მუხლი 225. წარმოდგენილ მტკიცებულებათა განხილვა და შემოწმება
თავი XXV — სასამართლოს მთავარი სხდომა
1. მხარეთა და მესამე პირთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის შუამდგომლობით ან თავისი ინიატივით განიხილოს და შეამოწმოს სადავო მტკიცებულებები. წერილობითი მტკიცებულების განხილვა და შემოწმება არ გულისხმობს მისი შინაარსის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებასა და წაკითხვას. მტკიცებულებათა განხილვისა და შემოწმების პროცესში სასამართლო მიმართავს მხარეებს, წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები სადავო მტკიცებულების ან მასში მითითებული ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომ-ლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმისათვის. სასამართლო, ამ კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად, საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს და საქმეში წარმოდგენილ იმ დოკუმენტებს, რომლებსაც საქმისათვის არა აქვს მნიშვნელობა.
2. მტკიცებულებები, რომელთა განხილვა და შემოწმება მხარეებმა არ მოითხოვეს და მოსამართლემ თავისი ინიციატივით არ განახორციელა, გამოკვლეულად ითვლება.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(31)
საქმე №ას-564-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2026
…მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე წარდგენილი მტკიცებულებები საქმეს დაერთვება და მათ განიხილავს და შეამოწმებს სასამართლო ამ კოდექსის 225-ე მუხლით დადგენილი წესით. საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიღების საკითხს სასამართლო განიხილავს მხარეთა…
საქმე №ას-1368-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.01.2026
…არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. 36. სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა გამოკვლევა მიმდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 225-ე მუხლის თანახმად, რომლის მიხედვითაც - მხარეთა და მესამე პირთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის…
საქმე №ას-310-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
…საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე წარდგენილი მტკიცებულებები საქმეს დაერთვება და მათ განიხილავს და შეამოწმებს სასამართლო ამ კოდექსის 225-ე მუხლით დადგენილი წესით. საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიღების საკითხს სასამართლო განიხილავს მხარეთა…
საქმე №ას-489-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
…დედნის სახით. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოში სადავოდ გახადა როგორც დოკუმენტის დედნის სახით წარუდგენლობა, ასევე, მისი ნამდვილობა, რაც სასამართლომ უკანონოდ არ გაიზიარა; 16.5. სააპელაციო სასამართლომ ასევე უგულებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 225-ე მუხლის მოთხოვნები. მოპასუხემ წარადგინა თავისი მოსაზრება სადავო მტკიცებულების - ქორწინების მოწმობის და მასში მითითებული გარემოებების…
საქმე №ას-1424-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2024
…პალატა მხარეს განუმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე წარდგენილი მტკიცებულებები საქმეს დაერთვება და მათ განიხილავს და შეამოწმებს სასამართლო ამავე კოდექსის 225-ე მუხლით დადგენილი წესით. საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ, წარმოდგენილი მტკიცებულებების მიღების საკითხს სასამართლო განიხილავს მხარეთა…
საქმე №ას-24-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.05.2022