გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.02.2020
საქმის ნომერი
611210019003190305
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე, ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
25.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #611210019003190305

საქმე #2/474-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ნაწილი I (შესავალი)

25 თებერვალი, 2020 წელი ქ. ბოლნისი

ბოლნისის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - დევი დევიძე

სხდომის მდივანი - ცაცა ებრალიძე

მოსარჩელე - ნა----–-----------ვი;

მოპასუხე - გა-------------ვი;

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება;

ნაწილი II (აღწერილობითი)

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. გა-------------ვს არასრულწლოვანი შვილის 2016-–-–------------- დაბადებული პა–----------ვის სარჩენად ყოველთვიურად, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 17 სექტემბრიდან, შვილის სრულწლოვნობამდე, დაეკისროს ალიმენტი 200 ლარის ოდენობით;

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი სცნო ნაწილობრივ, კერძოდ, განაცხადა, რომ მას შეუძლია თვეში გადაიხადოს ალიმენტი 50 ლარის ოდენობით, ვინაიდან არის ავად და არსად მუშაობს;

3. სასამართლოს მიერ დადგენილი საქმის რელევანტური ფაქტობრივი გარემოებები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა;

იმავე კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი...;

3.1. სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნევს, რომ:

1) მხარეები 2014 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ ქორწინებაში;

2) მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდნენ 2015 წლის 24 თებერვალს. ამ საქმეზე ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 იანვრის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით (რომელიც კანონიერ ძალაშია შესული), ქორწინება მხარეებს შორის შეწყდა;

3) მხარეებს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი, კერძოდ, 2016-–-–------------- დაბადებული პა–----------ვი (დამატებით იხ. ბავშვების დაბადების მოწმობა (ს/ფ 15));

4) მოპასუხის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, მოსარჩელემ სარჩელის აღძვრამდე (17.09.2019წ.) მიატოვა მოპასუხე და შვილტან ერთად საცხოვრებლად დაბრუნდა მშობლების ოჯახში;

5) ბავშვი ამჟამად ცხოვრობს დედასთან. მათ ყოველდღიურ საჭიროებებზე ზრუნავს მოსარჩელე;

6) მოპასუხეს სხვა მეუღლე და შვილ(ებ)ი არ ჰყავს, ასევე მის კმაყოფაზე ამ ეტაპზე არავინ იმყოფება;

7) მხარეებს შვილს აქვს O- თ----აყოლილი ოპერ--------–----–-------- Q15.0, OS გარ------------–-------------–--------------–-----თ H53.0;

ოთალმოლოგიის ეროვნული ცენტრიდან 2020 წლის 11 თებერვალს გაცემული #1----–-----–--------------–-------–----------------------------------------------–----------------------–-------–---------–----------------------–-–--–---–-----–--------------------------------------------–-–--–----–--------------------------------–-----------–-------------------–-------------------–-–--–--------------------–-----–------------------–-----------------------------–----–-------------–-----------–----------–-----------––-----–-------------–-----------–----------–-------------------------------------------–---------––-----–------------------------------------------------------------–------–-----–--------------–----------–------------–-----------------------------–-------–-----------------------

8) ყოველთვიურად ბავშვს ესაჭიროება 1--------–----- ღირებულების სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტები;

3.2. მხარეთა მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

1) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის ფარგლებში, სასამართლომ საკუთარი ინიციატივით სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია მოპასუხის შემოსავლების თაობაზე. 2020 წლის 04 თებერვლის #----------- წერილიდან ირკვევა, რომ 2018 წლის 2019 წლის პერიოდში (22 თვის მანძილზე,------–-–-----------------------------–---------------------------------–--------–--–----–--------–-------------–-------–---------ონობით. მოპასუხის გადმოცემით ამ ფირმაში მუშაობდა სამშენებლო სამუშაოებზე;

2) მოპასუხეს წარმოდგენილი აქვს „კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის აკად. ფ. თ----------------–-----–--------- ცნობა #F---------------, რომლის თანახმადაც, ცენტრში შევლისას მას აღენიშნებოდა წელისა და სხვა მალთშუა დისკების დაზიანებანი რადი----–------------- ერთად; პაციენტი უ----------–------------–--–--–-------–----3.03.2---–----- ჩაუტარდა ოპერაცია, - შედეგი დამაკმაყოფილებელი. მიეცა რეკომენდაცია, რომ 1 თვე ჰქონოდა დაზოგვითი რეჟიმი (...ძაფის მოხსნა მე-14-მე-16 დღეს);

მოპასუხე აცხადებდა, რომ ოპეაციის სემდეგ დღემდე არ მუშაობს (ექიმების რეკომენდაციით მან 1 წელი არ უნდა იმუშავოს). საქმე ისაა, რომ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მოპასუხე ოპერაციის პერიოდში და შემდეგაც იღებდა ხელფასს, რაც უდავოდ მოწმობს იმ ფაქტს, რომ მოპასუხე მუშაობდა. თავად მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებიდანაც ირკვევა, რომ მას ოპერაციიდან ერთ თვეში (და არა ერთ წელიწადში) შეეძლო, მათ შორის, განეხორციელებინა შრომითი აქტიურობა;

მოპასუხის მიერ შრომითი საქმიანობისათვის თავის დანებება (მან ვერ ახსნა აღნიშნული გარემოება) დროში ემთვევა მოსარცელის მიერ სარჩელის აღძვრას (სარჩელი აღძრულია 2019 წლის 17 სექტემბერს, ხოლო მოპასუხიემ სამუშაოს მითითებულ ფირმაში თავი დაანება ოქტომბრის თვიდან);

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ამ ეტაპზე არის სრულიად ჯანმრთელი (ყოველ შემთხვევაში, - საქმეში არ არის წარმოდგენილი ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება);

ნაწილი III (სამოტივაციო)

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-შეფასებისა და მტკიცებულებების შემოწმების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფლდეს;

5. სამართლებრივი შეფასება:

5.1. სასამართლომ იხელმძღვანელა შემდეგი ნორმატიული აქტებით:

(ა) „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ (შემდეგ - „კონვენცია“) მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტით, 27-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით;

(ბ) „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის (შემდეგ - „პაქტი“) 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით;

(გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგ - „სსკ“) 1198-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 1212-ე-1214-ე, 1218-ე მუხლებით და 1234-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით;

კერძოდ:

კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია;

იმავე კონვენციის 27-ე მუხლის 1-2 პუნქტების თანახმად, (1) მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ყოველი ბავშვის უფლებას მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების დონეზე და (2) მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყოფენ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები;

პაქტის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ საჭირო ზომები დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ბავშვის საჭირო დაცვა;

სსკ-ის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება;

სსკ-ის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ;

იმავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით;

იმავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში;

იმავე კოდექსის 1234-ე მუხლის 1-2 ნაწილის თანახმად, (1) იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან და (2) ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან;

› ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხება ბავშვს (იქნება ეს, - მისი აღზრდა, მშობლებთან თუ ოჯახის სხვა წევრებთან ურთიერთობა, მისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა თუ მისი სათანადო რჩენა-აღზრდისათვის გადასახდელი ალიმენტი) უნდა წყდებოდეს მის [ბავშვის] „საუკეთესო ინტერესების“ პოზიციიდან გამომდინარე. ეს არის სამართლებრივი და სოციალური ქცევის სტანდარტი, რომელიც ასახულია, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებში, რომელთა მონაწილეა საქართველო, ისე შიდა ეროვნულ საკანონმდებლო აქტებში;

› უმთავრესად, აღნიშნული საკითხი უნდა გახდეს მშობლების შეთანხმების საგანი, რადგან კანონი მშობლებს აძლევს დისკრეციას განსაზღვრონ ალიმენტის ოდენობა ურთიერთთანხვედრი ნების (შეთანხმების) საფუძველზე. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მშობლების ნების ავტონომიის შემზღუდავი იმპერატივია შვილის „საუკეთესო ინტერესები“, ხოლო როცა მშობლები ვერ თანხმდებიან ალიმენტის ოდენობაზე, საქმეში, ერთ-ერთი მეუღლის (როგორც წესი, იმ მეუღლის, ვისთანაც ბავშვი რჩება საცხოვრებლად) ინიციატივით, მხარეთა შორის ურთიერთობაში შემოდის სასამართლო, როგორც ორგანო, რომელიც უფლებამოსილია ცივილიზებული ფორმით გადაწყვიტოს ესა თუ ის დავა;

› სასამართლომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უნდა გაითვალისწინოს ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა: „...მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა“ (იხ. სუს 27.06.2011წ. გადაწყვეტილება ას-58-49-2011). ალიმენტი უნდა გონივრული და სავსებით საკმარისი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ბავშვის, სულ მცირე, გადაუდებელი, პირველი რიგის მოთხოვნები, რომელთა გარეშეც ბავშვის არსებობას შეექმნება ხელყოფის სერიოზული საფრთხე. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლომ იმავე გადაწყვეტილებაში ასევე განმარტა, რომ „...სასამართლოს მიერ დანიშნული ალიმენტის ოდენობა მინიმალურად მაინც უნდა უზრუნველყოფდეს არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, ანუ – საარსებო მინიმუმს“;

› მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე მოცემულ შემთხვევაში აცხადებს, რომ ის არ მუშაობს, სასამართლოს მიჩნია, რომ აღნიშნული მტკიცება ვერ გახდება მისი, როგორც მამის საალიმენტო ვალდებულებისაგან (თუნდაც ნაწილობრივ) გათავისუფლების ან გონივრულ ნიშნულზე დაბალი რჩენის ვალდებულების მისთვის დაკისრების საფუძველი. „ალიმენტვალდებულის უმუშევრობა, თუ ეს არაა გამოწვეული ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით, არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ უარი თქვას არასრულწლოვანის საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფაზე და არ დაავალდებულოს მშობელი, გადაიხადოს ალიმენტი ამ ოდენობით.“ (იხ. იქვე);

› ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე არის ჯანმრთელი, ფლობს ხელობას, რომელიც, მის კმაყოფაზე ამ ეტაპზე არავინ იმყოფება. ყველივე ეს კი ქმნის რეალურ მოლოდინს იმისა, რომ არსებობს მისი თვითდასაქმებისა და შემოსავლის გაჩენის შესაძლებლობა. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მშობელი ვალდებულია თავისი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობის შესაბამისად, მიმართოს ყველა ლეგალური გზას, რათა ჰქონდეს იმდენი შემოსავალი, რომ უზრუნველყოს მისი და მისი შვილის საარსებო მოთხოვნების დაკმაყოფილება, - „ამასთან, მართალია, მოპასუხე ოფიციალურად უმუშევარია, მაგრამ აღნიშნული არ გამორიცხავს მისი თვითდასაქმებისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობას. თავად მოპასუხის განმარტებით, იგი ავტომანქანებით ვაჭრობდა, ჰქონდა ხის საამქრო, ასევე, როგორც მუსიკოსი, შეკვეთებით იღებდა შემოსავლებს. ამდენად, მოპასუხე თვითდასაქმებული იყო და შემოსავლებიც გააჩნდა, თუმცა, მისივე განმარტებით, ყველა ზემოაღნიშნულ საქმიანობას მან თავი დაანება ალიმენტის თაობაზე სარჩელის შეტანამდე რამდენიმე თვით ადრე. უდავოა, რომ ინდმეწარმედ რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მოპასუხემ საგადასახადო ორგანოს მიმართა მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის შემდეგ. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სწორედ ზემოაღნიშნული იძლევა იმ პრეზუმფციის დაშვების შესაძლებლობას, რომ მოპასუხე შესაძლოა, ამჟამადაც დასაქმებული იყოს იმავე ან სხვა საქმიანობით. ამასთან, ეს პრეზუმფცია სარწმუნოდ გაქარწყლებულიც რომ იყოს, მოპასუხე არ უარყოფს, რომ მოსარჩელესთან განქორწინების შემდეგ, იგი ცხოვრობს სოფელში დედასა და დასთან ერთად, სადაც აქვთ დაახლოებით 1 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მოჰყავთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, ჰყავთ საქონელი და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ყიდიან ბაზარში, შესაბამისად, აქვთ შემოსავალიც“ (იხ. იქვე);

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ვალდებულია არჩინოს თავისი შვილი, მის სრულწლოვანებამდე. სახეზე არ არსებობს ამ ვალდებულების შემაფერხებელი არც ერთი გარემოება. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა არის გონივრული და ბავშვის საარსებო საჭიროებების მინიმუმთან ახლოს. ამიტომ, ალიმენტის სახით მოპასუხეს თითოეული შვილის რჩენისათვის უნდა განესაზღვროს ყოველთვიურად 200 ლარის გადახდის ვალდებულება;

7. საპროცესო ხარჯები

სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან: მოსარჩელეები – ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე;

იმავე კოდექსის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

იმავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო;

იმავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ , „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამ ავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს;

სსსკ-ის მე-14 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს: საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე;

იმავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება: ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით;

É მოცემულ შემთხვევაში დავა გამომდინარეობს საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობებიდან (იგი ექცევა სსკ-ის მეხუთე წიგნის - „საოჯახო სამართალი“ -რეგულირების სფეროში). მიუხედავად დავის საგნის ღირებულებისა, ამ კატეგორიის დავები ექცევა მაგისტრატი მოსამართლის განსჯად სამოქალაქო საქმედ;

É დავის საგნის ღირებულება თავდაპირველ შემთხვევაში შეადგენდა 2400 ლარს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად;

É იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი სცნო 50 ლარის ნაწილში, ის უნდა გათავისუფლდეს ამ ნაწილის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, კერძოდ, ცნობილ ნაწილში სარჩელის ფასია 600 ლარი, რომლის 1,5 პროცენტი უდრის 9 ლარს;

É მოპასუხემ არ სცნო სარჩელი და მას არსებითი გადაწყვეტილებით დამატებით დაეკისრა ალიმენტი 150 ლარის ოდენობით. ამ ნაწილში სარჩელის ფასია 1800 ლარი, რომლის 1,5 პროცენტი უდრის 27 ლარს და თანხა, რაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, არის 27 ლარი;

É რაც შეეხება მოსარჩელეს, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე კანონის მიხედვით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ეს ხარჯი სახელმწიფოს გასაწევი რჩება და ის არც ერთ მხარეს დაეკისრება;

ნაწილი IV (სარეზოლუციო)

სასამართლომ იხელმძღვანელა ზემოაღნიშნული ნორმებითა და სსსკ-ის მე-8, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ნა----–-----------ვის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. გა-------------ვს არასრულწლოვანი შვილის 2016-–-–------------- დაბადებული პა–----------ვის (პ/ნ 28650015304) სარჩენად ყოველთვიურად, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 17 სექტემბრიდან, შვილის სრულწლოვნობამდე, დაეკისროს ალიმენტი 200 ლარის ოდენობით;

3. გა-------------ვს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 27 ლარის ოდენობით;

4. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის.: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი #7ა) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს (მის.: ქ. ბოლნისი, სულხან-საბას ქ. #113) მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: /დევი დევიძე/