გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.11.2018
საქმის ნომერი
170310517002098423
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
12.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #170310517002098-23

საქმე #3/46-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 ნოემბერი, 201- წელი ქ. თეთრიწყარო

შესავალი ნაწილი

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

მოსამართლე სოფიო გაგნიძე

სხდომის მდივანი ინგა გონჯილაშვილი

მოსარჩელე- ა---------–--ე

წარმომადგენელი - ლ-–--------–--ე

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონალური ოფისი

წარმომადგენელი - კ------------------–--ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 26 ივნისის #2----- გადაწყვეტილება.

1.2. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 29 ივნისის N8-------------- გადაწყვეტილება.

1.3. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 17 აგვისტოს #3----- გადაწყვეტილება.

1.4. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი რეგისტრაციის დასრულების თაობაზე.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად დ---------–--–- ს/კ 8----------- რეგისტრიებული 930 კვმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა გ--- მ-----–--ე, მოსარჩელის მამა. გ--- მ-----–--ე გარდაიცვალა 2011 წელს, ხოლო სამკვიდრო მოწმობით მოსარჩელემ მიიღო მისი სრული მემკვიდრეობა. 2017 წლის 1- მაისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ საგენტოს და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე უძრავ ქონებაზე საჯარო რეეტრის ამონაწერში ს/კ 8----------- მესაკუთრის ცვლილების რეგისტრაცია. 2017 წლის 07 ივლისს მარეგისტრირებელმა ორგანომ #8-------------- გადაწყვეტილებით შეწყვიტა წარმოება იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული საკადასტრო კოდის სააღრიცხვო ბარათსა და საკადასტრო რუკაზე განხორციელებული ჩასწორება არ არის სათანადო წესით დამოწმებული, აღნიშნულიდან გამომდინარე წინამდებარე კოდზე რეგისტრირებულ მესაკუთრედ ფიქსირდება გ------- მ-----–--ე, აგრეთვე რეესტრის განცხადებით 8----------- კოდის რეგისტრირებული უფლება უკვე დაზუსტებულია 8----------- საკადასტრო კოდზე. აღნიშნულიდან გამომდინარე 8----------- საკადასტრო კოდის სააღრიცხვო ბარათი და საკადასტრო რუკა ვერ იქნება გამოყენებული, როგორც საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება მდებარეობს მ----–---- სულ სხვა მხარეს და მას არ აქვს კავშირი 8----------- საკადასტრო კოდით აღრიცხულ მიწასთან. წარმოდგენილია განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან სადაც ერთადერთი რამ რაც გასარკვევი იყო ეს არის დაზუსტებული ნახაზით ფართის მდებარეობის დაზუსტება, რეესტრის ამონაწერი, რითაც კანონმდებლობით დასტურდება მოსარჩელის საკუთრება, წარდგენილი ჰქონდა. უძრავი ქონებები ს/კ 8----------- და 8----------- ფუნქციურადაც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, 8----------- საკადასტრო კოდით მიწის ნაკვეთი არასასოფლო სამეურნეო დანიშნელებისაა, ხოლო ს/კ 8----------- სასოფლო სამეურნეო დანიშნულების. უძრავი ქონება ს/კ 8----------- უძრავი ქონება რეგისტრირებულია სახლით, რომელიც 50-იან წლებიდან არსებობს, ხოლო ს/კ 8----------- მიწის ნაკვეთი 90-იან წლებში მიწის განაწილების სიით. სინამდვილეში გ------- მ-----–--ე, ვისზეც რეგისტრირებული იყო 8----------- მიწის ნაკვეთი სულ სხვა პიროვნებაა და რეესტრი უბრალოდ ვერ გაერკვა ამაში. იმის გამო, რომ მოსარჩელემ ვერ მოახდინა უძრავი ქონებს რეგისტრაცია მომართა სასამართლოს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ქმედების დავალება. სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობის დროს მოსარჩელის მიერ არაერთხელ იქნა დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა და წარმოდგენილი იქნა მტკიცებულებები, რადგან სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობის პარალელურად საჯარო რეესტრშიც მიმდინარეოდა მოსარჩელის მიერ წარდგენელი განცხადებების განხილვა და საბოლოოდ 201- წლის 30 ოქტომბერს მოსარჩელის წარმომადგენელის ლ-–--------–--ის მიერ წაროდგენილი იქნა დაზუსტებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 26 ივნისის #2----- გადაწყვეტილება, ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 29 ივნისის N8-------------- გადაწყვეტილება, ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 17 აგვისტოს #3----- გადაწყვეტილება და დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი რეგისტრაციის დასრულების თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, ერთადერთი არგუმენტი, რომელიც დღეის მდგომარეობით მოპასუხე მხარეს გააჩნია რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლად არის ის, რომ არ დასტურდება მოსარჩელის მიერ წარდეგნილი აზომვითი ნახაზის იდენტურობა უფლების დამდგენ დოკუმენტებთან, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. ამის დამადასტურებელია საქმეში არსებული ე.წ. ,,ყვითელი ფენის“ ამსახველი ნახაზი, სადაც ზუსტად იმ ნაკვეთზე ფიქსირდება მოსარჩელის მამის გ---- მ-----–--ის მონაცემები. მიწის ნაკვეთის იდენტურობა დადასტურებული იქნა მოწმეების მიერაც. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მიერაც გაცემული იქნა ინფორმაცია, რომ წარდგენილი აზომვითი ნახაზისა და უფლების დამდგენი დოკუმენტის იდენტურობა ზოგადად კი არ დასტურდება, არამედ უტყუარად არ დასტურდება, შესაბამისად მოპასუხე მხარემ სრულიად ალოგიკურად განმარტა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის პასუხი და საკითხი მოსარჩელის საწინააღმდეგოდ გადაწყვიტა. მოსარჩელეს აქვს მიწის უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათი, განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საჯარო რეესტრი არ ურეგისტრირებს კუთვნილ უძრავ ქონებას, რომელიც ეკუთვნოდა გ---- მ-----–--ეს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მის მიერ სადავოდ გამხდარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია ყოველგვარი გამოკვლევისა და სათანადო დასაბუთების გარეშე, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ვინაიდან არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2002 წლის 08 ივლისს (განცხადების რეგისტრაციის #1----) თეთრიწყაროს რაიონის დ---------–--–- მდებარე უძრავი ქონება, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების 0,093 ჰა დაზუსტებული ფართობის მიწის ნაკვეთი, ს/კ 8----------- აღირიცხა გ------- მ-----–--ის საკუთრებაში.

 

2016 წლის 08 დეკემბერს უძრავ ქონებაზე ს/კ 8----------- გაცემული იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

201- წლის 08 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრის მიერ მიღებული იქნა დადგენილება, რომლითაც დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი - გ--- მ-----–--ისადმი (გარდაცვალების თარიღი - 01.02.2011 წელი, გარდაცვალების ადგილი - საქართველო, თბილისი; პირადი N2----------, გარდაცვალების სააქტო ჩანაწერის N0----------, გარდაცვალების მოწმობა - ალ N5-----) უფლების დამდგენი საბუთის, სახელდობრ, მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის (განაცხადის რეგისტრაციის #1----/2002; თარიღი - 08.07.02, სარეგისტრაციო ზონა _ თეთრიწყარო, კოდი _ 8-; სექტორი _ მ----–---, კოდი _ 1-; კვარტალი #-- ნაკვეთი #---; ფართობი - 0,093 ჰა) კუთვნილების ფაქტი, რომელშიც მითითებული სახელი - ,,გ-------“ არ ემთხვევა მის გარდაცვალების მოწმობაში მითითებულ სახელს - ,,გ---; აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი, საკადასტრო რუკა-ტომი 1, ს.ფ. 143-145;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტომი 1, ს.ფ. 100-101;

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 201- წლის 08 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული დადგენილება, ტომი 1, ს.ფ. 231-232;

 

3.1.2. 2002 წლის 08 ივლისს (განცხადების რეგისტრაციის #1----) თეთრიწყაროს რაიონის დ---------–--–- მდებარე უძრავი ქონება, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების 0,194 ჰა დაზუსტებული ფართობის მიწის ნაკვეთი, ს/კ 8----------6 აღირიცხა ლ---–----------ის საკუთრებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა, ტომი 2, ს.ფ. 49;

- სააღრიცხვო ბარათი, საკადასტრო რუკა-ტომი 2, ს.ფ. 42-44;

 

3.1.3. 2010 წლის 05 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს #8----------- განცხადებით მიმართა ლ---–----------ემ და მოითხოვა უძრავ ნივთზე ს/კ 8----------6 რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია.

 

2010 წლის 10 ნოემბერს გაცემული იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და უძრავი ქონება ს/კ 8----------6 დაზუსტებული მონაცემებით დარეგისტრირდა ლ---–----------ის საკუთრებაში და მიენიჭა საკადასტრო კოდი 8-----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ლ---–----------ის #8--------- განცხადება თანდართული დოკუმენტაციით, ტომი 2, ს.ფ. 45-52;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტომი 2, ს.ფ. 53-54;

 

3.1.4. 2006 წლის 11 სექტემბერს (განცხადების რეგისტრაციის #1-01/2006) შედგენილი მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის თანახმად თეთრიწყაროს რაიონის, დ---------–--–- მდებარე უძრავი ქონება, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების 0,700კვმ დაუზუსტებელი ფართობის მიწის ნაკვეთი, ს/კ 8----------- აღრიცხულია გ--- მ-----–--ის საკუთრებაში, 1985 წლის 30 ივლისის მ----–---- სადაბო აღმასკომის #81 გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი, საკადასტრო რუკა, ტომი 2, ს.ფ. 15-17;

 

3.1.5. 2006 წლის 21 სექტემბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად ნ------------ემ გ--- მ-----–--ისაგან შეიძინა თეთრიწყაროს რაიონის დ---------–--–-, 9-------------- მდებარე გ--- მ-----–--ის კუთვნილი 700 კვმ (დაუზუსტებელი) მიწის ნაკვეთი ს/კ 8-----------.

 

შესაბიმისი ცვლილება იქნა შეტანილი მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათში და საკადასტრო რუკაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2006 წლის 21 სექტემბრის 1-4509 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, ტომი 2, ს.ფ. 29-30;

- მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი, საკადასტრო რუკა, ტომი 2, ს.ფ.15-17;

3.1.6. 2011 წლის 28 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს №8----------- განცხადებით მიმართა თ-------------–--ემ და მოითხოვა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე თეთრიწყარო, დ---------–----------------------- განცხადებას თან ერთვოდა წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა, ელ. ვერსია, საინვენტარიზაციო გეგმა, წერილი საჯარო რეესტრიდან, ცნობა-დახასიათება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თ-------------–--ის 8----------- განცხადება თანდართული მასალებით, ტომი 1, ს.ფ. 147-163;

 

3.1.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 17 იანვარს მიღებული იქნა 8------------05 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ. უძრავი ქონება, მდებარე თეთრიწყარო, დ---------–----------------------, ს/კ 8----------- სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე აღირიცხა თ-------------–--ის საკუთრებაში და გაცემული იქნა ამონაწერი საჯარო რეესტირიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 17 იანვრის 8------------05 გადაწყვეტილება, ტომი 1, ს.ფ. 166;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო რუკა, ტომი 1, ს.ფ.167-169;

 

3.1.8. 2012 წლის 1- იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს #8----------- განცხადებით მიმართა ლ-–--------–--ემ და მოითხოვა ჩუქების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე თეთრიწყარო, დ---------–----------------------., ს/კ 8-----------. განცხადებას ერთვოდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ჩუქების ხელშეკრულება, ქვითარი, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ლ-–--------–--ის #8----------- განცხადება თანდართული მასალებით, ტომი 1, ს.ფ. 170-1-8;

 

3.1.9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2012 წლის 02 თებერვალს მიღებული იქნა 8------------07 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და უძრავი ქონება მდებარე თეთრიწყარო, დ---------–----------------------, ს/კ 8----------- ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა ლ-–---–----–--ის საკუთრებაში და გაცემული იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 03 თებერვალს მიღებული იქნა 8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც შესწორდა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში დაშვებული ტექნიკური ხარვეზი და უძრავი ქონება მდებარე თეთრიწყარო, დ---------–----------------------, ს/კ 8----------- აღირიცხა ლ-–--------–--ის საკუთრებაში, გაცემული იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 02 თებერვლის 8------------07 გადაწყვეტილება, ტომი 1, ს.ფ. 192;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო რუკა, ტომი 1, ს.ფ.193-194;

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 03 თებერვლის 8-------------- გადაწყვეტილება, ტომი 1, ს.ფ. 199;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტომი 1, ს.ფ. 200-201;

 

3.1.10. 2015 წლის 31 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს #8----------- განცხადებით მიმართა ლ--–-------–---–მა და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია გარიგების საფუძველზე უძრავ ნივთზე ს/კ 8-----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ლ--–-------–---–ის 8----------- განცხადება თანდართული დოკუმენტებით, ტომი 1, ს.ფ. 202-207;

3.1.11. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 03 სექტემბერს მიღებული იქნა 8------------03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და უძრავი ქონება ს/კ 8----------- გარიგების საფუძველზე აღირიცხა ლ--–-------–---–ის საკუთრებაში და გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 03 სექტემბრის 8------------03 გადაწყვეტილება, ტომი 1, ს.ფ. 208;

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტომი 1, ს.ფ. 209-210;

 

3.1.12. 2017 წლის 11 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს #8----------- განცხადებით მიმართა ა---------–--ემ და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, მდებარე: რაიონი თეთრიწყარო, მ----–--- და საჯარო რეესტრიდან ამონაწერის გაცემა. განცხადებას თან ახლდა დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სატყეო ფონდი, სუბსიდირების პროექტი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, თანხმობა დოკუმენტაცია, გადაეგზავნოს აღიარების კომისიას, თანხმობა მედიატორი/მედიატორი ნოტარიუსის დანიშვნაზე, სამკვიდრო მოწმობა, ელ.ვერსია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ა---------–--ის 8----------- განცხადება თანდართული დოკუმენტებით, ტომი 1, ს.ფ. 88-96;

3.1.13. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 1- მაისის #8------------03 გადაწყვეტილებით ა---------–--ეს ეცნობა, რომ მის მიერ მითითებულ 8----------- საკადასტრო კოდის სააღრიცხვო ბარათსა და საკადასტრო რუკაზე განხორციელებული ჩასწორება არ არის სათანადო წესით დამოწმებული, აღნიშნულიდან გამომდინარე აღნიშნულ კოდზე რეგისტრირებულ მესაკუთრედ ფიქსირდება გ------- მ-----–--ე.

ასევე ეცნობა, რომ 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უფლება უკვე რეგისტრირებულია და დაზუსტებულია 8----------- საკადასტრო კოდზე. აღნიშნულიდან გამომდინარე 8----------- კოდის სააღრიცხვო ბარათი და საკადასტრო რუკა ვერ იქნება გამოყენებული, როგორც საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, უკვე რეგისტრირებული უფლება არ ექვემდებარება ხელმეორედ რეგისტრაციას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მიმდინარეობს დამატებით დოკუმენტაციის მოძიება გ--- გ-------ს ძე მ-----–--ის კომლის შემადგენლობისა და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. 2017 წლის 1- მაისის # 1----- წერილით გამოთხოვილი იქნა დოკუმენტაცია ქვემო ქართლის რეგიონული არქივიდან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან. სარეგისტრაციო განაცხადზე გადაწყვეტილება მიიღება 2017 წლის 1- მაისის # 1----- წერილზე პასუხის მიღების შემდეგ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 1- მაისის #8------------03 გადაწყვეტილება, ტომი 1, ს.ფ. 97;

 

3.1.14. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 1- მაისს ქვემო ქართლის რეგიონალურ არქივს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას და შემოსავლების სამსახურს გაეგზავნა #1----- წერილი და სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში" მიმდინარე 8----------- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით, ეთხოვათ ინფორმაციის მიწოდება მათ უწყებაში დაცული ინფორმაცია/დოკუმენტაციის ასლები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მ----–--–- მოქ. გ--- გ-------ს ძე მ-----–--ის კომლის შემადგენლობის (სხვა კომლში წევრად არსებობის), მასზე რიცხული ქონებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით.

ასევე, ეთხოვა ინფორმაციის მიწოდება მათთან დაცული გ--- გ-------ს ძე მ-----–--ეზე გაცემული სხვა დოკუმენტაციის შესახებ (მიწის განაწილების სია და სხვ.).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 1- მაისის 1----- წერილი, ტომი 1, ს.ფ. 103

 

3.1.15. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 29 მაისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2------ წერილით ეცნობა, რომ დ---------–--–- მცხოვრები გ--- გ-------ს ძე მ-----–--ის კომლის შემადგენლობის (სხვა კომლში წევრად არსებობის), მასზე რიცხული ქონებისა და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ გამგეობაში არანაირი ინფორმაცია არ არის დაცული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2------ წერილი, ტომი 1, ს.ფ. 104;

 

3.1.16. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 30 მაისს, შემოსავლების სამსახურის #2------------ წერილით ეცნობა, მათ სამსახურში ინახება თეთრიწყაროს რაიონის დ--- მ----–---- მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები 2002, 2004, 2005 (იჯარა), 2006 წწ., სადაც 2002 წლის მონაცემებში მითითებულია გ--- გ-------ს ძე მ-----–--ის მონაცემები: ფართი 2500 კვმ, მისამართი თ--------------- #. 2004, 2005 და 2006 წლის მონაცემებში არ ფიქსირდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შემოსავლების სამსახურის #2------------ წერილი, ტომი 1, ს.ფ. 105;

 

3.1.17. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 05 ივნისს, საქართველოს ეროვნული არქივის #1------- წერილით ეცნობა, რომ თეთრიწყაროს რაიონის მ----–---- სადაბო საბჭოს დ--- მ----–---- 1992-2007 წლების საკომლო წიგნები, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტები, მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის განაწილების (სარეფორმო), საგადასახადო სიები, მებაღეობის სია (მიმაგრების ტალონი) და მიწის ზონარგაყრილი წიგნები ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცვაზე არ შემოსულა, რის გამოც არ აქვთ შესაძლებლობა მიაწოდონ ინფორმაცია გ--- გ-------ს ძე მ-----–--ის კომლის შემადგენლობისა და ქონების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ეროვნული არქივის # 1------- წერილი, ტომი 1, ს.ფ.106;

 

3.1.1-. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 05 ივნისის #8------------08 და #8------------10 და 09 ივნისის 8------------12 გადაწყვეტილებებით ა---------–--ეს ეცნობა, მის მიერ მითითებულ 8----------- საკადასტრო კოდის სააღრიცხვო ბარათსა და საკადასტრო რუკაზე განხორციელებული ჩასწორება არ არის სათანადო წესით დამოწმებული, აღნიშნულიდან გამომდინარე აღნიშნულ კოდზე რეგისტრირებულ მესაკუთრედ ფიქსირდება გ------- მ-----–--ე.

8----------- საკადასტრო კოდის 8----------- განაცხადზე წარმოდგენილი და 8----------- საკადასტრო კოდის სარეგისტრაციო მასალების ურთიერთ შეჯერებისას დგინდება, რომ 8----------- საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული უფლება უკვე დაზუსტებულია 8----------- საკადასტრო კოდზე. აღნიშნულიდან გამომდინარე 8----------- კოდის სააღრიცხვო ბარათი და საკადასტრო რუკა ვერ იქნება გამოყენებული, როგორც საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, უკვე რეგისტრირებული უფლება არ ექვემდებარება ხელმეორედ რეგისტრაციას.

ასევე ეცნობა, რომ გ--- მ-----–--ის /2----------/ სახელზე 2006 წლის 8----------- განაცხადით მიწის ნაკვეთი 700კვ.მ რეგისტრირებულია რაიონი თეთრიწყარო, დ--- მ----–---, 9-------------- 8----------- საკადასტრო კოდით, რომელიც 2006 წლის 8----------- განაცხადით გასხვისებულია და რეგისტრირებულია ნ------------ის სახელზე, აღნიშნულ კოდზე (8-----------) რეგისტრირებული უფლება სავარაუდოდ იდენტურია 8----------- განაცხადზე წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და 2017 წლის 05 ივნისის #8------------09 გადაწყვეტილებით განახლდა სარეგისტრაციო წარმოება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 05 ივნისის #8------------08, #8------------09, #8------------10 და 09 ივნისის #8------------12 გადაწყვეტილებები, ტომი 1, ს.ფ. 107-109, 112;

 

3.1.19. 2017 წლის 06 ივნისის 2-------- წერილით ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებულ სარეგისტრაციო სამსახურს ეცნობა, რომ 8----------- განაცხადზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ მოცემული უძრავი ნივთი, თეთრიწყაროს რაიონის მ----–---- მერძევეობის ს/მეურნეობის 1987 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ფართობს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის 2017 წლის 05 ივნისის 2-------- წერილი, ტომი , ს.ფ. 110;

- საჯარო რეესტრის 2017 წლის 06 ივნისის 2-------- წერილი, ტომი 1, ს.ფ. 111;

 

3.1.20. 2017 წლის 6 ივლისს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ№8-------------- გადაწყვეტილება, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო წარმოებისშეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი /ინფორმაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 06 ივლისის #8-------------- გადაწყვეტილება ტომი 1, ს.ფ. 113;

 

3.1.21. 2017 წლის 10 ივლისს ა---------–--ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების 1შეწყვეტის შესახებ №8-------------- (06.07.2017) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და №8----------- განცხადებასთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილების მიღება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ა---------–--ის საჩივარი თანდართული დოკუმენტებით, ტომი 1, ს.ფ. 119-128;

 

3.1.22. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 11 აგვიტოს №3----- გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა---------–--ის №3-------- ადმინისტრაციული საჩივარი; ბათილად იქნა ცნობილი ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------03 (1-.05.2017), №8------------08 (05.06.2017), №8------------12 (09.06.2017) გადაწყვეტილებები წინამდებარე გადაწყვეტილების 4.2.16. პუნქტში მითითებულ ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის №8-------------- (06.07.2017) გადაწყვეტილება; დაევალა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისს №№8----------- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განახლება და, წინამდებარე გადაწყვეტილების 4.2.1-. პუნქტში მითითებული გარემოებების მიხედვით, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ ახალი გადაწყვეტილებების მიღება; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის №8-------------- (21.01.2016) და ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის №8-------------- (08.12.2016) გადაწყვეტილებები და მათ საფუძველზე მომზადებული ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

 

დაევალა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისს №8----------- და №8----------- განცხადებებთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განახლება და წინამდებარე გადაწყვეტილების 4.2.15. მითითებული გარემოებების მიხედვით ახალი გადაწყვეტილების მიღება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 11 აგვისტოს #3----- გადაწყვეტილება, ტომი 1, ს.ფ. 134-14-;

 

3.1.23. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 11 აგვისტოს #3----- გადაწყვეტილების საფუძველზე 2017 წლის 14 აგვისტოს №8------------14 გადაწყვეტილებით განახლდა სარეგისტრაციო წარმოება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 აგვისტოს #8------------14 გადაწყვეტილება, ტომი 1, ს.ფ.114;

 

3.1.24. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 აგვისტოს №8------------15 გადაწყვეტილებით ა---------–--ეს ეცნობა, რომ სარეგისტრაციო წარმოება განახლდა #3----- გადაწყვეტილების საფუძველზე.

რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს # 3----- განაწყვეტილებით დადგინდა, რომ სისტემურად რეგისტრირებული 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უფლება წარმოადგენს გ------- მ-----–--ის საკუთრებას და არა გ--- მ-----–--ის საკუთრებას, იხ. # 3----- გადაწყვეტილების "4.1.2. 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა გ------- მ-----–--ე. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცულია მიწის ხელმოწერილი და ბეჭედდასმული სააღრიცხვო ბარათი. ამასთან, სააღრიცხვო ბარათზე კალმით შესწორებულია სახელი გ------- და მის ნაცვლად მითითებულია გ---. შესწორება სათანადო წესით დამოწმებული არ არის ნაწილი" და "4.2.10. რაც შეეხება თეთრიწყაროს რაიონის მ----–---- სადაბოს საკრებულოს ცნობას, იმის თაობაზე, რომ გ------- მ-----–--ის სახელზე გახსნილ სარეგისტრაციო მოწმობებში მ-----–--ე გ-------ს ნაცვლად უნდა მითითებულიყო მ-----–--ე გ---, აღნიშნული ცნობა გაიცა 2006 წლის 13 ოქტომბერს. იმ დროს მოქმედი „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სააღრიცხვო ბარათში ჩანაწერების შეტანა, შეცვლა ან გაუქმება ხორციელდებოდა უფლების დამადასტურებელი საბუთების საფუძველზე და მათ შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2006 წლის 13 ოქტომბრის თეთრიწყაროს რაიონის მ----–---- სადაბოს საკრებულოს ცნობა არ წარმოადგენდა სააღრიცხვო ბარათში ცვლილების/შესწორების შეტანის საფუძველს. ამასთან, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი არ წარმოადგენს უფლებამოსილ ორგანოს, დაადგინოს და შეაფასოს სააღრიცხვო ბარათში ასახული რეგისტრირებული მონაცემების სისწორე ან უზუსტობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრეა გ------- მ-----–--ე" ქვეპუნქტები.ხოლო # 3----- გადაწყვეტილების 4.2.16. ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------03 (1-.05.2017), №8------------08 (05.06.2017), №8------------12 (09.06.2017) გადაწყვეტილებებში განმარტებულია: „8----------- საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული უფლება უკვე დაზუსტებულია 8----------- საკადასტრო კოდზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, 8----------- კოდის სააღრიცხვო ბარათი და საკადასტრო რუკა ვერ იქნება გამოყენებული, როგორც საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, უკვე რეგისტრირებული უფლება არ ექვემდებარება ხელმეორედ რეგისტრაციას.“ ადმინისტრაციულ საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------03 (1-.05.2017), №8------------08 (05.06.2017), №8------------12 (09.06.2017) გადაწყვეტილებები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის და გრაფიკული მონაცემების ურთიერთშეჯერების შედეგად, უტყუარად არ დგინდება 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უფლების 8----------- საკადასტრო კოდზე დაზუსტების ფაქტი. 8----------- საკადასტრო კოდზე გახსნილი სააღრიცხვო ბარათი წარმოადგენს არა საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, არამედ რეგისტრირებულ მონაცემს. აღნიშნული რეგისტრირებული მონაცემები კი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუქმებული არ არის.

 

თუ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი დაადგენს, რომ 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უფლება დაზუსტდა 8----------- საკადასტრო კოდზე, უნდა მოხდეს ამ ორი კოდის ერთმანეთთან დაკავშირება (ძველი საკადასტრო კოდის მიბმა ახალ კოდთან). ქვეპუნქტით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა 8----------- და 8----------- საკადასტრო კოდებს შორის კავშირის დადგენა.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეცნობა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დადგენილი იქნა, რომ: სისტემურად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს ნაკვეთის ნომრები მინიჭებული აქვს თანმიმდევრულად, 8----------- საკადასტრო კოდის საკადასტრო რუკით დგინდება, რომ 8----------- საკადასტრო კოდის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს წარმოადგენს 8----------- და 8----------6 მიწის ნაკვეთები, რომლებიც დაზუსტებულია 8----------- და 8----------- საკადასტრო კოდებზე და მომიჯნავეა 8----------- საკადასტრო კოდის. აღნიშნულიდან გამომდინარე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ადგენს, რომ 8----------- და 8----------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უფლება იდენტურია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 აგვისტოს #8------------15 გადაწყვეტილება, ტომი 1, ს.ფ.115-116;

 

3.1.25. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 1- სექტემბრის #8------------16 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 1- სექტემბრის #8------------16 გადაწყვეტილება, ტომი 1, ს.ფ. 117;

 

3.1.26. 201- წლის 13 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 8----------- განცხადებით მიმართა ა---------–--ემ და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, მდებარე: რაიონი თეთრიწყარო, მ----–---. განცხადებას თან ახლავს შემდეგი დოკუმენტები: წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება # 3-----, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია იხ. საქმეში N 8-----------, სასამართლო დადგენილება, განცხადება.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 19 თებერვლის 8------------03 გადაწყვეტილებით ა---------–--ეს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულის სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურმა N 3----- გადაწყვეტილების საფუძველზე უკვე იმსჯელა 8----------- განაცხადზე და დაადგინა, რომ სისტემურად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს ნაკვეთის ნომრები მინიჭებული აქვს თანმიმდევრულად, 8----------- საკადასტრო კოდის საკადასტრო რუკით დგინდება, რომ 8----------- ს/კოდის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს წარმოადგენს 8----------- და 8----------6 მიწის ნაკვეთები, რომლებიც დაზუსტებულია 8----------- და 8----------- საკადასტრო კოდებზე და მომიჯნავეა 8----------- ს/კოდის. აღნიშნულიდან გამომდინარე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ადგენს, რომ 8----------- და 8----------- ს/კოდებით რეგისტრირებული უფლება იდენტურია. ასევე 8----------- ს/კ რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრედ დადგენილ იქნა გ------- მ-----–--ე (იხ.3-----), ვინაიდან 8-,1-,3----- საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული უფლება იდენტურია 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულის, ვერ განხორციელდება 8----------- კოდის დაზუსტება გ--- მ-----–--ისადმი კუთვნილების დადგენის შემთხვევაშიც კი. ეთხოვა სხვა უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენა ან თანხმობა/ განაცხადის აღიარების კომისიაში გადასაგზავნად. ასევე ეცნობა, რომ ზედდებაა ტყის მასივის კონტურთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 19 თებერვლის 8------------03 გადაწყვეტილება, ტომი 2, ს.ფ. 191;

 

3.1.27. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 21 მარტის თებერვლის 8------------04 გადაწყვეტილებით ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი /ინფორმაცია, ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 22–ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 21 მარტის 8------------04 გადაწყვეტილება, ტომი 2, ს.ფ. 192;

 

3.1.28. ა---------–--ის მიერ წარდგენილი იქნა ადმინისტრაციული საჩივრები 1-------- (16.02.201-) და 1-------- (12.03.201-), რომლითაც მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ № 8------------03 (19.02.201-) და № 8------------15 (14.08.2017) გადაწყვეტილებების გაუქმება და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება.

 

№ 8----------- და № 8----------- სარეგისტრაციო განცხადებებით (სახეზეა იდენტური მოთხოვნა) დაინტერესებული პირის მიერ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოთხოვნილი იყო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დ---------–--–- მდებარე 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 930 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ცვლილების რეგისტრაცია. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცულია 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ხელმოწერილი და ბეჭედდასმული სააღრიცხვო ბარათი. ამასთან, სააღრიცხვო ბარათზე კალმით შესწორებულია სახელი გ------- და მის ნაცვლად მითითებულია გ---. თბილისის საქალაქო სასამართლოს 201- წლის 8 თებერვლის დადგენილების (საქმეზე № 2/71--1-) თანახმად, დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი - გ--- მ-----–--ისადმი უფლების დამდგენი საბუთის, მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის (განაცხადის რეგისტრაციის № 1----/2002; თარიღი: 08.07.02; სარეგისტრაციო ზონა - თეთრიწყარო; საკადასტრო კოდი 8-----------;, ფართობი 0.093 ჰა) კუთვნილების ფაქტი, რომელშიც მითითებული სახელი „გ-------“ არ ემთხვევა მის გარდაცვალების მოწმობაში მითითებულ სახელს - „გ---ს“.2011 წლის 28 დეკემბერს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურს № 8----------- განცხადებით მიმართა თამარ მ-----–--ის (პირადი ნომერი 2----------) წარმომადგენელმა ლ-–--------–--ემ (პირადი ნომერი 0----------) და მოითხოვა თეთრიწყაროს რაიონის დ---------–--–-, პ------–----------------–- მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. № 8----------- განცხადებას დაინტერესებულმა პირმა დაურთო გ-------- მ-----–--ის (პირადი ნომერი 2----------) სამკვიდრო მოწმობა, საკადასტრო აზომვითი ნახაზი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც, ტექნიკური აღრიცხვის მონაცემებით თეთრიწყაროს რაიონის დ---------–--–- თამარ მეფის ქ. №--–------------------–-- მდებარე უძრავი ნივთი აღრიცხული იყო გ-------- მ-----–--ის სახელზე (საფუძველი: 11.08.1964 წ. სააღრიცხვო ბარათი). აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, რეგისტრაციის შესახებ თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის № 8------------05 (17.01.2012) გადაწყვეტილებით, განხორციელდა 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავ ნივთის პირველადი რეგისტრაცია. № 8----------- სარეგისტრაციო განცხადებას დართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდი 8-.1-.4-.3--) მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დ---------–--–-, 9--------------. აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 700 კვ.მ. უძრავ ნივთზე № 8----------- (11.09.2006) განცხადების საფუძველზე დარეგისტრირდა გ--- მ-----–--ის (პირადი ნომერი 2----------) საკუთრების უფლება, ხოლო უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია მშრომელთა დეპუტატების მ----–---- სადაბო საბჭოს აღმასკომის № 81 გადაწყვეტილება. 8----------- საკადასტრო კოდით უძრავი ნივთი რეგისტრირებულია დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით და ამჟამინდელი მდგომარეობით მისი მესაკუთრეა ნ------------ე (პირადი ნომერი 0----------). 2017 წლის 10 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის (სარეგისტრაციო ნომერი 1--------; ნოტარიუსი: ნ------------) თანახმად, ა---------–--ემ (პირადი ნომერი 0----------), როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრემ (შვილი) მიიღო გ--- მ-----–--ის (პირადი ნომერი 2----------) სამკვიდრო. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 5 ივნისის № 1------- წერილის შესაბამისად, თეთრიწყაროს რაიონის მ----–---- სადაბო საბჭოს დ--- მ----–---- 1992-2007 წლების საკომლო წიგნები, მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტები, მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის განაწილების (სარეფორმო), საგადასახადო სიები, მებაღეობის სია (მიმაგრების ტალონი) და მიწის ზონარგაყრილი წიგნები ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცული არ არის. 201- წლის 17 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიიდან № 2----- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია 8----------- საკადასტრო კოდით ( № 1----/2002 სააღრიცხვო ბარათი) რეგისტრირებული და № 8----------- სარეგისტრაციო განცხადებას თანდართულ საკადასტრო-აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენის მიზნით, ასევე, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მშრომელთა დეპუტატების მ----–---- სადაბო საბჭოს აღმასკომის № 81 გადაწყვეტილების საფუძველზე, გ--- მ-----–--ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 8-----------, № 8----------- განცხადება) იდენტური იყო თუ არა სისტემურად, 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის. აღნიშნული წერილის პასუხად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 201- წლის 4 ივნისს წარმოდგენილ იქნა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის № 3------ წერილი თანდართული უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 0---- ოქმი. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის 201- წლის 4 ივნისის № 3------ წერილის თანახმად, „საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით წარმოდგენილი უძრავი ქონება მდებარე თეთრიწყარო დ---------–--–- არ არის იდენტური, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან (8-----------), რაც დასტურდება 201- წლის 01 მაისის № 0---- ადგილზე დათვალიერების ოქმით. აღნიშნული ოქმის შესაბამისად, 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი არ არის 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის იდენტური, ხოლო № 8----------- განცხადებას თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზსა და უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა არ დასტურდება. 2017 წლის 21 ნოემბერს ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისში ნ------------ის წარმომადგენლის ვ-----------------ის მიერ წარდგენილ იქნა № 8----------- სარეგისტრაციო განცხადება 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით. დგინდება, რომ ნ------------ის მიერ №8----------- სარეგისტრაციო განცხადებასა (საკადასტრო კოდი 8-----------) და ა---------–--ის № 8----------- განცხადებას (საკადასტრო კოდი 8-----------) თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზებზე ასახული უძრავი ნივთების ადგილმდებარეობა ემთხვევა ერთმანეთს. № 8----------- განცხადებასთან დაკავშირებით მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 201- წლის 5 ივნისის № 2----- წერილით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიიდან დამატებით გამოითხოვა ინფორმაცია მშრომელთა დეპუტატების მ----–---- სადაბო საბჭოს აღმასკომის № 81 გადაწყვეტილების საფუძველზე, გ--- მ-----–--ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 8-----------, №8----------- განცხადება, ამჟამინდელი მესაკუთრე: ნ------------ე) იდენტური იყო თუ არა სისტემურად, 8----------- საკადასტრო კოდით გ--- მ-----–--ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას აღნიშნული წერილით ასევე მიეწოდა ინფორმაცია, რომ ნ------------ის მიერ № 8----------- სარეგისტრაციო განცხადებასა (საკადასტრო კოდი 8-----------) და ა---------–--ის № 8----------- განცხადებას (საკადასტრო კოდი 8-----------) თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზებზე ასახული უძრავი ნივთების ადგილმდებარეობა ემთხვეოდა ერთმანეთს. აღნიშნული წერილის პასუხად, 201- წლის 22 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის № 4------ წერილი და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების № 0---- ოქმი, რომლის თანახმადაც, მშრომელთა დეპუტატების მ----–---- სადაბო საბჭოს აღმასკომის № 81 გადაწყვეტილების საფუძველზე გ--- მ-----–--ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 8-----------) არ არის იდენტური სისტემურად 8----------- საკადასტრო კოდით გ--- მ-----–--ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის მიზნით, 201- წლის 27 მარტს, 17:00 საათზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (მის.: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2; თბილისის იუსტიციის სახლი, ნული სართული, შეხვედრების ოთახი №6) დაინიშნა ზეპირი მოსმენა. ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მიღების მიზნით, მოწვეულ იქნენ ა---------–--ე, ნ------------ე (პირადი ნომერი 0----------), ლ--–-------–---–ი (პირადი ნომერი 0----------), თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის წარმომადგენლები. ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ ა---------–--ის წარმომადგენელი ლ-–--------–--ე, რომელმაც მხარი დაუჭირა ადმინისტრაციულ საჩივარს.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 26 ივნისის #2----- გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა---------–--ის (პირადი ნომერი 0----------) № 1-------- (16.02.201-) და №1-------- (12.03.201-) ადმინისტრაციული საჩივრები; ძალადაკარგულად გამოცხადდა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ № 8------------15 (14.08.2017) და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №8------------16 (1-.09.2017) გადაწყვეტილებები; . ბათილად იქნა ცნობილი ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ № 8------------03 (19.02.201-) და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №8------------04 (21.03.201-) გადაწყვეტილებები. დაევალა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისს № 8----------- და № 8----------- სარეგისტრაციო განცხადებებთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განახლება და, წინამდებარე გადაწყვეტილების 4.2.11, 4.2.14. და 4.2.15. პუნქტში მითითებული გარემოებების მიხედვით, ახალი გადაწყვეტილებების მიღება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 26 ივნისის 2----- გადაწყვეტილება, ტომი 2, ს.ფ. 83-89;

 

3.1.29. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 29 ივნისს #8------------05 გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 26 ივნისის #2----- გადაწყვეტილების საფუძველზე სარეგისტრაციო წარმოება განახლდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 29 ივნისს 8------------05 გადაწყვეტილება, ტომი 2, ს.ფ. 193;

 

3.1.30. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 29 ივნისის #8-------------- გადაწყვეტილებით ა---------–--ეს ეცნობა: სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით: საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 201- წლის 5 ივნისის N2----- წერილით მიმართა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მიზნით.

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის 201- წლის 22 ივნისის N4------ წერილისა და თანდართული N0---- ადგილზე დათვალიერების ოქმის მიხედვით უფლების დამდგენი დოკუმენტით (8----------- სკ) გათვალისწინებული უძრავი ქონება არ არის იდენტური საკადასტრო აგეგმვით/აზომვითი ნახაზით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის.

 

დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის 201- წლის 22 ივნისის N4------ წერილისა და თანდართული N0---- ადგილზე დათვალიერების ოქმის საფუძველზე და ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის 201- წლის 26 ივნისის # 2----- გადაწყვეტილების საფუძველზე უარი ეთქვა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უძრავი ქონების რეგისტრაციაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 29 ივნისის #8-------------- გადაწყვეტილება, ტომი 2, სფ. 95-96;

 

3.1.31. 201- წლის 23 ივლისს ა---------–--ის მიერ წარდგენილი იქნა ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მოითხოვა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ № 8-------------- (29.06.201-) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

 

№8----------- სარეგისტრაციო განცხადებით დაინტერესებული პირის მიერ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოთხოვნილია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დ---------–--–- მდებარე 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 930 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ცვლილების რეგისტრაცია, საკადასტრო კოდით უძრავი ნივთი რეგისტრირებულია დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით და ამჟამინდელი მდგომარეობით მისი მესაკუთრეა ნ------------ე (პირადი ნომერი 0----------).

 

2017 წლის 10 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის (სარეგისტრაციო ნომერი 1--------; ნოტარიუსი: ნ------------) თანახმად, ა---------–--ემ (პირადი ნომერი 0----------), როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრემ (შვილი) მიიღო გ--- მ-----–--ის (პირადი ნომერი 2----------) სამკვიდრო. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 5 ივნისის № 1------- წერილის შესაბამისად, თეთრიწყაროს რაიონის მ----–---- სადაბო საბჭოს დ--- მ----–---- 1992-2007 წლების საკომლო წიგნები, მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტები, მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის განაწილების (სარეფორმო), საგადასახადო სიები, მებაღეობის სია (მიმაგრების ტალონი) და მიწის ზონარგაყრილი წიგნები ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცული არ არის. 201- წლის 17 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიიდან № 2----- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია 8----------- საკადასტრო კოდით ( № 1----/2002 სააღრიცხვო ბარათი) რეგისტრირებული და № 8----------- სარეგისტრაციო განცხადებას თანდართულ საკადასტრო-აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენის მიზნით, ასევე, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მშრომელთა დეპუტატების მ----–---- სადაბო საბჭოს აღმასკომის № 81 გადაწყვეტილების საფუძველზე, გ--- მ-----–--ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 8-----------, № 8----------- განცხადება) იდენტური იყო თუ არა სისტემურად, 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის. აღნიშნული წერილის პასუხად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 201- წლის 4 ივნისს წარმოდგენილ იქნა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის № 3------ წერილი თანდართული უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №0---- ოქმით. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის 201- წლის 4 ივნისის № 3------ წერილის თანახმად, „საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით წარმოდგენილი უძრავი ქონება მდებარე თეთრიწყარო დ---------–--–- არ არის იდენტური, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან (8-----------), რაც დასტურდება 201- წლის 01 მაისის №0---- ადგილზე დათვალიერების ოქმით“. აღნიშნული ოქმის შესაბამისად, 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი არ არის 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის იდენტური, ხოლო № 8----------- განცხადებას თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზსა და უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა არ დასტურდება. 2017 წლის 21 ნოემბერს ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისში ნ------------ის წარმომადგენლის ვ-----------------ის მიერ წარდგენილ იქნა № 8----------- სარეგისტრაციო განცხადება 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით. დგინდება, რომ ნ------------ის მიერ №8----------- სარეგისტრაციო განცხადებასა (საკადასტრო კოდი 8-----------) და ა---------–--ის № 8----------- განცხადებას (საკადასტრო კოდი 8-----------) თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზებზე ასახული უძრავი ნივთების ადგილმდებარეობა ემთხვევა ერთმანეთს. № 8----------- განცხადებასთან დაკავშირებით მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 201- წლის 5 ივნისის № 2----- წერილით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიიდან დამატებით გამოითხოვა ინფორმაცია მშრომელთა დეპუტატების მ----–---- სადაბო საბჭოს აღმასკომის № 81 გადაწყვეტილების საფუძველზე, გ--- მ-----–--ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 8-----------, №8----------- განცხადება, ამჟამინდელი მესაკუთრე: ნ------------ე) იდენტური იყო თუ არა სისტემურად, 8----------- საკადასტრო კოდით გ--- მ-----–--ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას აღნიშნული წერილით ასევე მიეწოდა ინფორმაცია, რომ ნ------------ის მიერ № 8----------- სარეგისტრაციო განცხადებასა (საკადასტრო კოდი 8-.1-.0-----.0--- და ა---------–--ის № 8----------- განცხადებას (საკადასტრო კოდი 8-----------) თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზებზე ასახული უძრავი ნივთების ადგილმდებარეობა ემთხვეოდა ერთმანეთს. აღნიშნული წერილის პასუხად, 201- წლის 22 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის № 4------ წერილი და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების № 0---- ოქმი, რომლის თანახმადაც, მშრომელთა დეპუტატების მ----–---- სადაბო საბჭოს აღმასკომის № 81 გადაწყვეტილების საფუძველზე გ--- მ-----–--ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 8-----------) არ არის იდენტური სისტემურად 8----------- საკადასტრო კოდით გ--- მ-----–--ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის.

 

ვინაიდან №8----------- სარეგისტრაციო განცხადებას თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ნივთი არ შეესაბამება 8----------- საკადასტრო კოდზე დაცულ გრაფიკულ მონაცემს (საკადასტრო რუკას), ხოლო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის №3------ წერილით და №0----, №0---- ოქმების თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ არ დადასტურდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (8----------- საკადასტრო კოდზე გახსნილი სააღრიცხვო ბარათი) გათვალისწინებული და № 8----------- სარეგისტრაციო განცხადებას თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ნივთების იდენტურობა, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №8-------------- (29.06.201-) გადაწყვეტილება კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 17 აგვისტოს #3----- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ა---------–--ეს (პირადი ნომერი 0----------) 201- წლის 23 ივლისის №4-------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 17 აგვისტოს #3----- გადაწყვეტილება, ტომი 2, ს.ფ. 90-94;

 

3.1.32. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 201- წლის 12 აპრილის საოქმო განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი იქნა ე.წ. ყვითელი შრის ამსახველი ნახაზები საკადასტრო კოდზე 8----------- და გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია სარეგისტრაციო განაცხადზე 8----------- მოსარჩელის მიერ წარდგენილი ელექტრონული აზომვითი საკადასტრო ნახაზი, სისტემური რეგისტრაციის რომელ საკადასტრო კოდს შეესაბამება (ედრება).

 

201- წლის 24 აპრილს სასამართლოს ( 201- წლის 12 აპრილის №3/46-17 საქმის სასამართლოს განჩინების პასუხად გაცნობებთ (სააგენტოში შემოსვლის №2--------, 17.0--201- წ.), ეცნობა რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულია "კადასტრისა და მიწისრეგისტრაციის" (KFW თანადაფინანსებით) პროექტისა და აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) პროექტის ფარგლებში განხორციელებული სისტემური აღწერების შედეგად მიღებული დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების კომპიუტერული დამუშავების შედეგად მიღებული ინტეგრირებული გრაფიკულ მონაცემთა ბაზა. აღნიშნული გრაფიკული მონაცემები წარმოადგენს დაუზუსტებელ, დაურეგისტრირებელ საკადასტრო მონაცემებს. ამასთან სისტემური აღწერების შედეგად მიღებული უძრავი ნივთების გრაფიკული მონაცემები (ადგილმდებარეობა, კონფიგურაცია, საზღვრები, ფართობი) არ შეესაბამება იმავე საკადასტრო კოდით უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში სისტემური რეგისტრაციის წესით რეგისტრირებული უძრავი ნივთების სააღრიცხვო ბარათებზე თანდართულ საკადასტრო მონაცემებს.

 

წარმოდგენილი იქნა ასევე რუკები და ე.წ. ყვითელი ფენა, რომლის თანახმად უძრავი ქონება ,,ყვითელ შრეზე" ს/კ 8------------ის მესაკუთრეა გ------- მ-----–--ე, რომელიც დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია, როგორც ს/კ 8----------- და მასზე მდებარეობს ასევე საცხოვრებელი სახლი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 19 აპრილის #1----- წერილი და საკადასტრო რუკა და ე.წ. ,,ყვითელი ფენის" ამსახველი ნახაზი, ტომი 1-ს.ფ. 288-290;

 

4.1.33. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის #0---- თანახმად, სისტემური საკადასტრო კოდით 8----------- გ--- მ-----–--ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი იდენტური არ არის სისტემური კოდით 8----------- რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებაში. საკადასტრო კოდით 8----------- რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და სარეგისტრაციო განცხადებაზე 8----------- თანდართული საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა უტყუარად არ დგინდება.

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის #0---- თანახმად, მშრომელთა დეპუტატების მ----–---- სადაბო საბჭოს აღმასკომის #81 გადაწყვეტილების საფუძველზე გ--- მ-----–--ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ს/კ 8----------- ამჟამინდელი მესაკუთრე ნ------------ე და სისტემურად 8----------- საკადასტრო კოდით გ--- მ-----–--ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი იდენტური არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის #0---- ტომი 1, ს.ფ. 105;

- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის #0----, ტომი 2, ს.ფ. 135;

 

4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.2.1. მიწის უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათი ს/კ 8----------- არ წარმოადგენს ა---------–--ის მიერ 8----------- სარეგისტრაციოდ წარდგენილ განცხადებაზე დართულ აზომვით საკადასტრო ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო დოკუმენტს, სააღრიცხო ბარათზე მითითებული მონაცემები არ არის იდენრუტი სადავო მიწის ნაკვეთისა მონაცემებისა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

საქმის განხილვის დროს დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელის მიერ უძრავი ქონების საკუთრების უფლების სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი საკადასტრო კოდით 8----------- არ შეესაბამება, სარეგისტრაციოდ წარდგენილ აზომვით ნახაზზე დატანილ მონაცემებს, კერძოდ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულ "კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის" (KFW თანადაფინანსებით) პროექტისა და აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სისტემური აღწერების შედეგად მიღებული დაუზუსტებელ საკადასტრო მონაცემების კომპიუტერული დამუშავების შედეგად მიღებულ ინტეგრირებული გრაფიკულ მონაცემთა ბაზაში (ე.წ. ყვითელი ფენა) მითითებულია, რომ უძრავი ქონების ს/კ 8----------- მესაკუთრეა გ------- მ-----–--ე და აღნიშნულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია ასევე დაზუსტებული მონაცემები ს/კ 8----------- და დღეის მდგომარეობით მისი მესაკუთრეა ლ--–-------–---–ი. აღსანიშნავია, რომ სისტემურად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს, ნაკვეთის ნომრები მინიჭებული აქვს თანმიმდევრულად. 8----------- საკადასტრო კოდის საკადასტრო რუკით დგინდება, რომ 8----------- საკადასტრო კოდის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს წარმოადგენს 8----------- და 8----------6 მიწის ნაკვეთები, რომლებიც დაზუსტებულია 8----------- და 8----------- საკადასტრო კოდებზე და მომიჯნავეა 8----------- საკადასტრო კოდის. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ 8----------- და 8----------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უფლება იდენტურია. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სააღრიცხვო ბარათი 8----------- გაცემული გ--- მ-----–--ის სახელზე ეკუთვნის სადავო მიწის ნაკვეთს, ვინაიდან როგორც მტკიცებულებებიდან ჩანს, ჯერ კიდევ სააღრიცხვო ბარათში მითითებული ქონება ეკუთვნოდა მოსარჩელის ბაბუას გ-------– მ-----–--ეს, რომლის სამკვიდრო მასაში შევიდა აღნიშნული ქონება და მისმა მემკვიდრემ, მეუღლემ თ-------------–--ემ აღნიშნული უძრავი ქონება ტექბიუროს არქივში დაცული მონაცემების საფუძველზე დაირეგისტრირა საკუთრებად. ის რომ იგივე მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის მამის სახელზე გაიცა სააღრიცხვო ბარათი არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ, იგი ეხება სადავო მიწის ნაკვეთს და წარმოადგენს მის სარეგისტრაციო დოკუმენტს.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას დარღვეული იქნა საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები,- ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.

 

4.2.2 ა---------–--ის მიერ 8----------- სარეგისტრაციოდ წარდგენილ განცხადებაზე დართული აზომვითი საკადასტრო ნახაზის გრაფიკული მონაცემები (ადგილმდებარეობა, კონფიგურაცია, საზღვრები, ფართობი) შეესაბამება, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულ "კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის" (KFW თანადაფინანსებით) პროექტისა და აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სისტემური აღწერების შედეგად მიღებული დაუზუსტებელ საკადასტრო მონაცემების კომპიუტერული დამუშავების შედეგად მიღებულ ინტეგრირებული გრაფიკულ მონაცემთა ბაზაში, გ---- მ-----–--ის (იგივე გ--- მ-----–--ის) სახელზე არსებულ მონაცემებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, კერძოდ მხარის ახსნა-განმარტების, მოწმეთა ჩვენებისა და საჯარო რეესტრში დაცული საკადასტრო რუკის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო, 930 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარე თეთრიწყარო, დ--- მ----–---, წარმოადგენს მოსარჩელის მამის გ--- (გ----) მ-----–--ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტომი 1, ს.ფ. 209;

- საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო მასალები;

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 19 აპრილის #1----- წერილი და საკადასტრო რუკა და ე.წ. ყვითელი ფენის ამსახველი ნახაზი, ტომი 1-ს.ფ. 288-290;

- მოწმეთა ახსნა-განმარტება;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი დასკვნა:

 

5.1. საქმის მასალების გაცნობის, მხარის ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი, ”მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონი.

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლერივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

მითითებული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადაო აქტები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 29 ივნისის N8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 26 ივნისის #2----- გადაწყვეტილება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 17 აგვისტოს #3----- გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირი – პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა, ხოლო „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი არის მიწის ნაკვეთის საზღვრების, კონფიგურაციისა და ადგილმდებარეობის, აგრეთვე მასზე განთავსებული ნაგებობების შესახებ გრაფიკულად და ტექსტობრივად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია, რომლის მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან შესაბამისობა, საჭიროების შემთხვევაში, დასტურდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

 

ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას;

 

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისიტოს #153 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოებისას გამოვლენილი გარემოებების შესაბამისად, სააგენტო, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში, საკუთარი ინიციატივით გამოითხოვს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტაციას/ინფორმაციას სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული არქივიდან (შემდგომში – ეროვნული არქივი) გამოითხოვება ინფორმაცია კომლის შემადგენლობის ან/და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, საკომლო წიგნის შესაბამისი ჩანაწერის ასლი, ინფორმაცია საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის თაობაზე ან/და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია;

 

ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საჭიროების შემთხვევაში, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა საპილოტო პროექტის ფარგლებში დგინდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლი ადგენს, რომ რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით.

 

ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად კი, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

ამდენად, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტი - სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას მოცემული კანონის შესაბამისად. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანო, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს უფლების რეგისტრაციის სისწორეს, რა მიზნითაც, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შესწავლილი და გამოკვლეული უნდა იქნეს წარმოების პროცესში დაცული ყველა დოკუმენტი, მათ შორის, რეგისტრაციის საფუძველი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებას წარმოადგენს რეგისტრაციამდე შეადაროს სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაადგინოს დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაუშვას ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად სახელდობრ თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-1- მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები;

,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიწისა და სხვა უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია ხდება სარეგისტრაციო ბარათის შედგენით ამ კანონისა და ყველა სხვა იმ ნორმატიული აქტის მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებითაც განისაზღვრება ამ ქონების უფლებრივი და ვალდებულებითი დატვირთვა. ამ კანონით, მიწისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების მიმართ ამ კანონის მიღების შემდეგ წარმოშობილი ურთიერთობები იურიდიულ ძალას იძენდა სახელმწიფო რეგისტრაციის შემდეგ, რეგისტრაციას აწარმოებდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი (მისი ადგილობრივი ქვედანაყოფი), რომელიც კოორდინირებდა მიწის კადასტრის სამუშაოებს და ჰქონდა საკუთარი ბეჭედი;

 

”მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ”სააღრიცხვო ბარათი ” - არის სარეგისტრაციო ფურცელი, რომელიც დგება თითოეული მიწის ნაკვეთზე და მოიცავს ინფორმაციას ამ ნაკვეთის მასზე არსებული სხვა უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობისა და საზღვრების შესახებ, აგრეთვე რეგისტრირებული უფლებების ობიექტების გეგმას (გრაფიკული ასახვა ცალკე მოცემულია კადასტრულ რუკაზეც).

 

ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად, ყოველ რეგისტრატურაში ინახება მიწის და სხვა უძრავი ქონების სააღრიცხვო (სარეგისტრაციო) ბარათები და სარეგისტრაციო რუკები, სააღრიცხვო ბარათზე მოცემული ჩანაწერები არის ამ ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება მის ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას უკავშირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის მატერიალური და ფორმალური კანონიერება წარმოადგენს.

 

ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისიწნებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული. ადმინისტრაციული წარმოება, ეს არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულებისაკენ. ადმინისტრაციული კოდექსი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით - თუ კანონი კონკრეტულ შემთხვევაში არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების აუცილებლობას. საქმიანობის ამ პროცესში აუცილებელია მთელი რიგი ნორმების დაცვა, რომელიც თავმოყრილია ადმინისტრაციული კოდექსის V თავში.

 

ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ფორმალური კანონიერების განსაზღვრის პროცესში აუცილებელია ყურადღება მიექცეს მის დასაბუთებას, ყოველი წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. მასში მოცემული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომელიც საფუძვალად დაუდო თავის გადაწყვეტილებას. მატერიალური კანონიერება კი აქტის შინაარსს უკავშირდება და მასში ასახული კონკრეტული ურთიერთობების მოწესრიგების, მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძველთან და ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობის არსებობას მოითხოვს. კერძოდ, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, როგორც სამართლის ნორმის კონკრეტიზაციის და ინდივიდუალიზაციის აქტი, სამართლის იმ ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს რომელთა აღსრულებასაც ის ახდენს. ასევე, ის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედი სამართლის სხვა ნორმებსა და კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს. ამასთან, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილება, რამდენადაც ის საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოიცემა, უნდა გამომდინარეობდეს თვით ამ სამართლებრივი აქტიდან, ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ აქტის მატერიალურ კანონიერებას ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობა ქმნის, ხოლო ასეთის არარსებობა მისი გაუქმების (ბათილად ცნობა, ძალადაკარგულად გამოცხადება) საფუძველია. მატერიალური კანონიერება ასევე მოიაზრებს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერებას, თანაზომიერებისა და კონკრეტულობის პრინციპებს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და მათზე სრულად ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სპეციალური ნორმატიული რეგულაციებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს იმ ზოგად პრინციპებს, რომელთა უგულებელყოფით მოქმედების უფლება არცერთ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს. ერთ-ერთ ასეთ პრინციპად შეგვიძლია მივიჩნიოთ გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულად გამოკვლევის გარეშე. აღნიშნული პრინციპი ასახვას ჰპოვებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

სასამართლო ვერ გაიზირებს მოსარჩელე მხარის პოზიციას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, კერძოდ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არ გამოიკვლია და არ იმსჯელა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებაზე. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მის მიერ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში სრულად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ა---------–--ის მიერ სადავო სარეგისტრაციოდ წარდგენილ 8----------- და 8----------- განცხადებებზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოებების დროს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სრულ იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოითხოვა და მოიპოვა მტკიცებულებები, ჩაატარა ზეპირი მოსმენა, მოიძია მასთან დაცული ინფორმაცია და ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას იდენტიფიცირებული ვერ იქნა მოსარჩელის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტი ანუ სააღრიცხვო ბარათი, მის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ აზომვით საკადასტრო ნახაზთან.

 

მოცემულ შემთხვევაში სადავოა ის გარემოება, რომ მოსარჩელე ითხოვს საკუთრების უფლების რეგისტრაციას უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით 8----------- და მის მიერ წარდგენილი იქნა მიწის ნაკვეთის სააღრიცხვო ბარათი. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ კი ყველა სადავო ინდივიდუალური სამართლებრივ აქტის, უძრავი ქონების რეგისტრაციაზე უარის თქმის და მასთან დაკავშირებული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ძირითადი საფუძველი არის ის გარემოება, რომ ვერ დადგინდა მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტის მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის ს/კ 8----------- შესაბამისობა მის მიერ წარდგენილ აზომვით საკადასტრო ნახაზზე მითითებულ მიწის ნაკვეთთან. სასამართლო განხილვის დროსაც მოსარჩელის წარმომადგენელი უთითებდა, რომ სწორედ 8----------- საკადასტრო კოდით არსებული მიწის ნაკვეთია ის მიწის ნაკვეთი ნაკვეთი, რომლის რეგისტრაციასაც ითხოვენ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მმართველობის კანონიერება კომპლექსურად მოიცავს, როგორც საჯარო ინტერესების, ასევე, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების (კერძო ინტერესის) და კანონის უზრუნველყოფის დაცვას. სწორედ აღნიშნულის უზრუნველსაყოფად არის დადგენილი სამართლის პრინციპებისა და მათი უზრუნველმყოფი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურების ზედმიწევნით დაცვის ვალდებულება, რაც მინიმუმამდე ამცირებს კანონსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელი ადმინისტრაციული აქტების გამოცემის შესაძლებლობას.

 

განსახილველ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ცალსახად მიუთითებს, რომ მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია მის მიერ წარდგენილი მიწის უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათი ს/კ 8-----------, შეუძლებელია მოსარჩელის ინტერესის დაკმაყოფილება და საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა ფაქტობრივ მდგომარეობა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიწის უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათი ს/კ 8-----------, არ წარმოადგენს ა---------–--ის მიერ 8----------- და 8----------- სარეგისტრაციოდ წარდგენილ განცხადებებზე დართულ აზომვით საკადასტრო ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების სარეგისტრაციო დოკუმენტს.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით და სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ა---------–--ის მიერ უძრავი ქონების საკუთრების უფლების სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათი საკადასტრო კოდით 8----------- არ შეესაბამება, სარეგისტრაციოდ წარდგენილ აზომვით ნახაზზე დატანილ მონაცემებს, კერძოდ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულ "კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის" (KFW თანადაფინანსებით) პროექტისა და აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სისტემური აღწერების შედეგად მიღებული დაუზუსტებელ საკადასტრო მონაცემების კომპიუტერული დამუშავების შედეგად მიღებულ ინტეგრირებული გრაფიკულ მონაცემთა ბაზაში (ე.წ. ყვითელი ფენა) მითითებულია, რომ უძრავი ქონების ს/კ 8----------- მესაკუთრეა გ------- მ-----–--ე და აღნიშნული უძრავი ქონებაზე რეგისტრირებულია ასევე დაზუსტებული მონაცემები ს/კ 8----------- და დღეის მდგომარეობით მისი მესაკუთრეა ლ--–-------–---–ი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის სრული დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამაღთლებრივი აქტები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი და არ არსებოსბ მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

7.2 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

მოსარჩელე ა---------–--ის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს მემკვიდრეობის საფუძველზე სადავო თეთრიწყაროს რაიონი, დ---------–--–- მდებარე 930 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული. ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

სასამართლო საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლზე და სკ-ის მე-9 მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის დანიშნულებაა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებიდან გამომდინარე საკუთრების უფლების დაცვა და სამოქალაქო კანონთა მიზნიდან - საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლების უზრუნველყოფა, თუ ამ თავისუფლების განხორციელება არ ხელყოფს მესამე პირთა უფლებებს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო 2014 წლის 4 თებერვლის განჩინებაში ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-368-357(კ-13) უთითებს, რომ ,,საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული მართლმსაჯულების არსი, ამოცანა და მისი როლი სახელმწიფოში კანონიერი საჯარო მმართველობის დამკვიდრებაში, კერძოდ: „სასამართლო ხელისუფლება ადმინისტრაციული მართლმსაჯულების მეშვეობით თავისი არსით ორ უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ფუნქციას ახორციელებს: 1. კონფლიქტის (დავის) მოგვარება/გადაწყვეტა კანონიერად და სამართლიანად; 2. სასამართლო კონტროლის განხორციელება მმართველობითი ორგანოების გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებზე, რაც თავის მხრივ, ემსახურება სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს, კანონიერი საჯარო მმართველობის ფუნქციონირების უზრუნველყოფას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციით დადგენილი ხელისუფლების დანაწილების პრინციპის რეალიზაცია მნიშვნელოვნად არის განპირობებული სასამართლო ხელისუფლების როლით, სასამართლოს მიერ ობიექტური, მიუკერძოებელი და კვალიფიციური მართლმსაჯულების განხორციელებით, ვინაიდან სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას _ მართლმსაჯულებას, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ეს მოიცავს არა მხოლოდ კონკრეტული კონფლიქტების (დავები) გადაწყვეტას, არამედ - სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა საქმიანობაზე სასამართლო კონტროლის განხორციელებას. მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია ადმინისტრაციულ ორგანოთა გადაწყვეტილებების, ხელშეკრულებების, ქმედებების /მოქმედება, უმოქმედობა/ გასაჩივრება საერთო სასამართლოში, რა დროსაც სასამართლოს ობიექტურობას, მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას განუზომელი მნიშვნელობა აქვს, რათა აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირსა და ოფიციალურ სტრუქტურას შორის.“

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში დაინტერესებული პირის მიერ ზოგადად განცხადების წარდგენისას მხარეს აქვს ლეგიტიმურ მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას გამოკვლეული იქნება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილების მიღება მოხდება ამ გარემოებათა შეფასება/ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რის შედეგადაც პირი აღდგება სადავო უფლებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად უფლების დაცვის საშუალება ეფექტური უნდა იყოს, მან უბრალოდ ირიბად კი არ უნდა დაიცვას მხარის უფლებები, არამედ უნდა უზრუნველყოს პრეტენზიების პირდაპირი და სწრაფი განხილვა, რაც თავის მხრივ მხარეთა ეფექტიანი დაცვას და კანონიერების აღდგენას გულისხმობს.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს დადგენილი იქნა ფაქტობრივ მდგომარეობა, რომ ა---------–--ის მიერ 8----------- სარეგისტრაციოდ წარდგენილ განცხადებაზე დართული აზომვითი საკადასტრო ნახაზის გრაფიკული მონაცემები (ადგილმდებარეობა, კონფიგურაცია, საზღვრები, ფართობი) შეესაბამება, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულ "კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის" (KFW თანადაფინანსებით) პროექტისა და აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სისტემური აღწერების შედეგად მიღებული დაუზუსტებელ საკადასტრო მონაცემების კომპიუტერული დამუშავების შედეგად მიღებულ ინტეგრირებული გრაფიკულ მონაცემთა ბაზაში, გ---- მ-----–--ის სახელზე არსებულ მონაცემებს და წარმოადგენს გ--- (გ----) მ-----–--ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს. ის გარემოება რომ დღეის მდგომარეობით არ იძებნება უფლების დამდგენი დოკუმენტი არ წარმოადგენს რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ წლებია მხარე ფლობს და სარგებელოს აღნიშნული მიწის ნაკვეთით, მხარეს აშენებული აქვს საძირკველი სადაო მიწის ნაკვეთზე, ამასთან მონაცემი სადავო მიწის ნაკვეთის შესახებ ნახაზის სახით დაცულია საჯარო რეესტრში. შესაბამისად ფაქტია, რომ აღნიშნული მიწა წარმოადგენდა მოსარჩელის მამის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულს და მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის არ იძებნება უფლების დამდგენი დოკუმენტი, ამან არ უნდა ხელყოს მოსარჩელის კანონიერი ინტერესი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ, რომელიც წარმოადგენს მამის დანატოვარ, დანაშთ ქონებას. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია ა---------–--ის სახელზე.

 

სასამართლოს ვერ გაიზიარებს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსაზრებას, რომ აღნიშნული გრაფიკული მონაცემები წარმოადგენს დაუზუსტებელ, დაურეგისტრირებელ საკადასტრო მონაცემებს და ისინი არ წარმოშობენ საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაუშვებელია საკუთრების უფლების შეზღუდვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული, მით უმეტეს იმ პირობებში, რომ მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ განცხადებაზე დართული აზომვითი საკადასტრო ნახაზის გრაფიკული მონაცემები (ადგილმდებარეობა, კონფიგურაცია, საზღვრები, ფართობი) შეესაბამება, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულ "კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის" (KFW თანადაფინანსებით) პროექტისა და აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სისტემური აღწერების შედეგად მიღებული დაუზუსტებელ საკადასტრო მონაცემების კომპიუტერული დამუშავების შედეგად მიღებულ ინტეგრირებული გრაფიკულ მონაცემთა ბაზაში, გ---- მ-----–--ის სახელზე არსებულ მონაცემებს და სწორედ ამ მიწის ნაკვეთის აზომვა მოხდა მოსარჩელის მიერ, რადგან მისთვის ცნობილი იყო, რომ სწორედ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გააჩნდა საკუთრების უფლება (რეგისტრირებული თუ არა რეგისტრირებული) და საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის საფუძველი. მოსარჩელის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის სარგებლობის ფაქტი დადასტურებული იქნა ასევე მოწმეების მიერ. მიწის რეგისტრაციის" (KFW თანადაფინანსებით) პროექტისა და აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სისტემური აღწერები მიმდინარეობდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის პარალელურად, მასში ასახულია ძირითადი და პირველადი აღწერა და წარმოადგენს ძირითად სახელმძღვანელო ინფორმაციას, რომ პირის მიმართ მიწის ნაკვეთი იყო გამოყოფილი, ხოლო რატომ არ მოხდა მისი რეგისტრაცია შესაბამისი წესით, არ წარმოადგენს ა---------–--ისათვის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემზღუდველ გარემოებას, რადგან მას მემკვიდრეობით გადაეცა ის და არ ეკისრება ვალდებულება სცოდნოდა მისი სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაევალოს ა---------–--ის მიერ 8----------- განცხადებაზე წარდგენილი აზომვით საკადასტრო ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რომლის პირობითი საკადასტრო კოდია 8-.1-.4-.3--.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.

 

მოცემულ შემთხვევაში ა---------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი 50 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარი.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

8.1. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 201- წლის 10 აპრილის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა მიწის ნაკვეთზე პირობითი საკადასტრო კოდი 8-.1-.4-.3-- რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ნებისმიერი სახის სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

 

ვინაიდან ა---------–--ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელი გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე და 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა---------–--ის სარჩელი მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონალური ოფისის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ქმედების დავალების განხორციელების დავალების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოსარჩელე ა---------–--ის მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 26 ივნისის #2----- გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 29 ივნისის #8-------------- გადაწყვეტილების და 201- წლის 17 აგვისტოს #3----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

3. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ა---------–--ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია 930 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე, მდებარე თეთრიწყაროს რაიონის დ--- მ----–---, პირობითი საკადასტრო კოდი 8-.1-.4-.3--.

 

4. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი 50 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარის გადახდა;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა), 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარების დღიდან, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით (თეთრიწყარო, კოსტავას ქუჩა N11).

 

მოსამართლე სოფიო გაგნიძე