667.22 ლარის დაკისრებაზე.
1.3. მოპასუხე შპს ,,მ----------------ს’’ მოსარჩელე შპს ,,ა----–-ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 1116.91 ლარის გადახდა.
1.4. შპს ,,ა----–-’’ დაუბრუნდეს 2018 წლის 21 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 4311 ლარიდან 2874.08 ლარი.
1.5. მოპასუხე შპს ,,მ----------------ს’’ მოსარჩელე შპს ,,ა----–-ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 1489.22 ლარის გადახდა.
3. ო------------–---–ის სარჩელის შპს ,,მ----------------ს’’ მიმართ არ დაკმაყოფილდეს.
4. ო------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 2873.83 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გია ბერაია