ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 147. ცნება
სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლი · სკ 147
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-1383-2025
საწარმოში წილის ფლობა წარმოადგენს არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს (სსკ-ის 147-ე და 152-ე მუხლები). 15. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნებისმიერი კომპანიის წარმატებით ფუნქციონირების წინაპირობა თავად ამ საზოგადოებაში პარტნიორთა უფლებებისა და საწარმოს ინტერესების პატივისცემაა.
- საქმე №ას-315-2026
იჯარის შემთხვევაში გადაეცემა ქონება, რომელიც, არა მარტო ნივთებს, არამედ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთესაც აერთიანებს ( სსკ-ის 147-ე მუხლი), ანუ იმ მოთხოვნებსა და უფლებებს, რომლებიც მოიჯარეს მისცემს შესაძლებლობას, მიიღოს ნაყოფი (მატერიალური სარგებელი).
- საქმე №ას-56-2026
კასატორის აზრით, მოხმობილი მსჯელობიდან ნათლად ჩანს, რომ სასამართლოები აქტივად/ქონებად აღიქვამენ მხოლოდ ნივთებს (უძრავს, მოძრავს) მაშინ, როდესაც სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლის თანახმად ქონება, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.
- საქმე №ას-647-2025
სამეწარმეო საზოგადოებაში წილის ფლობა წარმოადგენს არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს (სსკ-ის 147-ე და 152-ე მუხლები) (შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 02.03.2017 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 191;
- საქმე №ას-1483-2025
…N6 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და შპს „ჭ-....-ის'' 100%-იანი წილის მესაკუთრეს შპს „ფ–ა“ წარმოადგენს. საფუძველი არის 2003 წლის 28 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულება. ხსენებული გარიგება არ არის გაუქმებული და ძალაშია. 51. სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლის თანახმად, წილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში წარმოადგენს ქონებას.
- საქმე №ას-736-2025
- საქმე №ას-1157-2025
- საქმე №ას-1183-2025
- საქმე №ას-338-2025
- საქმე №ას-622-2025
- საქმე №ას-700-2023
- საქმე №ას-1506-2024
- საქმე №ას-902-2024
- საქმე №ას-749-2024
- საქმე №ას-562-2024
- საქმე №ას-306-2024
- საქმე №ას-1-2022
- საქმე №ას-306-2023
- საქმე №ას-1133-2018
- საქმე №ას-153-2024
- საქმე №ას-341-2024
- საქმე №ას-174-2023
- საქმე №ას-162-2023
- საქმე №ას-1082-2023
- საქმე №ას-814-2023
- საქმე №ას-739-2023
- საქმე №ას-630-2021
- საქმე №ას-1371-2022
- საქმე №ას-533-2022
- საქმე №ას-1223-2022
- საქმე №ას-1229-2022
- საქმე №ას-463-2022
- საქმე №ას-841-2021
- საქმე №ას-334-2022
- საქმე №ას-289-2020
- საქმე №ას-1409-2020
- საქმე №ას-1251-2021
- საქმე №ას-193-193-2018
- საქმე №ას-1012-2019
- საქმე №ას-521-2021
საგადასახადო დავები ამ მუხლზე
- ბრძანება №18262/2/2022
…ნივთზე ზემოქმედება (მფლობელობა, განკარგვა და სხვა) შესაძლებელია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით. უკანონო ნაგებობაზე კანონით გათვალისწინებული წესით არ შეიძლება დადგინდეს არც საკუთრება და შესაბამისად, არც მფლობელობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლის თანახმად, ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.
მეზობელი მუხლები
- მუხლი 141. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ათვლა თავიდან
- მუხლი 142. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა
- მუხლი 143. ხანდაზმულობის ვადა სანივთო მოთხოვნათა მიმართ
- მუხლი 144. ვალდებული პირის უფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლისას
- მუხლი 145. დამატებითი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა
- მუხლი 146. ხანდაზმულობის ვადის შეცვლის დაუშვებლობა მხარეთა შეთანხმებით
- მუხლი 149. უძრავი ნივთის ცნება
- მუხლი 150. ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი
- მუხლი 151. საკუთვნებელი
- მუხლი 152. არამატერიალური ქონებრივი სიკეთის ცნება
- მუხლი 153. აქცესორული და შეზღუდული უფლებები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 147, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-147/