მუხლი 14. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია
თავი II — უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი
1. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში ასევე რეგისტრირდება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვება.
2. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციის მოთხოვნის მომენტისათვის უძრავ ნივთზე, საკუთრების უფლების გარდა, სხვა რაიმე უფლება არ არის რეგისტრირებული უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.
3. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება მიტოვებულად ითვლება საკუთრების უფლების მიტოვების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
4. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების შემდეგ საკუთრების უფლება გადადის სახელმწიფოზ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (19.12.2008).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(22)
საქმე №ას-738-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.02.2025
…მის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: ქ. ბათუმი, დასახლება......., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - №.......), საკუთრების მიტოვების რეგისტრაცია, სახელმწიფოს სასარგებლოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 184-ე მუხლის და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე. 6.1.8. ხ.გ–ძის განცხადების საფუძველზე, 2002 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი,…
საქმე №ბს-1410(4კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.06.2024
…ამ უკანასკნელმა მიატოვა საკუთრების უფლება, რომლის შემდგომ საკუთრების უფლება გადავიდა სახელმწიფოზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 184-ე, 3111, 312-ე მუხლებზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქათველოს კანონის მე-5, მე-9 და მე-14 მუხლებზე,,,სახელმწიფო ქონების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლზე,,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების…
საქმე №ბს-277(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2024
…მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ (ძალადაკარგულია 2020 წლის 1 იანვრიდან იუსტიციის მინისტრის 12/31/2019 N87 ბრძანებით) პირველ, მე-13, მე-14 მუხლებზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო…
საქმე №ბს-1465(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.02.2019
…ნ. ლ-ე გარდაიცვალა 2010 წლის 8 იანვარს. 2010 წლის 12 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა ნ. ლ-ის წარმომადგენლის დ. კ-ას განცხადება, რომლითაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 184-ე მუხლის და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე, მოთხოვნილ იქნა ქ. თბილისში,...ში (ნაკვეთი...) მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1000 კვ.მ…
…საკუთრებაში არსებული ფართის ნაწილი. სასამართლო მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. N4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 14.3 და 14.9 მუხლებს. აღნიშნული ბრძანების 14.3 მუხლი განსაზღვრავს შენობა-ნაგებობაზე და მის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობას.…