გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.03.2019
საქმის ნომერი
330210018002671640
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
29.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

330210018002671640

საქმე №2/29632-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე

 

სხდომის მდივანი სოფიო სუხიტაშვილი

 

განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე კ---------------–---–ი

წარმომადგენელი რ---------------–ი

 

მოპასუხე ს------------------------------------–------------

წარმომადგენელი შ-----------------–---–ი

 

დავის საგანი ქმედების განხორციელების დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დადგინდეს კ---------------–---–ის მიერ შპს ,,მ--------ში’’ მისი კუთვნილი 15%-იანი წილის მიტოვების ფაქტი და შესაბამისად, ამოიშალოს იგი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შპს ,,მ--------ის’’ სარეგისტრაციო მონაცემებიდან.

 

სასარჩელო მოთხოვნის საფუძველად მითითებულია შემდეგი:

 

2018 წლის 2 ივლისს კ---------------–---–ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა, ქონების მიტოვების საფუძველზე, კ---------------–---–ის, როგორც შპს ,,მ--------ის’’ 15%-იანი წილის მფლობელის ამოშლა საჯარო რეესტრიდან და მის ნაცვლად მესაკუთრედ მ--------------–-–---–ის აღრიცხვა, რამეთუ შპს ,,მ--------ის’’ პარტნიორებიდან მხოლოდ მ--------------–-–---–მა გამოხატა ნება მიეღო საკუთრებაში მიტოვებული წილი.

 

მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,მ--------ი’’ შეიქმნა 1996 წლის 1 ივლისს, რომლის ერთ-ერთი პარტნიორი იყო შპს ,,დ----------–-----------’’, რომელმაც 2003 წლის 21 თებერვალს გაასხვისა კუთვნილი 15%-იანი წილი კ---------------–---–ზე, რომელსაც აღარ სურს მის საკუთრებაში ირიცხებოდეს მიღებული წილი. ამ მიზნით, 2018 წლის 5 ივნისს შპს ,,მ--------ის’’ დირექტორს, მ--------------–-–---–ს, გაეგზავნა შეტყობინება წილის მიტოვების შესახებ, სადაც კ---------------–---–ი ატყობინებდა შპს ,,მ--------ს’’, რომ მისი მიტოვებული წილი შეეძლოთ პროპორციულად გადაენაწილებინათ შპს ,,მ--------ის’’ დანარჩენ პარტნიორებს. გარდა ამისა, კ---------------–---–ი, მისი კუთვნილი წილის დანარჩენ პარტნიორებზე გადანაწილების შემთხვევაში, უარს აცხადებდა რაიმე სახის ფულად ან ნატურით კომპენსაციაზე როგორც საზოგადოების, ისე - პარტნიორების მხრიდან. შპს ,,მ--------ის’’ პარტნიორების მხრიდან კ---------------–---–ს 2018 წლის 19 ივნისს გამოეხმაურა მხოლოდ შპს ,,მ--------ის’’ ერთ-ერთი პარტნიორი - მ--------------–-–---–ი, რომელმაც თანხმობა განაცხადა კ---------------–---–ის მიერ მიტოვებული წილის მის სახელზე რეგისტრაციაზე. დანარჩენ პარტნიორებს კ---------------–---–ის მიერ მიტოვებული წილის შეძენის სურვილი არ გამოუხატავთ. შესაბამისად, კ---------------–---–ი 15% წილი უნდა დარეგისტრირდეს მხოლოდ მ--------------–-–---–ის სახელზე, ხოლო კ---------------–---–ი ამოიშალოს შპს ,,მ--------ის’’ პარტნიორობიდან.

 

2018 წლის 2 ივლისს, კ---------------–---–ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შპს ,,მ--------ში’’ კ---------------–---–ის 15%-იანი წილის მიტოვების თაობაზე და ამავე წილის მ--------------–-–---–ის სახელზე აღრიცხვის მოთხოვნით. 2018 წლის 5 ივლისს საჯარო რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც მოითხოვა შპს ,,მ--------ის’’ პარტნიორთა კრების ოქმი. აღნიშნული ოქმი 2018 წლის 31 ივლისს წარედგინა განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მიუხედავად აღნიშნულისა, 2018 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით ს-------------------------------–-------------- შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოება, ხოლო 2018 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით შეწყვიტა ადმინისტრაციული წარმოება, რაც გასაჩივრდა მოსარჩელის მხრიდან 2018 წლის 12 სექტემბერს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით კ---------------–---–ს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ს-------------------------------–-------------- წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 1 აგვისტოს კ---------------–---–ის წარმომადგენლის რ---------------–ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი იქნა განცხადება, რომლითაც დაინტერესებული პირის, რ---------------–ის მიერ მოთხოვნილია შპს ,,მ--------ის’’ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ საწარმოს კაპიტალში კ---------------–---–ის კუთვნილ 15% წილზე საკუთრების უფლების მიტოვებისა და აღნიშნული წილის მ--------------–-–---–ის საკუთრებაში რეგისტრაცია. სარეგისტრაციოდ წარდგენილი იქნა შეტყობინება წილის მიტოვების შესახებ, რომლის თანახმად კ---------------–---–ი გამოთქვავს სურვილს შპს ,,მ--------ის’’ კაპიტალში კუთვნილი 15% წილზე საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ. მითითებული დოკუმენტის ხელმოწერილია რ---------------–ის მიერ. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო პირობითი განცხადება შპს ,,მ--------ის’’ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად წარსადგენი იყო:

ა) სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული სარეგისტრაციო დოკუმენტი (გარიგება), რომლის თანახმად, კ---------------–---–ის კუთვნილი საზოგადოების წილის 15% საკუთრებაში გადაეცემოდა მ--------------–-–---–ს.

ბ) ინფორმაცია შპს ,,მ--------ში’’ პარტნიორთა წილობრივი მონაცემების შესახებ, რომელსაც უნდა ერთვოდეს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტაცია.

გ) სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული, რ---------------–ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

დ) ამასთან, ვინაიდან სარეგისტრაციო დოკუმენტაცია წარდგენილი იყო ასლის სახით, სათანადო წესით დამოწმების გარეშე, წარსადგენი იყო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შედგენილი და დამოწმებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.

 

გარდა მითითებულისა, რ---------------–ს 2018 წლის 3 აგვისტოს გაეგზავნა წერილი, რომლითაც ეცნობა, რომ ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ; საქართველოს მთავრობის N509 დადგენილების მე-2 მუხლის ,,მ’’ პუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელ ორგანოში დამატებით წარსადგენია რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების თაობაზე მომსახურების გაწევისათვის დაწესებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი, სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული დოკუმენტი (ქვითარი).

 

2018 წლის 27 აგვისტოს რ---------------–მა წარმოადგინა შეტყობინება წილის მიტოვების შესახებ. 2018 წლის 29 აგვისტოს მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურმა სარეგისტრაციო წარმოების განუახლებლობის შესახებ შეტყობინებით დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ კვლავ წარსადგენი იყო:

ა) სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული სარეგისტრაციო დოკუმენტი (გარიგება), რომლის თანახმად, კ---------------–---–ის კუთვნილი საზოგადოების წილის 15% საკუთრებაში გადაეცემოდა მ--------------–-–---–ს.

ბ) ინფორმაცია შპს ,,მ--------ში’’ პარტნიორთა წილობრივი მონაცემების შესახებ, რომელსაც უნდა ერთოდეს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტაცია.

ამასთან, აცნობა, რომ წარსადგენი იყო სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურმა დაინტერესებულ პირს დამატებით განუმარტა, რომ შპს ,,მ--------ის’’ კაპიტალში კ---------------–---–ის კუთვნილი წილის საწარმოს სხვა პარტნიორების საკუთრებაში გადაცემის რეგისტრაციის მიზნით, წარსადგენი იყო წილის მიმღებთა ნების გამოვლენის დამადასტურებელი დოკუმენტი, ვინაიდან წილზე საკუთრების უფლების მისაღებად არ იყო საკმარისი მხოლოდ წილის დათმობის ნების გამოვლება, არამედ სავალდებულო იყო წილის მიმღების თანხმობაც.

 

ბიზნესის რეგისტაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, ვინაიდან დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ წარადგინა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა კ---------------–---–ის წარმომადგენელმა რ---------------–მა და მოითხოვა მისი გაუქმება და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოთხოვნილი უფლებათა რეგისტრაცია. ს-------------------------------–-------------- 2018 წლის 28 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

მოპასუხის მითითებით, მოცემული დავის კანონიერად გადაწყვეტისა და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის 05.09.2018 გადაწყვეტილების კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შესაფასებლად უნდა დადგინდეს რეგისტრირდება თუ არა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში საზოგადოების წილზე საკუთრების უფლების მიტოვება, ასევე, უნდა შეფასდეს მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურს ჰქონდა თუ არა უფლება მოეთხოვა სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული სარეგისტრაციო დოკუმენტის (გარიგების), შპს „მ--------ის“ პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის შესახებ ინფორმაციისა და სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ს------------------------------------–------------ს მითითებით, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში საზოგადოების წილზე საკუთრების უფლების მიტოვება რეგისტრაციას არ ექვემდებარება, ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციიდან დგინდებოდა, რომ კ---------------–---–ის კუთვნილი წილი უნდა მიეღო მ--------------–-–---–ს, შესაბამისად სააგენტოს მიაჩნია, რომ მართებულია მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის პოზიცია სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენის მოთხოვნის თაობაზე, რომლითაც დადგინდება კ---------------–---–ის კუთვნილი საზოგადოების წილის (15%) მ--------------–-–---–ისათვის საკუთრებაში გადაცემის ფაქტი.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბერს N241 ბრძანებით დამტკიცებული „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რაც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში პარტნიორთა წილები გამოხატული უნდა იყოს პროცენტებში და მათი ჯამი უნდა შეადგენდეს 100 პროცენტს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იმ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების შემთხვევაში, რომლებზეც მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში არ არის დაცული მონაცემები საწარმოში პარტნიორებისა და მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ, სარეგისტრაციო და ამონაწერის გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად, უფლებამოსილი პირების მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს მონაცემები საწარმოში პარტნიორთა და მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბერს N°241 ბრძანებით დამტკიცებული „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ხარვეზის დადგენის შესახებ, თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი 2010 წლის 1 იანვრამდე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. მოცემულ სადავო შემთხვევაში დადგინდა, რომ სააგენტოში არ არის დაცული სრულყოფილი ინფორმაცია შპს „მ--------ში“ პარტნიორთა წილობრივი მონაცემების შესახებ, მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტი ვალდებული იყო მოეთხოვა შპს „მ--------ის“ პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა.

 

რაც შეეხება, სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის Nო509-ე დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის ,,მ’’ პუნქტის თანახმად, განმარტავს, რომ ერთი სამუშაო დღის ვადაში მეწარმე სუბიექტის, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა, და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაციისათვის დაწესებული საფასური შეადგენს 100 (ასი) ლარს. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის N509-ე დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლით ამომწურავად დადგენილია იმ მომსახურების სახეები, რომლებიც გათავისუფლებულია მომსახურების საფასურის გადახდისაგან. აღნიშნული დანაწესი არ ითვალისწინებს მომსახურების საფასურისაგან გათავისუფლებას შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციისას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს ,,მ--------ი’’ საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტია, რომელიც დაფუძნდა 1996 წლის 1 ივლისს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით. საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორები არიან:

- მ--------------–-–---–ი - 30.5%;

- ე---–------------–-–---–----------

- გ---–---------------–---–ი -5%;

- რ----------------–--ე - 3.07%;

- ც-------–-----ა - 2.99%;

- ლ--–---------ე - 5%;

- ნ---------–--------ე - 2.99%;

- შპს ,,P--’’ – 15%.

 

3.1.2. საზოგადოების წესდების 3.5 მუხლის შესაბამისად, პარტნიორს შეუძლია გაასხვისოს თავისი წილი ან წილის ნაწილი საწესდებო კაპიტალში - დაუთმოს იგი ერთ ან რამდენიმე პარტნიორს, გადასცეს მემკვიდრეობით, მიყიდოს ან სხვა ფორმით გადასცეს მესამე პირს, თუ ეს წილი მთლიანადაა შეტანილი საწესდებო კაპიტალში. წესდების 3.6 მუხლის თანახმად, პარტნიორის მთელი წილის ან მისი ნაწილის გასხვისების შემთხვევაში (გარდა მემკვიდრეობით გადაცემისა) სხვა პარტნიორები სარგებლობენ წილის შეძენის უპირატესი უფლებით.

 

3.1.3. შპს ,,მ--------ის’’ წესდების 3.7 მუხლის მიხედვით, დასაშვებია მხოლოდ მთლიანი წილის ისეთი ნაწილის გასხვისება, რომელიც ჯერადია წესდებით განსაზღვრული დაუნაწევრებელი წილისა.

 

3.1.4. საწესდებო კაპიტალში წილის ნაწილის გასასხვისებლად (გარდა მემკვიდრეობით გადაცემისა) საჭიროა პარტნიორთა კრების თანხმობა წილის ნაწილის მიმღებისა და გასხვისებული თანხის ოდენობის მითითებით. წილი ან წილის ნაწილი გასხვისებულად ითვლება შესაბამისი ხელშეკრულების სანოტარო დამტკიცების დღიდან. (3.8-3.9 პუნქტები)

 

3.1.5. წესდების 3.10 პუნქტის თანახმად, წილის (წილის ნაწილის) მესამე პირისათვის გადაცემის შემდეგ ამ პირზე გადაიცემა ყოფილი პარტნიორის ყველა უფლება-მოვალეობა.

 

3.1.6. შპს ,,მ--------ის’’ წესდების 3.11 პუნქტის თანახმად, პარტნიორს თუ მისი წილი არ აღემატება საწარმოს საწესდებო კაპიტალის 25%-ს და ეს წილი სრულადაა შეტანილი შეუძლია გავიდეს საზოგადოებიდან, რისთვისაც წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს საწარმოს დირექტორს თორმეტი ან მეტი თვით ადრე სამეურნეო წლის დამთავრებამდე. თუ პარტნიორის წილი საწარმოს საწესდებო კაპიტალის 25%-ს აღემატება საზოგადოებიდან მის გასასვლელად აუცილებელია პარტნიორთა კრების თანხმობა.

 

3.1.7. კომპანიის წესდების 3.12 პუნქტის თანახმად, გასულ პარტნიორს საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან ეძლევა საწარმოს ქონების ნაწილის ღირებულების ტოლი ფულადი თანხა საწესდებო კაპიტალში მისი წილის პროპორციული ოდენობით (გადახდა წარმოებს იმ სამეურნეო წლის წლიური ანგარიშის დამტკიცების შემდეგ, რომელშიც მონაწილე გავიდა საწარმოდან, მაგრამ არა უგვიანეს თორმეტი თვის გასვლის დღიდან) და შესაბამისად მცირდება საწესდებო კაპიტალი სათანადო წესების დაცვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- წესდება (ს.ფ. 95-98);

 

3.1.8. 2003 წლის 10 თებერვალს გაიმართა შპს ,,მ--------ის’’ დამფუძნებელთა კრება, რომელზე მიღებული გადაწყვეტილებითაც კ---------------–---–ს თანხმობა მიეცა, როგორც ფიზიკურ პირს შეეძინა შპს ,,მ--------ში’’ არსებული შპს ,,პ--’’-ს 15%-იანი წილი და შესულიყო დამფუძნებელთა სიაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ოქმი N1 (ს.ფ. 138).

 

3.1.9. 2003 წლის 21 თებერვალს შპს ,,დანერგვის ცენტრ P--’’-სა (წარმოდგენილი დირექტორის კ---------------–---–ის სახით) და კ---------------–---–ს შორის დაიდო წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,მ--------ის’’ საწესდებო კაპიტალში შპს ,,დანერგვის ცენტრი P--’’-ს კუთვნილი 15% წილი (ნომინალური ღირებულება 600 ლარი) საკუთრებაში გადაეცა კ---------------–---–ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 21.02.2003წ. წილის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 91-94).

 

3.1.10. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2----–-–----------------–- მიღებული იქნა დადგენილება, რომლითაც შპს ,,მ--------ის’’ ერთ-ერთ დამფუძნებლად 15%-იანი წილით დადგინდა კ---------------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 19.09.2018წ. გადაწყვეტილება (ს.ფ. 125-131).

 

3.1.11. 2018 წლის 5 ივნისს კ---------------–---–ის წარმომადგენელმა წერილობითი შეტყობინებით აცნობა შპს ,,მ--------ის’’ პარტნიორებს, რომ კ---------------–---–ს აღარ აქვს სურვილი იყოს შპს ,,მ--------ში’’ წილის მესაკუთრე და მიიღო გადაწყვეტილება, მიატოვოს აღნიშნულ წილზე საკუთრების უფლება, რის შემდგომაც დანარჩენ პარტნიორებს წარმოეშობათ მის წილზე, პროპორციულად საკუთრების უფლება. მითითებული ფაქტის გათვალისწინებით მოითხოვა დანარჩენ პარტნიორებს უზრუნველეყოთ შეთანხმების საფუძველზე, საზოგადოების დანარჩენ პარტნიორებზე კ---------------–---–ის კუთვნილი 15%-იანი წილის პროპორციულად ან სხვაგვარი წესით გადანაწილება და აღნიშნული პარტნიორების შეთანხმების საჯარო რეესტრში წარდგენა. ამავდროულად, კ---------------–---–მა განმარტა, რომ მისი კუთვნილი წილის დანარჩენ პარტნიორებზე გადანაწილების შემთხვევაში იგი უარს აცხადებდა, რაიმე სახის ფულად ან ნატურით კომპენსაციაზე, როგორც საზოგადოების, ისე პარტნიორების მხრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შეტყობინება (ს.ფ. 99);

 

3.1.12. 2018 წლის 19 ივნისს მ--------------–-–---–მა კ---------------–---–ის წარმომადგენელს რ---------------–ს მის მიერ განხორციელებული 5 ივნისის შეტყობინებაზე აცნობა, რომ ეთანხმება კ---------------–---–ს, რომ 2003 წლის 21 თებერვლიდან მხარეთა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ის გახდა შპს ,,მ--------ის’’ 15% წილის მფლობელი და მაშინვე მოხდა შეთანხმება, რომ გარკვეული დროის შემდეგ მ--------------–-–---–ი დაიბრუნებდა წილს, რადგან მას აღარ აქვს სურვილი იყოს ამ წილის მესაკუთრე და მიიღო მისი მიტოვების გადაწყვეტილება, მ--------------–-–---–მა გამოხატა თანხმობა მიიღოს წილი მის მფლობელობაში. მ--------------–-–---–ის მითითებით ის არის კომპანიის 60.99% წილის მესაკუთრე პარტნიორი და შეუძლია გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფლება და მიიღოს ერთპიროვნული გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 18.06.2018წ. შეტყობინების პასუხი (ს.ფ. 101);

 

3.1.13. 2018 წლის 2 ივლისს, კ---------------–---–ის წარმომადგენელმა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და განმარტა, რომ კ---------------–---–ს აღარ აქვს სურვილი იყოს შპს ,,მ--------ში’’ 15% წილის მესაკუთრე და გადაწყვიტა მასზე საკუთრების უფლების მიტოვება. ამ მიზნით 2018 წლის 5 ივნისს მიმართა შპს ,,მ--------ის’’ დირექტორს, მ--------------–-–---–ს და გაუგზავნა შესაბამისი შეტყობინება. ამავე წერილში კ---------------–---–ი ატყობინებდა შპს ,,მ--------ს’’, რომ მისი მიტოვებული წილი შეეძლოთ პროპორციულად გადაენაწილებინათ შპს ,,მ--------ის’’ დანარჩენ პარტნიორებს. გარდა ამისა, კ---------------–---–ი, მისი კუთვნილი წილის დანარჩენ პარტნიორებზე გადანაწილების შემთხვევაში, უარს აცხადებდა რაიმე სახის ფულად ან ნატურით კომპენსაციაზე, როგორც საზოგადოების, ისე პარტნიორების მხრიდან. შპს ,,მ--------ის’’ პარტნიორებიდან კ---------------–---–ს 2018 წლის 19 ივნისს გამოეხმაურა მხოლოდ შპს ,,მ--------ის’’ ერთ-ერთი პარტნიორი - მ--------------–-–---–ი, რომელმაც თანხმობა განაცხადა კ---------------–---–ის მიერ მიტოვებული წილი მის სახელზე დარეგისტრირებულიყო. დანარჩენ პარტნიორებს კ---------------–---–ის მიერ მიტოვებული წილის შეძენის სურვილი არ გამოუხატავთ. შესაბამისად, კ---------------–---–ის 15% წილი უნდა დარეგისტრირდეს მხოლოდ მ--------------–-–---–ის სახელზე, ხოლო კ---------------–---–ი ამოიშალოს შპს ,,მ--------ის’’ პარტნიორობიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 18.06.2018წ. შეტყობინების პასუხი (ს.ფ. 101);

 

3.1.14. 2018 წლის 5 ივლისს ს-------------------------------–-------------- წარდგენილ განცხადებასთან მიმართებით განმცხადებელს განუმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს ფუნქციურ-სამართლებრივ ნიშნით შექმნილ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის კომპეტენცია და უფლებამოსილებანი განსაზღვრულია ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონითა და სააგენტოს დებულებით. ამრიგად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქციაა რეგისტრაცია. ამავე კანონის თანახმად, რეგისტრაციაში მოიაზრება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. რეგისტრაცია სარეგისტრაციო წარმოების შედეგია, რომლის დაწყების საფუძველი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არის განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო ამ კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ პუნქტში სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამდენად, მარეგისტრირებელი ორგანო კონკრეტულ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების განხილვის საფუძველზე. ს-------------------------------–-------------- მოიხმო ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტი, რომელზე დაყრდნობითაც განუმარტა განმცხადებელს, რომ შპს-ს პარტნიორის წილზე საკუთრების უფლების ცვლილების საფუძველია შეთანხმება წილზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ, რომლის ნამდვილობის წინაპირობები დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, გარიგების ნამდვილობის აუცილებელი პირობაა მხარეთა ურთიერთმფარავი ნების გამოვლენა და გარიგების ყველა არსებით პირობაზე შეთანხმება საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარიგება არ ჩაითვლება დადებულად და არ წარმოიშობა სამართლებრივი ურთიერთობა. გარდა მითითებულისა, მარეგისტრირებელმა ორგანომ განმარტა, რომ ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, შპს-ს პარტნიორთა წილები გამოხატული უნდა იყოს წილად რიცხვებით/პროცენტებში და მათი ჯამი უნდა შეადგენდეს 1 მთელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 05.07.2018წ. მიმართვა (ს.ფ. 108-109);

 

3.1.15. 2018 წლის 27 ივლისს გაიმართა შპს ,,მ--------ის’’ პარტნიორთა კრება N2, რომელსაც ესწრებოდნენ 90% წილის მესაკუთრე პარტნიორები:

1. მ--------------–-–---–ი (60.95%);

2. რ----------------–--ე -ქაროსანიძე (3.07%);

3. ნ---------–--------ე (2.99%);

4. ც-------–-----ა (2.99%);

5. ლ--–---------ე (5%)

 

3.1.16. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კ---------------–---–ის მიერ მიტოვებული 15% წილი გადაეცა საკუთრებაში მ--------------–-–---–ს.

 

მ--------------–-–---–ს, მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ, შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე გადაეცა აგრეთვე რ----------–---------ის (5%), გ---–---------------–---–ის (5%) და რ-----------------------------–--ის (3.07%) წილები. მ--------------–-–---–ს ასევე საკუთრებაში გადაეცა ნ---------–--------ის (2.99%), ც-------–-----ას (2.99%) და ლ--–---------ის (5%) კუთვნილი წილები, რაზედაც პარტნიორებმა მ. მ-------–-–---–ის შეთავაზებაზე უარი განაცხადეს. მ. მ-------–-–---–მა მიიღო გადაწყვეტილება მისი წილი შპს ,,მ--------ში’’ განისაზღვროს 89.02%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- პარტნიორთა კრების ოქმი (ს.ფ. 100);

 

3.1.17. 2018 წლის 31 ივლისს კ---------------–---–ის წარმომადგენელმა კვლავ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და 05.07.2018 წლის მიმართვასთან დაკავშირებით განმარტა, რომ კ---------------–---–სა და მ--------------–-–---–ს შორის შედგა შეთანხმება ო-----–---–ის მიტოვებული წილის მ--------------–-–---–ზე აღრიცხვის შესახებ. აღნიშნული შეთანხმება გამოიხატა, პირველ რიგში, კ---------------–---–ის 2018 წლის 5 ივნისის შეტყობინებაში წილის მიტოვების შესახებ, რომელიც გაეგზავნა შპს ,,მ--------ის’’ დირექტორს და პარტნიორს, მ--------------–-–---–ს. ამ შეტყობინებით კ---------------–---–მა გამოავლინა თავისი ნამდვილი ნება, რაც გამოიხატა შპს ,,მ--------ში’’ თავის საკუთრებაში არსებული 15%-იანი წილის მიტოვებაში. კ---------------–---–ის ნების საპასუხოდ, 2018 წლის 19 ივნისს, მ--------------–-–---–მა განაცხადა თანხმობა მისი კუთვნილი 15%-იანი წილის მიღებაზე. აღნიშნული საკითხი მან დამატებით შეათანხმა პარტნიორთა კრებაზეც, რომელიც ჩატარდა 2018 წლის 27 ივლისს. შესაბამისად ცალსახაა, რომ დაცულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან განსაზღვრული რეგისტრაციის საფუძვლები, მხარეებმა გამოავლინეს ნამდვილი ნება, შეთანხმდნენ გარიგების ყველა არსებით პირობებზე, რაზეც ჩატარდა შპს ,,მ--------ის’’ პარტნიორთა კრება და მოითხოვეს აღნიშნული გარიგების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. წილების მთლიანობასთან მიმართებით, მხარემ განმარტა, რომ კ---------------–---–ის 15%-იან წილს იღებს შპს ,,მ--------ის’’ ერთ-ერთი პარტნიორი მ--------------–-–---–ი, რის შემდეგაც მ--------------–-–---–ი და საზოგადოებაში დარჩენილი პარტნიორები თავად არიან პასუხისმგებელნი აღნიშნულ საკითხზე, შესაბამისად, კ---------------–---–ის პასუხისმგებლობის ფარგლებს აღარ წარმოადგენს წილების გამოხატვასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კ---------------–---–ის წარმომადგენელმა მოითხოვა მისი მარწმუნებლის საჯარო რეესტრიდან, როგორც შპს ,,მ--------ის’’ 15%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის ამოშლა და აღნიშნული წილის შპს ,,მ--------ის’’ პარტნიორის მ--------------–-–---–ის სახელზე დარეგისტრირება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 31.07.2018წ. მიმართვა (ს.ფ. 110-111);

 

3.1.18. ს-------------------------------–-------------- 2018 წლის 2 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რომლითაც განმცხადებელს უარი ეთქვა შს ,,მ--------ის’’ სარეგისტრაციო მონაცემის ცვლილებასთან მიმართებით. გადაწყვეტილებაში დეტალურად მიეთითა ხარვეზის დადგენის საფუძვლების თაობაზე, კერძოდ განმცხადებელს განემარტა, რომ სააგენტოში წარდგენილი განცხადებით ის ითხოვს სსკ-ს 184-ე მუხლის საფუძველზე კ---------------–---–ის კუთვნილი 15% წილზე საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას, რასთან მიმართებითაც განემარტა, რომ სსკ-ს 184-ე მუხლი ვრცელდება უძრავ ნივთზე, რაც შეეხება არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს, მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს შპს-ს კაპიტალში წილზე საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციის შესაძლებლობას 184-ე მუხლის შესაბამისად. შპს-ს პარტნიორის წილზე საკუთრების უფლების ცვლილების საფუძველია შეთანხმება წილზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ, რომლის ნამდვილობის წინაპირობების დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, გარიგების ნამდვილობის აუცილებელი პირობაა მხარეთა ურთიერთმფარავი ნების გამოვლება და გარიგების ყველა არსებით პირობაზე შეთანხმება საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარიგება არ ჩაითვლება დადებულად და არ წარმოიშობა სამართლებრივი ურთიერთობა. მოცემულ შემთხვევაში წარდგენილი არ არის სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული სარეგისტრაციო დოკუმენტი (გარიგება), რომლის თანახმად, კ---------------–---–ის კუთვნილი 15% წილი საკუთრებაში გადაეცემოდა მ--------------–-–---–ს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოსადგენია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შედგენილი და დამოწმებული ცვლილების სარეგისტრაციო დოკუმენტი (გარიგება/ხელშეკრულება წილზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ.).

 

გადაწყვეტილებაში ასევე მიეთითა, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტაციის თანახმად, დგინდება, რომ შპს ,,მ--------ის’’ კაპიტალში პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის შესახებ მიმდინარეობს დავა საწარმოს პარტნიორებს შორის (პარტნიორთა გარიცხვის საკითხთან დაკავშირებით), აღნიშნულიდან გამომდინარე წარმოსადგენია ინფორმაცია შპს ,,მ--------ის’’ პარტნიორების (მათი წილობრივი მონაწილეობის მითითებით) შესახებ რომელსაც თან უნდა ერთოდეს უფლებამოსილ პირის მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტაცია. ასევე, ხარვეზის საფუძვლად მიეთითა, რ---------------–ის უფლებამოსილების დამდგენ დოკუმენტი, რომელიც მარეგისტრირებელი ორგანოს მითითებით არ იყო შედგენილი სათანადო წესით. და ბოლოს, ხარვეზის საფუძვლად მიეთითა გარემოება, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტაცია წარდგენილია ასლის სახით, სათანადო წესის დამოწმების გარეშე, რის გამოც განმცხადებელს მოეთხოვა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შედგენილი და დამოწმებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე განცხადებასთან მიმართებით, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განმცხადებელს განესაზღვრა ვადა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 02.08.2018წ. გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ (ს.ფ. 112-114);

 

3.1.19. 2018 წლის 24 აგვისტოს დადგენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, კ---------------–---–ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლის ფარგლებშიც განმარტა, რომ გაუმართლებელია სსკ-ს 184-ე მუხლის მხოლოდ უძრავ ნივთებზე გავრცელება და მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა კანონის ანალოგიით და დაეკმაყოფილებინა კ---------------–---–ის განცხადება არამატერიალური ქონებრივი სიკეთის (წილის) მიტოვების თაობაზე. ამასთანავე, განმცხადებელმა განმარტა, რომ კ---------------–---–მა მიატოვა მისი კუთვნილი 15%-იანი წილი შპს ,,მ--------ში’’, ხოლო აღნიშნული წილის მიღებაზე თანხმობას აცხადებს ერთ-ერთი პარტნიორი მ--------------–-–---–ი. შესაბამისად, აღნიშნულ წილზე კონკრეტული წერილობითი გარიგება ვერ შედგებოდა ვერცერთი ფორმით და ბუნებაში არ იარსებებს დოკუმენტი (არც ჩუქება, არც ნასყიდობა), რომლის წარმოდგენასაც ითხოვს საჯარო რეესტრი. მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა გარიგების დადებისათვის აუცილებელი ნების გამოვლების პრინციპებით და დადებულად მიეჩნია კ---------------–---–სა და მ--------------–-–---–ს შორის გარიგება (ო-----–---–ის შეთავაზება და მ-------–-–---–ის თანხმობა).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 24.08.2018წ. განცხადება (ს.ფ. 115-117);

 

3.1.20 ს-------------------------------–-------------- 2018 წლის 5 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, რამეთუ შეჩერების ვადაში არ მომხდარა შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტის მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 05.09.2018წ. გადაწყვეტილება (ს.ფ. 118).

 

3.1.21. აღნიშნული გადაწყვეტილებასთან მიმართებით ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა კ---------------–---–ის წარმომადგენელმა რ---------------–მა, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 12.09.2018წ. საჩივარი (ს.ფ. 119).

 

3.1.22. ს-------------------------------–-------------- 2018 წლის 19 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რომელშიც ცვლილების რეგისტრაციაზე უარის საფუძვლად ძირითადად მიეთითა იმ გარემოებებზე, რომ განმცხადებლის მხრიდან არასრულად იქნა წარდგენილი საჭირო დოკუმენტაცია, კერძოდ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად წარსადგენი იყო:

ა) სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული სარეგისტრაციო დოკუმენტი (გარიგება), რომლის თანახმად კ---------------–---–ის კუთვნილი საზოგადოების წილის 15% საკუთრებაში გადაეცემოდა მ--------------–-–---–ს;

ბ) ინფორმაცია შპს ,,მ--------ში’’ პარტნიორთა წილობრივი მონაცემების შესახებ, რომელსაც უნდა ერთოდეს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტაცია;

გ) სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული რ---------------–ის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ამასთან, ვინაიდან სარეგისტრაციო დოკუმენტაცია წარდგენილი იყო ასლის სახით, სათანადო წესით დამოწმების გარეშე, წარსადგენი იყო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შედგენილი და დამოწმებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია;

 

2018 წლის 29 აგვისტოს მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურმა სარეგისტრაციო წარმოების განუახლებლობის შესახებ N----------- შეტყობინებით დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ კვლავ წარსადგენი იყო:

ა) სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული სარეგისტრაციო დოკუმენტი (გარიგება), რომლის თანახმად, კ---------------–---–ის კუთვნილი საზოგადოების წილის 15% საკუთრებაში გადაეცემოდა მ--------------–-–---–ს.

ბ) ინფორმაცია შპს „მ--------ში“ პარტნიორთა წილობრივი მონაცემების შესახებ, რომელსაც უნდა ერთოდეს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტაცია.

ამასთან, აცნობა, რომ წარსადგენი იყო სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურმა დაინტერესებულ პირს დამატებით განუმარტა, რომ შპს „მ--------ის“ კაპიტალში კ---------------–---–ის კუთვნილი წილის საწარმოს სხვა პარტნიორების საკუთრებაში გადაცემის რეგისტრაციის მიზნით, წარსადგენი იყო წილის მიმღებთა ნების გამოვლენის დამადასტურებელი დოკუმენტი, ვინაიდან, წილზე საკუთრების უფლების მისაღებად არ იყო საკმარისი მხოლოდ წილის დამთმობის ნების გამოვლენა, არამედ სავალდებულო იყო წილის მიმღების თანხმობაც,აღნიშნული შეტყობინებიდან დგინდება, რომ რ---------------–ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნის ნაწილში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი აღმოიფხვრა.

 

2018 წლის 5 სექტემბერს მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N------------ გადაწყვეტილება, ვინაიდან დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ წარადგინა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.

 

კ---------------–---–ის წარმომადგენლის მიერ წარდგენილი N B-------- (01.08.2018) პირობითი სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი იყო შპს „მ--------ის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. კერძოდ, საწარმოს კაპიტალში კ---------------–---–ის კუთვნილ 15% წილზე საკუთრების უფლების მიტოვებისა და აღნიშნულ წილზე მ--------------–-–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. წილის მიტოვების შესახებ კ---------------–---–ის წარმომადგენლის რ---------------–ის წერილობითი შეტყობინების თანახმად, კ---------------–---–ს არ აქვს სურვილი რომ იყოს შპს „მ--------ის“ 15%-ის მესაკუთრე და მიიღო გადაწყვეტილება, მიატოვოს აღნიშნულ წილზე საკუთრების უფლება. საკუთარ წილზე საკუთრების უფლების მიტოვების შედეგად, დანარჩენ პარტნიორებს წარმოეშობათ მის წილზე, პროპორციულად საკუთრების უფლება. შპს „მ--------ის“ პარტნიორთა კრების N2 (27.07.2018) ოქმის თანახმად, კრებამ გადაწყვიტა მ--------------–-–---–ს საკუთრებაში გადასცემოდა კ---------------–---–ის მიერ მიტოვებული კომპანიის 15 პროცენტიანი წილი. 2018 წლის 29 მაისის მინდობილობის თანახმად, კ---------------–---–მა რ---------------–ს მიანიჭა შპს „მ--------ში“ მის კუთვნილ 15%-იან წილზე უარის თქმის უფლებამოსილება. სააგენტოში არ არის დაცული სრულყოფილი ინფორმაცია შპს „მ--------ში“ პარტნიორთა წილობრივი მონაცემების შესახებ.

 

გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებაში მიეთითა, რომ ვინაიდან, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში საზოგადოების წილზე საკუთრების უფლების მიტოვება რეგისტრაციას არ ექვემდებარება, ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციიდან დგინდება, რომ კ---------------–---–ის კუთვნილი წილი უნდა მიეღო მ--------------–-–---–ს, სააგენტო იზიარებს მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურის პოზიციას ისეთი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენის მოთხოვნის თაობაზე, რომლითაც დადგინდება კ---------------–---–ის კუთვნილი საზოგადოების წილის (15%) მ--------------–-–---–ისათვის საკუთრებაში გადაცემის ფაქტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტო მიიჩნევს, რომ მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურს ჰქონდა უფლება მოეთხოვა სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული სარეგისტრაციო დოკუმენტის (გარიგების) წარდგენა.

 

გარდა აღნიშნულისა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში პარტნიორთა წილები გამოხატული უნდა იყოს პროცენტებში და მათი ჯამი უნდა შეადგენდეს 100 პროცენტს, ვინაიდან, დგინდება, რომ სააგენტოში არ არის დაცული სრულყოფილი ინფორმაცია შპს ,,მ--------ში’’ პარტნიორთა წილობრივი მონაცემების შესახებ, მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურს ჰქონდა უფლება მოეთხოვა შპს ,,მ--------ის’’ პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა.

 

და ბოლოს, საჯარო რეესტრის ეროვულმა სააგენტომ კანონიერად მიიჩნია მოთხოვნა სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენასთან მიმართებით, რის გამოც უარი უთხრა განმცხადებელს საჩივრის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 19.09.2018წ. გადაწყვეტილება (ს.ფ. 125-131).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ ევალება კ---------------–---–ის წილზე საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია, რამეთუ არ დგინდება შეთანხმების არსებობა წილის მ--------------–-–---–ის საკუთრებაში გადასვლასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო სადავო შემთხვევაში ვერ გაიზიარებს კ---------------–---–ის მტკიცებას მასსა და მ--------------–-–---–ს შორის რაიმე ორმხრივი ურთიერთმფარავი ნების გამოვლენის საფუძველზე შეთანხმების არსებობასთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა გამხდარიყო მარეგისტრირებელი ორგანოსათვის წილზე საკუთრების უფლების გადაცემის რეგისტრაციის საფუძველი. გარემოება, რომ კ---------------–---–მა გამოავლინა ნება და გააკეთა ოფერტი საკუთრებაში არსებული წილის უსასყიდლოდ დანარჩენი პარტნიორებისათვის დათმობასთან მიმართებით და ამავდროულად მ--------------–-–---–ის მხრიდან გამოხატულია ნება მიეღო შეთავაზებული წილი (აქცეპტი), არ ადასტურებს უშუალოდ მხარეთა შორის გარიგების დადებასა და შეთანხმებას წილზე საკუთრების უფლების გადაცემასთან დაკავშირებით, რამეთუ არ არსებობს ერთიანი, ორმხრივი დოკუმენტი, გარიგება - წილის უსასყიდლოდ გადაცემასთან დაკავშირებით, რომელიც გახდებოდა საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი. საზოგადოებაში პარტნიორის წილზე საკუთრების უფლების ცვლილების საფუძველია შეთანხმება წილზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ, რომლის ნამდვილობის წინაპირობები დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, გარიგების ნამდვილობის აუცილებელი პირობაა მხარეთა ურთიერთმფარავი ნების გამოვლება და გარიგების ყველა არსებით პირობაზე შეთანხმება საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარიგება არ ჩაითვლება დადებულად და არ წარმოიშობა სამართლებრივი ურთიერთობა. მოცემულ შემთხვევაში წარდგენილი არ არის სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული სარეგისტრაციო დოკუმენტი (გარიგება), რომლის თანახმად, კ---------------–---–ის კუთვნილი 15% წილი საკუთრებაში გადაეცემოდა მ--------------–-–---–ს. აღნიშნულიდან გამომდინარე, რეგისტრაციისათვის წარსადგენია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შედგენილი და დამოწმებული ცვლილების სარეგისტრაციო დოკუმენტი (გარიგება/ხელშეკრულება წილზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ.). უნდა განიმარტოს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს ფუნქციურ-სამართლებრივ ნიშნით შექმნილ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის კომპეტენცია და უფლებამოსილებანი განსაზღვრულია ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონითა და სააგენტოს დებულებით. ამრიგად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქციაა რეგისტრაცია. ამავე კანონის თანახმად, რეგისტრაციაში მოიაზრება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. რეგისტრაცია სარეგისტრაციო წარმოების შედეგია, რომლის დაწყების საფუძველი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არის განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 9.1 მუხლით კი განსაზღვრულია, რომ რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო ამ კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ პუნქტში სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამდენად, მარეგისტრირებელი ორგანო კონკრეტულ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების განხილვის საფუძველზე. ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შპს-ს პარტნიორის წილზე საკუთრების უფლების ცვლილების საფუძველია შეთანხმება წილზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ, რომლის ნამდვილობის წინაპირობები დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, გარიგების ნამდვილობის აუცილებელი პირობაა მხარეთა ურთიერთმფარავი ნების გამოვლენა და გარიგების ყველა არსებით პირობაზე შეთანხმება საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარიგება არ ჩაითვლება დადებულად და არ წარმოიშობა სამართლებრივი ურთიერთობა. გარდა აღნიშნულისა, საგულისხმოა გარემოება, რომ ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 5.3 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო განაცხადისათვის მოითხოვება დოკუმენტის სანოტარო წესით დადასტურება, იმ შემთხვევაში თუ ხელმოწერა არ სრულდება მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, კონკრეტულ შემთხვევაში, კი განმცხადებლის მიერ წარდგენილი იყო დოკუმენტების ასლი, რაც არ იძლევა ხელმოწერისა და შესაბამისად პირის ნამდვილი ნების დადასტურების შესაძლებლობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარეგისტრაციო განაცხადი/დოკუმენტები;

- ს------------------------------------–------------ს გადაწყვეტილებები;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე კ---------------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-5, 147-ე, 149-ე, 152-ე,184-ე, 311-ე მუხლები

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-2, მე-4-52, 44-ე, 46-47-ე მუხლები;

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2, მე-14 მუხლები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბერს N241 ბრძანებით დამტკიცებული ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ’’ ინსტრუქცია

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამეწარმეო საქმიანობის სუბსტანციური კერძო-სამართლებრივი ცნება განსაზღვრულია ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, კერძოდ სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. სამეწარმეო საქმიანობის მონაწილეს (სხვა სიტყვებით - მეწარმეს) წარმოადგენს გარკვეული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით მოწყობილი საწარმო. კერძოდ, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებია: ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია) და კოოპერატივი. ამდენად, ქართული სამეწარმეო სამართალი, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებას ანიჭებს ინდივიდუალურ მეწარმეს, როგორც ფიზიკურ პირს და საზოგადოებებსა და კოოპერატივს, როგორც იურიდიულ პირებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 13.07.2006წ. გადაწყვეტილება, საქმე N1/2/378, ვალერი გელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

 

ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. მოხმობილი ნორმის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია წილებად. წილი არის მიმოქცევადი უფლება, არამატერიალიზებული სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს საწარმოს ვალდებულებებს პარტნიორის (პარტნიორის) მიმართ და პარტნიორის უფლებებს საზოგადოებაში. ამდენად, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 46-ე მუხლის შესაბამისად, სამეწარმეო სუბიექტის დაფუძნების მიზანი მოგების მიღებაა. პარტნიორის ინტერესიც, როდესაც იგი ხდება საწარმოს განსაზღვრული წილის მესაკუთრე, სწორედ საწარმოს მოგებიდან მისი წილის პროპორციული მოგების მიღებაა - დივიდენდის სახით.

 

,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველის პუნქტის თანახმად, მეწარმე სუბიექტის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულოა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ხოლო, მე-3 პუნქტის თანახმად, მეწარმე სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. მეწარმე სუბიექტის არსებობა დგინდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,მ--------ი’’ საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტია, რომელიც დაფუძნდა 1996 წლის 1 ივლისს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით. საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორები იყვნენ: მ--------------–-–---–ი (30.5%), ედიშერ მ-------–-–---–ი (30.45%), გ---–---------------–---–ი (5%), რ----------------–--ე (3.07%), ც-------–-----ა (2.99%), ლ--–---------ე (5%), ნ---------–--------ე - (2.99%), შპს ,,P--’’ (15%). ამასთანავე, დადგენილია, რომ 2003 წლის 10 თებერვალს გაიმართა შპს ,,მ--------ის’’ დამფუძნებელთა კრება, რომელზე მიღებული გადაწყვეტილებითაც კ---------------–---–ს თანხმობა მიეცა, როგორც ფიზიკურ პირს შეეძინა შპს ,,მ--------ში’’ არსებული შპს ,,პ--’’-ს 15%-იანი წილი და შესულიყო დამფუძნებელთა სიაში, რის საფუძველზედაც 2003 წლის 21 თებერვალს დადებული წილის ნასყიდობის შესახებ გარიგებით კ---------------–---–ის საკუთრებაში აღირიცხა შპს ,,მ--------ის’’ 15% წილი და იგი გახდა ამავე საწარმოს პარტნიორი.

 

6.2. ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 51 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს დაინტერესებულ პირს. ტერმინი ,,დაინტერესებული პირი’’ ამ კანონში გამოიყენება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობით, კერძოდ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ზ’’ პუნქტის შესაბამისად დაინტერესებული პირად მიიჩნევა ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სააგენტოს გადაწყვეტილება ან ქმედება.

 

,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება. მე-3 პუნქტის თანახმად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში წილზე საკუთრების უფლების წინასწარი რეგისტრაცია ხორციელდება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაციისათვის დადგენილი წესით.

 

ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში ასევე რეგისტრირდება წილზე უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებები, გარდა იმ ვალდებულებისა, რომელიც ექვემდებარება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. 51 პუნქტის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორის წილზე საკუთრების უფლება და მასთან დაკავშირებული ვალდებულება წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად ითვლება მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

შპს ,,მ--------ის’’ 15% წილის მესაკუთრე პარტნიორი კ---------------–---–ი წარმოდგენილი სარჩელით ითხოვს მის საკუთრებაში რეგისტრირებულ წილზე საკუთრების უფლების მიტოვებას, რასთან მიმართებითაც კანონის ანალოგიის გზით მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის 184-ე მუხლს, რომლითაც რეგულირებულია უძრავ ნივთთან დაკავშირებით საკუთრების უფლების მიტოვების წესი, თუმცა შესაბამისი დოკუმენტების წარუდგენლობის საფუძვლით უარს აცხადებს მარეგისტრირებელი ორგანო, რომელიც რეგისტრაციის, როგორც ს------------------------------------–------------ს ფუნქციის შესრულებისათვის მოითხოვს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ იმგვარი დოკუმენტის წარდგენას, რაც წარმოშობს წილზე საკუთრების უფლების ცვლილების საფუძველს. უნდა განიმარტოს, რომ უძრავ ნივთებთან დაკავშირებით საკუთრების უფლების მიტოვებისათვის საკმარისია მხოლოდ მესაკუთრის მხრიდან ცალმხრივი ნების გამოვლენა, რაც ვერ გავრცელდება წილის შემთხვევაში და მხოლოდ მესაკუთრის მხრიდან ნების გამოვლენა საკუთრების უფლების მიტოვებასთან მიმართებით ვერ იქნება მიჩნეული საკმარის საფუძვლად წილზე საკუთრების უფლების მიტოვებისათვის, არამედ წილთან მიმართებით მესაკუთრის ცვლილება მოითხოვს შესაბამისი ორმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე შედგენილი დოკუმენტის წარდგენას.

 

სასამართლო სადავო შემთხვევაში სრულად იზიარებს ს------------------------------------–------------ს შედავებას წილზე, როგორც არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების მიტოვების ანალოგიის გზით გამოყენების დაუშვებლობასთან მიმართებით, რამეთუ კონკრეტული საკითხი რეგულირდება კანონის გზით, რაც გამორიცხავს ურთიერთობის რეგულირებაზე ანალოგიის გავრცელებას. სამოქალაქო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია). ამავე მუხლის მე-3 ნაწილს თანახმად კი, სპეციალური ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმები (საგამონაკლისო ნორმები) არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანალოგიით.

 

სსკ-ს 184-ე მუხლის მიხედვით, უძრავ ნივთზე საკუთრების ან სხვა უფლების მისატოვებლად აუცილებელია უფლებამოსილი პირის განცხადება ამ უფლების მიტოვების შესახებ, და ამ განცხადების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. განცხადება უნდა ჩაჰბარდეს რეესტრის სამსახურს. მხოლოდ ამის შემდეგ იძენს უფლების მიტოვების განცხადება სავალდებულო ძალას.

 

სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლის თანახმად, ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს. ამავე კოდექსის 152-ე მუხლის შესაბამისად, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე. უნდა განიმარტოს, რომ წილი წარმოადგენს არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს, რომლის მესაკუთრესაც მინიჭებული აქვს მისი თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობა კანონმდებლობითა და საწარმოს წესდებით დადგენილი შესაბამისი შეზღუდვების გათვალისწინებით.

 

ამდენად, კანონმდებელი სკ-ს 184-ე მუხლით საკუთრების უფლების მიტოვების საკითხს არეგულირებს კონკრეტულად უძრავ ნივთებთან დაკავშირებით, რისი ანალოგიის გზით გავრცელება არამატერიალურ ქონებრივ სიკეთესთან მიმართებით ვერ იქნება გამართლებული თავად ანალოგიის პრინციპისა და სპეციალური ურთიერთობის მოწესრიგებიდან გამომდინარე. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას უძრავ ნივთებთან დაკავშირებული რეგულირების მოძრავ ნივთებსა და მით უფრო არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებზე ანალოგიის გზით გავრცელებასთან მიმართებით. ამავდროულად, ბუნდოვანია მოძრავ ნივთებზე აპელირება, მაშინ როდესაც სადავოა არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების საკითხი, რომელიც არ წარმოადგენს ნივთს და იგი მოქცეულია ქონებრივი სიკეთის ფართო ცნებაში, რაც ვერ გაიგივდება ნივთებთან, რომელიც როგორც სხეულებრივი ქონებრივი სიკეთე ექცევა ქონების ერთიან ცნებაში, თანახმად სკ-ს 147-ე მუხლისა. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ ქონება არის ფართო ცნება, რომელიც თავის თავში აერთიანებს, როგორც ნივთებს (უძრავი და მოძრავი), ასევე არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს (უფლებები, მოთხოვნები), შესაბამისად ამ თვალსაზრისითაც არ არსებობს ნივთთან დაკავშირებული რეგულაციის არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე გავრცელების წინაპირობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იძლევა მხოლოდ უძრავი ნივთების განმარტებას (მუხლი 149) და გვამცნობს, რომ მოძრავად უნდა ჩაითვალოს ყველა ის ნივთი, რომელიც არ ითვლება უძრავად. მაშასადამე, მოძრავი ნივთი ისეთი საგანია, რომლის გადაადგილება შეიძლება არსებითი დაზიანებისა და ღირებულების შემცირების გარეშე. რაც შეეხება საზოგადოებაში წილს - იგი განიმარტება როგორც არამატერიალურ ქონებრივ სიკეთე. კერძოდ, არამატერიალურ ქონებირივ სიკეთეს მიეკუთვნება წილები და აქციები, ასევე ყველა ის მოთხოვნა და უფლება, რომელიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მის მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი ან/და მიენიჭოს უფლება, მოსთხოვოს რაიმე სხვა პირებს. წილი ფაქტიურად უდასტურებს მფლობელს (მესაკუთრეს) უფლებას საზოგადოებაში, ამდენად შეუძლებელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში წილი განვიხილოთ როგორც მოძრავი ნივთი და გამოვიყენოთ მოძრავ ნივთზე საკუთრების მიტოვება კანონის ანალოგიის შესაბამისად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბერს N241 ბრძანებით დამტკიცებული ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ’’ ინსტრუქციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირდება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. ამავე ბრძანების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში ასევე შეიტანება ინფორმაცია საზოგადოების პარტნიორებისა (გარდა სააქციო საზოგადოებისა) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის შესახებ. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორის წილზე საკუთრების უფლება და მასთან დაკავშირებული ვალდებულება წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად ითვლება მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, ცალსახად დგინდება, თუ რა უფლებებისა და ვალდებულებების რეგისტრაცია არის შესაძლებელი საჯარო რეესტრში. სასამართლო ვერ დაეთანხმება მოსარჩელე მხარის მითითებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 184-ე მუხლთან დაკავშირებით, ვინაიდან მითითებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე უდავოა, რომ იგი შეეხება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვებას, კერძოდ, უძრავ ნივთზე საკუთრების ან სხვა უფლების მისატოვებლად აუცილებელია უფლებამოსილი პირის განცხადება ამ უფლების მიტოვების შესახებ, და ამ განცხადების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. განცხადება უნდა ჩაჰბარდეს რეესტრის სამსახურს. მხოლოდ ამის შემდეგ იძენს უფლების მიტოვების განცხადება სავალდებულო ძალას.

 

საყურადღებოა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება მიტოვებულად ითვლება საკუთრების უფლების მიტოვების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, მიტოვებული ქონების მესაკუთრე ხდება სახელმწიფო. შესაბამისად, შეუძლებელია დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა წილის მიტოვების რეგისტრაციის შესახებ, ვინაიდან, კანონის ანალოგიის გამოყენების შემთხვევაში საქმე გვექნება სახელმწიფოს მიერ ვალდებულების აღებასთან.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები „კ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ვინაიდან, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში საზოგადოების წილზე საკუთრების უფლების მიტოვება რეგისტრაციას არ ექვემდებარება, ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციიდან დგინდებოდა, რომ კ---------------–---–ის კუთვნილი წილი უნდა მიეღო მ--------------–-–---–ს, შესაბამისად მართებულია სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენის მოთხოვნა მოპასუხის მხრიდან, რომლითაც დადგინდება კ---------------–---–ის კუთვნილი საზოგადოების წილის (15%) მ--------------–-–---–ისათვის საკუთრებაში გადაცემის ფაქტი.

 

,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 5.3 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო განაცხადის სანოტარო წესით დამოწმება სავალდებულო არ არის, თუ უფლებამოსილი პირები მას ხელს მარეგისტრირებელ ორგანოში აწერენ ან იგი დადგენილი წესით დამოწმებულია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ხელმოწერის დამოწმების წესი და პირობები განისაზღვრება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით. სადავო შემთხვევაში, აღნიშნული თვალსაზრისითაც კ---------------–---–ს ევალება წარადგინოს იმგვარი დოკუმენტი მარეგისტრირებელ ორგანოში, რომელიც უზრუნველყოფს შეთანხმების ფარგლებში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობის დადასტურებას.

 

6.3. სასამართლო დავის ფარგლებში ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს შეაფასოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შედავება საწარმოში წილთა ჯამის 100%-ის არ არსებობასთან მიმართებით, რაც ეფუძნება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბერს N241 ბრძანებით დამტკიცებული ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ’’ ინსტრუქციის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტს, რომლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში პარტნიორთა წილები გამოხატული უნდა იყოს პროცენტებში და მათი ჯამი უნდა შეადგენდეს 100 პროცენტს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იმ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების შემთხვევაში, რომლებზეც მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში არ არის დაცული მონაცემები საწარმოში პარტნიორებისა და მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ, სარეგისტრაციო და ამონაწერის გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად, უფლებამოსილი პირების მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს მონაცემები საწარმოში პარტნიორთა და მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ. უნდა განიმარტოს, რომ კონკრეტული სადავო საკითხის გადასაწყვეტად ხსენებული საფუძვლის მოხმობა მიზანშეუწონელია, რამეთუ კ---------------–---–ის სახელზე 15% წილის აღრიცხვა, თუ მასზე საკუთრების უფლების სხვა პარტნიორისათვის გადაცემა არ ცვლის გარემოებას, წილთა მთლიანობის არ არსებობასთან მიმართებით, შესაბამისად სასამართლო არ იზიარებს საჯარო რეესტრის შედავებას აღნიშნულ ნაწილში.

 

ამავდროულად, სასამართლო მოცემული სამოქალაქო დავის მიზნებიდან გამომდინარე მიზანშეუწონლად მიიჩნევს შეაფასოს საფასურის გადახდის საკითხი. რამეთუ სარჩელით მოთხოვნილი საკითხი შეეხება უშუალოდ ქმედების განხორციელების დავალებას, რისი კანონიერების კვლევისთვისაც სასამართლო აფასებს კერძო სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე მოთხოვნის საფუძვლიანობას, რაც შეეხება მარეგისტრირებელი ორგანოს მოთხოვნას რეგისტრაციის განხორციელებისათვის კანონით განსაზღვრული საფასურის დაკისრებასთან მიმართებით აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა განიმარტოს, რომ იმ შემთხვევაში თუ მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით იარსებებს რეგისტრაციის წინაპირობები, განმცხადებელს რეგისტრაციის განხორციელებისათვის მოეთხოვება ასევე იმ ფორმალური წინაპირობების დაცვა, რაც დადგენილია, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მხრიდან ქმედების (რეგისტრაციის) განხორციელებისათვის.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 300 ლარი (იხ. ს.ფ. 133).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სსსკ-ს 39.1 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, არაქონებრივ დავაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც არ დაკმაყოფილდა კ---------------–---–ს სასარჩელო მოთხოვნა, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო ზედმეტად გადახდილი 200 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბრუნებას. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა გამორიცხავს ასევე წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრებას.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. კ---------------–---–ის სარჩელის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტის მიმართ, სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში მისი როგორც შპს ,,მ--------ის პარტნიორის ამოშლის თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს;

 

2. კ---------------–---–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

3. კ---------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას რ---------------–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 200 ლარი (გადახდილია 300 ლარი), რომელიც 15.10.2018 წელს N-- საგადასახადო დავალების საფუძველზე ჩარიცხული იქნა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე: ს---------------–----------’, ბანკის კოდი - T-------, სახაზინო კოდი - 3--------;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე