1. მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.
11. ბავშვის საკუთრებაში არსებული 1 000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე.
2. ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5013 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5913 – ვებგვერდი, 25.05.2020
მთავარი მონაცემები
თანხა1 000 ლარზე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.05.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 186. მოძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის საფუძვლები 1. მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. 11. ბავშვის საკუთრებაში არსებული 1 000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე. 2. ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(377)
საქმე №ას-914-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.02.2026
…მოსარჩელემ ვერ შეძლო დაესაბუთებინა აღიარებითი მოთხოვნის მიმართ მისი ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, როგორც აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღებისა და განხილვის აუცილებელი წინაპირობა ( სსსკ-ის 178.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 186.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი (სარჩელის აღძვრის დროს მოქმედი რედაქცია)). 25. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „მ–სის“ სარჩელი 52 536 ლარის…
საქმე №ას-609-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.01.2026
…შეუძლებელია, სსკ-ის 1164-ე, 1166-ე მუხლების საფუძველზე, არსებობდა მისი ღირებულების ½ ნაწილის - 7 980 ლარის მოსარჩელისთვის ანაზღაურების საფუძველი. 4. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა სსსკ-ის 178. 1-ე, 186.11 მუხლების საფუძველზე იშუამდგომლა მოსარჩელის სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სარჩელს არ ახლდა მტკიცებულება - შსს…
საქმე №ას-1268-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.12.2025
…მოსარჩელემ ვერ შეძლო დაესაბუთებინა აღიარებითი მოთხოვნის მიმართ მისი ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, როგორც აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღებისა და განხილვის აუცილებელი წინაპირობა [ სსსკ-ის 178.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 186.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი (სარჩელის აღძვრის დროს მოქმედი რედაქცია)]. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს…
…ტერიტორიაზე ცნობის შესახებ არ შეიცავს საჭირო მონაცემებს ან მას არ ერთვის ყველა აუცილებელი დოკუმენტი, ამ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლო გამოიყენებს ჩვეულებრივ სასარჩელო წარმოებასთან დაკავშირებულ ნორმებს - სსსკ-ის 186-ე, 187-ე მუხლები (იხ. სუსგ საქმე Nა-381-შ-10-2023, 21 მარტი 2023 წელი; ასევე იხ.: ლევან გოთუა, „უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო…
საქმე №ას-17-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.10.2025
…მოსარჩელემ ვერ შეძლო დაესაბუთებინა აღიარებითი მოთხოვნის მიმართ მისი ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, როგორც აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღებისა და განხილვის აუცილებელი წინაპირობა [ სსსკ-ის 178.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 186.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი (სარჩელის აღძვრის დროს მოქმედი რედაქცია)]. 27. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი განუხილველად უნდა…
საქმე №ბს-59(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.06.2025
საქმე №ას-407-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.06.2025
საქმე №ბს-223(2კ-23.) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2025
საქმე №ბს-839(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.01.2025
საქმე №ას-1091-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2024
საქმე №ას-321-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2024
…შესახებ“ საქართველოს კანონი). საკასაციო სასამართლომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის განსაზღვრის მიზნით არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ამგვარი ურთიერთობის გადასაწყვეტად უნდა შემოწმდეს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის წინაპირობები, რომლითაც დადგენილია, რომ საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს…
…კომერციული ფართის და 5 სატრანსპორტო საშუალების შესაძენი თანხის დირექტორის სარგებლად დაკვალიფიცირებას. აცხადებს, რომ უძრავ და მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადასვლის წესი სხვადასხვაა სამოქალაქო კანონმდებლობით. მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლზე და განმარტავს, რომ მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემა რეგისტრაციასთან არ არის დაკავშირებული. ეს წესი ვრცელდება…
…დაბეგრილია ქონების გადასახადით, ამავდროულად, გარიგებები ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. აღნიშნული კოდექსის 69-ე მუხლის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით. ამავე კოდექსის 186-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე…
…254-ე, 274-ე მუხლებზე მითითებით), ნივთის შეძენის შემდეგ შპს „-------“ უნდა გადაეცეს უფლებრივად დაუტვირთავი საკუთრება. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემძენის კეთილსინდისირების ფაქტი. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლითაც რეგულირებულია მოძრავი ნივთის შეძენის წესი და დადგენილია, რომ საკუთრების გადასაცემად აუცილებელია მესაკუთრემ…
…და ამავე ვადაში მოახდინოს მისი დეკლარირება. ასეთ დროს კომპანია ფიზიკურად მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს ავტომობილის დეკლარირება, რადგან ავტომობილს ჩამოყვანის შემდებ კომპანია ფაქტობრივად არ ფლობს. საჩივრის ავტორი უთითებს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლზე მოძრავი ნივთის საკუთრების უფლებაზე. მომჩივანი ასევე აღნიშნავს, რომ შპს „-------მა“ განცხადებით მიმართა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო…