1. მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
2. თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი.
3. კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვთ.
4. საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე წარდგენილი მტკიცებულებები საქმეს დაერთვება და მათ განიხილავს და შეამოწმებს სასამართლო ამ კოდექსის 225-ე მუხლით დადგენილი წესით. საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიღების საკითხს სასამართლო განიხილავს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით, ზეპირი მოსმენით.
საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2035 - ვებგვერდი, 29.03.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 07.03.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 103. მტკიცებულებათა შეგროვება 1. მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. 2. თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი. 3. კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვთ. 4. საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე წარდგენილი მტკიცებულებები საქმეს დაერთვება და მათ განიხილავს და შეამოწმებს სასამართლო ამ კოდექსის 225-ე მუხლით დადგენილი წესით. საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიღების საკითხს სასამართლო განიხილავს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით, ზეპირი მოსმენით.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(2063)
საქმე №ას-564-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2026
…რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე წარდგენილი მტკიცებულებები საქმეს დაერთვება და მათ განიხილავს და…
საქმე №ას-310-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
…აპელანტის წარმომადგენელმა სასამართლოს წარუდგინა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წერილი, სადაც მითითებულია, რომ ე.გ–ა 2023 წლის 12 იანვრიდან დასაქმებულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე წარდგენილი მტკიცებულებები საქმეს დაერთვება და მათ განიხილავს და…
საქმე №ას-1310-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
…დაცვით და პრეზუმირებულია ამ აქტში მითითებული ფაქტების სისწორე, რის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი აწევს მხარეს და ამისათვის მხოლოდ მხარის განმარტება არაა საკმარისი, საჭიროა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 და 103.1 მუხლების თანახმად შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა, რაც კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია. 21. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ…
საქმე №ას-617-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2025
…აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების გამართულობა პირდაპირ კავშირშია იუსტიციის სამინისტროს მიერ მასზე დებულებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებასთან; 15.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე და 105-ე მუხლებზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში არასწორად შეაფასა საქმეში არსებული, როგორც წერილობითი მტკიცებულებები, ასევე,…
საქმე №ას-479-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.09.2025
…მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხსენებული კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. 13. გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში…
საქმე №ბს-659(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.09.2025
საქმე №ბს-419(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.07.2025
საქმე №ას-44-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.04.2025
საქმე №ას-31-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2025
საქმე №ას-322-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.03.2025
საქმე №ას-141-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.03.2025
საქმე №ბს-784(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.02.2025
საქმე №ბს-1130(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.02.2025
საქმე №ბს-1069(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.02.2025
საქმე №ას-1418-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2025
საქმე №ას-1427-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.01.2025
საქმე №ას-1521-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.01.2025
საქმე №ბს-543(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.12.2024
საქმე №ას-1618-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2024
საქმე №ას-1447-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2024
საქმე №ას-979-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.12.2024
საქმე №ბს-4(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2024
საქმე №ბს-104(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2024
საქმე №ას-405-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.12.2024
საქმე №ბს-371(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.11.2024
საქმე №ბს-384(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.11.2024
საქმე №ბს-792(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.11.2024
საქმე №ას-417-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.11.2024
საქმე №ბს-654(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2024
საქმე №ას-858-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.10.2024
საქმე №ას-1133-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2024
საქმე №ას-1472-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2024
საქმე №ბს-680(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2024
საქმე №ას-532-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.06.2024
საქმე №ას-1628-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2024
საქმე №ას-239-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2024
საქმე №ბს-359(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2024
საქმე №ას-1058-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2024
საქმე №ას-823-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2024
საქმე №ბს-1267(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2024
…აქტით საწარმოსათვის თანხების დარიცხვა დაუშვებელია, ხოლო დარიცხული თანხები ბათილად უნდა იქნას ცნობილი, მით უფრო იმ გადასახადებთან მიმართებაში, რომელთა შემოწმება კამერალური საგადასახადო შემოწმებით გათვალისწინებული არ იყო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არ აქვს. აღნიშნულიდან…
…მასალებით დადგენილია, რომ შ.პ.ს. „-------“-ს საგადასახადო შემოწმების მოთხოვნით ოპერატიული საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოს სასამართლოსათვის შუამდგომლობით არ მიუმართავს და შესაბამისად, არც მოსამართლის ბრძანება გაცემულა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არ აქვს. აღნიშნულიდან…
…საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „--------“-ს საგადასახადო შემოწმების მოთხოვნით ოპერატიული საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოს სასამართლოსათვის შუამდგომლობით არ მიუმართავს და შესაბამისად, არც მოსამართლის ბრძანება გაცემულა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არ აქვს. აღნიშნულიდან…
…მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. აღნიშნულ ნორმათა ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ სადავოდ…
…მოქმედებების შესრულებას. ოფიციალობის პრინციპზე დაყრდნობით სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მუხლი 4); სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები (ადმინისტრაციული…