1. თუ მიწის ორი ნაკვეთი ერთმანეთისაგან გამიჯნულია ღობით ან საზღვრად გამოყენებული სხვა ნაგებობით, ივარაუდება, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს აქვთ თანაბარი უფლება ისარგებლონ ამ ნაგებობით, თუკი ნაგებობის გარეგნული მხარე პირდაპირ არ მიუთითებს, რომ იგი მხოლოდ ერთ-ერთი მეზობლის საკუთრებაა.
2. თუ ორივე მეზობელი უფლებამოსილია ერთობლივად ისარგებლოს საზღვრად გამოყენებული ნაგებობით, თითოეულ მათგანს შეუძლია ნაგებობა მხოლოდ ისე გამოიყენოს, რომ ამით ხელი არ შეუშალოს მეორე მეზობელს თანასარგებლობაში.
3. ნაგებობის მოვლისა და შენახვის ხარჯები მეზობლებს შორის თანაბრად ნაწილდება.
4. ვიდრე ერთ-ერთი მეზობელი დაინტერესებულია ამ სასაზღვრო ნაგებობის არსებობით, დაუშვებელია მისი აღება ან შეცვლა მეზობლის თანხმობის გარეშე.
თავი მესამე
საკუთრების შეძენა და დაკარგვა
I. საკუთრების შეძენა უძრავ ნივთებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(104)
საქმე №ბს-348(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.11.2024
…საფუძველზე დადგენილი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2017 წლის 27 დეკემბერს საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსმა გამომძიებელმა დააკავა ზ. ს-ი, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო…
საქმე №ბს-760(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.10.2023
…არსებობა/დადგენა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 მარტის განაჩენით გ.ჩ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ა“,,,დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის,,ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის…
საქმე №ბს-318(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.11.2022
…მომსახურების - 10 000 ლარის ანაზღაურება. სარჩელის თანახმად, 2011 წლის 21 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებულ იქნა განაჩენი, რომლის მიხედვითაც გ. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის…
საქმე №ბს-319(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.06.2022
…სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო ბრძანების გამოცემის მომენტიდან - 2006 წლის 19 აგვისტოდან. გალისა და გულრიფშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის განაჩენით (#1/21-07 საქმე) ნ.ა-ი გამართლდა სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში; ნ.ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის…
საქმე №ას-1366-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.04.2020
…ამ მოთხოვნის ფაქტობრივი დასაბუთებისათვის, ე.ი. მოხდა მისი განხილვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს გამორჩა რატომღაც მხედველობიდან, მიეღო გადაწყვეტილება ამ კონკრეტული მოთხოვნის მიმართ (მაგალითად, სსკ-ის 182-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელების ობიექტური გაერთიანება). თუ არ არსებობს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები, სასამართლოს გამოაქვს განჩინება…
საქმე №ას-40-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2019