მოსამართლეს, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს საქმეს, კოლეგიური სასამართლოს თავმჯდომარესა და მის ნებისმიერ წევრს უფლება აქვთ მხარეებს მისცენ შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრას, ამ გარემოებების დასადასტურებლად მტკიცებულებათა გამოვლენასა და სასამართლოში წარდგენას, მათი უტყუარობის გამორკვევა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი · რედაქცია 09.12.2025
მუხლი 222. მოსამართლეთა შეკითხვები
თავი XXV — სასამართლოს მთავარი სხდომა
რედაქციის ისტორია
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
- საქმე №ას-1150-2019
…აქაც სასამართლოს როლი და მოქმედებები მნიშვნელოვანია სარჩელის ფაქტობრივი დასაბუთების სრულყოფის თვალსაზრისით (მაგ. მოსამართლე საქმის არსებითად განსახილველად მომზადების მიზნით ხელმძღვანელობს საპროცესო კოდექსის 4.2, 128-ე, 203-ე, 222-ე მუხლებით, რათა სრულად და ზუსტად განისაზღვროს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები). სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლების სრულად და ზუსტად განსაზღვრა…
- საქმე №ას-648-2019
…შესახებ, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რადგან წინამდებარე განჩინების 21-ე პუნქტში მითითებული მოტივაცია მარტოოდენ მხარის სუბიექტურ შეფასებასა და აღქმას ეფუძნება. ამასთან, სასამართლო სხდომის თავმჯდომარე, თავისი უფლების ფარგლებში ( სსსკ-ის 222-ე მუხლი), ორივე მხარეს უსვამდა სადავო საკითხის გამორკვევასთან დაკავშირებით კითხვებს, რაც თავისთავად, სასამართლოს თავმჯდომარის მიკერძოებულობასთან…
- საქმე №ას-534-500-2017
…მიცემული ახსნა-განმარტება მოცემულ შემთხვევაში ახალ მტკიცებულებაზე ან ახალ გარემოებაზე მითითებას ნიშნავდა და, სსსკ-ის 219-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლოს აღნიშნული არ უნდა გაეთვალისწინებინა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, სსსკ-ის 222-ე მუხლით მოწესრიგებულია სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას მოსამართლეთა მიერ შეკითხვების დასმის წესი: „მოსამართლეს, რომელიც ერთპიროვნულად…
- საქმე №ას-1209-1169-2016
…დაკავშირებით აღარ სჭირდება მტკიცებულებათა შეგროვება. უდავო ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნევა ნამდვილად. იმ შემთხვევებში, როდესაც მოპასუხე არც ედავება და არც აღიარებს მოსარჩელის განმარტებებს, სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სსსკ-ის 222-ე მუხლით გათვალისწინებული კითხვის დასმის უფლება. მას შეუძლია, ჰკითხოს მოპასუხეს მისი პოზიციის შესახებ ამა თუ იმ გარემოების თაობაზე. თუ მოპასუხე არ რეაგირებს…
- საქმე №ას-24-24-2016
…იმ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული და არ აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციით. 6.1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 203-ე, 120-ე, 123-ე, 162-ე, 128-ე და 222-ე მუხლების შესაბამისად, საქმის მომზადების მიზნით მოსამართლეს უნდა დაედგინა ადგილზე დათვალიერება, სპეციალისტის მოწვევა, საკუთარი ინიციატივით დაენიშნა ექსპერტიზა,…
- საქმე №ას-209-196-2015
- საქმე №ას-546-514-2012
- საქმე №ას-140-134-2012
- საქმე №ას-24-24-2012
- საქმე №ას-1619-1611-2011
- საქმე №ას-941-979-2011
- საქმე №ას-1196-1216-2011
- საქმე №ბს-758-730(კ-08)
- საქმე №ას-858-1171-07
- საქმე №3კ/378-02
- საქმე №3კ/1049-01
- საქმე №3კ/946-01
- საქმე №3კ/628-01
- საქმე №3კ/708-01
- საქმე №3კ/653-01
- საქმე №3კ/646-01
- საქმე №3კ/530-01
- საქმე №3კ/376-01
- საქმე №3კ/274-01
- საქმე №3კ/60-01
- საქმე №3კ/685
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 216. საქმის განხილვის გადადება და გაგრძელება
- მუხლი 217. საქმის განხილვის დაწყება
- მუხლი 2171. მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადი სამოქალაქო საქმეების განხილვა
- მუხლი 218. მოქმედება, რომელსაც ასრულებს მოსამართლე მხარეთა მორიგების მიზნით
- მუხლი 219. ახალ გარემოებებზე მითითება
- მუხლი 221. მხარეთა შეკითხვები
- მუხლი 223. მხარეთა შეჯიბრების ხელმძღვანელობა
- მუხლი 224. მოსარჩელის მიერ სარჩელის შეცვლისა და მოპასუხის მიერ შეგებებული სარჩელის აღძვრის შესახებ საკითხების გადაწყვეტის წესი
- მუხლი 225. წარმოდგენილ მტკიცებულებათა განხილვა და შემოწმება
- მუხლი 226. მტკიცებულებათა განხილვისა და შემოწმების დამთავრება
- მუხლი 227. მხარეთა პაექრობა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 222, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-222/