მუხლი 27. კოლეგიური სასამართლოს მიერ საკითხების გადაწყვეტის წესი
თავი IV — სასამართლოს შემადგენლობა. აცილება #
1. თუ საქმის განხილვას სასამართლო ახორციელებს კოლეგიურად, ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით წამოჭრილი ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს ხმების უმრავლესობით. არც ერთ მოსამართლეს უფლება არა აქვს თავი შეიკავოს რომელიმე საკითხის გადაწყვეტისაგან.
2. მოსამართლეს, რომელიც პირველი ინსტანციის, სააპელაციო ინსტანციისა და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ გადაწყვეტილების, განჩინებისა თუ დადგენილების გამოტანისას არ ეთანხმება უმრავლესობას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს გადაწყვეტილების გამოცხადების დროს.
3. განსხვავებული აზრი დაერთვის საქმეს, მაგრამ სასამართლოს სხდომის დარბაზში მისი შინაარსი არ გამოცხადდებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(100)
საქმე №ბს-559(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.01.2023
…გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. მ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 და 27-ე მუხლებზე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული…
…სხვა პირისათვის, რომელთაც ენიჭებათ ან/და ერთმევათ რაიმე უფლება, ხოლო მისიიურიდიული ძალა არ არის დამოკიდებული კონკრეტულ საქმეზე ერთ-ერთი კოლეგიური შემადგენლობის მოსამართლის განსხვავებული აზრის არსებობაზე. ამ დასკვნის საფუძველია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 27-ე მუხლი, რომელიც ადგენს კოლეგიური სასამართლოს მიერ საკითხების გადაწყვეტის წესს და შეიცავს დათქმას განსხვავებული აზრის წერილობით…
…სხვა პირისათვის, რომელთაც ენიჭებათ ან/და ერთმევათ რაიმე უფლება, ხოლო მისი იურიდიული ძალა არ არის დამოკიდებული კონკრეტულ საქმეზე ერთ-ერთი კოლეგიური შემადგენლობის მოსამართლის განსხვავებული აზრის არსებობაზე. ამ დასკვნის საფუძველია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 27-ე მუხლი, რომელიც ადგენს კოლეგიური სასამართლოს მიერ საკითხების გადაწყვეტის წესს და შეიცავს დათქმას განსხვავებული აზრის წერილობით…
…განჩინებაზე და საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის საფუძველზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. საკასაციო სასამართლოს ზემოთ მითითებული განჩინების გამოტანისას ვიხელმძღვანელე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 27-ე და 247-ე მუხლებით მინიჭებული უფლებით - არ ვეთანხმები კოლეგიური სასამართლოს უმრავლესობას და ვრჩები განსხვავებულ აზრზე, შემდეგ გარემოებათა გამო: ადმინისტრაციული…
…თავდაცვის სამინისტროს სარჩელის გამო გ. ბ-შვილის მიმართ ჯილდოს, პირგასამტეხლოსა და ზიანის ანაზღაურების შესახებ. საკასაციო სასამართლოს ზემოთ მითითებული განჩინების გამოტანისას ვიხელმძღვანელე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 27-ე და 243-ე მუხლებით მინიჭებული უფლებით - არ ვეთანხმები კოლეგიური სასამართლოს უმრავლესობას და ვრჩები განსხვავებულ აზრზე, შემდეგ გარემოებათა გამო: ადმინისტრაციული…