მხარეებს უფლება აქვთ, სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე დაუსვან შეკითხვები მოწინააღმდეგე მხარეს და მის წარმომადგენელს. სასამართლო ნებართვას იძლევა მხოლოდ შეკითხვების დასმის პროცედურის დაწყების თაობაზე. თუ შეკითხვა უადგილოა ან შეუფერებელია და არ ემსახურება საქმის გარემოებების გამოკვლევასა და დადგენას, სასამართლოს, მხარის თხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოხსნას ასეთი შეკითხვა. შეკითხვის უადგილოდ ან შეუფერებლად მიჩნევა და მისი მოხსნა შეუძლია მოსამართლეს ერთპიროვნულად, ანდა სასამართლოს – კოლეგიურად, როცა საქმეს კოლეგიური სასამართლო იხილავს.
საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2110 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 221. მხარეთა შეკითხვები მხარეებს უფლება აქვთ, სასამართლოს წინასწარი ნებართვით თითოეულ მხს გარეს შე დაუძლისვან შეკითხვა მისცესბი მოწინააღმდეგე მხარეს და მის წარმომადგენელს. სასამართლო ნებართვას იძლევა მხოლოდ შეკითხვების დასმის პროცედურის დაწყების თაობაზე. თუ შეკითხვა უადგილოა ან შეუფერებელია და არ ემსახურება საქმის გარემოებების გამოკვლევასა და დადგენას, სასამართლოს, მხარის თხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოხსნას ასეთი შეკითხვა. შეკითხვის შეუსაბამდგილოდ ან შეუფერებლადგილოდ მიჩნევა და მისი მოხსნა შეუძლია მოსამართლეს ერთპიროვნულად, ანდა სასამართლოს – კოლეგიურად, როცა საქმეს კოლეგიური სასამართლო განიხილავს. საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2110 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.2
…ჯ.ც-ეს, გადაენაცვლა სხდომის დარბაზში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საწინააღმდეგოდ, სადავო გარემოებების დაზუსტების მიზნით სხდომის თავმჯდომარემ კასატორს შეუზღუდა შეკითხვების დასმის უფლება, რაც ამავე კოდექსის 127-ე და 221-ე მუხლების მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. საგულისხმოა, რომ სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლზე დაყრდნობით, 2014 წლის 27 ივნისს გადადო სხდომა…
…არასრულყოფილადაა გადმოცემული, აღნიშნულს ტ. ქ-ის მიერ წარდგენილი აუდიტორული დასკვნა, მოწმეთა ახსნა-განმარტებები, რეესტრის ამონაწერები და სხვა მტკიცებულებების კვლევა მიუთითებს. პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 221-ე, 225-ე, 226-ე, 227-ე და 228-ე მუხლების იმპერატიული მოთხოვნები. აღნიშნულით სასამართლომ ხელყო „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით…
საქმე №3გ-ად-131-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.10.2002
…არასწორად დაკისრება), კოლეგიამ მიუთითა, რომ იგი წარმოადგენს ზიანისათვის პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ შემთხვევებს. კოლეგიამ მიიჩნია აგრეთვე, რომ მოკვლევის ორგანოს უფროსს გ. ქ-ეს არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, ვინაიდან სსსკ 221-ე მუხლის თანახმად მხოლოდ სახელმწიფო, კონკრეტულად კი მოკვლევის ორგანოა პასუხისმგებელი უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებით გამოწვეული ზიანისათვის. კოლეგიის…
საქმე №3კ/697-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.09.2001
…გაასაჩივრა ორივე მხარემ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 16 თებერვლის განჩინებით საქმეზე საკასაციო წარმოება შეჩერდა, 1964 წლიდან მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-12, 221-ე მუხლების შესაბამისად იმ საფუძვლით, რომ მ. მ-ძის მიმართ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე დანაშაულისათვის, რომელიც გათვალისწინებულია სსკ-ის 228-ე მუხლის მეორე…