მუხლი 23. საქმის გადაცემა განსჯადი სასამართლოსათვის
თავი III — განსჯადობა
1. სასამართლო საქმეს განსახილველად სხვა სასამართლოს გადასცემს, თუ:
ა) მოპასუხე, რომლის საცხოვრებელი ადგილიც წინათ არ იყო ცნობილი, მოითხოვს, რომ საქმე გადაეცეს სასამართლოს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
ბ) ერთი ან რამდენიმე მოსამართლის აცილების გამო ამავე სასამართლოში შეუძლებელია მათი შეცვლა.
2. თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, იგი გადაეცემა სასამართლოს მოსარჩელის არჩევით.
3. საქმის სხვა სასამართლოში გადაცემის შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელიც არ გასაჩივრდებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(57)
საქმე №ას-1144-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.12.2022
…საქმიანობის სამმართველოს კოორდინატორი და ასევე, ბიზნესის და მართვის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ვ.ა–ძე გათავისუფლდა სამსახურიდან. - გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია აკადემიის შინაგანაწესის მე-6 და 23-ე მუხლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების მე-12 მუხლი და შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი. საკასაციო სასამართლო, სადავო…
საქმე №ას-258-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.05.2022
…საქმეზე სასამართლოს მსჯელობის შედეგად და მტკიცების ტვირთი კი ეკისრება შუამდგომლობის ავტორს. 13. დავის საგნიდან გამომდინარე პალატა მიუთითებს შემდეგს: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის,…
საქმე №ას-258-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.05.2022
…საქმეზე სასამართლოს მსჯელობის შედეგად და მტკიცების ტვირთი კი ეკისრება შუამდგომლობის ავტორს. 13. დავის საგნიდან გამომდინარე პალატა მიუთითებს შემდეგს: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის,…
საქმე №ას-705-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2022
…პალატამ არ გაითვალისწინა, რომ თუ საქმე განსაკუთრებული განსჯადობის საფუძვლით რუსთავის საქალაქო სასამართლოს განსჯადი იყო, ეს უნდა შემოწმებულიყო საქმის განსახილველად მიღების სტადიაზე. ამ ეტაპის გავლის შემდგომ სასამართლოს, სსსკ-ის 23-ე მუხლის დანაწესების პირობებში, აღარ ჰქონდა საქმის სხვა სასამართლოსათვის გადაცემის საპროცესო შესაძლებლობა. საგულისხმოა, რომ ამ ეტაპზე მოპასუხე სააგენტოს მის…
საქმე №ბს-635(კს-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.04.2020
…აშშ დოლარისა და 670 972.54 (ექვსას სამოცდაათი ათას ცხრაას სამოცდათორმეტი მთელი და ორმოცდათოთხმეტი მეასედი) ლარის დაკისრების ნაწილში განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 23-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განჩინება, საქმის სხვა სასამართლოში გადაცემის შესახებ, არ საჩივრდება. ამდენად, განსახილველი კერძო…
საქმე №ბს-1041(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.03.2020
მუხლი 21. სახელშეკრულებო განსჯადობა— სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ კონვენცია