გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/12711-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირინა ზარქუა
სხდომის მდივანი თამთა მაისურაძე
მოსარჩელე - რ---------------ე
წარმომადგენელი - ნ--------------
მოპასუხე - ი-----–--------–---–ი
წარმომადგენელი - ი-----–----–-----–---–ი
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე ი-----–--------–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–---------------ს დაბადებული დ------------–---–ის რჩენა-აღზრდისთვის, ალიმენტის სახით, 2000 ლარის დაკისრება, სარჩელის შეტანის დღიდან, მის სრულწლოვანებამდე.
რ---------------ე და ი-----–--------–---–ი იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ ჰყავთ ერთი საერთო შვილი - 2----–-–---------------ს დაბადებული დ------------–---–ი. თავიდან მოპასუხე შვილს, ნებაყოფლობით, უხდიდა 800 ლარს. რამდენიმე ხნის შემდეგ, მან ეს თანხა, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, შეამცირა 500 ლარამდე. ბოლო პერიოდში ალიმენტს რიცხავს დაგვიანებით, არაგეგმიურად. აღნიშნული არ არის განპირობებული მისი მატერიალური მდგომარეობის გაუარესებით. ი-----–--------–---–ი მუშაობდა და მუშობს სს „ს----------–--------ში“ მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე. მას შვილებიც არ ჰყავს და ხელს არაფერი უშლის, რომ დროულად გადაიხადოს შვილის სრულყოფილი აღზრდისთვის საკმარისი ალიმეტი. ბავშვი სწავლობს კერძო სკოლაში, სადაც გადასახადი 4000 ლარია, რასაც ემატება ტრანსპორტის თანხა 600 ლარი. იმის გამო, რომ მოსარჩელე მუშაობს მთელი დღის განმავლობაში, ბავშვს ჰყავს ძიძა, რომელსაც უხდის თვეში 500 ლარს. არასრულწლოვანს სჭირდება კვება, ჩაცმა, დასვენება, სამედიცინო მომსახურება და ა.შ. მომავალი სასწავლო წლიდან ბავშვს დასჭირდება სპორტზე სიარული, უცხო ენაში მომზადება, რის გამოც, თანხა, რომელსაც ალიმენტის სახით მამა უხდის არაპუნქტუალურად, საკმარისი არ არის.
(სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ი-----–--------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და თანხმობა განაცხადა 700 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდაზე, ვინაიდან მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა - 2000 ლარი არის ზედმეტად დიდი თანხა ალიმენტისთვის. 700 ლარი სავსებით საკმარისია ბავშვის საჭიროებების უზრუნველსაყოფად. მხედველობაშია მისაღები ასევე ის გარემოება, რომ დ------------–---–ი კვირაში სამი დღის განმავლობაში არის მამასთან ერთად და ამ პერიოდში მოპასუხის მხრიდან მისთვის უზრუნველყოფილია ყველა მოთხოვნილება და აუცილებელი პირობა. მოპასუხე, სარჩელის აღძვრამდეც, აქტიურად მონაწილეობდა შვილის აღზრდაში და მისი საჭიროებების უზრუნველყოფაში. აღნიშნული გულისხმობს როგორც ალიმენტის გადახდას, ასევე სხვა საჭიროებებისათვის შესაბამისი ხარჯების გაწევას. დ------------–---–ის სახელზე სს „ს----------–--------ში“ გახსნილია ანაბარი, რომელზეც მოპასუხე რიცხავს თანხას. სრულწლოვანების მიღწევისთანავე იგი შეძლებს ამ თანხით სრულად და შეუზღუდავად სარგებლობას. ი-----–--------–---–ის ჯანმრთელობის სადაზღვევო კორპორატიული პაკეტით 2013 წლიდან სარგებლობს დ------------–---–ი.
(შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე რ---------------ე და მოპასუხე ი-----–--------–---–ი იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებში. მხარეებს ჰყავთ ერთი საერთო არასრულწლოვანი შვილი - 2----–-–---------------ს დაბადებული დ------------–---–ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N 0---------- (ტ.1. ს.ფ. 14).
3.1.2. სს „ს----------–-------–-ი“ გახსნილ რ---------------ის N G------------------------ ანგარიშზე, ი-----–--------–---–ის მიერ, 2017 წლის 01 იანვრიდან ჩარიცხულია შემდეგი თანხები: 16.01.2017წ. – 500 ლარი, 02.02.2017წ. – 250 ლარი, 06.03.2017წ. – 500 ლარი, 05.04.2017წ. – 250 ლარი, 13.04.2017წ. – 250 ლარი, 10.05.2017წ. – 250 ლარი, 19.05.2017წ. – 250 ლარი, 06.07.2017წ. – 250 ლარი, 06.07.2017წ. – 250 ლარი, 24.07.2017წ. – 250 ლარი, 15.08.2017. – 250 ლარი, 04.09.2017წ. – 250 ლარი, 06.09.2017წ. – 250 ლარი, 21.09.2017წ. – 250 ლარი, 05.10.2017წ. – 250 ლარი, 19.10.2017წ. – 250 ლარი, 13.11.2017წ. – 250 ლარი, 20.11.2017წ. – 250 ლარი, 11.12.2017წ. – 250 ლარი, 19.12.2017წ. – 250 ლარი, 04.01.2018წ. – 250 ლარი, 07.02.2018წ. – 250 ლარი, 07.02.2018წ. – 250 ლარი, 01.03.2018წ. – 250 ლარი, 01.03.2018წ. – 250 ლარი, 10.04.2018წ. – 250 ლარი, 10.04.2018წ. – 250 ლარი, 05.05.2018წ. – 250 ლარი, 06.06.2018წ. – 250 ლარი, 20.06.2018წ. – 250 ლარი, 13.07.2018წ. – 250 ლარი, 13.08.2018წ. – 250 ლარი, 12.09.2018წ. – 250 ლარი, 18.10.2018წ. – 250 ლარი, 05.11.2018წ. – 250 ლარი, 19.11.2018წ. – 250 ლარი, 05.12.2018წ. – 250 ლარი, 18.02.2019წ. – 250 ლარი, 08.05.2019წ. – 250 ლარი, 08.05.2019წ. – 250 ლარი, 20.05.2019წ. – 250 ლარი, 03.06.2019 წ. – 250 ლარი, 24.06.2019წ. – 250 ლარი, 22.07.2019წ. – 350 ლარი, 01.08.2019წ. – 350 ლარი, 27.08.2019წ. – 350 ლარი, 30.09.2019წ. - 350 ლარი, 30.09.2019წ. - 350 ლარი, 01.10.2019წ. – 350 ლარი, 31.10.2019წ. – 350 ლარი, 15.11.2019წ. – 350 ლარი, 20.11.2019წ. – 350 ლარი, 03.12.2019წ. – 350 ლარი, 27.12.2019წ. – 350 ლარი, 17.01.2020წ. – 350 ლარი, 03.02.2020წ. – 350 ლარი, 17.02.2020წ. – 350 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 14 მაისის ცნობა სს „ს----------–--------იდან“ (ტ.1. ს.ფ. 15-16);
- 2019 წლის 01 ივლისის ცნობა სს „ს----------–--------იდან“ (ტ.1. ს.ფ. 51-55);
- 2020 წლის 25 თებერვლის ცნობა სს „ს----------–--------იდან“ (ტ.1. ს.ფ. 149).
3.1.3. დ------------–---–ი სწავლობს შპს თ---–----------–---–-–-------–----------------–--–--, პირველ კლასში. სკოლაში სწავლის ღირებულების წლიური გადასახადი არის 4000 ლარი, ხოლოო ტრანსპორტირების - 600 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 13 მაისის ცნობა შპს თ---–----------–---–-–-------–----------------–-------- (ტ.1. ს.ფ. 17);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რომელსაც დაეთანხმა მოპასუხის წარმომადგენელი (სარჩელი, 28.02.2020წ. სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.1.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით, რ---------------ის მიერ ი------------–---–--------–-----------–----------–-–----------------------დან, ს-----------–-----------------------------------------–--–-------დან და სს „მ----------------------“ ხელფასის სახით მიღებული აქვს შემდეგი შემოსავალი: 2018 წლის იანვარში - 44.92 ლარი, 125 ლარი, 10000 ლარი, თებერვლის თვეში - 44.92 ლარი, 10000 ლარი, მარტის თვეში - 1094.93 ლარი, 10000 ლარი, აპრილის თვეში - 1094,93 ლარი, 350 ლარი, 10000 ლარი, მაისის თვეში - 1094,93 ლარი, 10000 ლარი, ივნისის თვეში - 44.92 ლარი, 10000 ლარი, ივლისის თვეში - 1094.93 ლარი, 10000 ლარი, აგვისტოს თვეში - 569.92 ლარი, 562.5 ლარი და 10000 ლარი, სექტემბრის თვეში - 926.92 ლარი, 10000 ლარი, ოქტომბრის თვეში - 1262.93 ლარი, 10000 ლარი, ნოემბრის თვეში - 569.92 ლარი, 785 ლარი, დეკემბრის თვეში - 1619,93 ლარი და 1000 ლარი, 2019 წლის იანვრის თვეში - 1050 ლარი, 1000 ლარი, თებერვლის თვეში - 7146,67 ლარი, მარტის თვეში - 2850 ლარი, აპრილის თვეში - 2896,24 ლარი და 10000 ლარი, მაისის თვეში - 2206,11 ლარი და 10000 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 21 ივნისის N2--------- მიმართვა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან (ტ.1. ს.ფ. 33-35).
3.1.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით, ი-----–--------–---–ის მიერ სს „ს----------–--------იდან“ ხელფასის სახით მიღებული აქვს შემდეგი შემოსავალი: 2018 წლის იანვრის თვეში - 6108,75 ლარი, თებერვლის თვეში - 6591.4 ლარი, მარტის თვეში - 40459,33 ლარი, აპრილის თვეში - 6193.18 ლარი, მაისის თვეში - 7211.07 ლარი, ივნისის თვეში - 7118,75 ლარი, ივლისის თვეში - 8884,73 ლარი, აგვისტოს თვეში - 5983,15 ლარი, სექტემბრის თვეში - 7735 ლარი, ოქტომბრის თვეში - 7620 ლარი, ნოემბრის თვეში - 7750,73 ლარი, დეკემბრის თვეში - 7849,51 ლარი, 2019 წლის იანვრის თვეში - 10045,92 ლარი, თებერვლის თვეში - 10045,92 ლარი, მარტის თვეში - 10045,92 ლარი, აპრილის თვეში - 45219,23 ლარი, მაისის თვეში - 10226,86 ლარი და 495,56 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 21 ივნისის N2--------- მიმართვა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან (ს.ფ. 36);
- ცნობა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან (ტ.1. ს.ფ. 116-117).
3.1.6. მოპასუხე ი-----–--------–---–ის ანგარიშიდან G--------------------- „----------ის სასარგებლოდ 2012 წლის 01 მაისიდან 2017 წლის 01 აგვისტოდან შესრულებულ იქნა გადახდა 7083.33 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული თანხით მოპასუხის მიერ გამოწერილ იქნა საბავშვო ტანსაცმელი, სათამაშოები და სხვა ნივთები;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 03 ივლისის ცნობა სს „ს----------–--------იდან“ (ტ.1. ს.ფ. 56-61);
- შეკვეთების დეტალები (ტ.1. ს.ფ. 154-266).
3.1.7. ი-----–--------–---–ი 2005 წლის 1 ივნისიდან მუშაობს სს „ს----------–--------ში“. ამჟამად დაკავებული აქვს ი---------–----–----------–---------------------------------------------------------------------ის თანამდებობა. სარგებლობს “ი-------“-ის კორპორატიული ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტით, რომლის ფარგლებში 2013 წლის სექტემბრიდან გაწევრიანებულია მისი შვილი - დ------------–---–ი. პაკეტის ჯამური ღირებულება შეადგენს 28.50 ლარს, საიდანაც ბანკის მიერ დასაფარი ოდენობაა - 13.50 ლარი, ხოლო თანამშრომლის მიერ დასფარი ოდენობა - 15.00 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 01 ივლისის ცნობა სს „ს----------–--------იდან“ (ტ.1. ს.ფ. 112).
3.1.8. 2019 წლის 28 ივნისის მდგომარეობით, დ------------–---–ის სახელზე სს „ს----------–--------ში“ არსებულ ანგარიშზე საბოლოო ნაშთი შეადგენს 12367.37 აშშ დოლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი სს „ს----------–--------ის“ ანგარიშიდან (ტ.1. ს.ფ. 113).
3.1.9. დ------------–---–ს 2019 წლის ოქტომბრის თვეში ჩაუტარდა რბილი ქსოვილების ულტრაბგერითი გამოკვლევა. დიაგნოზი - მარჯვნივ, მეხუთე მეტატარზალურ-კუბური ძვლის პროექციაზე სასახსრე ხრტილი კონტრალატერალურ შედარებით ჰიპერტროფირებული - პოსტრავმული დაჟეჟილობა. სამედიცინო მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 45 ლარი. აღნიშნული თანხა გადახდილ იქნა მოპასუხე ი-----–--------–---–ის მიერ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- რბილი ქსოვილის ულტრაბგერითი გამოკვლევა შპს „ა----------–----იდან“ (ტ.1. ს.ფ. 144);
- ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ისტორია შპს „ა----------–----აშ“, რეგისტრაციის N7------- (ტ.1. ს.ფ. 146);
- ჩეკი, ანგარიშფაქტურა (ტ.1. ს.ფ. 147-148);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება, რომელიც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია (26.02.2020წ. სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.1.10. 2018 წლის 14 ივნისს ი-----–--------–---–ის მიერ გაცემულ იქნა სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა იმის შესახებ, რომ იგი თანახმაა დ------------–---–ი გაემგზავროს საქართველოს ფარგლებს გარეთ, ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ დროს მის სრულწლოვანებამდე რ---------------ის თანხლებით და დაბრუნდეს უკან საქართველოში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ი-----–--------–---–ის 2018 წლის 14 ივნისის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა (ტ.1. ს.ფ. 150).
3.2.11. რ---------------ესა და ი-----–--------–---–ს შორის შეწყვეტილია ოჯახური ურთიერთობა. არასრულწლოვანი დ------------–---–ი ცხოვრობს და იზრდება დედასთან - რ---------------ესთან, ხოლო მამა, პერიოდულად, ურიცხავს თანხას მატერიალურად დახმარების მიზნით. მხარეები შეთანხმებულები არიან მოპასუხის მიერ შვილთან ურთიერთობის წესის შესახებ და ბავშვი, გარკვეულ დროს ატარებს მამასთან;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 14 მაისის ცნობა სს „ს----------–--------იდან“ (ტ.1. ს.ფ. 15-16);
- 2019 წლის 01 ივლისის ცნობა სს „ს----------–--------იდან“ (ტ.1. ს.ფ. 51-55).
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (26.02.2019წ. და 28.02.2019წ. სასამართლოს სხდომის ოქმები).
3.1.12. ი-----–--------–---–ისა და რ---------------ის კმაყოფაზე სხვა პირები არ იმყოფებიან. თავდაპირველად, ი-----–--------–---–ი მოსარჩელეს, შეთანხმებისამებრ, ალიმენტის სახით ურიცხავდა 800 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (28.02.2019წ. სასამართლოს სხდომის ოქმები).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დ----------------ე 2016 წლის ოქტომბრიდან მუშაობს რ---------------ესთან დ------------–---–ის ძიძად, რისთვისაც მოსარჩელე, ანაზღაურების სახით, ყოველთვიურად ნაღდი ფულით უხდის ანაზღაურებას 500 ლარის ოდენობით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დ----------------ის ხელწერილი (ტ.1. ს.ფ. 124);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (26.02.2019წ. და 28.02.2019წ. სასამართლოს სხდომის ოქმები).
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ არასრულწლოვან შვილზე ზრუნვაში ეხმარება დ----------------ე, რომელსაც უხდის თანხას. ბავშვის ასაკიდან (არასრულწლოვანი არის 8 წლის) და დედის სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, პერიოდში, როცა ბავშვი არ არის სკოლაში, სჭირდება პირი, ვინც იზრუნებს მასზე, აღნიშნული მომსახურება კი, როგორც მოსარჩელემ და თავად დ----------------ემ მიუთითა, არის ანაზღაურებადი, ვინაიდან, ბავშვის ბებიის ბიძაშვილი არ არის ვალდებული, სისტემატურად უსასყიდლოდ გაუწიოს მოსარჩელეს დახმარება. ამასთან, მოპასუხემ არ უარყო ის გარემოება, რომ მისთვის ცნობილია დ----------------ის შესახებ, რომელიც დახმარებას უწევს მოსარჩელეს.
3.2.3. სს „ს----------–--------ში“ დ------------–---–ის საბავშვო ანაბარზე 2016 წლის 16 მარტს რ---------------ის მიერ შეტანილ იქნა 10000 აშშ დოლარი, ხოლო 2017 წლის 01 აგვისტოს ი-----–--------–---–ის მიერ - 199.39 აშშ დოლარი. მოპასუხემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ ბავშვის ანაბარზე თანხები მხოლოდ მის მიერ იქნა შეტანილი.
მართალია, საქმის მასალებით ი-----–--------–---–ის მიერ დადასტურებულ იქნა, რომ „----------იდან შეძენილ იქნა 7083.33 აშშ დოლარის ღირებულების საბავშვო ტანსაცმელი, სათამაშოები და სხვა ნივთები, მაგრამ ვერ იქნა დადასტურებული, რომ ყველა აღნიშნული ნივთი განკუთვნილი იყო მისი შვილისთვის და გადაეცა დ------------–---–ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნაერთი ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტ.1. ს.ფ. 125).
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან, მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლების თანახმად, საქმეში არ მოიპოვება მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
3.2.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს ვერც მოსარჩელის და ვერც მოპასუხის მიერ წარმოდგენილ სატელეფონო ამონაწერებს. აღნიშნული ამონაწერებიდან არ ირკვევა თუ ვისთან ახორციელებდნენ მხარეები სატელეფონო კომუნიკაციას და რა გარემოებებს ადასტურებენ მითითებული მტკიცებულებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (28.02.2019წ. სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.2.4. სასამართლო ვერ გაიზიარებს მხარეთა მოსაზრებებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან, აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდის ინტერესებს. სასამართლომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის საუკუთესო ინტერესი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს ( სუსგ Nას-1294-1214-2015, 27 ივნისი, 2016 წელი). მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან, მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის 4000 ლარის ოდენობით თანხის საჭიროება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ, ვინაიდან, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა, ალიმენტის დაკისრების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
’’ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1215-ე და 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
მოსარჩელე რ---------------ემ 2000 ლარის ოდენობით ალიმენტის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი - 2----–-–---------------ს დაბადებული დ------------–---–ი.
სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელე რ---------------ეს და მოპასუხე ი-----–--------–---–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2----–-–---------------ს დაბადებული დ------------–---–ი. ამჟამად, მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მათ შორის ოჯახური ურთიერთობა შეწყვეტილია. არასრულწლოვანი დ------------–---–ი ცხოვრობს და იზრდება დედასთან - რ---------------ესთან და მხარეები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება - მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წელს მიღებულმა „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციამ შეცვალა ბავშვების აღქმაც და მათდამი დამოკიდებულებაც - ბავშვები არიან განსაკუთრებული უფლებების მქონე ადამიანები და არა ქველმოქმედების მხოლოდ პასიური ობიექტები. კონვენცია აღიარებს, რომ ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა სჭირდებათ. კერძოდ, აღნიშნული კონვენციის მიხედვით, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ბავშვს აძლევს უფლებას, მის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედებისას ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, შეფასდეს და უპირველესი ყურადღება დაეთმოს საუკეთესო - ჭეშმარიტ ინტერესებს, როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო სფეროში. ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის მიზანია, უზრუნველყოს როგორც კონვენციით აღიარებული ყველა უფლებით სრული და ეფექტიანი სარგებლობა, ისე ბავშვის ყოვლისმომცველი განვითარება. კონვენციაში უფლებათა იერარქია არ არსებობს, მასში უზრუნველყოფილი ყველა უფლება შეესაბამება „ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებს“ და დაუშვებელია რომელიმე უფლების შელახვა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების ცნების ნეგატიური განმარტებით (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტის N14 ზოგადი კომენტარი ბავშვის უფლებების შესახებ CRC/C/GC/14 2013წ.).
ამავე კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს, ხოლო 27-ე მუხლით აღიარებულია, ასევე, ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესებს.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან. სასამართლომ შეისწავლა როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა და დადგინა, რომ ორივე მხარე დასაქმებულია. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით, რ---------------ის მიერ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ს-----------–-----------------------------------------–--–-------დან და სს „მ----------------------“ ხელფასის სახით მიღებული აქვს შემდეგი შემოსავალი: 2018 წლის იანვარში - 44.92 ლარი, 125 ლარი, 10000 ლარი, თებერვლის თვეში - 44.92 ლარი, 10000 ლარი, მარტის თვეში - 1094.93 ლარი, 10000 ლარი, აპრილის თვეში - 1094,93 ლარი, 350 ლარი, 10000 ლარი, მაისის თვეში - 1094,93 ლარი, 10000 ლარი, ივნისის თვეში - 44.92 ლარი, 10000 ლარი, ივლისის თვეში - 1094.93 ლარი, 10000 ლარი, აგვისტოს თვეში - 569.92 ლარი, 562.5 ლარი და 10000 ლარი, სექტემბრის თვეში - 926.92 ლარი, 10000 ლარი, ოქტომბრის თვეში - 1262.93 ლარი, 10000 ლარი, ნოემბრის თვეში - 569.92 ლარი, 785 ლარი, დეკემბრის თვეში - 1619,93 ლარი და 1000 ლარი, 2019 წლის იანვრის თვეში - 1050 ლარი, 1000 ლარი, თებერვლის თვეში - 7146,67 ლარი, მარტის თვეში - 2850 ლარი, აპრილის თვეში - 2896,24 ლარი და 10000 ლარი, მაისის თვეში - 2206,11 ლარი და 10000 ლარი, ხოლო ი-----–--------–---–ის მიერ სს „ს----------–--------იდან“ ხელფასის სახით მიღებული აქვს შემდეგი შემოსავალი: 2018 წლის იანვრის თვეში - 6108,75 ლარი, თებერვლის თვეში - 6591.4 ლარი, მარტის თვეში - 40459,33 ლარი, აპრილის თვეში - 6193.18 ლარი, მაისის თვეში - 7211.07 ლარი, ივნისის თვეში - 7118,75 ლარი, ივლისის თვეში - 8884,73 ლარი, აგვისტოს თვეში - 5983,15 ლარი, სექტემბრის თვეში - 7735 ლარი, ოქტომბრის თვეში - 7620 ლარი, ნოემბრის თვეში - 7750,73 ლარი, დეკემბრის თვეში - 7849,51 ლარი, 2019 წლის იანვრის თვეში - 10045,92 ლარი, თებერვლის თვეში - 10045,92 ლარი, მარტის თვეში - 10045,92 ლარი, აპრილის თვეში - 45219,23 ლარი, მაისის თვეში - 10226,86 ლარი და 495,56 ლარი;
კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას, გადაწყვეტილებას, ალიმენტის მოცულობის თაობაზე, მიიღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენისათვის აუცილებელ მინიმალურ, ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებანი, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა. ამდენად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს თითოეული მშობლის მატერიალურ მდგომარეობას, მეორე მშობლის მიერ მისთვის ბავშვის სარჩენად დახმარების აღმოჩენის საჭიროებასა და ობიექტურ შესაძლებლობას. კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულებაში მოიაზრება მხარის მოვალეობა, არჩინოს ყველა ის პირი, რომელზე ზრუნვაც მას, კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, ეკისრება, მის კმაყოფაზე იმყოფება და რჩენას საჭიროებს.
აღსანიშნავია, რომ არც მოსარჩელეს და არც მოპასუხეს არ გააჩნიათ რჩენის ვალდებულებები სხვა პირების მიმართ.
სასამართლო მიუთითებს იმ სამართლებრივ დანაწესზე, რომ ორივე მშობელი თანაბრად არის ვალდებული უზრუნველყოს არასრულწლოვანის საჭიროებები, მონაწილეობა მიიღოს აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში. მშობელთა ვალდებულება - არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ატარებს უპირობო ხასიათს. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხე ი-----–--------–---–ი უწევდა მატერიალურ დახმარებას შვილს, თუმცა აღნიშნული ატარებდა არარეგულარულ ხასიათს, ვინაიდან იყო ისეთი თვეები, როცა მოპასუხის მიერ თანხის ჩარიცხვა არ დასტურდება (2017 წლის ივნისი, 2019 წლის იანვარი, მარტი, აპრილი), კერძოდ, სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ სს „ს----------–-------–-ი“ გახსნილ რ---------------ის N G------------------------ ანგარიშზე, ირაკლი ჩხიკვიშილის მიერ, 2017 წლის 01 იანვრიდან ჩარიცხულია შემდეგი თანხები: 16.01.2017წ. – 500 ლარი, 02.02.2017წ. – 250 ლარი, 06.03.2017წ. – 500 ლარი, 05.04.2017წ. – 250 ლარი, 13.04.2017წ. – 250 ლარი, 10.05.2017წ. – 250 ლარი, 19.05.2017წ. – 250 ლარი, 06.07.2017წ. – 250 ლარი, 06.07.2017წ. – 250 ლარი, 24.07.2017წ. – 250 ლარი, 15.08.2017. – 250 ლარი, 04.09.2017წ. – 250 ლარი, 06.09.2017წ. – 250 ლარი, 21.09.2017წ. – 250 ლარი, 05.10.2017წ. – 250 ლარი, 19.10.2017წ. – 250 ლარი, 13.11.2017წ. – 250 ლარი, 20.11.2017წ. – 250 ლარი, 11.12.2017წ. – 250 ლარი, 19.12.2017წ. – 250 ლარი, 04.01.2018წ. – 250 ლარი, 07.02.2018წ. – 250 ლარი, 07.02.2018წ. – 250 ლარი, 01.03.2018წ. – 250 ლარი, 01.03.2018წ. – 250 ლარი, 10.04.2018წ. – 250 ლარი, 10.04.2018წ. – 250 ლარი, 05.05.2018წ. – 250 ლარი, 06.06.2018წ. – 250 ლარი, 20.06.2018წ. – 250 ლარი, 13.07.2018წ. – 250 ლარი, 13.08.2018წ. – 250 ლარი, 12.09.2018წ. – 250 ლარი, 18.10.2018წ. – 250 ლარი, 05.11.2018წ. – 250 ლარი, 19.11.2018წ. – 250 ლარი, 05.12.2018წ. – 250 ლარი, 18.02.2019წ. – 250 ლარი, 08.05.2019წ. – 250 ლარი, 08.05.2019წ. – 250 ლარი, 20.05.2019წ. – 250 ლარი, 03.06.2019 წ. – 250 ლარი, 24.06.2019წ. – 250 ლარი, 22.07.2019წ. – 350 ლარი, 01.08.2019წ. – 350 ლარი, 27.08.2019წ. – 350 ლარი, 30.09.2019წ. - 350 ლარი, 30.09.2019წ. - 350 ლარი, 01.10.2019წ. – 350 ლარი, 31.10.2019წ. – 350 ლარი, 15.11.2019წ. – 350 ლარი, 20.11.2019წ. – 350 ლარი, 03.12.2019წ. – 350 ლარი, 27.12.2019წ. – 350 ლარი, 17.01.2020წ. – 350 ლარი, 03.02.2020წ. – 350 ლარი, 17.02.2020წ. – 350 ლარი.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ თანხას, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვების რჩენა და მათთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდა. მშობლისაგან მზრუნველობის მიღება განიხილება, როგორც ბავშვების ბუნებითი უფლება და მისი დაცვა მშობლის უპირობო ვალდებულებაა.
ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობისა და ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება - მიიღოს ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, ასევე, ბავშვის ასაკის მხედველობაში მიღებით (არასრულწლოვანი დ------------–---–ი არის 8 წლის), სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა უნდა განისაზღვროს თვეში 900 ლარით. ამასთან, ვინაიდან, სარჩელი აღძრულ იქნა 2019 წლის 4 ივნისს, აღნიშნულ პერიოდში მოპასუხის მიერ გადახდილი 5400 ლარი უნდა ჩაითვალოს გადახდილად.
სასამართლო კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას. იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისიწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ სუსგ №ას-967-916-2015, 15.12.2015წ; სუსგ ას-1141-1061-2017 17.10.2017წ.).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ რ---------------ის მოთხოვნა - ი-----–--------–---–ისათვის მიმართ არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ეკატერინე გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
ვინაიდან მოპასუხე ი-----–--------–---–მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. რ---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ი-----–--------–---–ს (პ/ნ 0----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, დ------------–---–ის (დაბადებული 2----–-–---------------ს, პ/ნ 0----------) სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 900 (ცხრაასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 04 ივნისიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.
3. მოპასუხე ი-----–--------–---–ს (პ/ნ 0----------) არასრულწლოვანი შვილის, დ------------–---–ის (დაბადებული 2----–-–---------------ს, პ/ნ 0----------) სასარგებლოდ ალიმენტის სახით გადახდილად ჩაეთვალოს 5400 (ხუთი ათას ოთხასი) ლარი.
4. მოპასუხე ი-----–--------–---–ს (პ/ნ 0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირინა ზარქუა