გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/28782-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირინა ზარქუა
სხდომის მდივანი თამთა მაისურაძე
მოსარჩელე - ნ-----–--------–-–---–ი
მოსარჩელის წარმომადგენელი - ი-------–--ე
მოპასუხე - ზ---------------ე
მოპასუხის წარმომადგენელი - გ---------–-----ე
დავის საგანი - ალიმენტის ოდენობის გაზრდა
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ზ---------------ისათვის არასრულწლოვანი შვილების სარჩოდ 200-200 ლარის ოდენობით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდა 250-250 ლარით და არასრულწლოვანი შვილების - 2----–-–---------------ს დაბადებული ა-----------ისა და 2----–-–----------------ს დაბადებული ნ-----–-------------ის რჩენა-აღზრდისთვის ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 450-450 ლარის დაკისრება ბავშვების სრულწლოვანებამდე ან გარემოების შეცვლამდე.
მოსარჩელე ნ-----–--------–-–---–ი 2007 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ზ---------------ესთან. თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ ორი შვილი - 2----–-–---------------ს დაბადებული ა-----------ე და 2----–-–----------------ს დაბადებული ნ-----–-------------ე. 2----–-–------------------ს მათ შორის, ფიქტიურად, შეწყდა ქორწინება. მხარეები ერთად ცხოვრობდნენ 2017 წლის 21 სექტემბრამდე. მოპასუხის მხრიდან განხორციელებული ძალადობის გამო, მის მიმართ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი, ხოლო მოსარჩელე, შვილებთან ერთად, გადაყვანილ იქნა თავშესაფარში. შემდეგ ნ-----–--------–-–---–ი, შვილებთან ერთად, ცხოვრობდა მშობლებთან, სადაც ასევე ცხოვრობდნენ მოსარჩელის და და დისშვილი. მოსარჩელის მფლობელობაში იყო ერთი ოთახი, სადაც ბავშვებს არ შეეძლოთ დამოუკიდებლად მეცადინეობა და დასვენება-განტვირთვა. იგი იძულებული გახდა, დაექირავებინა ბინა, რისთვისაც ყოველთვიურად, 2019 წლის აპრილიდან, იხდის 500 ლარს. ბავშვები ემზადებიან მათემატიკასა და ინგლისურ ენაში, ასევე, დადიან ცეკვაზე ს----–---–-----------------------–-------–ში. ნ-----–--------–-–---–ი მუშაობს „თ----------ში“ და მისი ყოველთვიური შემოსავალი 663 ლარს შეადგენს. ბანკიდან აღებული აქვს კრედიტი, რომლის დასაფარადაც, ყოველთვიურად იხდის 200 ლარს, რის გამოც, ხელფასიდან დარჩენილი თანხა არ ჰყოფნის საკვებისა და მედიკამენტებისთვის. ბავშვები არიან მოზარდები და ყოველთვიურად უწევს ტანსაცმლის, ფეხსაცმელებისა და სასკოლო ნივთების შეძენა. ხშირად დადიან გასტროლებზე, რაც, ასევე დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. იმის გამო, რომ ზ---------------ე არ იღებდა მონაწილეობას ბავშვების აღზრდა-განვითარებაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით დაეკისრა 200-200 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდა. გადაწყვეტილების მიღებისას, მოპასუხე აცხადებდა, რომ არ მუშაობდა და არ გააჩნდა რაიმე შემოსავალი. სააღსრულებო ბიუროს მეშვეობით, ყოველთვიურად, იხდის გადაწყვეტილებით დაკისრებულ ალიმენტს, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ დედასთან ერთად, აქვს სოლიდური შემოსავალი. მათ საკუთრებაში არის არაერთი უძრავი ქონება თბილისსა და თეთრიწყაროს რაიონში, რომელთა უმრავლესობაც აქვთ გაქირავებული სხვადასხვა დანიშნულებისამებრ. ზ---------------ე ცხოვრობს დედასთან - გ---–-------------–--ესთან ერთად და მათ კმაყოფაზე სხვა არავინ იმყოფება.
(სარჩელი, 17.02.2020 წ. სასამართლოს სხდომის ოქმი)
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იხდის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე დაკისრებულ 200-200 ლარის ოდენობით ალიმენტს. მოსარჩელის საბანკო ვალდებულებას არ უნდა მიენიჭოს მნიშვნელობა საქმის განხილვისას. ზ---------------ეს არ გააჩნია საკუთრებაში უძრავი ქონებები და ვერ იღებს რაიმე შემოსავალს. ნ-----–--------–-–---–მა ნებაყოფლობით დატოვა მშობლების საცხოვრებელი სახლი, რომლის თანამესაკუთრეც თავად იყო და ეს წილი მიჰყიდა საკუთარ დას 10000 აშშ დოლარად 2019 წლის 25 თებერვალს, ხოლო ბინის ქირავნობა არ მომხდარა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლით დადგენილი წესით - ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე. არ აქვს მარცხენა თვალი და, შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარეობა არათუ არ გაუმჯობესებულა, შესაძლოა გაურესდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ალიმენტის გაზრდის საფუძველი.
(შესაგებელი, 17.02.2020წ. სასამართლოს სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ნ-----–--------–-–---–სა და მოპასუხე ზ---------------ეს, თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–---------------ს დაბადებული ა-----------ე და 2----–-–----------------ს დაბადებული ნ-----–-------------ე. მხარეებს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა 2----–-–------------------ს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობები, სააქტო ჩანაწერი N0---------- და Nნკ 0------ (ს.ფ. 18, 20);
- განქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 19).
3.1.2. არასრულწლოვანი ა-----------ე და ნ-----–-------------ე ცეკვავენ შპს „ს----–---–--------------ში“. მათი თვიური გადასახადი შეადგენს 140 ლარს. ასევე, ემზადებიან ინგლისურ ენაში, რომლის ყოველთვიური საფასური შეადგენს 100 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 3 ნოემბრის N28 ცნობა შპს „ს----–---–------------იიდან“ (ს.ფ. 22);
- ლ--–---------ის 2019 წლის 1 ოქტომბრის ხელწერილი (ს.ფ. 23).
3.1.3. ნ-----–-------------ე ირიცხება სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის „ბ-–-----“ ცურვის შემსწავლელთა ჯგუფში და აბონემენტის საფასური (ხანგრძლივობა 28 დღე) შეადგენს 75 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი „ბ-–-----ს“ 2019 წლის 02 ნოემბრის N33 ცნობა (ს.ფ. 26).
3.1.4. ნ-----–--------–-–---–ი მუშაობს სს „თ----------ში“ დოკუმენტაციის მენეჯერის თანამდებობაზე და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 663.27 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 31 ოქტომბრის ცნობა სს „თ----------იდან“ (ს.ფ. 27).
3.1.5. 2019 წლის 06 ნოემბრის მდგომარეობით, ნ-----–--------–-–---–ის საკრედიტო დავალიანება სს „თ----------ის“ მიმართ - სწრაფი სამომხმარებლო სესხის ჯამური დავალიანება - შეადგენს 3728.18 ლარს და სწრაფი განვადება - 200 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 06 ნოემბრის N9--- დავალიანების ცნობა სს „თ----------იდან“ (ს.ფ. 28).
3.1.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით, ნ-----–--------–-–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილა, მოპასუხე ზ---------------ეს (პ/ნ 0----------) დაეკისრა მოსარჩელე ნ-----–--------–-–---–ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ 2----–-–---------------ს დაბადებული ა-----------ის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2017 წლის 25 ოქტომბრიდან) მის სრულწლოვანებამდე ან გარემოებების შეცვლამდე, მოპასუხე ზ---------------ეს (პ/ნ 0----------) დაეკისრა მოსარჩელე ნ-----–--------–-–---–ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ 2----–-–----------------ს დაბადებული ნ-----–-------------ის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2017 წლის 25 ოქტომბრიდან) მის სრულწლოვანებამდე ან გარემოებების შეცვლამდე, მოპასუხე ზ---------------ეს (პ/ნ 0----------) შეეზღუდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილების, ა-----------ისა და ნ-----–-------------ის ინტერესებიდან გამომდინარე, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად და მკურნალობასთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ დროებით (წელიწადში ორჯერ, თითო თვით) გაყვანის, ასევე, გარკვეული დოკუმენტების: პირადობის მოწმობის, პასპორტის ან ვიზის აღების შემთხვევაში, მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისგან დამოუკიდებლად. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება, საქმე N2/2------- (ს.ფ. 29-50).
3.1.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ უძრავ ქონებაზე მდებარე ქ.თბილისი, გ----------–-------------, ფართი 23.63 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N0----------------------, რეგისტრირებულია ზ---------------ის საკუთრების უფლება; ზ---------------ის დედის, გ---–-------------–--ის სახელზე, ქალაქ თბილისში, ნ--–---------------ში განთავსებულ მშენებარე კორპუსში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ექვსი უძრავი ქონება, გ---–-------------–--ის სახელზეა, ასევე, რეგისტრირებული ბინა მდებარე ქ.თბილისი, ნუცუბიძის ქ.#52. ზ---------------ის კმაყოფაზე, არასრულწლოვანი შვილების, ა-----------ისა და ნ-----–-------------ის გარდა, სხვა პირი არ იმყოფება. მოპასუხე წარმოადგენს შპს „ბ-----ი“-ს, ს/კ 4-------- დირექტორსა და 100 %-იანი წილის მფლობელს. ზ---------------ის დიაგნოზია - თვალის კაკლის დეგენერაციული მდგომარეობა. სასამართლომ განმარტა, რომ მარცხენა თვალის დეგენერაციული მდგომარეობა, სასამართლოს მიერ ვერ იქნება მიჩნეული პირის იმგვარ ფიზიკურ მდგომარეობად, რაც მისი შრომისუნარიანობის მნიშვნელოვნად შემცირებისა ან შეზღუდვის საფუძველია. სასამართლომ დადგენილად და სარწმუნოდ ვერ მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ზ---------------ე, სარჩელის წარმოდგენის დროისათვის არის დასაქმებული, აქვს დამატებითი შემოსავალი უძრავი ქონების გაქირავებითა და სამეწარმეო საქმიანობით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების 3.1.6; 3.1.7; 3.1.9; 3.2.3; 3.2.4; 3.2.5 და 3.2.7 პუნქტები, საქმე N2/2------- (ს.ფ. 29-50).
3.1.8. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, 2019 წლის 18 ნოემბრის მდგომარეობით, ნ-----–--------–-–---–ის მიერ სს „თ----------იდან“ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 742.5 ლარს, თებერვლის თვეში - 698.75 ლარს, მარტის თვეში - 698.75 ლარს, აპრილის თვეში - 698.75 ლარს, აპრილის თვეში - 698.75 ლარს, მაისის თვეში - 703.49 ლარს, ივნისის თვეში - 703.49 ლარს, ივლისის თვეში - 703.49 ლარს, აგვისტოს თვეში - 729.49 ლარს, სექტემბრის თვეში - 677.49 ლარს, ოქტომბრის თვეში - 703.49 ლარს, ნოემბრის თვეში - 703.49 ლარს, დეკემბრის თვეში - 1385.99 ლარს, 2019 წლის იანვრის თვეში - 703.8 ლარს, თებერვლის თვეში - 703.8 ლარს, მარტის თვეში - 703.85 ლარს, აპრილის თვეში - 703.85 ლარს, მაისის თვეში - 826.35 ლარს, ივნისის თვეში - 703.85 ლარს, ივლისის თვეში - 703.85 ლარს, აგვისტოს თვეში - 729.85 ლარს, სექტემბრის თვეში - 677.85 ლარსა და ოქტომბრის თვეში - 703.85 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 22 ნოემბრის მომართვა N2----------- (ს.ფ. 60-62).
3.1.9. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, 2019 წლის 18 ნოემბრის მდგომარეობით, ზ---------------ეს 2018 წლის 10 იანვრიდან 2019 წლის 22 ნოემბრამდე მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 22 ნოემბრის მომართვა N2----------- (ს.ფ. 60);
- 2019 წლის 25 ნოემბრის ცნობა შემოსავლების სამსახურიდან (ს.ფ. 76).
3.1.10. ნ-----–--------–-–---–მა 2019 წლის 25 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მის საკუთრებაში რიცხული ქ. თბილისში, ზ-------------------–----------------------–-----------------–--------------- ბინის 1/8 ნაწილი გაასხვისა 10000 აშშ დოლარად დაზე - შ--------------–-–---–ზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 25 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 77-78);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (შესაგებელი, 17.02.2020წ. სასამართლოს სხდომის ოქმი ).
3.1.11. მოპასუხე ზ---------------ეს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, მისი დიაგნოზია OS თვალის კაკლის დეგენერაციული მდგომარეობები H44.5, მხედველობა აქვს დაკარგული მარცხენა თვალიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 21 თებერვლის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 79-80).
3.1.12. მოპასუხე ზ---------------ის საკუთრებაში რეგისტრირებულია ქ. თბილისში, გ----------–----------ში მდებარე ავტოსადგომი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0----------------------), ასევე ქ. თბილისში, ნ--–---------------------------–------------------------------------------–--------–--------------------------–-------------------------------ეს მდებარე უძრავი ქონებიდან წილი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0---------------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 99-101).
3.1.13. არასრულწლოვანი ა-----------ე და ნ-----–-------------ე ცხოვრობენ დედასთან - ნ-----–--------–-–---–თან ერთად, ხოლო მამა - ზ---------------ე იხდის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით დაკისრებულ 200-200 ლარის ოდენობით ალიმენტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (სარჩელი, შესაგებელი, 17.02.2020წ. სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ა-----------ე ემზადება რუსულ ენასა და მათემატიკაში, რაშიც ყოველთვიურად იხდის 60-60 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლ----------–---–ის 2019 წლის 11 ნოემბრის ხელწერილი (ს.ფ. 21);
- ბ-------------–---–--ას 2019 წლის 3 ნოემბრის ხელწერილი (ს.ფ. 24);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (17.02.2020წ. სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.2.2. ნ-----–--------–-–---–ი ქ. თბილისში, მ----------------–------------------------------ ბინაში ცხოვრობს ქირით და იხდის ბინის ქირას 500 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რომელიც მოპასუხემ სადავოდ გახადა და მიუთითა, რომ არ არის დაცული ხელშეკრულების შედგენის ფორმა და არ არის რეგისტრირებული საგადასახადო ორგანოში (სარჩელი, შესაგებელი, 17.02.2020 წ. სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა. ამავე კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი, ხოლო 69-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით. გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით.
ამდენად, კანონით არ არის განსაზღვრული ქირავნობის ხელშეკრულების ფორმა, შესაბამისად, შესაძლებელია მისი დადება როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით. მითითებული ნორმების საფუძველზე, მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას დაუკავშირებენ წერილობითი თუ ზეპირ გარიგებას. ე.ი. აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობებისათვის არ არის აუცილებელი წერილობითი გარიგების დადება და მისი დაუცველობა არ შეიძლება გახდეს გარიგების დადების ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი. რაც შეეხება მოპასუხის მოსაზრებას ქირავნობის ხელშეკრულების არარსებობის მეორე გარემოების - საგადასახადო ორგანოში დაურეგისტრირებლობის შესახებ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საცხოვრებელი ფართობის ორგანიზაციაზე, იურიდიულ პირზე ან ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად იმ ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს, 5 პროცენტით იბეგრება. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, იბეგრება არა ხელშეკრულება, არამედ აღნიშნული ხელშეკრულების დადებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი.
3.2.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე ნ-----–--------–-–---–ის წარმომადგენელ ი-------–--ის განმარტებას იმის შესახებ, რომ გ---–-------------–--ემ შვილს - ნ-------------ეს უძრავი ქონებები გადასცა თვალთმაქცური ჩუქების ხელშეკრულებების საფუძველზე საალიმენტო ვალდებულებისთვის თავის არიდების მიზნით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლო საქმეს განიხილავს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ა-----------ისა და ნ-----–-------------ის მამის - ზ---------------ისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით 200-200 ლარის ოდენობით დაკისრებული ალიმენტის გაზრდა 250-250 ლარით. შესაბამისად, გ---–-------------–--ესა და ნ-------------ეს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულებების ნამდვილობის საკითხი არ წარმოადგენს მოცემული სარჩელით განსახილველ დავის საგანს. ამასთან, მოთხოვნა მიმართულია არასრულწლოვანთა მამის - ზ---------------ის მიმართ, რომლის მშობლის ან დის შემოსავალი არ შეიძლება წარმოადგენდეს მოპასუხის შემოსავლის გაზრდის დადასტურებას.
3.2.4. სასამართლო ვერ მიიჩნევს დადგენილად მოსარჩელის პოზიციას, ალიმენტის ოდენობის გაზრდის საფუძვლად, მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის შესახებ დადგენილ იქნა შემდეგი უდავო და სადავო ფაქტობრივი გარემოებები: ნ-----–--------–-–---–ი მუშაობს სს ,,თ----------ში“ დოკუმენტაციის მენეჯერის პოზიციაზე და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 650 ლარს; მოსარჩელის საკრედიტო ჯამური დავალიანება შეადგენს - 5 679, 75 ლარს (3047.52+2632.23); უძრავ ქონებაზე მდებარე ქ.თბილისი, გ----------–-------------, ფართი 23.63 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: #0----------------------, რეგისტრირებულია ზ---------------ის საკუთრების უფლება; მოპასუხის კმაყოფაზე, არასრულწლოვანი შვილების, ა-----------ისა და ნ-----–-------------ის გარდა, სხვა პირი არ იმყოფება; ზ---------------ე წარმოადგენს შპს „ბ-----ი“-ს, ს/კ 4-------- დირექტორსა და 100 %-იანი წილის მფლობელს; მოპასუხის დიაგნოზია - თვალის კაკლის დეგენერაციული მდგომარეობა. სასამართლომ დადგენილად და სარწმუნოდ ვერ მიიჩნია ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ზ---------------ე სარჩელის წარმოდგენის დროისათვის იყო დასაქმებული, ჰქონდა დამატებითი შემოსავალი უძრავი ქონების გაქირავებითა და სამეწარმეო საქმიანობით, სარჩელის წარმოდგენის დროისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წარმოადგენდა შრომისუუნარო პირს. ა-----------ე და ნ-----–-------------ე გაერთიანებული არიან პროფკავშირების კულტურის ცენტრთან არსებულ ბავშვთა ქორეოგრაფიულ-სახალხო ანსამბლ ,,მ-----ში“. არიან რესპუბლიკის და საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატები, მონაწილეობენ როგორც რეპუბლიკის ფარგლებში, ასევე, საზღვრებს გარეთ გამართულ საერთაშორისო ფესტივალებში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
ამდენად, მართალია სამართალწარმოება საოჯახო ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებში ინკვიზიციური პრინციპით წარმოებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმადაც სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ, აღნიშნული პრინციპი არ უგულებელყოფს შეჯიბრებითობის პრინციპს. მოცემულ შემთხვევაში, ვერც მოსარჩელემ წარმოადგინა და ვერც სასამართლოს მიერ იქნა მოპოვებული იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის გადაწყევტილების მიღების შემდეგ გაუმჯობესდა მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა - შეიძინა ქონება, მიიღო შემოსავალი, დასაქმდა და ა.შ., ან შეიცვალა მისი ოჯახური მდგომარეობა, მოაკლდა კმაყოფაზე მყოფი პირები, ხოლო გაუარესდა შვილების მატერიალური მდგომარება ან შეიცვალა იგი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-1214-ე, 1221-ე და 1222-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
მოსარჩელე ნ-----–--------–-–---–მა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით თავისი არასრულწლოვანი შვილების - ა-----------ისა და ნ-----–-------------ის რჩენა-აღზრდისთვის 200-200 ლარის ოდენობით დაკისრებული ალიმენტის გაზრდა მოთხოვა 250-250 ლარით იმ საფუძვლით, რომ გაუმჯობესდა მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური, ოჯახური, სოციალური ან ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა, ხოლო 1222-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა მშობლების ან შვილების მატერიალური თუ ოჯახური მდგომარეობა მას შემდეგ,რაც სასამართლო დაადგენს იმ თანხის ოდენობას, რომელიც უნდა გადაიხადონ მშობლებმა სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილების სასარგებლოდ,ან შვილებმა - შრომისუუნარო მშობლების სასარგებლოდ, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, სასამართლოს შეუძლია ერთ-ერთი მათგანის სარჩელით შეცვალოს ალიმენტის დადგენილი ოდენობა.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ-----–--------–-–---–სა და მოპასუხე ზ---------------ეს, თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–---------------ს დაბადებული ა-----------ე და 2----–-–----------------ს დაბადებული ნ-----–-------------ე. მხარეებს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა 2----–-–------------------ს. არასრულწლოვანი ა-----------ე და ნ-----–-------------ე ცხოვრობენ დედასთან - ნ-----–--------–-–---–თან ერთად, ხოლო მამა - ზ---------------ე იხდის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით დაკისრებულ 200-200 ლარის ოდენობით ალიმენტს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება - მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. „ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ ძირითადი პრინციპების შესაბამისად, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
,,ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთელი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, „ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ბავშვს აძლევს უფლებას, მის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედებისას ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, შეფასდეს და უპირველესი ყურადღება დაეთმოს საუკეთესო - ჭეშმარიტ ინტერესებს, როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო სფეროში. ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის მიზანია, უზრუნველყოს როგორც კონვენციით აღიარებული ყველა უფლებით სრული და ეფექტიანი სარგებლობა, ისე ბავშვის ყოვლისმომცველი განვითარება. კონვენციაში უფლებათა იერარქია არ არსებობს, მასში უზრუნველყოფილი ყველა უფლება შეესაბამება „ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებს“ და დაუშვებელია რომელიმე უფლების შელახვა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების ცნების ნეგატიური განმარტებით (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტის N14 ზოგადი კომენტარი ბავშვის უფლებების შესახებ CRC/C/GC/14 2013წ.).
ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. კონვენციის 27-ე მუხლის მეორე ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით, ნ-----–--------–-–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ზ---------------ეს (პ/ნ 0----------) დაეკისრა მოსარჩელე ნ-----–--------–-–---–ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ 2----–-–---------------ს დაბადებული ა-----------ის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2017 წლის 25 ოქტომბრიდან) მის სრულწლოვანებამდე ან გარემოებების შეცვლამდე, მოპასუხე ზ---------------ეს (პ/ნ 0----------) დაეკისრა მოსარჩელე ნ-----–--------–-–---–ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ 2----–-–----------------ს დაბადებული ნ-----–-------------ის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2017 წლის 25 ოქტომბრიდან) მის სრულწლოვანებამდე ან გარემოებების შეცვლამდე, მოპასუხე ზ---------------ეს (პ/ნ 0----------) შეეზღუდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილების, ა-----------ისა და ნ-----–-------------ის ინტერესებიდან გამომდინარე, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად და მკურნალობასთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ დროებით (წელიწადში ორჯერ, თითო თვით) გაყვანის, ასევე, გარკვეული დოკუმენტების: პირადობის მოწმობის, პასპორტის ან ვიზის აღების შემთხვევაში, მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისგან დამოუკიდებლად. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
კანონის ზემოთხსენებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა მუდმივი არ არის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის შემცირებას ან პირიქით, მის გაზრდას, ხოლო ამის საფუძვლად განიხილავს – ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას. აღნიშნული მოიაზრებს ალიმენტის დაკისრების შემდეგ ისეთი ახალი გარემოებების წარმოშობას, რომლებიც
აშკარა გავლენას ახდენენ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალურ და
ოჯახურ მდგომარეობაზე, მაგალითად, შემოსავლების გაზრდა, კმაყოფაზე მყოფი პირების შემცირება და სხვა. შემოსავლების შემცირებისა და კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის
გაზრდის შემთხვევაში შესაძლებელია ადრე განსაზღვრული ალიმენტი შემცირდეს, ხოლოკმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის შემცირების ან მშობლის შემოსავლების გაზრდის შემთხვევაში, შესაძლებელია, გაიზარდოს ალიმენტი (იხ. სუსგ №ას-303-290-2015, 13.05.2015წ, №ას-1191-1121-2015, 22.01.2016წ).
მითითებული საკანონმდებლო დანაწესი გამომდინარეობს თავად ალიმენტის მიზნიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1213-ე და 1214-ე მუხლებით კანონი ადგენს მშობლის ვალდებულებას, იზრუნოს თავის შვილზე, რაც გულისხმობს მისი მატერიალურად უზრუნველყოფის მოვალეობას. არასრულწლოვნის რჩენისათვის აუცილებელი მინიმალური ოდენობის დადგენისას გაითვალისწინება მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებები, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა. შესაბამისად, იმ მშობლის ფინანსური თუ ოჯახური მდგომარეობის შეცვლამ, რომელიც ალიმენტს იხდის, შესაძლოა, განაპირობოს სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობაში ცვლილების შეტანა, თუმცა ნებისმიერი ცვლილება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ალიმენტის ოდენობის შეცვლას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მშობელთა რეალური მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე.
მოცემულ საქმეზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით დადგენილია, რომ 2019 წლის 18 ნოემბრის მდგომარეობით, ნ-----–--------–-–---–ის მიერ სს „თ----------იდან“ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 742.5 ლარს, თებერვლის თვეში - 698.75 ლარს, მარტის თვეში - 698.75 ლარს, აპრილის თვეში - 698.75 ლარს, აპრილის თვეში - 698.75 ლარს, მაისის თვეში - 703.49 ლარს, ივნისის თვეში - 703.49 ლარს, ივლისის თვეში - 703.49 ლარს, აგვისტოს თვეში - 729.49 ლარს, სექტემბრის თვეში - 677.49 ლარს, ოქტომბრის თვეში - 703.49 ლარს, ნოემბრის თვეში - 703.49 ლარს, დეკემბრის თვეში - 1385.99 ლარს, 2019 წლის იანვრის თვეში - 703.8 ლარს, თებერვლის თვეში - 703.8 ლარს, მარტის თვეში - 703.85 ლარს, აპრილის თვეში - 703.85 ლარს, მაისის თვეში - 826.35 ლარს, ივნისის თვეში - 703.85 ლარს, ივლისის თვეში - 703.85 ლარს, აგვისტოს თვეში - 729.85 ლარს, სექტემბრის თვეში - 677.85 ლარსა და ოქტომბრის თვეში - 703.85 ლარს, ზ---------------ეს 2018 წლის 10 იანვრიდან 2019 წლის 22 ნოემბრამდე მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება. ნ-----–--------–-–---–მა 2019 წლის 25 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მის საკუთრებაში რიცხული ქ. თბილისში, ზ-------------------–----------------------–-----------------–--------------- ბინის 1/8 ნაწილი გაასხვისა 10000 აშშ დოლარად დაზე - შ--------------–-–---–ზე. ასევე დადგენილია, რომ მხარეთა კმაყოფაზე, ა-----------ისა და ნ-----–-------------ის გარდა, სხვა პირები არ იმყოფებიან.
სასამართლო არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ გადასახდელად უკვე დაკისრებული ალიმენტის ოდენობისას გაზრდის საკითხზე მსჯელობისას ითვალისწინებს, როგორც არასრულწლოვანი შვილების უფლებას - მიიღონ მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ორივე მშობლის ვალდებულებას - იზრუნონ შვილებზე. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, თუ რას შეადგენს მხარეთა მატერიალური შემოსავალი. ამასთან, საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხეს არ აქვს შემოსავალი, ხოლო მოსარჩელე არის დასაქმებული, აქვს შემოსავალი ხელფასის სახით, ასევე, გადაწყევტილების მიღების შემდეგ მიიღო უძრავი ქონების წილის გასხვისების შედეგად შემოსავალი 10000 აშშ დოლარის ოდენობით. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მოსარჩელის საკრედიტო ვალდებულებას არასრუწლოვანი შვილების სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდის საკითხის განხილვისას უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს, მით უფრო, როდესაც საქმის მასალებით არ დასტურდება ბანკიდან ოჯახის საერთო ან არასრულწლოვანთა ინტერესებისათვის სესხის მიღების აუცილებლობა.
სასამართლოს არ მიაჩნია გონივრულად და სამართლიანად ალიმენტის ოდენობის გაზრდა, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნა, მართალია, არ შეიძლება განხილულ იქნეს ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგოდ, რადგან ცხადია, რომ ყოველდღიურ ყოფაში, ბავშვების ასაკობრივ ზრდასთან ერთად მატულობს მოთხოვნები, თუმცა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასების საგანი უნდა იყოს ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა, რომელთაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის საფუძველზე, თანაბარი უფლებები და ვალდებულებები აკისრიათ არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისა, ხოლო კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობა ალიმენტის ცვლილების შესახებ, არ შეიძლება შეფასდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების ხელყოფად. შესაბამისად, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის გათვალისწინებით, მოსარჩელემ ვერ შეძლო დაეძლია მისი მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებების მტკიცების ტვირთი. საქმის განხილვის დროს ვერ იქნა მოპოვებული იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ გაუმჯობესდა მოპასუხის შემოსავალი ან შემცირდა მის კმაყოფაზე მყოფი პირების რიცხვი. სასამართლო ითვალისწინებს ასევე, რომ ზ---------------ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს 200-200 ლარი, რომელიც არ წარმოადგენს ალიმენტის მინიმალურ ოდენობას. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ დედასთან, აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს უპირატესობას ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისა და მოპასუხისათვის ალიმენტის ოდენობის გაზრდისათვის.
საქმეზე დადგენილი, ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და დადგენილი ალიმენტის ოდენობის გაზრდის საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელისა – იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, ხოლო 39-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს, ხოლო 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები - ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. ამდენად, ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ამასთან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მხარეებს სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ უნდა დაეკისროთ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ-----–--------–-–---–ის სარჩელი, მოპასუხე ზ---------------ის მიმართ, ალიმენტის ოდენობის გაზრდის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირინა ზარქუა